პუტინმა მაკრონი არჩევანის წინაშე დააყენა

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2022
გამოწერა
პიოტრ აკოპოვი
„გინდათ რუსეთთან ომი?“ - ეს კითხვა ვლადიმერ პუტინმა არა საფრანგეთის პრეზიდენტს ან ფრანგულ პრესას, არამედ, ზოგადად, დასავლეთს დაუსვა.
ემანუელ მაკრონი მოსკოვში ხომ სწორედ იმ მომენტში ჩაფრინდა, როდესაც „უკრაინაში რუსეთის მოსალოდნელ შეჭრაზე“ კამპანიამ სიგიჟის უმაღლეს სტადიას მიაღწია, მაგრამ საფრანგეთის პრეზიდენტს, რასაკვირველია, არ სჯეროდა, რომ რუსული ტანკები წუთი-წუთზე დაესხმებოდნენ თავს კიევს.
და არა იმიტომ, რომ ბოლო დღეებში ის სამჯერ ესაუბრა ვლადიმერ პუტინს ტელეფონით - უბრალოდ, მაკრონს არაფერში სჭირდება ანგლოსაქსების დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობა. აი შექმნილი ვითარებიდან კი მაკრონი - საფრანგეთისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც - სარგებელის მიღების წინააღმდეგი კი არ არის. ორ თვეში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება და მოსკოვში წარმატებული ვიზიტი და, ზოგადად, „ევროპაში ომის“ თავიდან აცილება მაკრონს მეორე ვადით არჩევაში დაეხმარება.
სწორედ ამიტომ გამოიყენა ფრანგმა სტუმარმა სიტყვა „ომი“ პუტინთან საუბრის პრესისთვის გავრცელებულ ნაწილში.
„დღევანდელმა საუბარმა შეიძლება გაგვიხსნას გზა, რომლითაც უნდა ვიაროთ - ეს დეესკალაციაა. ჩვენთვის ცნობილია ვითარება, სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია, ვიცნობთ უკრაინის საკითხს <...> და კოლექტიური უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხებს. <...> ჩვენ შევძლებთ კოლექტიურად დავიწყოთ რუსეთისა და მთელი ევროპისთვის პრაქტიკული პასუხის შემუშავება. სასარგებლო, პრაქტიკული პასუხი - ესაა პასუხი, რომელიც, რასაკვირველია, თავიდან აგვაცილებს ომს და მოგვაპოვებინებს სტაბილურობას, ტრანსპარენტულობას და ნდობას“.
მაკრონს შესანიშნავად ესმის, რომ არავითარი ომის საფრთხე არ არსებობს: შემთხვევით არ უთქვამს მას მოსკოვში გამგზავრებამდე, რომ „რუსეთთან ინტენსიური დიალოგისა და მოსკოვში ამჟამინდელი ვიზიტის წყალობით, ალბათ, მოხერხდება „რუსეთის შეჭრის“ თავიდან აცილება. შემდეგ კი განვიხილავთ განმუხტვის პირობებს, დასძინა მან, „ამ მომენტისთვის ხომ რუსეთის გეოპოლიტიკური მიზანი - ნამდვილად არ არის უკრაინა, არამედ ნატოსა და ევროკავშირის თანაარსებობის წესების დადგენაა“.
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
მსოფლიო დღეს
პუტინი მაკრონს: დასავლეთის მიერ იგნორირებულია უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპის საკითხი
მოსკოვში საფრანგეთის პრეზიდენტს საჯაროდ ასე გულახდილად აღარ უსაუბრია, თუმცა პრესკონფერენციაზე გამუდმებით ხაზს უსვამდა, რომ მნიშვნელოვანია საერთო უსაფრთხოებაზე შეთანხმება, სტაბილურობის ახალი მექანიზმების შემუშავება, რომ ევროპა ვერ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, თუ რუსეთიც იმავეს არ განიცდის. ეს მოსაზრება მისთვის არახალია: მაკრონს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ შეუძლებელია ევროპული უსაფრთხოების სისტემის აგება რუსეთის გარეშე და მით უმეტეს, რუსეთის წინააღმდეგ.
პარიზს სურს არა იმდენად საფრანგეთის, რამდენადაც გაერთიანებული ევროპის სტატუსის ამაღლება, რომელშიც ის ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი იქნება, მაგრამ ამისათვის საჭიროა ევროკავშირის ის სტრატეგიული ავტონომია, რომელზეც გამუდმებით უთითებს საფრანგეთის პრეზიდენტი. ავტონომია ერთიანი დასავლეთის ფარგლებში, მაგრამ ახლა ეს ავტონომია არ არსებობს და არც მისი პერსპექტივა ჩანს. პირიქით, დასავლეთსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობა ევროპის ამბიციებს ვნებს: დავა ხომ უშუალოდ ანგლოსაქსებსა და რუსებს შორისაა - და სადაა აქ ევროპა?
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2022
დასავლეთმა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიებზე უარი უთხრა: რა იქნება შემდეგ?
