https://sputnik-georgia.com/20211122/merikuli-sofeli-putins-ar-ariarebs-262278820.html
მოსაზრება: ამერიკული სოფელი პუტინს არ აღიარებს
მოსაზრება: ამერიკული სოფელი პუტინს არ აღიარებს
Sputnik საქართველო
აშშ-ის კონგრესის ორმა წევრმა წამოაყენა წინადადება, მიიღონ რეზოლუცია, რომ თუ ვლადიმირ პუტინი ხელახლა აირჩევა 2024 წელს, არ აღიარონ ის რუსეთის პრეზიდენტად. 22.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-22T14:41+0400
2021-11-22T14:41+0400
2021-11-22T20:20+0400
რუსეთი
მოსაზრება
ანალიტიკა
მიმოხილვები
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1d/250480474_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_b92221adfe02327a953a8ca9dcdda544.jpg
ვიქტორია ნიკიფოროვავინ არის ვლადიმირ პუტინი, ეს ყველამ იცის. მის დროს რუსეთი გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აყვავებული და თავისუფალი ქვეყანა და დაიბრუნა ზესახელმწიფოს სტატუსი. ამ ყველაფერზე ისტორიკოსები საუკუნეების შემდეგაც დაწერენ. მაგრამ რეზოლუციის ავტორებთან დაკავშირებით უნებურად ჩნდება კითხვა – ვინ არის ეს ხალხი?რესპუბლიკელ ჯო უილსონსა და დემოკრატ სტივ კოენს ის საერთო აქვთ, რომ ორივე ღრმა, დახავსებულ პროვინციას წარმოადგენს კონგრესში. ფოლკნერის ისეთ ტიპიურ მიყრუებულ ადგილებს, რომლებიც სანაპიროების პროგრესულ წარმომადგენლებს მათი სიბნელისა და ჩამორჩენილობის გამო სძულთ.კოენი ტენესის შტატიდანაა არჩეული — ის ამაყობს იმით, რომ არის პირველი თეთრკანიანი ებრაელი, რომელიც კონგრესში იქაურ შავკანიანებს წარმოადგენს. მისი ამომრჩევლები ის შესანიშნავი ხალხია, რომლებიც კვირაობით უზარმაზარ ეკლესიებში მღერიან ფსალმუნებს და ყველაზე უცნაური რამეების სწამთ. ტენესის შტატში ბავშვებს კანონიერად ეკრძალებათ სკოლის ტერიტორიაზე ერთმანეთისთვის ხელის ჩაკიდება, რადგან რელიგიურ მოსახლეობას ეს ცოდვად მიაჩნია.ამ პატრიარქალურ მივარდნილ ადგილებში სტივ კოენი წლების განმავლობაში ატარებდა დემოკრატიულ იდეალებს — მარიხუანისა და გეი-ქორწინების ლეგალიზაციას. ის ასევე იბრძოდა ცხოველთა უფლებებისთვის. ახლა, თუ ტენესის შტატში კატა მოკვდება პატრონის უყურადღებობის გამო, მისი პატრონი სახელმწიფოს ჯარიმას გადაუხდის 5 ათასი დოლარის ოდენობით.რესპუბლიკელი ჯო უილსონი ჩრდილოეთ კაროლინადანაა არჩეული — შტატიდან, რომელშიც კანონით იკრძალება ცხენის შენახვა აბაზანაში. ის გადამდგარი სამხედროა და აშშ-ის კონგრესის სხვადასხვა კომიტეტების წევრია, მათ შორის სასკოლო წრეების საკითხთა კომიტეტისაც. მისი ერთადერთი მიღწევა დიდ პოლიტიკაში იყო წამოძახილი „იტყუები!“ პრეზიდენტ ობამასადმი, როდესაც კონგრესში ჯანმრთელობის დაზღვევის საკითხი განიხილებოდა. თუმცა მაშინვე აიძულეს, ბოდიში მოეხადა.წარმოგიდგენიათ, როგორ უყურებენ ჰარვარდისა და იელის დიპლომების მფლობელი ნიუიორკელი, ბოსტონელი, სანფრანცისკოელი კონგრესმენები ამ სოფლელებს თავიანთი ცხენებითა და კატებით? ეს ხომ სასაცილოა, მოარული ანეკდოტი. კონგრესში სტატუსის ოდნავ ასაწევად კოენი და უილსონი რუსეთით დაკავდნენ.აგვისტოში მათ წამოაყენეს კანონპროექტი სახელწოდებით „ოქროს აქტი“, რომელიც რუსული სპორტის წინააღმდეგ იყო მიმართული. ისინი ამერიკელ ძალოვნებს სთავაზობდნენ, მთელ მსოფლიოში შეეპყროთ ის ადამიანები, რომლებსაც მცირე კავშირი მაინც აქვთ რუსულ სპორტთან. არ გასულა სამი თვე და კოენმა და უილსონმა რეზოლუცია შეთხზეს რუსეთის პრეზიდენტის არაღიარების შესახებ. აშკარაა, ასეთი გრაფიკი აქვთ — კვარტალში ერთხელ გამოსცემენ რუსოფობიურ ინიციატივას.და რა შუაშია პუტინი? როგორც ჩანს, კონგრესმენების აზროვნების ხაზი ასეთი იყო: პუტინი წარმატებით გაუმკლავდა რიგ კრიზისებს, რომლებზეც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ამერიკელი პარტნიორები.ამ სიმულაციური კატასტროფებიდან ბევრმა ამერიკის მოსახლეობა უფრო დააზარალა, ვიდრე რუსეთის მოსახლეობა. 2007-2008 წლების კრიზისს შეერთებულ შტატებში დიდი რეცესია უწოდეს — დიდი დეპრესიის ანალოგიით. ის გამოირჩეოდა გაკოტრებების სერიით, მთელი რეგიონების გაღატაკებითა და თვითმკვლელობების ეპიდემიით. რუსეთი რუბლის დაცემით გამოძვრა. სამაგიეროდ ხალხმა მაშინ მასიურად დაიწყო იაფფასიანი უძრავი ქონების შეძენა.იგივე ამბავი გამეორდა 2014 წელს. ჩვენ წარმატებით ჩავატარეთ ოლიმპიადა, შევიერთეთ ყირიმი, გენოციდისგან ვიხსენით დონბასი, დავამშვიდეთ უკრაინელები. რუბლის ვარდნაზე რუსებმა ჩვეულებრივი რეაქცია გამოავლინეს — ისევ დაიწყეს სახლებისა და ბინების შეძენა.პანდემიურმა კრიზისმაც აჩვენა, ვის რისი თავი აქვს. ამერიკაში ცარიელი თაროები აქვთ, ყველაფრის დეფიციტი და სიკვდილიანობის რეკორდებია. ამ დროს კი რუსეთი იპოთეკური სესხების ზრდის რეკორდს აფიქსირებს.ამერიკელებმა რუსეთის პრეზიდენტის ზოგი განსაკუთრებით წარმატებული გადაწყვეტილების კოპირება დაიწყეს. რას წარმოადგენს ინფრასტრუქტურული აქტი, რომელიც ახლახან მიიღო აშშ-ის კონგრესმა? ეს არის ძველი საავტომობილო გზებისა და რკინიგზის რეკონსტრუქციისა და ახლის მშენებლობის პროგრამა, რითიც რუსეთი ათწლეულების განმავლობაში იყო დაკავებული. ამერიკელებმა, უხეშად რომ ვთქვათ, ყირიმის ხიდის აგება გადაწყვიტეს, იმიტომ რომ ეს მუშაობს.აქ ძნელი არ არის გაარკვიო, ვის მისცემენ ხმას რუსები, თუ პრეზიდენტი პუტინი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამას პროვინციელი ამერიკელი კონგრესმენებიც კი მიხვდნენ. ასე დაიბადა კიდეც მათი ინიციატივა.ამერიკის პარლამენტის წევრებს შორის ყოველთვის იყო ბევრი ფრიკი. 2006 წელს ინტელექტუალურმა ამერიკულმა ჟურნალმა Rolling Stone-მა კონგრესს „ქურდებისა და გარყვნილების შეკრება“ უწოდა. რა თქმა უნდა, ამერიკელებს უკეთ მოეხსენებათ.სხვა საქმეა, რომ სასაცილო ინიციატივების უმეტესობას განსახილველადაც კი არ იღებენ. კონგრესში კოენისა და უილსონის იდეის განხილვა — აშშ-ში უმაღლესი საკანონმდებლო ხელისუფლების ღრმა დეგრადაციის მტკიცებულებაა.სამართლიანად აღინიშნება, რომ ასეთი რეზოლუციის მიღება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა, რუსეთის არჩევნებში ღია ჩარევა იქნებოდა. თუმცა ვაღიაროთ — შეამჩნევს კი ვინმე ამ ჩარევას?ასეთი რეზოლუცია ოცი-ოცდაათი წლის წინ რომ გამოჩენილიყო, ის ალბათ გარკვეულ შთაბეჭდილებას მოახდენდა რუსეთის მოქალაქეებზე. ამერიკა ხომ მაშინ ჰეგემონად მიიჩნეოდა. მის აზრს გარკვეული წონა ჰქონდა. დღეს? ქვეყანა ნახევრად დაშლილ მდგომარეობაშია, ტრილიონობით ვალებით, სამხედრო მარცხების სერიით, პრეზიდენტით, რომელსაც ამომრჩევლის ნახევარი ფსიქიკურად ქმედუუნაროდ მიიჩნევს. და კიდევ აპირებს რამეში ჩაერიოს და ვინმეს რამეზე მიანიშნოს? სერიოზულად?სამწუხარო ის არის, რომ უფსკრულისკენ გზაზე ყოფილი ჰეგემონი თავმოყვარეობის, წესიერებისა და კარგი მანერების უკანასკნელ ნარჩენებს კარგავს. ამერიკის დაცემას უზარმაზარი ინერცია აქვს. ქვეყანა სადღაც არქაიზმის, BLM-ის და სხვა ვუდუების ტყეში ვარდება და თანამგზავრებსაც მიათრევს. ისინიც ცდილობენ არ აღიარონ, მაგალითად, ლუკაშენკო. ბელარუსიის პრეზიდენტს ამისგან არც სცივა და არც სცხელა, მაგრამ საერთაშორისო სამართლის მთელი სისტემა ამგვარად უბრალოდ უტილიზდება.რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების მთელი ისტორიის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა ცდილობდა ემოქმედა როგორც ცივილიზატორს. რომ არა ეკატერინე დიდის გადაწყვეტილება, არ გაეგზავნა ჯარები ინგლისის დასახმარებლად, სეპარატისტების გროვა ვერასდროს შეძლებდა ამერიკის შეერთებული შტატების შექმნას. ალექსანდრე II-ის გადაწყვეტილებამ, გაეუქმებინა ბატონყმობა, უბიძგა ამერიკელებს, ყოველ შემთხვევაში, ფორმალურად მაინც — გაეუქმებინათ მონობა. საბჭოთა ჯარისკაცების გმირობის წყალობით ამერიკელებს მიეცათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ ჰიტლერის ჯარების განადგურებაში და რაღაც სარგებელი მაინც მოეტანათ მსოფლიო საზოგადოებისთვის. ომის შემდეგ მხოლოდ საბჭოთა კავშირის ძალისხმევამ შეუწყო ხელი ამერიკელების ბარბაროსული აგრესიის შეკავებას მთელ მსოფლიოში.დღეს სტივ კოენი აშშ კონგრესის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარეა. ეს სახელწოდება საბჭოთა დიპლომატიის ღირსშესანიშნავ გამარჯვებას — ჰელსინკის შეთანხმებებს გვახსენებს, რომელიც 1975 წელს მიიღეს და რომელმაც დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველყო ევროპის, სსრკ-ისა და შეერთებული შტატების მშვიდობიანი განვითარება. მაშინ ამერიკელმა პარტნიორებმა ჩვენგან მშვენიერი გაკვეთილი ისწავლეს, თუ როგორ უნდა ავაშენოთ რთული, მრავალპოლარული ურთიერთობები — საერთო სარგებლისა და უსაფრთხოებისთვის. მსოფლიოს მშვიდობისთვის.მაგრამ გაკვეთილი არ წაადგათ. ამერიკული ჰელსინკის კომისია იქცა ჯერ ანტისაბჭოთა, შემდეგ კი ანტირუსული ინიციატივების კერად. ეს უკვე ფსკერს ჰგავდა, მაგრამ სტივ კოენმა ფსკერს ქვემოდან დააკაკუნა.სინამდვილეში 2024 წელს ამერიკელმა კანონმდებლებმა პუტინზე კი არ უნდა იფიქრონ, არამედ საკუთარ არჩევნებზე. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაყალბების ამაზრზენმა მასშტაბებმა აიძულა ათობით მილიონი ამერიკელი, არ დაიჯერონ ჯო ბაიდენის ლეგიტიმურობისა.არსებობს მარტივი ლაიფჰაკები, რომლებიც ამერიკელებმა რუსებისგან უნდა ისწავლონ. მოქალაქეებმა საარჩევნო უბნებზე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ. ხმის მიცემისა და ხმების დათვლის პროცესი ვიდეოზე უნდა გადაიღონ. მიიწვიონ დამკვირვებლები პარტიებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.ამომრჩევლის ცემა და დაშინება არ შეიძლება — როგორც ეს ამერიკაში მოხდა. დამკვირვებლებს უნდა მიეცეთ ხმების დათვლის პროცედურაში მონაწილეობის უფლება. არ შეიძლება დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაშინება. ეს ყველაფერი არც ისე რთულია. იმის მაგივრად, რომ სისულელეებით დაკავდნენ, ამერიკელ კონგრესმენებს უჯობთ, 2024 წელს რუსეთში ჩამოვიდნენ და არჩევნების სწორად ჩატარება ისწავლონ. დროა, როგორმე გაცივილურდნენ, გამოვიდნენ ფოლკნერისეული მიყრუებული ადგილებიდან.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
https://sputnik-georgia.com/20211101/amerikis-prezidenti-ebropasi-261690870.html
https://sputnik-georgia.com/20211018/mosazreba-rusetis-winaarmdeg-ekoteroristebs-amzadeben-260646310.html
https://sputnik-georgia.com/20210920/evropa-rusets-sicivis-eqsportsi-adanasaulebs-259752328.html
https://sputnik-georgia.com/20210906/mosazreba-amerikis-mier-warmoebuli-omebis-sesaxeb-259348667.html
https://sputnik-georgia.com/20210825/natos-didi-damarcxeba-258605737.html
https://sputnik-georgia.com/20210817/Statebma-rusetis-saukeTeso-adamianebs-Seutia-252605741.html
https://sputnik-georgia.com/20210616/vladimir-putinis-interviuze-mTeli-msoflio-msjelobs-252041518.html
https://sputnik-georgia.com/20210521/Newsweek-werili-amerikis-saidumlo-armiaze-251793818.html
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1d/250480474_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_1ef7d72bb3b4eb1fbe4333456b379875.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები, აშშ
რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები, აშშ
მოსაზრება: ამერიკული სოფელი პუტინს არ აღიარებს
14:41 22.11.2021 (განახლებულია: 20:20 22.11.2021) აშშ-ის კონგრესის ორმა წევრმა წამოაყენა წინადადება, მიიღონ რეზოლუცია, რომ თუ ვლადიმირ პუტინი ხელახლა აირჩევა 2024 წელს, არ აღიარონ ის რუსეთის პრეზიდენტად.
ვინ არის ვლადიმირ პუტინი, ეს ყველამ იცის. მის დროს რუსეთი გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აყვავებული და თავისუფალი ქვეყანა და დაიბრუნა ზესახელმწიფოს სტატუსი. ამ ყველაფერზე ისტორიკოსები საუკუნეების შემდეგაც დაწერენ. მაგრამ რეზოლუციის ავტორებთან დაკავშირებით უნებურად ჩნდება კითხვა – ვინ არის ეს ხალხი?
რესპუბლიკელ ჯო უილსონსა და დემოკრატ სტივ კოენს ის საერთო აქვთ, რომ ორივე ღრმა, დახავსებულ პროვინციას წარმოადგენს კონგრესში. ფოლკნერის ისეთ ტიპიურ მიყრუებულ ადგილებს, რომლებიც სანაპიროების პროგრესულ წარმომადგენლებს მათი სიბნელისა და ჩამორჩენილობის გამო სძულთ.
კოენი ტენესის შტატიდანაა არჩეული — ის ამაყობს იმით, რომ არის პირველი თეთრკანიანი ებრაელი, რომელიც კონგრესში იქაურ შავკანიანებს წარმოადგენს. მისი ამომრჩევლები ის შესანიშნავი ხალხია, რომლებიც კვირაობით უზარმაზარ ეკლესიებში მღერიან ფსალმუნებს და ყველაზე უცნაური რამეების სწამთ. ტენესის შტატში ბავშვებს კანონიერად ეკრძალებათ სკოლის ტერიტორიაზე ერთმანეთისთვის ხელის ჩაკიდება, რადგან რელიგიურ მოსახლეობას ეს ცოდვად მიაჩნია.
ამ პატრიარქალურ მივარდნილ ადგილებში სტივ კოენი წლების განმავლობაში ატარებდა დემოკრატიულ იდეალებს — მარიხუანისა და გეი-ქორწინების ლეგალიზაციას. ის ასევე იბრძოდა ცხოველთა უფლებებისთვის. ახლა, თუ ტენესის შტატში კატა მოკვდება პატრონის უყურადღებობის გამო, მისი პატრონი სახელმწიფოს ჯარიმას გადაუხდის 5 ათასი დოლარის ოდენობით.
რესპუბლიკელი ჯო უილსონი ჩრდილოეთ კაროლინადანაა არჩეული — შტატიდან, რომელშიც კანონით იკრძალება ცხენის შენახვა აბაზანაში. ის გადამდგარი სამხედროა და აშშ-ის კონგრესის სხვადასხვა კომიტეტების წევრია, მათ შორის სასკოლო წრეების საკითხთა კომიტეტისაც. მისი ერთადერთი მიღწევა დიდ პოლიტიკაში იყო წამოძახილი „იტყუები!“ პრეზიდენტ ობამასადმი, როდესაც კონგრესში ჯანმრთელობის დაზღვევის საკითხი განიხილებოდა. თუმცა მაშინვე აიძულეს, ბოდიში მოეხადა.
წარმოგიდგენიათ, როგორ უყურებენ ჰარვარდისა და იელის დიპლომების მფლობელი ნიუიორკელი, ბოსტონელი, სანფრანცისკოელი კონგრესმენები ამ სოფლელებს თავიანთი ცხენებითა და კატებით? ეს ხომ სასაცილოა, მოარული ანეკდოტი. კონგრესში სტატუსის ოდნავ ასაწევად კოენი და უილსონი რუსეთით დაკავდნენ.
აგვისტოში მათ წამოაყენეს კანონპროექტი სახელწოდებით „ოქროს აქტი“, რომელიც რუსული სპორტის წინააღმდეგ იყო მიმართული. ისინი ამერიკელ ძალოვნებს სთავაზობდნენ, მთელ მსოფლიოში შეეპყროთ ის ადამიანები, რომლებსაც მცირე კავშირი მაინც აქვთ რუსულ სპორტთან. არ გასულა სამი თვე და კოენმა და უილსონმა რეზოლუცია შეთხზეს რუსეთის პრეზიდენტის არაღიარების შესახებ. აშკარაა, ასეთი გრაფიკი აქვთ — კვარტალში ერთხელ გამოსცემენ რუსოფობიურ ინიციატივას.
და რა შუაშია პუტინი? როგორც ჩანს, კონგრესმენების აზროვნების ხაზი ასეთი იყო: პუტინი წარმატებით გაუმკლავდა რიგ კრიზისებს, რომლებზეც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ამერიკელი პარტნიორები.
20 სექტემბერი 2021, 22:09
ამ სიმულაციური კატასტროფებიდან ბევრმა ამერიკის მოსახლეობა უფრო დააზარალა, ვიდრე რუსეთის მოსახლეობა. 2007-2008 წლების კრიზისს შეერთებულ შტატებში დიდი რეცესია უწოდეს — დიდი დეპრესიის ანალოგიით. ის გამოირჩეოდა გაკოტრებების სერიით, მთელი რეგიონების გაღატაკებითა და თვითმკვლელობების ეპიდემიით. რუსეთი რუბლის დაცემით გამოძვრა. სამაგიეროდ ხალხმა მაშინ მასიურად დაიწყო იაფფასიანი უძრავი ქონების შეძენა.
იგივე ამბავი გამეორდა 2014 წელს. ჩვენ წარმატებით ჩავატარეთ ოლიმპიადა, შევიერთეთ ყირიმი, გენოციდისგან ვიხსენით დონბასი, დავამშვიდეთ უკრაინელები. რუბლის ვარდნაზე რუსებმა ჩვეულებრივი რეაქცია გამოავლინეს — ისევ დაიწყეს სახლებისა და ბინების შეძენა.
პანდემიურმა კრიზისმაც აჩვენა, ვის რისი თავი აქვს. ამერიკაში ცარიელი თაროები აქვთ, ყველაფრის დეფიციტი და სიკვდილიანობის რეკორდებია. ამ დროს კი რუსეთი იპოთეკური სესხების ზრდის რეკორდს აფიქსირებს.
ამერიკელებმა რუსეთის პრეზიდენტის ზოგი განსაკუთრებით წარმატებული გადაწყვეტილების კოპირება დაიწყეს. რას წარმოადგენს ინფრასტრუქტურული აქტი, რომელიც ახლახან მიიღო აშშ-ის კონგრესმა? ეს არის ძველი საავტომობილო გზებისა და რკინიგზის რეკონსტრუქციისა და ახლის მშენებლობის პროგრამა, რითიც რუსეთი ათწლეულების განმავლობაში იყო დაკავებული. ამერიკელებმა, უხეშად რომ ვთქვათ, ყირიმის ხიდის აგება გადაწყვიტეს, იმიტომ რომ ეს მუშაობს.
აქ ძნელი არ არის გაარკვიო, ვის მისცემენ ხმას რუსები, თუ პრეზიდენტი პუტინი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამას პროვინციელი ამერიკელი კონგრესმენებიც კი მიხვდნენ. ასე დაიბადა კიდეც მათი ინიციატივა.
ამერიკის პარლამენტის წევრებს შორის ყოველთვის იყო ბევრი ფრიკი. 2006 წელს ინტელექტუალურმა ამერიკულმა ჟურნალმა Rolling Stone-მა კონგრესს „ქურდებისა და გარყვნილების შეკრება“ უწოდა. რა თქმა უნდა, ამერიკელებს უკეთ მოეხსენებათ.
სხვა საქმეა, რომ სასაცილო ინიციატივების უმეტესობას განსახილველადაც კი არ იღებენ. კონგრესში კოენისა და უილსონის იდეის განხილვა — აშშ-ში უმაღლესი საკანონმდებლო ხელისუფლების ღრმა დეგრადაციის მტკიცებულებაა.
სამართლიანად აღინიშნება, რომ ასეთი რეზოლუციის მიღება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა, რუსეთის არჩევნებში ღია ჩარევა იქნებოდა. თუმცა ვაღიაროთ — შეამჩნევს კი ვინმე ამ ჩარევას?
ასეთი რეზოლუცია ოცი-ოცდაათი წლის წინ რომ გამოჩენილიყო, ის ალბათ გარკვეულ შთაბეჭდილებას მოახდენდა რუსეთის მოქალაქეებზე. ამერიკა ხომ მაშინ ჰეგემონად მიიჩნეოდა. მის აზრს გარკვეული წონა ჰქონდა. დღეს? ქვეყანა ნახევრად დაშლილ მდგომარეობაშია, ტრილიონობით ვალებით, სამხედრო მარცხების სერიით, პრეზიდენტით, რომელსაც ამომრჩევლის ნახევარი ფსიქიკურად ქმედუუნაროდ მიიჩნევს. და კიდევ აპირებს რამეში ჩაერიოს და ვინმეს რამეზე მიანიშნოს? სერიოზულად?
სამწუხარო ის არის, რომ უფსკრულისკენ გზაზე ყოფილი ჰეგემონი თავმოყვარეობის, წესიერებისა და კარგი მანერების უკანასკნელ ნარჩენებს კარგავს. ამერიკის დაცემას უზარმაზარი ინერცია აქვს. ქვეყანა სადღაც არქაიზმის, BLM-ის და სხვა ვუდუების ტყეში ვარდება და თანამგზავრებსაც მიათრევს. ისინიც ცდილობენ არ აღიარონ, მაგალითად, ლუკაშენკო. ბელარუსიის პრეზიდენტს ამისგან არც სცივა და არც სცხელა, მაგრამ საერთაშორისო სამართლის მთელი სისტემა ამგვარად უბრალოდ უტილიზდება.
რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების მთელი ისტორიის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა ცდილობდა ემოქმედა როგორც ცივილიზატორს. რომ არა ეკატერინე დიდის გადაწყვეტილება, არ გაეგზავნა ჯარები ინგლისის დასახმარებლად, სეპარატისტების გროვა ვერასდროს შეძლებდა ამერიკის შეერთებული შტატების შექმნას. ალექსანდრე II-ის გადაწყვეტილებამ, გაეუქმებინა ბატონყმობა, უბიძგა ამერიკელებს, ყოველ შემთხვევაში, ფორმალურად მაინც — გაეუქმებინათ მონობა. საბჭოთა ჯარისკაცების გმირობის წყალობით ამერიკელებს მიეცათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ ჰიტლერის ჯარების განადგურებაში და რაღაც სარგებელი მაინც მოეტანათ მსოფლიო საზოგადოებისთვის. ომის შემდეგ მხოლოდ საბჭოთა კავშირის ძალისხმევამ შეუწყო ხელი ამერიკელების ბარბაროსული აგრესიის შეკავებას მთელ მსოფლიოში.
დღეს სტივ კოენი აშშ კონგრესის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარეა. ეს სახელწოდება საბჭოთა დიპლომატიის ღირსშესანიშნავ გამარჯვებას — ჰელსინკის შეთანხმებებს გვახსენებს, რომელიც 1975 წელს მიიღეს და რომელმაც დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველყო ევროპის, სსრკ-ისა და შეერთებული შტატების მშვიდობიანი განვითარება. მაშინ ამერიკელმა პარტნიორებმა ჩვენგან მშვენიერი გაკვეთილი ისწავლეს, თუ როგორ უნდა ავაშენოთ რთული, მრავალპოლარული ურთიერთობები — საერთო სარგებლისა და უსაფრთხოებისთვის. მსოფლიოს მშვიდობისთვის.
მაგრამ გაკვეთილი არ წაადგათ. ამერიკული ჰელსინკის კომისია იქცა ჯერ ანტისაბჭოთა, შემდეგ კი ანტირუსული ინიციატივების კერად. ეს უკვე ფსკერს ჰგავდა, მაგრამ სტივ კოენმა ფსკერს ქვემოდან დააკაკუნა.
სინამდვილეში 2024 წელს ამერიკელმა კანონმდებლებმა პუტინზე კი არ უნდა იფიქრონ, არამედ საკუთარ არჩევნებზე. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაყალბების ამაზრზენმა მასშტაბებმა აიძულა ათობით მილიონი ამერიკელი, არ დაიჯერონ ჯო ბაიდენის ლეგიტიმურობისა.
არსებობს მარტივი ლაიფჰაკები, რომლებიც ამერიკელებმა რუსებისგან უნდა ისწავლონ. მოქალაქეებმა საარჩევნო უბნებზე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ. ხმის მიცემისა და ხმების დათვლის პროცესი ვიდეოზე უნდა გადაიღონ. მიიწვიონ დამკვირვებლები პარტიებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
ამომრჩევლის ცემა და დაშინება არ შეიძლება — როგორც ეს ამერიკაში მოხდა. დამკვირვებლებს უნდა მიეცეთ ხმების დათვლის პროცედურაში მონაწილეობის უფლება. არ შეიძლება დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაშინება. ეს ყველაფერი არც ისე რთულია. იმის მაგივრად, რომ სისულელეებით დაკავდნენ, ამერიკელ კონგრესმენებს უჯობთ, 2024 წელს რუსეთში ჩამოვიდნენ და არჩევნების სწორად ჩატარება ისწავლონ. დროა, როგორმე გაცივილურდნენ, გამოვიდნენ ფოლკნერისეული მიყრუებული ადგილებიდან.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს