https://sputnik-georgia.com/20220212/ras-adasturebs-kuleba-perforansi-264367862.html
მოსაზრება: რას ადასტურებს კულებას „პერფორმანსი“
მოსაზრება: რას ადასტურებს კულებას „პერფორმანსი“
Sputnik საქართველო
ირინა ალქსნისი 12.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-12T11:00+0400
2022-02-12T11:00+0400
2022-02-12T11:00+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
მიმოხილვები
პოლიტიკა
აშშ
რუსეთი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/02/264081727_0:159:3076:1889_1920x0_80_0_0_d183f29966fa4e357ce77334e9f29df9.jpg
ირინა ალქსნისისწორედ მაშინ, როდესაც სერგეი შოიგუ მოსკოვში თავის ბრიტანელ კოლეგას, თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესს ესაუბრებოდა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ კიევმა მოსკოვს „დეტალური ახსნა-განმარტებები მოსთხოვა სამხედრო მოქმედებების შესახებ უკრაინის მიმდებარე ტერიტორიებზე და დროებით ოკუპირებულ ყირიმში“. ამის პარალელურად ერთდროულად რამდენიმე ქვეყანამ — დაწყებული შეერთებული შტატებით და დამთავრებული იაპონიით — თავის მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.მთელი ეს შთამბეჭდავი მოძრაობა ხუთშაბათს დაიწყო, პარიზში ნორმანდიული ფორმატის პოლიტიკური მრჩევლების მორიგი შეხვედრის დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ. მოლაპარაკებებმა, რომლისგანაც არანაირ გარღვევას არ ელოდებოდნენ, სრულად გაამართლა ეს მოლოდინი. დმიტრი კოზაკმა მინსკის პროცესის წარუმატებლობაში უკრაინა და დასავლეთი დაადანაშაულა. მთლიანობაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ძალიან მკვეთრი იყო შექმნილი ვითარების შეფასებებში, განაცხადა რა, რომ კონფლიქტის მოგვარება ნულზეა, ხოლო ხელმოწერიდან გასულ შვიდ წელს „სრული ბლეფი“ უწოდა.კოზაკმა სასაცილო და უკიდურესად მაჩვენებელი ეპიზოდის შესახებ ისაუბრა: მოლაპარაკების რაღაც მომენტში მას ინგლისური ენის კემბრიჯის განმარტებითი ლექსიკონის მოშველიება დასჭირდა, რათა დანარჩენი დელეგაციებისთვის ეჩვენებინა სიტყვების — „კონსულტაცია“ და „განხილვა“ მნიშვნელობა.საქმე ისაა, რომ გასული წლების განმავლობაში მინსკის შეთანხმებების ტორპედირებისა და გადასინჯვის ძირითადი მცდელობები მათში დაწერილის ინტერპრეტაციის შეცვლის მიმართულებით განხორციელდა. სხვათა შორის, თეორიულად, ეს არის სრულიად გონივრული მიდგომა: გამონათქვამი კანონის შესახებ, რომელიც სწორედ იურიდიულ კაზუისტიკას ეხება, რომელიც ეძებს დოკუმენტებში რაიმე მოსაჭიდებელს, რათა მათ სასურველი მნიშვნელობა მისცეს.მაგრამ ზუსტად შვიდი წლის წინ, 2015 წლის 11-12 თებერვლის ღამეს, მინსკში ანგელა მერკელთან და ფრანსუა ოლანდთან მოლაპარაკებებში რუსეთის მხრიდან პროფესიონალი იურისტი მონაწილეობდა. შედეგად, დოკუმენტი იმდენად ცალსახად შედგენილი აღმოჩნდა, რომ გასულ დროში, მიუხედავად ყველა მცდელობისა, დაწერილის განსხვავებულად ინტერპრეტაციისთვის მოსაჭიდებლები ვერ მოიძებნა. რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა კოზაკის ისტორიამ კემბრიჯის ლექსიკონთან დაკავშირებით.ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ გასული შეხვედრის შედეგები ყველა მონაწილემ საკმაოდ პირქუშად შეაფასა, არ შეიძლება ითქვას, რომ ეს სრული წარუმატებლობა იყო. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოლაპარაკებები თითქმის ცხრა საათს გაგრძელდა, იმაზე მიუთითებს, რომ საუბარი შედგა. ასეა თუ ისე, როდესაც მხარეებს შორის უთანხმოებების გადაულახავი კედელი არსებობს და არც კომუნიკაციის მზაობაა, მსგავსი ღონისძიებები ბევრად უფრო სწრაფად მთავრდება.და ეს წინააღმდეგობა ავლენს ურთულეს ვითარებასა და ყრუ ჩიხს, რომელშიც უკრაინის ხელისუფლება აღმოჩნდა (უფრო სწორად, თავად შევიდნენ მასში). ფაქტობრივად, კულებას „პერფორმანსი“ მხოლოდ ადასტურებს ამას.