https://sputnik-georgia.com/20220203/amerikas-evropasi-damatebiti-zalebi-gadahyavs-264104765.html
აშშ-ს ევროპაში დამატებითი ძალები გადაჰყავს: პესკოვის კომენტარი
აშშ-ს ევროპაში დამატებითი ძალები გადაჰყავს: პესკოვის კომენტარი
Sputnik საქართველო
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ამერიკული ჯარების ევროპაში გადასროლა ნიშნავს, რომ აშშ განაგრძობს დაძაბულობის ზრდას ევროპაში, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის... 03.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-03T09:45+0400
2022-02-03T09:45+0400
2023-07-20T15:54+0400
აშშ
რუსეთი
უკრაინა
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251312738_0:0:3038:1710_1920x0_80_0_0_a05e21203374f222644cceeb3a87f289.jpg
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ამერიკული ჯარების ევროპაში გადასროლა ნიშნავს, რომ აშშ განაგრძობს დაძაბულობის ზრდას ევროპაში, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ტელეარხ CNN-თან ინტერვიუში.მანამდე პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინის გარშემო კრიზისის ესკალაციის ფონზე ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. როგორც უწყება ირწმუნება, ჯარები ევროპის მოკავშირე ქვეყნებში დროებით გათავსდებიან მიმღები მხარეების თანხმობის საფუძველზე.ჯენ პსაკი: თეთრი სახლი უკრაინაში შეჭრას „გარდაუვალს“ აღარ უწოდებს>>ამასთან, ტელეარხ CNN-ის ცნობით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, ევროპაში აშშ-ის ძალების გადასროლის შესახებ გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება იმას, რაც მან მანამდე უთხრა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სასაცილო და სახიფათოა დასავლეთის განცხადებები რუსული აგრესიისა და კიევის მოსკოვისგან დაცვის აუცილებლობის შესახებ. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, მოსკოვს ჯარები საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე საკუთარივე შეხედულებისამებრ გადაჰყავს, რაც არავის ემუქრება და არც არავის არ უნდა აღელვებდეს.
აშშ
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251312738_307:0:3038:2048_1920x0_80_0_0_f239e64d2290e166152d81b6bd2f7c6e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , რუსეთი, უკრაინა , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , რუსეთი, უკრაინა , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ამერიკული ჯარების ევროპაში გადასროლა ნიშნავს, რომ აშშ განაგრძობს დაძაბულობის ზრდას ევროპაში, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ტელეარხ CNN-თან ინტერვიუში.
„აშშ ფაქტობრივად განაგრძობს დაძაბულობის ზრდას ევროპაში. ამერიკული ძალების გადასროლა ევროპაში — ეს იმის დასტურია, რომ რუსეთს შეშფოთების აშკარა მიზეზი აქვს“, — აღნიშნა პესკოვმა.
მანამდე პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინის გარშემო კრიზისის ესკალაციის ფონზე ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. როგორც უწყება ირწმუნება, ჯარები ევროპის მოკავშირე ქვეყნებში დროებით გათავსდებიან მიმღები მხარეების თანხმობის საფუძველზე.
ამასთან, ტელეარხ CNN-ის ცნობით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, ევროპაში აშშ-ის ძალების გადასროლის შესახებ გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება იმას, რაც მან მანამდე უთხრა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.
„თუ ის აგრესიულად იმოქმედებს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენი ნატოელი მოკავშირეების დასარწმუნებლად, რომ ჩვენ იქ ვართ, ხოლო ალიანსის მე-5 მუხლი — ეს წმიდათაწმიდა მოვალეობაა“, — ციტირებს პრეზიდენტს ტელეარხის ჟურნალისტი კეიტლან კოლინზი
Twitter-ზე.მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სასაცილო და სახიფათოა დასავლეთის განცხადებები რუსული აგრესიისა და კიევის მოსკოვისგან დაცვის აუცილებლობის შესახებ. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, მოსკოვს ჯარები საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე საკუთარივე შეხედულებისამებრ გადაჰყავს, რაც არავის ემუქრება და არც არავის არ უნდა აღელვებდეს.