მოსაზრება: 2021 წლის შედეგები პოსტსაბჭოთა სივრცისთვის

© AP Photo / Alexander Zemlianichenko
  - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2021
გამოწერა
სერგეი მარკედონოვი
რუსეთის ინიციატივა შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან უსაფრთხოების გარანტიების ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, 2021 წლის მთავარი მოვლენა გახდა. თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში მოსკოვმა არაერთხელ ჩამოაყალიბა თავისი უკმაყოფილება მსოფლიო წესრიგის მიმართ, რომელიც ეფუძნებოდა ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების ბატონობას.

დუღილის წერტილი

2008 წლის ივნისში რუსეთმა ევროპული უსაფრთხოების ხელშეკრულების პროექტიც კი წარმოადგინა, რომელიც მიზნად ისახავდა „ევროატლანტიკური სამხედრო-პოლიტიკური უსაფრთხოების სფეროში ერთიანი, განუყოფელი სივრცის შექმნას, რათა საბოლოოდ აღმოეფხვრა ცივი ომის მემკვიდრეობა“.
თუმცა ამ ინიციატივას მაშინ მხარდაჭერა არ ჰქონია. პირიქით, ამან პუბლიკაციების მეცხრე ტალღა გამოიწვია, რომელშიც მოსკოვის პოზიცია წარმოდგენილი იყო როგორც წარუმატებული პიარი. საერთო ევროპულ უსაფრთხოებაზე დიალოგი არ შედგა. ცივი ომის მემკვიდრეობასთან დამშვიდობება განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.
უფრო მეტიც, კავკასიაში მომხდარმა შემდგომმა მოვლენებმა, რომელიც „ხუთდღიანი ომის“ სახელითაა ცნობილია, შემდეგ კი უკრაინის კრიზისმა, რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირება ახალ დონეზე აიყვანა.
რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების განხილვა და დაფიქსირება გლობალური (და არა რეგიონული) დონის მოვლენაა. თუმცა, არ შეიძლება არ შევნიშნოთ, რომ ამ საკითხის ფორმულირება უმეტესწილად პოსტსაბჭოთა პოლიტიკური პროცესების ლოგიკას ეყრდნობოდა.
ახალი არბატი - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2021
მოსაზრება: საბჭოეთის დაშლის შვილობილები
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ სამართლიანად აღნიშნა, „აქ აბსოლუტურად არ არის საუბარი შიშებზე, არამედ ჩვენი მეზობლების — არა მხოლოდ უკრაინის, არამედ პრინციპში ჩვენი მეზობლის მიერ გარკვეულ დუღილის წერტილამდე მისვლის საკითხზე, რაც ნამდვილად გვაიძულებს, გადავდგათ გარკვეული რადიკალური ნაბიჯები“.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ დონბასში 2021 წლის სამხედრო-პოლიტიკურ ესკალაციაში დავინახოთ არა მიზეზი, არამედ იმ მოვლენების შედეგი, რამაც გამოიწვია ეს დუღილის წერტილი. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს დიდი რისკი, რომ დისკუსია დავიდეს არა სისტემურ პრობლემებამდე, არამედ სპეკულირებაზე თემაზე „ვინ დაარტყამს პირველი“ და დაარტყამს თუ არა საერთოდ.

იუბილეები და მათი პრაქტიკული გაგება

გასული წელი მდიდარი იყო სხვადასხვა იუბილეებით. 1991 წლის 8 დეკემბერს საბჭოთა კავშირმა, როგორც „საერთაშორისო სამართლისა და გეოპოლიტიკური რეალობის სუბიექტმა“, არსებობა შეწყვიტა. რამდენიმე თვით ადრე, 1991 წლის 25 თებერვალს ვარშავის პაქტის ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა გააუქმეს მისი სამხედრო სტრუქტურები, 1 ივლისს კი ხელი მოაწერეს ოქმს ორგანიზაციის საქმიანობის სრული შეწყვეტის შესახებ. ამრიგად, პოსტსაბჭოთა რუსეთის საგარეო პოლიტიკა ჩამოყალიბდა ორი დაშლის — სსრკ-ისა და იალტა-პოტსდამის საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის დაშლის პირობებში.
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
როგორ იშლებოდა საბჭოთა კავშირი და რა დაემართა ყოფილი რესპუბლიკების ეკონომიკებს?
ძალიან ხშირად დასავლელი ექსპერტების პუბლიკაციებში ერთი და იგივე კითხვა ისმის: რამდენ ხანს შეიძლება წარსულის გახსენება, ნოსტალგია და იდეალების ძიება „გარდასულ დღეთა საქმეებში?“ ამასთან 30 წლის წინანდელი მოვლენების მთელი რიგი ფუნდამენტური გაკვეთილების მკაფიო გარკვევის გარეშე ჩვენ ვერ გავიგებთ ვერც დღევანდელ უკრაინულ „სამხედრო განგაშს“ და ვერც შარშანდელ ყარაბაღის მეორე ომს, რომელიც 2021 წელს გაგრძელდა შეიარაღებული ინციდენტების სახით სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე. არც რუსეთის ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკური პათოსი, მოსკოვიდან მომდინარე სიგნალების სიმკაცრე იქნება ნათელი, რომელსაც სულ უფრო ხშირად აფასებენ ულტიმატუმად.
ჯერ ერთი, თავად სსრკ-ის დაშლა საკანონმდებლო ჩარჩოს მიღმა მოხდა, სეცესიის უფლების შესახებ საბჭოთა კანონმდებლობისავე უგულებელყოფით. მეორეც, საერთაშორისო დონეზე ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა აღიარება ეფუძნებოდა არა რაღაც შემუშავებულ კრიტერიუმებს, არამედ აფრიკაში დეკოლონიზაციის დროს გამოყენებული uti possidetis-ის პრინციპს (ლათინური - „რადგან შენ ფლობ“). დამოუკიდებლად ქცეულმა ქვეყანამ მემკვიდრეობით მიიღო ის ტერიტორიები და საზღვრები, რაც მას უფრო დიდი სახელმწიფოს შემადგენლობაში ჰქონდა როგორც ადმინისტრაციულ ერთეულს. შეიქმნა პარადოქსული ვითარება: საბჭოთა წარსულთან რადიკალურად გაწყვეტის ფონზე ახლად წარმოქმნილ სახელმწიფოებს არ სურდათ დაეთმოთ ის ტერიტორიები, რომლებიც სსრკ-ში ყოფნის წყალობით მიიღეს.
ამასთან, როგორც ამერიკელმა ისტორიკოსმა ჩარლზ კინგმა სამართლიანად შენიშნა, საერთაშორისო საზოგადოებამ „შეძლო შეგუებოდა ერთი ტიპის სეცესიას, მაგრამ უარყო მეორე“. საქართველოს, მოლდოვისა თუ უკრაინის კავშირიდან გასვლა ლეგიტიმურად ითვლებოდა, ხოლო დნესტრისპირეთისა და სხვა ავტონომიების მცხოვრებთა მისწრაფებები — სეპარატისტთა ახირებად.
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
როგორ ცხოვრობდნენ რესპუბლიკები სსრკ-ში
თავის დროზე კვებეკის სეცესიის პერსპექტივებზე მსჯელობისას კანადის პრემიერ-მინისტრმა ჟან კრეტიენმა (ამ პოსტს იკავებდა 1993-2003 წლებში) განაცხადა: „თუ ვიყოფთ კანადას, მაშინ ვიყოფთ კვებეკსაც“. მაშინ მისი შეფასებები ბევრმა მიიჩნია გონივრულად.
დასავლეთ ვირჯინიის ოფიციალური სლოგანია „გაყოფილი ერისგან დაბადებული სახელმწიფო“. სამხრეთ შტატების კონფედერაციის ჩამოყალიბებით დასავლეთ ვირჯინიის მოსახლეობა არ დაეთანხმა რიჩმონდის არჩევანს და მანამდელ კავშირში ამჯობინეს დარჩენა.
მაგრამ სსრკ-ის დაშლის დროს იგნორირებული იყო აშკარა ფაქტი: ახლად წარმოქმნილმა სახელმწიფოებმა თავიანთი ეროვნული მოდელი ააგეს არა ფედერალიზმისა და დიალოგის იდეებზე, არამედ ცენტრის დომინირებაზე. სწორედ აქ უნდა ვეძიოთ სეპარატისტული „ახირებების“ ფესვები და არა კრემლის ინტრიგებში.