კიევის უცნაური, რომ არ ვთქვათ, შიზოფრენიული ქცევა მიმდინარე კრიზისში, უკვე ბევრმა აღნიშნა. უკრაინის ხელისუფლება ხან კატეგორიულად უარყოფს „რუსული შეჭრის“ გეგმებს, ხან მოსკოვს აგრესიის მომზადებაში ადანაშაულებს, ხან დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს, ხან აშკარა პროვოკაციებს აწყობს. ამასთან სადემარკაციო ხაზზე შთამბეჭდავი სიმშვიდეა, რაც დიდი ხანია, არ ყოფილა.ამ უცნაურობების ახსნა ზედაპირზე დევს. დიდი სამხედრო კონფლიქტი მხოლოდ შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს სჭირდებათ, რომლებიც ურთულესი სისტემური პრობლემების (ეკონომიკური, საშინაო და გეოპოლიტიკური) კონგლომერატს შეეჯახნენ და მათ გადაჭრას არაერთხელ გამოცდილი გზით — მესამე ქვეყნების ერთმანეთზე მისევის გზით ცდილობენ. უკვე 100 დღეზე მეტია, ინფორმაციის უწყვეტი ნაკადი ადასტურებს, რომ სწორედ შტატები და ბრიტანეთი არიან ესკალაციის მთავარი წამქეზებლები, რომელიც მათ ცარიელ ადგილზე მოაწყვეს.სხვა არავინ — არც რუსეთი, არც დასავლეთ ევროპა და არც უკრაინა — კატეგორიულად არ არიან დაინტერესებული ომით.უფრო მეტიც, ეს კიევს, გარდა უკვე არსებული ხარჯებისა (როგორიცაა ინვესტორების გაქცევა ქვეყნიდან), სრულმასშტაბიანი კატასტროფით ემუქრება, უკრაინული ელიტების უმეტესობისთვის პირადი კრახის ჩათვლით.ამ უკანასკნელებმა კარგად იციან, რომ მათ, ისევე როგორც მთელ ქვეყანას, სამსხვერპლო ბატკნის როლი აქვთ გამზადებული ანგლო-საქსების ბრძოლაში საკუთარი გადარჩენისთვის. თუმცა ხელები დიდწილად შეკრული აქვთ, ამიტომაც უკვე მეოთხე თვეა, საოცარ ბორგვას ვაკვირდებით, როდესაც ერთი და იგივე ხალხი ოკეანისგაღმელი სუზერენის მათთვის თვითმკვლელობის სადარ ბრძანებებს ასრულებენ, რომელიც გლობალურ „ველიკოდერჟავულ“ გეგმებს ახორციელებს და ამავდროულად ცდილობენ, რუსეთთან დაძაბულობა განმუხტონ — იცავენ რა საკუთარ ინტერესებს და, საბოლოო ჯამში, ზრუნავენ საკუთარი ტყავის გადარჩენაზე.ხოლო ანგლოსაქსების მიერ გამოჩენილი სიჯიუტის გათვალისწინებით, მათ შორის, დღევანდელი მოწოდებების ჩათვლით, რომ აშშ-ის მოქალაქეებმა უკრაინა დატოვონ, როგორც ჩანს, ისინი ყველაფერზე წასასვლელად არიან მზად, ოღონდ თავისას მიაღწიონ.ახლა უკრაინისა და კიევის ხელისუფლების ბედი დამოკიდებულიაიმაზე, თურაპასუხსგასცემსრუსეთივაშინგტონისდესტრუქციულ, პროვოკაციულდაომისგამომწვევქმედებებს, რომელიცაშკარადაპირებსსატელიტებისა და უმცროსი პარტნიორების დაწვას საკუთარიხსნისთვის დანთებულ ღუმელში.კარგი იქნება, თუ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები, რომლებიც გეოპოლიტიკურად ჯიუტად დებენ ფსონს შეერთებულ შტატებზე, სასარგებლო გაკვეთილს გამოიტანენ უკრაინისჭკუის სასწავლი, თუ არა კატასტროფული გამოცდილებიდან.რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე
https://sputnik-georgia.com/20220201/ramdenad-sors-wava-dasavleti-rusettan-brzolasi-264052669.html
https://sputnik-georgia.com/20220211/kievi-parizita-daberlinit-manipulirebs-264367523.html
https://sputnik-georgia.com/20220208/putima-makroni-arcevani-inase-daayena-264346439.html
https://sputnik-georgia.com/20220203/amerikas-evropasi-damatebiti-zalebi-gadahyavs-264104765.html
https://sputnik-georgia.com/20220207/gamartldeba-tu-ara-makronis-moskovuri-imedebi-264347025.html
აშშ
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/02/264081727_174:0:2903:2047_1920x0_80_0_0_8b9dc1488e0e728a560160faa1a17b25.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანალიტიკა, მოსაზრება, მიმოხილვები, პოლიტიკა, აშშ , რუსეთი, უკრაინა
ანალიტიკა, მოსაზრება, მიმოხილვები, პოლიტიკა, აშშ , რუსეთი, უკრაინა
სწორედ მაშინ, როდესაც სერგეი შოიგუ მოსკოვში თავის ბრიტანელ კოლეგას, თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესს ესაუბრებოდა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ კიევმა მოსკოვს „დეტალური ახსნა-განმარტებები მოსთხოვა სამხედრო მოქმედებების შესახებ უკრაინის მიმდებარე ტერიტორიებზე და დროებით ოკუპირებულ ყირიმში“.
ამის პარალელურად ერთდროულად რამდენიმე ქვეყანამ — დაწყებული შეერთებული შტატებით და დამთავრებული იაპონიით — თავის მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.
მთელი ეს შთამბეჭდავი მოძრაობა ხუთშაბათს დაიწყო, პარიზში ნორმანდიული ფორმატის პოლიტიკური მრჩევლების მორიგი შეხვედრის დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ. მოლაპარაკებებმა, რომლისგანაც არანაირ გარღვევას არ ელოდებოდნენ, სრულად გაამართლა ეს მოლოდინი. დმიტრი კოზაკმა მინსკის პროცესის წარუმატებლობაში უკრაინა და დასავლეთი დაადანაშაულა. მთლიანობაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ძალიან მკვეთრი იყო შექმნილი ვითარების შეფასებებში, განაცხადა რა, რომ კონფლიქტის მოგვარება ნულზეა, ხოლო ხელმოწერიდან გასულ შვიდ წელს „სრული ბლეფი“ უწოდა.
კოზაკმა სასაცილო და უკიდურესად მაჩვენებელი ეპიზოდის შესახებ ისაუბრა: მოლაპარაკების რაღაც მომენტში მას ინგლისური ენის კემბრიჯის განმარტებითი ლექსიკონის მოშველიება დასჭირდა, რათა დანარჩენი დელეგაციებისთვის ეჩვენებინა სიტყვების — „კონსულტაცია“ და „განხილვა“ მნიშვნელობა.
საქმე ისაა, რომ გასული წლების განმავლობაში მინსკის შეთანხმებების ტორპედირებისა და გადასინჯვის ძირითადი მცდელობები მათში დაწერილის ინტერპრეტაციის შეცვლის მიმართულებით განხორციელდა. სხვათა შორის, თეორიულად, ეს არის სრულიად გონივრული მიდგომა: გამონათქვამი კანონის შესახებ, რომელიც სწორედ იურიდიულ კაზუისტიკას ეხება, რომელიც ეძებს დოკუმენტებში რაიმე მოსაჭიდებელს, რათა მათ სასურველი მნიშვნელობა მისცეს.
მაგრამ ზუსტად შვიდი წლის წინ, 2015 წლის 11-12 თებერვლის ღამეს, მინსკში ანგელა მერკელთან და ფრანსუა ოლანდთან მოლაპარაკებებში რუსეთის მხრიდან პროფესიონალი იურისტი მონაწილეობდა. შედეგად, დოკუმენტი იმდენად ცალსახად შედგენილი აღმოჩნდა, რომ გასულ დროში, მიუხედავად ყველა მცდელობისა, დაწერილის განსხვავებულად ინტერპრეტაციისთვის მოსაჭიდებლები ვერ მოიძებნა. რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა კოზაკის ისტორიამ კემბრიჯის ლექსიკონთან დაკავშირებით.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ გასული შეხვედრის შედეგები ყველა მონაწილემ საკმაოდ პირქუშად შეაფასა, არ შეიძლება ითქვას, რომ ეს სრული წარუმატებლობა იყო. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოლაპარაკებები თითქმის ცხრა საათს გაგრძელდა, იმაზე მიუთითებს, რომ საუბარი შედგა. ასეა თუ ისე, როდესაც მხარეებს შორის უთანხმოებების გადაულახავი კედელი არსებობს და არც კომუნიკაციის მზაობაა, მსგავსი ღონისძიებები ბევრად უფრო სწრაფად მთავრდება.
