https://sputnik-georgia.com/20220203/amerika-rusetis-mier-ukrainasi-sewras-gardauvals-arar-uwodebs-264104158.html
ჯენ პსაკი: თეთრი სახლი უკრაინაში შეჭრას „გარდაუვალს“ აღარ უწოდებს
ჯენ პსაკი: თეთრი სახლი უკრაინაში შეჭრას „გარდაუვალს“ აღარ უწოდებს
Sputnik საქართველო
თეთრი სახლის პრესმდივანმა გასულ კვირაში ბრიფინგზე განაცხადა, რომ საზღვართან თავმოყრილი რუსული ჯარების უკრაინაში შეჭრა შესაძლოა გარდაუვალი იყოს
2022-02-03T09:13+0400
2022-02-03T09:13+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
რუსეთი
უკრაინა
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/05/252511393_0:54:1024:630_1920x0_80_0_0_f77ecb0a1463f077c6b9d3b70adb9091.jpg
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის ხელისუფლება აღარ იყენებს სიტყვას „გარდაუვალი“ რუსეთის უკრაინაში შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებით, განუცხადა ჟურნალისტებს თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ.ამასთან, როგორც თეთრი სახლის პრეს-მდივანმა აღნიშნა, აშშ კვლავაც ვარაუდობს, რომ პუტინმა ჯარები იმგვარად განალაგა, რომ რუსეთს „ნებისმიერ მომენტში შეუძლია შეჭრა“ უკრაინის ტერიტორიაზე, თუმცა აშშ-ის ხელისუფლებამ „არ იცის, მიიღო თუ არა პუტინმა ასეთი გადაწყვეტილება“.მანამდე, გასულ კვირაში ჯენ პსაკიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საზღვართან თავმოყრილი რუსული ჯარების უკრაინაში შეჭრა, შესაძლოა, გარდაუვალი იყოს. ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა ამერიკის ხელისუფლებას, თავი შეიკავოს პანიკის დათესვისგან.ბოლო თვეებში რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. დასავლეთის ქვეყნები მოსკოვს უკრაინაში შეჭრის მომზადებაში ადანაშაულებენ, ამის ფონზე აღმოსავლეთ ევროპაში ყოფნას აძლიერებენ და სანქციების გამკაცრებით იმუქრებიან. რუსეთი უარყოფს ყველა პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ აგრესიის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზანი რუსეთის საზღვრებთან უცხოური დაჯგუფების შექმნაა. გარდა ამისა, კრემლმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტეს, რომ უკრაინაში ესკალაციის მთავარი მიზეზი შეერთებული შტატებისა და ნატოს ქმედებებია, რომლებიც იქ სამხედრო ინსტრუქტორებს, იარაღსა და ტექნიკას გზავნიან, ზრდიან წვრთნების რაოდენობას, რითაც კიევს სამხედრო ავანტიურებისკენ უბიძგებენ.
აშშ
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/05/252511393_58:0:967:682_1920x0_80_0_0_cb75784d473d15d6dd2ae011081621c3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ რუსეთის უკრაინაში შეჭრა
აშშ რუსეთის უკრაინაში შეჭრა
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის ხელისუფლება აღარ იყენებს სიტყვას „გარდაუვალი“ რუსეთის უკრაინაში შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებით, განუცხადა ჟურნალისტებს თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ.
„ჩვენ შევწყვიტეთ მისი გამოყენება, ვინაიდან... ის გზავნის სიგნალს, რომლის გაგზავნის განზრახვა არ გვქონია — თითქოს ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო“, — თქვა პსაკიმ ბრიფინგზე.
ამასთან, როგორც თეთრი სახლის პრეს-მდივანმა აღნიშნა, აშშ კვლავაც ვარაუდობს, რომ პუტინმა ჯარები იმგვარად განალაგა, რომ რუსეთს „ნებისმიერ მომენტში შეუძლია შეჭრა“ უკრაინის ტერიტორიაზე, თუმცა აშშ-ის ხელისუფლებამ „არ იცის, მიიღო თუ არა პუტინმა ასეთი გადაწყვეტილება“.
მანამდე, გასულ კვირაში ჯენ პსაკიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საზღვართან თავმოყრილი რუსული ჯარების უკრაინაში შეჭრა, შესაძლოა, გარდაუვალი იყოს. ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა ამერიკის ხელისუფლებას, თავი შეიკავოს პანიკის დათესვისგან.
ბოლო თვეებში რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. დასავლეთის ქვეყნები მოსკოვს უკრაინაში შეჭრის მომზადებაში ადანაშაულებენ, ამის ფონზე აღმოსავლეთ ევროპაში ყოფნას აძლიერებენ და სანქციების გამკაცრებით იმუქრებიან.
რუსეთი უარყოფს ყველა პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ აგრესიის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზანი რუსეთის საზღვრებთან უცხოური დაჯგუფების შექმნაა. გარდა ამისა, კრემლმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტეს, რომ უკრაინაში ესკალაციის მთავარი მიზეზი შეერთებული შტატებისა და ნატოს ქმედებებია, რომლებიც იქ სამხედრო ინსტრუქტორებს, იარაღსა და ტექნიკას გზავნიან, ზრდიან წვრთნების რაოდენობას, რითაც კიევს სამხედრო ავანტიურებისკენ უბიძგებენ.