გამართლდება თუ არა მაკრონის მოსკოვური იმედები

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიПрезидент Франции Эммануэль Макрон, архивное фото
Президент Франции Эммануэль Макрон, архивное фото - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2022
გამოწერა
ელენა კარაევა
დღეს ვლადიმერ პუტინი ფრანგ კოლეგას მასპინძლობს: ემანუელ მაკრონი მოსკოვს რუსეთის ლიდერთან მოსალაპარაკებლად ესტუმრა. საფრანგეთის მასმედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებები გაიმართება „ერთი ერთზე“ ფორმატით, რის შემდეგაც ჩატარდება ერთობლივი პრესკონფერენცია, პროგრამა კი „მეგობრულ წრეში“ ვახშმით დასრულდება.
ხაზგასმულია, რომ ეს არასახელმწიფოებრივი და არაოფიციალური ვიზიტია. პუტინი მაკრონთან საუბარს აპირებს არა იმიტომ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი „კარგი ბიჭია“, არამედ იმიტომ, რომ დღევანდელ გაერთიანებულ ევროპაში მაკრონს საკმაო პოლიტიკური წონა აქვს. რასაკვირველია, არა აბსოლუტური, არამედ შედარებითი გაგებით. თუ, მაგალითად, შევადარებთ იმავე ფონ დერ ლაიენს, რომლის უკანაც არაფერი დგას, ევრობიუროკრატის კარიერის გარდა, ან ბორელს, რომელსაც ზურგს ასევე არაფერი უმაგრებს, გარდა თანამდებობის ხატოვანი სახელწოდებისა - „უმაღლესი წარმომადგენელი საერთაშორისო საქმეთა და უსაფრთხოების სფეროში“. და თუ ბორის ჯონსონს შევადარებთ, ის ისე ჩაეფლო სკანდალებში, რომ ერთადერთი, რამაც შეიძლება სახე შეუნარჩუნოს, არის ნებაყოფლობით გადადგომა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან.
ლონდონი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2022
რამდენად შორს წასასვლელადაა მზად დასავლეთი რუსეთთან ბრძოლაში
კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც მაკრონი პუტინის ღირსეულ თანამოსაუბრედ შეიძლება მივიჩნიოთ, ისაა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი მაშინაც კი დიპლომატიურად საუბრობდა, როდესაც რუსეთის პოლიტიკაზე მკაცრ განცხადებებს აკეთებდა.
ეს, რაც შეეხება მხარდამჭერ არგუმენტებს.
თუმცა არის საწინააღმდეგო არგუმენტებიც.
მათზე თავად საფრანგეთის პრეზიდენტმა ისაუბრა ერთი დღით ადრე გამოქვეყნებულ ინტერვიუში.
მაკრონმა განაცხადა: „ჩვენ თვალს ვადევნებთ, როგორც ხორციელდება მილიტარიზაცია უკრაინისა და რუსეთის, ბელარუსისა და რუსეთის გამყოფ საზღვრებზე. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ამისთვის გამოიყენება სახმელეთო და საავიაციო საშუალებები, ვხედავთ, რომ მიმდინარეობს საბრძოლო წვრთნები. ამ ვითარებაში ვაპირებთ, შევასრულოთ დამცავის როლი, შევამციროთ დაძაბულობა დიალოგის გზით და თავიდან ავიცილოთ სამხედრო კონფლიქტი“.
მეორე მომენტი, რომელიც იმთავითვე იპყრობს ყურადღებას: მაკრონისთვის 2008 წელს სამხედრო პროვოკაცია საქართველოს კი არ მოუწყვია, არამედ რუსეთმა მიმართა აგრესიას ამ ქვეყნის მიმართ, 2014 წელს კი ყირიმს არ გადაუწყვეტია თავისი ბედი და ნებით არ დაბრუნებულა რუსეთში რეფერენდუმის გზით, არამედ მისი ანექსია მოსკოვმა განახორციელა.
ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2022
ევროპის მოტაცება: ამერიკელები მოკავშირეებს ძარცვავენ
იგივე ბრალდებები რუსეთის მიმართ გაისმა საფრანგეთის პრეზიდენტის სპეციალური დესპანის პიერ ვიმონის მოკლე კომენტარში, რომელიც პრესაში გავრცელდა. ვიმონის თქმით, როდესაც დიპლომატებთან შეხვედრისას მან სცადა „საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის ქცევის“ პრეისტორიის წამოჭრა და ორივე სიტუაცია ახსენა, მისმა თანამოსაუბრეებმა „დუმილით უპასუხეს“.
რა თქმა უნდა, ეს ჯერ მხოლოდ შტრიხები და ფრაგმენტებია, და არა მოლაპარაკების მთლიანი სურათი, მაგრამ მაინც ასახავს ტენდენციას, თუ როგორ და რა თემებზე შეიძლება წარიმართოს დღევანდელი დიალოგი.
მაგრამ, მეორე მხრივ, ნათელია, რომ მაკრონს, პუტინისგან განსხვავებით, დიალოგში ხელ-ფეხი ექნება შეკრული.
მას არ შეუძლია, გენერალურ ევროპულ კურსს გადაუხვიოს, რომლის თანახმადაც: „კონტინენტის ყველა პრობლემა - საგარეოც და საშინაოც - რუსეთის ბრალია“.
იგი ვერც კომპრომისებზე წავა, რადგან ამ გარემოებას მაშინვე გამოიყენებენ მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები როგორც ქვეყანაში, ანუ პარიზში, ისე ევროკავშირში, ანუ ბრიუსელში. მას უბრალოდ „პუტინის მიმართ ზედმეტ ლოიალობაში“ დაადანაშაულებენ. და ეს შეიძლება მონათლონ შეცდომად, რომელიც დანაშაულზე უარესია.
ბორის ჯონსონი - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2022
მოსაზრება: რატომ აწყობს ბორის ჯონსონს რუსეთთან ომი?
არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ თუ პუტინს ზურგს უმაგრებს მისი ხალხი და ქვეყანა, მაკრონის რეიტინგი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საგრძნობლად ეცემა, საფრანგეთის პრეზიდენტის პოპულარობის დონე ყოველ კვირას რამდენიმე პროცენტით იკლებს.
მაგრამ მთავარი შეზღუდვა, რომელიც შეიძლება მაკრონის მოსკოვური მისიისთვის ფატალური აღმოჩნდეს, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს.
ესაა მგზავრობის პროგრამა. ის მოიცავს კიევში ვიზიტს მომდევნო დღეს. იქ, რასაკვირველია, საფრანგეთის ლიდერს ელოდება მენიუ „ა ლა მაიდანი“, შედგენილი „დიდი უკრაინული სტილის“ მოყვარულების მიერ. პროგრამის ნაწილია „მაიდანის გმირთა“ მონუმენტის მონახულება, დიალოგი პრეზიდენტ ზელენსკისთან და სხვ.
მაკრონმა ხსენებულ ინტერვიუში რამდენჯერმე გაიმეორა, რომ „უკრაინა - ევროპაა“ და რომ „უკრაინა - ევროპული სახელმწიფოა“ და ყველა ევროპელს „ძმები“ უწოდა, თითქოს თავი იმართლა, რომ უკრაინის ლიდერთან შეხვედრამდე ჯერ რუსეთის პრეზიდენტთან აპირებდა მოლაპარაკების გამართვას.
ამ პასაჟს, რომლის ადრესატებიც არა თავად ფრანგები, არამედ კიევის ხელისუფლება იყო, როგორც ჩანს, უნდა დაემშვიდებინა პარიზის უმცროსი ნერვიული პარტნიორები, რათა მათ საჯაროდ ისტერიკა არ გაემართათ.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი სხვა რამაა. მოსკოვში შეხვედრას მართავს ორი ლიდერი, რომელთაგან თითოეულს სჭირდება დღევანდელი კრიზისის განმუხტვა, კრიზისისა, რომელიც, სხვათა შორის, მათ გამო არ წარმოქმნილა.
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
მსოფლიო დღეს
პუტინი მაკრონს: დასავლეთის მიერ იგნორირებულია უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპის საკითხი
არც პუტინს, არც მაკრონს, თუნდაც სხვადასხვა მიზეზით, არ სჭირდება სიტუაციის დაძაბვა და მისი გადაზრდა შესაძლო საომარ კონფლიქტში.
არც ისინი და არც მათი ქვეყნები არ იქნებიან ამ შემთხვევაში ბენეფიციარები.
ევროპის კონტინენტზე გამწვავების შემთხვევაში „ნუგბარი“ ერგება - პირველ რიგში, უკრაინას, რომელიც „რუსული აგრესიის საცოდავი მსხვერპლის“ სახით შეეცდება რესურსებისა და მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარების მიღებას, მეორეც აშშ-ს, რომელიც ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში საშინაო პრობლემებს ომის მეშვეობით აგვარებს.
შესაბამისად, სწორედ ეს გარემოება - იმან, რომ პოლიტიკურად დღეს პუტინი და მაკრონი, მიუხედავად კიევის მისამართით საფრანგეთის პრეზიდენტის ყველა კნიქსენისა, ბარიკადების ერთ მხარეს დგანან, შესაძლოა გადამწყვეტი როლი შეასრულოს გეოპოლიტიკური ფრონტის ამ ფლანგზე დიპლომატიური გარღვევის მომზადებაში.
რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე
ყველა ახალი ამბავი
0