და ეს წინააღმდეგობა ავლენს ურთულეს ვითარებასა და ყრუ ჩიხს, რომელშიც უკრაინის ხელისუფლება აღმოჩნდა (უფრო სწორად, თავად შევიდნენ მასში). ფაქტობრივად, კულებას „პერფორმანსი“ მხოლოდ ადასტურებს ამას.
კიევის უცნაური, რომ არ ვთქვათ, შიზოფრენიული ქცევა მიმდინარე კრიზისში, უკვე ბევრმა აღნიშნა. უკრაინის ხელისუფლება ხან კატეგორიულად უარყოფს „რუსული შეჭრის“ გეგმებს, ხან მოსკოვს აგრესიის მომზადებაში ადანაშაულებს, ხან დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს, ხან აშკარა პროვოკაციებს აწყობს. ამასთან სადემარკაციო ხაზზე შთამბეჭდავი სიმშვიდეა, რაც დიდი ხანია, არ ყოფილა.
ამ უცნაურობების ახსნა ზედაპირზე დევს. დიდი სამხედრო კონფლიქტი მხოლოდ შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს სჭირდებათ, რომლებიც ურთულესი სისტემური პრობლემების (ეკონომიკური, საშინაო და გეოპოლიტიკური) კონგლომერატს შეეჯახნენ და მათ გადაჭრას არაერთხელ გამოცდილი გზით — მესამე ქვეყნების ერთმანეთზე მისევის გზით ცდილობენ. უკვე 100 დღეზე მეტია, ინფორმაციის უწყვეტი ნაკადი ადასტურებს, რომ სწორედ შტატები და ბრიტანეთი არიან ესკალაციის მთავარი წამქეზებლები, რომელიც მათ ცარიელ ადგილზე მოაწყვეს.
სხვა არავინ — არც რუსეთი, არც დასავლეთ ევროპა და არც უკრაინა — კატეგორიულად არ არიან დაინტერესებული ომით.
უფრო მეტიც, ეს კიევს, გარდა უკვე არსებული ხარჯებისა (როგორიცაა ინვესტორების გაქცევა ქვეყნიდან), სრულმასშტაბიანი კატასტროფით ემუქრება, უკრაინული ელიტების უმეტესობისთვის პირადი კრახის ჩათვლით.
ამ უკანასკნელებმა კარგად იციან, რომ მათ, ისევე როგორც მთელ ქვეყანას, სამსხვერპლო ბატკნის როლი აქვთ გამზადებული ანგლო-საქსების ბრძოლაში საკუთარი გადარჩენისთვის. თუმცა ხელები დიდწილად შეკრული აქვთ, ამიტომაც უკვე მეოთხე თვეა, საოცარ ბორგვას ვაკვირდებით, როდესაც ერთი და იგივე ხალხი ოკეანისგაღმელი სუზერენის მათთვის თვითმკვლელობის სადარ ბრძანებებს ასრულებენ, რომელიც გლობალურ „ველიკოდერჟავულ“ გეგმებს ახორციელებს და ამავდროულად ცდილობენ, რუსეთთან დაძაბულობა განმუხტონ — იცავენ რა საკუთარ ინტერესებს და, საბოლოო ჯამში, ზრუნავენ საკუთარი ტყავის გადარჩენაზე.
ხოლო ანგლოსაქსების მიერ გამოჩენილი სიჯიუტის გათვალისწინებით, მათ შორის, დღევანდელი მოწოდებების ჩათვლით, რომ აშშ-ის მოქალაქეებმა უკრაინა დატოვონ, როგორც ჩანს, ისინი ყველაფერზე წასასვლელად არიან მზად, ოღონდ თავისას მიაღწიონ.
ახლა უკრაინისა და კიევის ხელისუფლების ბედი დამოკიდებულიაიმაზე, თურაპასუხსგასცემსრუსეთივაშინგტონისდესტრუქციულ, პროვოკაციულდაომისგამომწვევქმედებებს, რომელიცაშკარადაპირებსსატელიტებისა და უმცროსი პარტნიორების დაწვას საკუთარიხსნისთვის დანთებულ ღუმელში.
კარგი იქნება, თუ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები, რომლებიც გეოპოლიტიკურად ჯიუტად დებენ ფსონს შეერთებულ შტატებზე, სასარგებლო გაკვეთილს გამოიტანენ უკრაინისჭკუის სასწავლი, თუ არა კატასტროფული გამოცდილებიდან.
რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე