მოსაზრება: რუსეთის წინააღმდეგ ეკოტერორისტებს ამზადებენ

© AFP 2024 / Daniel Leal-OlivasExtinction Rebellion-ის ეკოაქტივისტები
Extinction Rebellion-ის ეკოაქტივისტები  - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2021
გამოწერა
გავლენიანმა ამერიკულმა მედიასაშუალებებმა უეცრად დაიწყეს მეტყველი სათაურის მქონე წიგნის „როგორ ავაფეთქოთ მილსადენი“ და მისი ავტორის ანდრეას მალმის გაპიარება.
ვიქტორია ნიკიფოროვა
მალმი თავისებურად საინტერესო პერსონაჟია. მისი დაბადების თარიღი ზუსტად არ არის ცნობილი − ახლა ის სადღაც 43-46 წლის უნდა იყოს. მალმი შვედეთის სოციალისტური პარტიის ვეტერანია, არის ლუნდის უნივერსიტეტის დოცენტი და ასევე ეკო-ექსტრემისტი, რომელიც მსოფლიო რევოლუციისა და „ეკო-ლენინიზმი 2.0-ის აგებისკენ მოუწოდებს“.
რა თქმა უნდა, ასეთი ინტელიგენტი წვეროსნები, რომლებიც წიგნებს თხზავენ იმაზე, როგორ აფეთქდეს, წაიგლიჯოს და გაიყოს ყველაფერი, ევროპაში ბევრია. როგორც წესი, ისინი სადღაც, გასაცოდავებულ პროვინციულ უნივერსიტეტებში ღაფავენ სულს. მაგრამ მასმედია სწორედ მალმისგან სასწრაფოდ ქმნის ვარცკვლავს, თითქოს ბენედიქტ კემბერბეჩი იყოს.
 ნავთობგადამამუშავებელი პლატფორმა - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
ევროპა რუსეთს „სიცივის ექსპორტში“ ადანაშაულებს
მალმმა ეკოლოგიისთვის ბრძოლა იმით დაიწყო, რომ მეგობრებთან ერთად მიდიოდა სტოკჰოლმის მდიდრულ რაიონებში და ძვირადღირებულ ჯიპებს საბურავებს უჭრიდა. ინტელექტუალურ ჟურნალ New Yorker-თან ინტერვიუში მალმმა დეტალურად აღწერა თავისი დივერსიის ტექნიკა. ირკვევა, რომ ეს არც ისე მარტივი საქმე ყოფილა − თავისი საიდუმლოებები აქვს.
2000-იანების დასაწყისში „ეკოლოგებმა“ შვედეთში რამდენიმე ათას ჯიპს დაუზიანეს საბურავები. მას შემდეგ ეს მასობრივ მოდად იქცა. სუფთა ჰაერისთვის ხულიგნურად მებრძოლები რეგულარულად უხვრეტენ საბურავებს და ფხაჭნიან ძვირფას ჯიპებს − ლონდონის მდიდრული კვარტლებიდან ლოს-ანჯელესამდე.
აქვე შვედი ამხანაგების აკურატულობაც შეაფასეთ: მიუხედავად იმისა, რომ მალმი გამუდმებით ციტირებს ლენინს და აბსტრაქტულ „სუპერმდიდრებს“ აგინებს, მას არასდროს მოსვლია აზრად, რომ ჭეშმარიტად შვედი ოლიგარქების იახტებსა თუ კერძო თვითმფრინავებს დასხმოდა თავს. პოლიტიკურმა ალღომ უკარნახა მას, რომ იქაური დაცვის წევრები ისეთ დღეს დააყრიან, რომ ძვლებს ვერ აკრეფს, ხოლო იურისტები დიდი ხნით გამოკეტავენ ციხეში. ეკოლოგიისთვის აღარ ეცლება.
ჩრდილოეთის ნაკადი-2 - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2021
იუშკოვი: შეძლებს თუ არა ევროპა, უარი თქვას რუსულ გაზზე?
არა, ამხანაგები სრულიად შეგნებულად გადაერთნენ ყველასგან დაუცველი შვედი საშუალო კლასის ავტომობილებზე. მდიდარი ევროპელი ბურჟუა მაინც მშიშარაა და საკუთარი კეთილდღეობის გამო სინდისის ქენჯნა ტანჯავს. მებრძოლმა „ეკოლოგებმა“ პოპულარულად განუმარტეს მას, რომ ყველაფერში თავადაა დამნაშავე: ჯიპები ძალიან ბევრ საწვავს იყენებენ და ბუნებას ზიანს აყენებენ. საოცარია, რომ მალმისა და მისი ამხანაგების წინააღმდეგ არც ერთი საქმე არ აღძრულა. შვედებმა უბრალოდ შეწყვიტეს ძვირფასი ჯიპების ყიდვა. რაღაცნაირად გავიდა მოდიდან.
„სწორედ ამ დროს დაინტერესდა ჩვენით ალ გორი“, − ამბობს ეკოლოგი. რა თქმა უნდა, დაინტერესდებოდა. შთამომავლობით პოლიტიკოსმა და იღბლიანმა ინვესტორმა ასობით მილიონი დოლარი სხვადასხვა მწვანე ინიციატივებზე იშოვა. სანამ მალმი შვედეთში ხულიგნობდა, ნობელის ლაურეატი და ეკოლოგიისთვის ცნობილი მებრძოლი ალ გორი კრედიტებს ეძებდა თავისი მეგობრის ჰენრიკ ფისკერის ძვირფასი ელექტრომობილების მწარმოებელი ფირმისთვის.
და აქ ყველაფერი ასე იღბილიანად დაემთხვა: კამპანია ჯიპების წინააღმდეგ, ხმაური პრესაში. შეძლებული პუბლიკა ელექტრომობილებში ფულის ჩადებით დაინტერესდა − ნაცვლად არაეკოლოგიური ჯიპებისა. კრედიტი მყისიერად მოიძებნა − თანაც ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი. მართალია, მერე ელექტრომობილებთან დაკავშირებით არაფერი გამოვიდა − Fisker-ი გაკოტრების ზღურბლზე აღმოჩნდა, მაგრამ დაუღალავი გორი უკვე ახალი ბიზნესით დაკავდა.
გაზის მანომენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
იუშკოვი: რეალურად ვინ არის დამნაშავე ევროპის ენერგეტიკულ კრიზისში?
მას შემდეგ მალმს ელიტური აუდიტორია არ მოჰკლებია, მის წიგნებს − სხვადასხვა ენაზე თარგმნა და დადებითი რეცენზიები. მაშინაც კი, როდესაც ის ღიად სისხლის სამართლის დანაშაულისკენ მოუწოდებდა, მიამიტად თავმოკატუნებული ინტელექტუალური ისტებლიშმენტი მის შეხედულებებს მასიურ პუბლიკას უზიარებდა.
„აჯანყებაში დაყოვნება სიკვდილის ტოლფასია!“ − მალმი გამუდმებით იმეორებს ლენინის ამ ციტატას. მიაჩნია, რომ კორონავირუსი პირველ მსოფლიო ომს ჰგავს. ნამდვილი ეკომეომრების ამოცანა დღეს − პანდემიის პოლიტიკურ კრიზისში გადაყვანაა. გასაგებია, რომ ამაში დემონსტრაციებისა და პლაკატების ნაკლებობაა. კლიმატური სამიტები, ოქმები, საპროტესტო აქციები, გრეტა ტუნბერგიც კი − ეს ყველაფერი არ მუშაობს, ყველაფერი ცეცხლისთვისაა მისაცემი. „მსოფლიო ცეცხლშია“. მას სასწრაფოდ სჭირდება რევოლუციური ძალადობა.
ძალადობის ზომებიდან მალმი მძევლების − გაზისა და ნავთობკორპორაციების ტოპ-მენეჯერების მძევლებად აყვანას გვთავაზობს. კიდევ ინფრასტრუქტურის დაშლას, ოღონდ ადამიანური მსხვერპლის თავიდან არიდებით. და როგორც ფინალი–აპოთეოზი, ნავთობ- და გაზსადენების მართლა აფეთქებას. ყოველივე ამას ეკოლოგ–ანარქისტი „ინტელიგენტურ საბოტაჟს“ უწოდებს.
ნახშირი - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
მოსაზრება: რატომ უჯდება ევროპას ასე ძვირი რუსული ნახშირი
„მაგრამ გაზსადენზე ნებისმიერი ავარია ხომ დაუყოვნებლივ გამოიწვევს გაზზე და, შესაბამისად, ელექტროენერგიაზე ფასების ზრდას. ეს უპირველესად ღარიბ ადამიანებს დაარტყამს“, − ეუბნება New Yorker-ის ჟურნალისტი მალმს.
„დიახ, − თვალის დაუხამხამებლად პასუხობს მალმი, − გარკვეული რისკი ხალხისთვის არსებობს... ეკონომიკისთვისაც... მაგრამ თუ საბოტაჟის აქტი დროში დაემთხვევა კლიმატურ ცვლილებებს, მაშინ ჩვენ რეალური შანსი გვაქვს, რომ ადამიანებმა ყველაფერი გაიგონ და ჩვენ ხალხის მხარდაჭერა მივიღოთ“.
გამოდის, რომ ბოლშევიკური დღის წესრიგი თანამედროვე ეკომეომრებმა უკუღმა შეაბრუნეს. რაც უნდა ვთქვათ ლენინსა და მის თანამებრძოლებზე, მაგრამ მათ დროს რუსეთში მილიონობით ღატაკი ადამიანის ცხოვრება ნამდვილად გაუმჯობესდა. მათ მიიღეს განათლება, მედიცინა, საკმარისი ჯამაგირი, იმ დროისათვის წარმოუდგენლად პროგრესული სოციალური პაკეტი.
მათი დღევანდელი მემკვიდრეების − ანარქისტების, ეკომეომრების, ყველა ჯურის ტროცკისტების აზრით, ხალხთა მასები ზედმეტად ხელგაშლილად ცხოვრობენ. ისინი სასწრაფოდ უნდა გადავიყვანოთ შიმშილის რაციონზე და მაქსიმალურად სამხედრო კომუნიზმი უნდა მოვუწყოთ.
ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგური Drax ჩრდილოეთ ინგლისში - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2021
მიმოხილვა: „შავი ბოროტება“ ევროპაში რეკორდებს ხსნის
ამასთან მდიდრების ჭარბმოხმარება არსად გაქრება. ეკომეომრებსაც რაღაც ერგებათ მათი მოსამსახურეების რანგში. ხოლო ეს ძარცვა გლობალურ დათბობასთან ბრძოლის ლოზუნგით ჩატარდება.
იმის გულისთვის, რომ ევროპელების შვილიშვილებმა კარგად იცხოვრონ, თავად მათ ძალიან ცუდად ცხოვრებას სთავაზობენ. პირდაპირ ახლა, დაყოვნების გარეშე. როგორ ხდება ეს, კარგად ჩანს დღევანდელი ენერგეტიკული კრიზისის მაგალითზე. მალმს ძალიან მოსწონს მომხდარი. მიაჩნია, რომ „ცუდი“ გაზის ფასი სპეციალურად იზრდება, რათა უგუნურმა ევროპელებმა მისი ყიდვა შეწყვიტონ და მხოლოდ მწვანე ენერგეტიკაზე გადავიდნენ.
საინტერესოა, რომ კრიზისიდან ხეირის ერთ-ერთი მიმღები ჩვენი ძველი ნაცნობი ალ გორიც აღმოჩნდა. გაზზე ფასის ათჯერ გაზრდის ფონზე ბრიტანეთში მასიურად ღატაკდებიან კომპანიები − ელექტროენერგიის მიმწოდებლები. ასეთ კომპანიაში 13%-იანი წილი ნახევარ მილიარდ დოლარად სულ ახლახან შეიძინა გორმა. ეს მშვენიერი, თანამედროვე შენაძენია. ელექტროენერგიის ინგლისელი მომხმარებლები მწვანე ენერგეტიკის რაინდს იმაზე ბევრად მეტს გადაუხდიან, ვიდრე ერთი წლის წინ იხდიდნენ.
ანუ, ენერგეტიკულმა კრიზისმა საშუალება მისცა ამერიკულ კომპანიებს, შევიდნენ ბრიტანულ ბაზარზე და იქიდან ადგილობრივი კომპანიები გააძევონ. ხოლო ჯიბის ეკომეომრების ხმაურიანი აქციები და სკანდალური განცხადებები შესანიშნავ მანევრად იქცა ყურადღების გადასატანად ყველა მოსაწყენი ტრანზაქციიდან, რომელთა შედეგადაც ამერიკული ფირმების ანგარიშებზე ინგლისურმა ფულმა იწყო დენა.
ოლიმპიური თამაშების დახურვა - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
აშშ რუსულ სპორტს უცხადებს „ომს საზღვრების გარეშე“
რა თქმა უნდა, ეს ყოველივე გამოსწორებადია. ინგლისს ამერიკული კაპიტალისგან ვეღარ გადავარჩენთ, მაგრამ კონტინენტურ ევროპას უკვე დიდი ხნის წინ შეეძლო აენთო თავისთვის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზი. შესაძლოა ასეთი შემთხვევებისთვის მზადდება კიდეც ეკოდივერსანტების საბრძოლო ჯგუფები.
სხვათა შორის, „ეკოტერორისტი“ კონსერვატორების მიერ მოგონილი სალანძღავი სიტყვა არ არის. ასე თავისი მოძრაობის ერთ-ერთმა შემქმნელმა ბობ ჰანტერმა მონათლა თავისი თანამოძმეები. კოლეგებს ის ეკოფაშისტებსაც ეძახდა. საინტერესოა, რატომ?
რუსულ კომპანიებს უკვე მოუხდათ ეკომეომრების საშიშ დივერსიებთან შეჯახება. ყველაზე ხმაურიანი საქმე საბურღი პლატფორმა „პრირაზლომნაიას“ დაპყრობის მცდელობა იყო − Greenpeace-ს თანამშრომლების შესულებით. ახლა კი, როგორც ვხედავთ, მეომრების ახალი თაობა წამოიზარდა, რომლებიც მზად არიან ბუნებითაც გარისკონ და ადამიანების სიცოცხლითაც, „ოღონდ პლანეტა გადაარჩინონ“.
აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ Greenpeace-ის, PETA-ს, სხვადასხვა ზოოდამცველებისა და ეკომეომრების წარმომადგენლები დიდი ხნის წინ შეიყვანა საშიში ტერორისტების სიაში. შტატები აქტიურად ამრავლებენ და კვებავენ ეკოდივერსანტებს, მაგრამ მკაცრად ადევნებენ თვალს, რომ მათ სხვათა ტერიტორიებზე იმუშაონ − ამერიკულ ინტერესებში, რაღა თქმა უნდა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0