https://sputnik-georgia.com/20220211/kievi-parizita-daberlinit-manipulirebs-264367523.html
კოზაკი: კიევი პარიზითა და ბერლინით მანიპულირებს
კოზაკი: კიევი პარიზითა და ბერლინით მანიპულირებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. მოსკოვი წუხს, რომ პარიზი და ბერლინი კიევის პოზიციას ემორჩილებიან, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია... 11.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-11T23:14+0400
2022-02-11T23:14+0400
2023-07-20T15:54+0400
რუსეთი
საფრანგეთი
გერმანია
უკრაინა
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0d/250599812_0:0:3130:1762_1920x0_80_0_0_5a61901ca4c94cdadb54b2fc2faee0c0.jpg
თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. მოსკოვი წუხს, რომ პარიზი და ბერლინი კიევის პოზიციას ემორჩილებიან, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია მოადგილე დმიტრი კოზაკმა.რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ კიევი არ ასრულებს მინსკის შეთანხმებებს და კონფლიქტის დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებებს აჭიანურებს.მისი თქმით, კიევი უკვე რვა წელია, საბოტაჟს უწყობს „მინსკის შეთანხმებების“ შესრულებას. ბერლინში გამართული ნორმანდიული ფორმატის თათბირი კი უშედეგოდ დამთავრდა.„თუმცა უარყოფითი შედეგიც შედეგია: ნათელი გახდა, რა ფასი აქვს სხვადასხვა პოლიტიკოსებისა და ნორმანდიული ფორმატის პარტნიორების განცხადებებსა და მათ ერთგულებას მინსკის შეთანხმებებისადმი“, — დაამატა კოზაკმა.უკრაინის საკითხებზე მოლაპარაკებების „ნორმანდიული ფორმატი“ 2014 წლიდან არსებობს. მაშინ ნორმანდიაში მოკავშირეთა დესანტის გადასხმიდან 70 წლის იუბილეს აღნიშვნისას, გერმანიის, რუსეთის, უკრაინის და საფრანგეთის ლიდერებმა პირველად იმსჯელეს დონბასში კონფლიქტის მოგვარების თაობაზე. ბოლო დროს მხარეები სხვადასხვა დონეზე განიხილავდნენ ამ ფორმატში ურთიერთქმედების პერსპექტივებს.
საფრანგეთი
გერმანია
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0d/250599812_399:0:3130:2048_1920x0_80_0_0_6af6c9264921e3f1427a1ad665dcc7a0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, საფრანგეთი , გერმანია , უკრაინა , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, საფრანგეთი , გერმანია , უკრაინა , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. მოსკოვი წუხს, რომ პარიზი და ბერლინი კიევის პოზიციას ემორჩილებიან, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია მოადგილე დმიტრი კოზაკმა.
რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ კიევი არ ასრულებს მინსკის შეთანხმებებს და კონფლიქტის დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებებს აჭიანურებს.
„სამწუხაროდ... უკრაინა მანიპულირებს გერმანიითა და საფრანგეთით, ხოლო გერმანია და საფრანგეთი სიამოვნებით ჰყვებიან ამ მანიპულაციებს, მხარს უჭერენ აბსოლუტურად აბსურდულ იდეებსა და წინადადებებს ნებისმიერ ფასად, სრულიად სულელურ სიტუაციაში აღმოჩენითაც კი... ცდილობენ დასხლტომას, რათა საკუთარი ვალდებულებები არ შეასრულონ“, — უთხრა კოზაკმა ჟურნალისტებს ბერლინში ნორმანდიულ ფორმატში მრჩეველთა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, კიევი უკვე რვა წელია, საბოტაჟს უწყობს „მინსკის შეთანხმებების“ შესრულებას. ბერლინში გამართული ნორმანდიული ფორმატის თათბირი კი უშედეგოდ დამთავრდა.
„თუმცა უარყოფითი შედეგიც შედეგია: ნათელი გახდა, რა ფასი აქვს სხვადასხვა პოლიტიკოსებისა და ნორმანდიული ფორმატის პარტნიორების განცხადებებსა და მათ ერთგულებას მინსკის შეთანხმებებისადმი“, — დაამატა კოზაკმა.
უკრაინის საკითხებზე მოლაპარაკებების „ნორმანდიული ფორმატი“ 2014 წლიდან არსებობს. მაშინ ნორმანდიაში მოკავშირეთა დესანტის გადასხმიდან 70 წლის იუბილეს აღნიშვნისას, გერმანიის, რუსეთის, უკრაინის და საფრანგეთის ლიდერებმა პირველად იმსჯელეს დონბასში კონფლიქტის მოგვარების თაობაზე. ბოლო დროს მხარეები სხვადასხვა დონეზე განიხილავდნენ ამ ფორმატში ურთიერთქმედების პერსპექტივებს.