„გეოპოლიტიზაციის“ საფრთხეები

ოდესღაც ერთიანი სახელმწიფოს დაშლიდან გასულმა 30-მა წელმა ძალიან შეცვალა ის, რასაც 1991 წლის შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცე ეწოდა. კონფლიქტები, რომლებიც „გაყრის“ დროს წარმოიშვა, სწრაფად გახდა გეოპოლიტიკური. და დღეს აფხაზეთის, „სამხრეთ ოსეთისა“ თუ დნესტრისპირეთის პრობლემები არის არა თბილისის დავა სოხუმთან ან ცხინვალთან, კიშინიოვისა ტირასპოლთან, არამედ დასავლეთსა და რუსეთს შორის დავის „დიდი პაკეტის“ ნაწილია.
მაგრამ თუ კონფლიქტები სამხრეთ კავკასიასა და დნესტრისპირეთში თანდათან ხდებოდა გეოპოლიტიკური, დონბასში კონფლიქტი თითქმის პირველივე დღიდან იქცა გეოპოლიტიკურად.
მოსკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2021
უსაფრთხოების გარანტიები: დასახელდა რუსეთისა და ნატოს მოლაპარაკებების თემები
ცალკე დგას დაპირისპირება მთიან ყარაბაღში. ჩვენ აქ ვერ ვხედავთ ცივი ომის რიმეიკს. რუსეთთან და დასავლეთთან ერთად, რომლებიც ურთიერთქმედებენ ამ რთული ეთნოპოლიტიკური ამოცანის გადაჭრის გზების ძიებაში, აქ აქტიურად მუშაობს თურქეთი. და მისი ინტერესები განსხვავდება როგორც მოსკოვის, ისე ვაშინგტონისა და ბრიუსელის პოზიციებისგან.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ახალი ნაციონალური სახელმწიფოების ლეგიტიმურობის პრობლემების ირგვლივ ადგილობრივი დავებით დაწყებული პოსტსაბჭოთა კონფლიქტები თანდათან ერთმანეთში გადაიხლართა. არადა, რა პრობლემები შეიძლება აკავშირებდეს ყარაბაღსა და დონბასს?
მაგრამ თურქული ფაქტორი და მისი მოკავშირე აზერბაიჯანის მიერ გასულ წელს გამოცდილი წარმატებული სამხედრო მეთოდები უბიძგებს კიევს ანკარასთან დაახლოებისა და ორმხრივი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისკენ. და საბოლოოდ ისინი აქტუალურს ხდიან რევანშის იდეას, რომელიც ასე პოპულარულია უკრაინულ ელიტაში 2014 წლიდან.
კიდევ ერთი მაგალითია დნესტრისპირეთი, სადაც კიევი კიშინიოვის მოკავშირეა. 2021 წელი სავსეა მაგალითებით, როდესაც სწორედ უკრაინა და არა მოლდოვა მუშაობს დნესტრზე არსებული სტატუს კვოს გარღვევაზე და ცდილობს, გავლენა მოახდინოს „რუსული სამყაროს ოაზისზე“ პროევროპულ გარემოში. მოლდოვას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს მომხრეების გამარჯვების კვალდაკვალ ეს ტენდენცია გაძლიერდა — ისევე, როგორც განზრახვა, დაჩქარდეს რუსი სამშვიდობოების გაყვანა დნესტრისპირეთის ცხელი წერტილიდან.
ჟოზეპ ბორელი - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2021
მოსაზრება: როგორ აპირებს ევროკავშირი რუსეთის დაშლას
რით არის რუსეთისთვის კრიტიკულად საშიში კონფლიქტების გეოპოლიტიზაცია? იმით, რაც პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების ელიტაში გადაჭარბებულ მოლოდინებს ქმნის.
რა შეიძლება ამან მოიტანოს? საკმარისია ყურადღებით წაიკითხოთ კავკასიაში „ხუთდღიანი ომის“ შესახებ კომისიის დაწვრილებითი ანგარიში, რომელსაც გამოცდილი შვეიცარიელი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა. დასკვნა მარტივია: მოსკოვის პოზიცია შეიძლება იგნორირებული იყოს, რადგან ახალი პოსტ-იალტის დღის წესრიგში მთავარია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან წარმოქმნილი პატარა სახელმწიფოების „სუვერენული არჩევანის პატივისცემა“.
უცნაურია, მაგრამ რუსეთის უფლება უსაფრთხოების საკუთარი გაგების შესახებ არ არის ამ ამოცანის ნაწილი.

სისტემური გადაწყვეტილებების ძიებაში

უდანაშაულობის პრეზუმფციის დომინირებამ რუსეთის ფედერაციის მეზობლებთან მიმართებაში და, პირიქით, „დანაშაულის პრეზუმფციამ“ ყოფილი სსრკ-ის უდიდეს რესპუბლიკებთან მიმართებაში დიდწილად წინასწარ განსაზღვრა რუსული ინიციატივის უსაფრთხოების გარანტიების ძირითადი დებულებები.
ამ სტრიქონების ავტორმა ჯერ კიდევ 2014 წელს დაწერა, რომ არსებობს დონბასის დარეგულირების ვიწრო გაგება, რომელიც მინსკის შეთანხმებების სივრცითაა შეზღუდული, მაგრამ არსებობს ფართოც. და მის ფარგლებში შეუძლებელია გაექცე კავშირებს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში არსებულ სიტუაციასა და დნესტრს შორის, ნატოს პერსპექტივებს საქართველოსა და უკრაინაში. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ ერთი კონფლიქტის გადაწყვეტაზე შეთანხმებულები ადვილად გადაეყარონ ახალ კონფრონტაციას მეორეში.
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2021
მოსაზრება: პუტინმა სსრკ-ს საბოლოოდ გადაუსვა ხაზი
თუმცა ყველა ზემოთ აღნიშნულ შემთხვევას აერთიანებს სისტემური პრობლემები, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია მოსკოვის შეხედულებების გათვალისწინება მეზობელი ქვეყნების საგარეო პოლიტიკური პერსპექტივების შესახებ. თუ მათ აქვთ უფლება დამოუკიდებლად აირჩიონ პარტნიორები და ალიანსები, მაშინ რუსეთსაც უნდა შეეძლოს დაიცვას თავისი უსაფრთხოება და შეაჩეროს შესაძლო რისკები მეზობლების დამოუკიდებლობისგან.
ჯერ კიდევ 1997 წელს გამოჩენილმა ამერიკელმა დიპლომატმა და მკვლევარმა ჯორჯ ფროსტ კენანმა წინასწარმეტყველურად უწოდა ნატოს აღმოსავლეთით, უპირველეს ყოვლისა, პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართულებით გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებას ვაშინგტონის „საბედისწერო შეცდომა“. მისი თქმით, ამას „უარყოფითი შედეგები მოჰყვება რუსული დემოკრატიის განვითარებისთვის, დააბრუნებს ცივი ომის ატმოსფეროს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებში და ასევე მიმართავს რუსეთის საგარეო პოლიტიკას იმ მიმართულებით, რომელიც არანაირად არ მოეწონება [დასავლეთს]“.
2022 წლის წინ, ამ პროგნოზიდან 25 წლის შემდეგ აუცილებელია კვანძის სისტემატიურად გახსნა, დისკრეტულობა აქ არ დაგვეხმარება. იგივე ყბადაღებული „გადატვირთვა“ განწირული იყო ზუსტად იმ მომენტში, როდესაც მან ყურადღება გაამახვილა „სტრატეგიული სტაბილურობის“ პრობლემებზე და გვერდი აუარა რეგიონული კონფლიქტებისა და მათი გეოპოლიტიზაციის საკითხებს.
თუმცა უკვე დღეს, მომავალი წლის (და მომავალი წლების) პროგნოზების გაკეთებისას აუცილებელია თავი დავაღწიოთ გადაჭარბებულ მოლოდინებს. შეერთებული შტატები შეეცდება გაიყოს პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების სექტორები ნატოსთან და პოტენციურ მოლაპარაკებებში ორ სხვადასხვა კოლონად გამოჩნდეს.
აშშ-ის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
მოსაზრება: აშშ-ს რუსეთისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევს
ვაშინგტონისთვის ძნელია აღიაროს მოსკოვის განსაკუთრებული და, თუ გნებავთ, პრივილეგირებული ინტერესები. ვინაიდან იქმნება პრეცედენტი, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ასეთად თურქეთისა და ირანის პოზიციები უნდა ვაღიაროთ, ინდოსტანში ინდოეთისა, შრი-ლანკისა მალდივებზე, ჩინეთისა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ასეთი მიდგომით შეერთებული შტატების მსოფლიო ჰეგემონია არა მხოლოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება (ამაზე ერთ წელზე მეტია საუბარია), არამედ მისი დაკარგვა ინსტიტუციონალიზებული ხდება და სამართლებრივ ველში გადადის.
მაგრამ არც ეს არის ყველაზე რთული მომენტი. თავად ნატოს შიგნით არიან ცალკეული მოთამაშეები, რომლებიც ცუდად იცავენ ბლოკურ დისციპლინას და მზადაც კი არიან, დაარღვიონ ის. საუბარი, რა თქმა უნდა, თურქეთს ეხება. და ეს იმას ნიშნავს, რომ წინ ორმხრივი დღის წესრიგის შემუშავება გველის ევროატლანტიკური პაკეტის ფარგლებს მიღმა.
უფრო მეტიც, არ უნდა შევინარჩუნოთ ილუზია, რომ ყველაზე ოპტიმისტური სცენარისა და გეოპოლიტიკის განდევნის შემთხვევაშიც კი ეთნოპოლიტიკაც მას მიჰყვება. მოსკოვსა და ვაშინგტონს, წმინდა ჰიპოთეტურად, შეუძლიათ მიაღწიონ კომპრომისს. თუმცა ეს ავტომატურად ვერ განაპირობებს პროგრესს ბაქოსა და ერევნის, კიშინიოვისა და ტირასპოლის, თბილისისა და სოხუმის, თბილისისა და ცხინვალის დიალოგებში.
რუსულ-ამერიკულ შეთანხმებებს შეუძლია შექმნას კარგი საფუძველი ეთნოპოლიტიკური წინააღმდეგობების სამომავლო გადაწყვეტისთვის, შეამციროს ემოციები და მოხსნას გადაჭარბებული მოლოდინები. თუმცა ადგილზე კონკრეტული სამუშაოები „დიდი თამაშის“ ფარგლებში უნდა ჩატარდეს.
ჯერჯერობით კი 2022 წლის მთავარი ამოცანა პოსტსაბჭოთა სივრცის შესაძლო „ბალკანიზაციის“ შეჩერება და უსაფრთხოების თვისობრივად ახალ დონეზე გაყვანა იქნება, რომელიც განუყოფელი და თანაბარი გახდება ყველა მოთამაშისთვის და არა მხოლოდ ელიტური სამხედრო-პოლიტიკური კლუბის წევრებისთვის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0