როგორ ცხოვრობდნენ რესპუბლიკები სსრკ-ში

© photo: Sputnik / В. Смирнов / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
გამოწერა
უკვე 30 წელია, რაც ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების წარმომადგენლები ვერ თანხმდებიან საკითხში, თუ „ვინ ვის ხარჯზე ცხოვრობდა“ საბჭოთა კავშირში. თუმცა კამათი ამ თემაზე ჯერ კიდევ სსრკ-ის არსებობის პერიოდშივე დაიწყო.
დღეს ხშირად შეხვდებით ყოფილი საბჭოელი მეცნიერების, პოლიტიკოსების, ისტორიკოსებისა და უბრალო მოქალაქეების განცხადებებს, რომ სწორედ მათი რესპუბლიკებიდან „იქაჩებოდა“ ყველა რესურსი, და რომ სწორედ ისინი „ინახავდნენ“ სხვებს − პირველ რიგში კი, რაღა თქმა უნდა, მოსკოვს.
ამ საკითხში წერტილის დასასმელად საჭიროა ოფიციალურ ციფრებს მივმართოთ, რომელიც წიგნში „იმპერიის დაღუპვა. გაკვეთილები თანამედროვე რუსეთისთვის“ ციტირებს რსფსრ-ის მთავრობის თავმჯდომარის ყოფილი მდივანი ეკონომიკურ საკითხებში ეგორ გაიდარი რუსი აკადემიკოსების − ალექსანდრ გრანბერგისა და ვიქტორ სუსლოვის გამოთვლებს.
ამ მონაცემების თანახმად, რუსეთი 30,84 მლრდ რუბლით მეტს აწარმოებდა, ვიდრე მოიხმარდა. ხოლო პირობითი ლიეტუვა (ისევე როგორც ყველა სხვა საბჭოთა რესპუბლიკა − გარდა თურქმენეთისა), სულ ცოტა, 3,69 მლრდ რუბლით მეტს მოიხმარდა, ვიდრე აწარმოებდა.
ამავდროულად, ეს მაჩვენებლები ეხება კაპიტალის ფარულ ნაკადებს საქონლის არათანაბარი გაცვლის გზით − პირდაპირი საბიუჯეტო ტრანსფერები აქ გათვალისწინებული არ არის.
ბანკთაშორისი და საგარეო ბრუნვის სალდო მსოფლიო ფასებში 1988 წელს მლრდ რუბლში რუსეთი

რესპუბლიკა

რესპუბლიკათშორისი ბრუნვა

საგარეო ეკონომიკური ბრუნვა

სულ

რუსეთი

+33,88

+6,96

+30,84

უკრაინა

- 1,57

- 1,32

- 2,89

ყაზახეთი

- 5,94

- 0,64

- 6,58

ბელორუსია

- 1,59

- 0,46

- 2,05

უზბეკეთი

- 2,63

+ 0,09

- 2,54

აზერბაიჯანი

- 0,24

- 0,21

- 0,45

ლიტვა

- 3,33

- 3,36

- 3,69

საქართველო

- 1,61

- 0,30

- 1,91

მოლდავეთი

- 2,22

- 0,41

- 2,63

ლატვია

- 0,99

- 0,32

- 1,31

სომხეთი

- 1,06

- 0,31

- 1,37

ყირგიზეთი

- 0,54

- 0,52

- 1,06

ესტონეთი

- 1,06

- 0,24

- 1,30

თურქმენეთი

+0.1

_ 0,06

- 1,12

ტაჯიკეთი

- 1,20

+0,08

+ 0,04

ამ მონაცემების საფუძველზე, შესაძლებელია გამოვთვალოთ, თუ როგორ ნაწილდებოდა თანხები სსრკ-ის მოქალაქეზე საკავშირო ბიუჯეტიდან (რომელშიც მთავარი შენატანები რუსეთზე მოდიოდა), გავყოფთ რა სალდოს მოსახლეობის რაოდენობაზე. ანუ შეგვიძლია გაიგოთ, თუ როგორ ნაწილდებოდა ეს „დოტაციები“ საბჭოთა კავშირის ყველა მცხოვრებზე რესპუბლიკების მიხედვით. მაგალითად, ავიღოთ იგივე სუბიექტები − რუსეთი და ლიეტუვა. თითოეულ ლიეტველზე დაახლოებით 997 რუბლი მოდიოდა, ეს მაშინ როცა რუსეთის ფედერაციის თითოეული მცხოვრებისთვის ეს მაჩვენებელი უარყოფითი იყო — მინუს 209 რუბლი.
როგორ ნაწილდებოდა სახსრები ერთ საბჭოთა მოქალაქეზე საერთო საკავშირო ბიუჯეტიდან
როგორ ნაწილდებოდა სახსრები ერთ საბჭოთა მოქალაქეზე საერთო საკავშირო ბიუჯეტიდან - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2021
როგორ ნაწილდებოდა სახსრები ერთ საბჭოთა მოქალაქეზე საერთო საკავშირო ბიუჯეტიდან
ხელფასებისა და სოციალური გადახდების დონე რესპუბლიკების მიხედვით ასევე საკმაოდ რადიკალურად განსხვავდებოდა. ანალიზისთვის ავიღოთ მუშებისა და მოსამსახურეების 1986 წლის საშუალო ხელფასები.
თუ ესტონეთში მუშის საშუალო ხელფასი 221 მანეთი იყო, იგივე მუშა ყირგიზეთში 166 რუბლს იღებდა. თუ ამ ხელფასს 2021 წლის დოლარის ეკვივალენტში გადავიყვანთ (1 დოლარი ღირდა 0,75 რუბლი, ხოლო ინფლაციის გათვალისწინებით, 1986 წლის 1 დოლარი ახლა 2,54 აშშ დოლარია, - Sputnik), მაშინ ესტონელი მუშამ 746 დოლარს იღებდა, ხოლო ყირგიზი — 562 დოლარს.
ყველა ახალი ამბავი
0