არა, მოსკოვი არ უგულებელყოფს ევროპელებს - მას უბრალოდ არ სჯერა მათი სუბიექტურობის. თუმცა უსაფრთხოების გარანტიებზე პუტინის წინადადებების მიზანი სწორედ ევროპელების გამოფხიზლება, მათში საკუთარი მნიშვნელობის აღქმის გამოღვიძება იყო. არ გამოვიდა? გააჩნია, საიდან შევხედავთ - ნატოს პასუხში არ იქნებოდა ჩვენი მოთხოვნების გათვალისწინების სურვილი. შემთხვევით არ უთქვამს პუტინს, რომ „მთავარი, რაც გვაშფოთებს, სამწუხაროდ, იგნორირებული აღმოჩნდა“. მაგრამ საფრანგეთი, მართალია, ნატოს წევრია, მაგრამ საკუთარი პანევროპული ამბიციები და გეოპოლიტიკასა და უსაფრთხოებაზე თავისი შეხედულებები აქვს. ამიტომ პუტინმა „ევროპაში ომის“ თემა პრესკონფერენციაზე აიტაცა.
„გინდათ, საფრანგეთმა რუსეთთან იომოს? ხომ გესმით, რომ თუ უკრაინა ნატოში იქნება და სამხედრო გზით შეეცდება ყირიმის დაბრუნებას, ევროპის ქვეყნები ავტომატურად იქნებიან ჩათრეული რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში? <...> გამარჯვებული არ იქნება. თქვენც საკუთარი ნების გარეშე ჩაგითრევენ ამ კონფლიქტში. თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებთ, ისე შეუდგებით რომის შეთანხმების მეხუთე პუნქტის შესრულებას“.
ყველაფერი ნათელია: როდესაც მხარს უჭერთ ანგლოსაქსების განწყობას, არ მოგვცეს ნატოში უკრაინის არგაწევრიანების გარანტიები, ღიად ტოვებთ რუსეთთან ომის შესაძლებლობას. ეს გჭირდებათ? ფრანგებს, გერმანელებს, იტალიელებს, დანარჩენ ევროპელებს - ნამდვილად არა. მით უმეტეს, რომ ბევრ ევროპელს კარგად ესმის, რომ უკრაინის თემას იყენებენ არა მხოლოდ რუსეთის, არამედ იმავე ევროპის წინააღმდეგ. არ არის საჭირო, იყო დიდი სტრატეგი, რათა გესმოდეს, ვინ, როგორ და რატომ აპირისპირებს ევროპულ სახელმწიფოებს რუსეთთან.
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2022
„ყველას გთხოვთ, დამშვიდდეთ“: ვინ აიყვანა უკრაინა მძევლად
მოსკოვი დასავლეთისგან უკრაინიდან გასვლას, ალიანსში მისი გაწევრიანების გეგმებზე უარის თქმას უმიზეზოდ არ ითხოვს. იგი არ აპირებს, თავისი ისტორიული ტერიტორიის ერთი ნაწილი მოსკოვისთვის მუდმივი საფრთხის შემცველ რეგიონად აქციოს. არავინ იცის, რამდენხანს იარსებებს ერთიანი დასავლეთი, რამდენხანს შეძლებენ ანგლოსაქსები მისი პოლიტიკისა და მიზნების განსაზღვრას. შესაძლოა, უახლოეს რამდენიმე ათწლეულში მან ვერ იპოვოს ძალა თვითგამორკვევისთვის. მაგრამ გამორიცხული არ არის, ფრანგულ-გერმანული ევროპა ახლო მომავალში მართლაც დადგეს ჯერ სტრატეგიული ავტონომიის, შემდეგ კი რეალური დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე. ამის მიღწევა კი რუსეთთან კონფლიქტის პირობებში შეუძლებელია. რადგან სწორედ მას იყენებენ „ძველი სამყაროს“ გარეშე ძალებზე გეოპოლიტიკური დამოკიდებულების შესანარჩუნებლად.
მაგრამ რუსეთი არ აპირებს, თავისი ნაციონალური ინტერესები, თავისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიზნები ევროპელების ეჭვებზე დამოკიდებული გახადოს - უკრაინის საკითხი უახლოეს მომავალში უნდა გადაწყდეს და გამოირიცხოს ნატოში უკრაინის გაწევრიანების შესაძლებლობა. ევროპას სურს თავისი უსაფრთხოების დაცვა? ამაზე მარტივი არაფერია - ნუ დაემუქრებიან რუსეთის უსაფრთხოებას. მით უმეტეს, ნუ გამოიყენებენ ჩვენი ხალხის დროებით დაყოფას.
პუტინს სურდა, ევროპასა და მაკრონში, როგორც ევროპის წარმომადგენელში, გამოეღვიძებინა არა რუსეთის ინტერესებისადმი პატივისცემა, არამედ პასუხისმგებლობის გრძნობა - საკუთარი, ევროპის წინაშე. ახლო მომავალში გამოჩნდება, გამოვიდა თუ არა.
რედაქცია ავტორის მოსაზრებებზე პასუხს არ აგებს
ყველა ახალი ამბავი
0