https://sputnik-georgia.com/20211007/ratom-ujdeba-evropas-rusuli-naxsiri-ase-zviri-260323409.html
მოსაზრება: რატომ უჯდება ევროპას ასე ძვირი რუსული ნახშირი
მოსაზრება: რატომ უჯდება ევროპას ასე ძვირი რუსული ნახშირი
Sputnik საქართველო
ცისფერი საწვავის კვალდაკვალ მყარი საწვავი − ნახშირიც ძვირდება. ერთ ტონაზე 300 დოლარი − ასეთი რამ ოცი წელია, არ ყოფილა. 07.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-07T16:17+0400
2021-10-07T16:17+0400
2021-10-08T11:09+0400
მოსაზრება
ანალიტიკა
მიმოხილვები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/07/260323338_0:0:3421:1924_1920x0_80_0_0_5c0021d212c1924a9d2421a8a92715ca.jpg
ირინა ბადმაევა ბაზარზე აჟიოტაჟური მოთხოვნაა. რამდენ ხანს გასტანს ეს ვითარება და რას იშოვის რუსეთი აქედან − წაიკითხეთ РИА Новости-ს მასალაში.ნახშირის დაბრუნებამიუხედავად მოწოდებებისა, რომ CO2-ის გამოფრქვევები შემცირდეს, ნახშირს სულ უფრო მეტად ყიდულობენ. ის ეკოლოგიურად შეგნებულ ევროპაშიც კი მიაქვთ: იქ გაზზე რეკორდულად მაღალი ფასების გამო მყარ საწვავზე გადასვლა მოუხდათ. ევროკავშირში ცისფერი საწვავის ათას კუბომეტრზე 1400 დოლარს იძლევიან. ენერგეტიკული კომპანიები სულს ღაფავენ. ზოგი უკვე გაკოტრდა. ნახშირი ერთადერთი ხსნაა.სექტემბერში გერმანიამ, ესპანეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა მყარ საწვავზე დაახლოებით 7 მილიონი მეგავატ/საათი გამოიმუშავეს. ეს 35 პროცენტით მეტია შარშანდელთან შედარებით.მაგრამ ევროპას ნახშირი არ ჰყოფნის. ძირითად მიმწოდებლები ექსპორტის გაზრდას ვერ ასწრებენ. კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთში მარაგები მინიმუმზეა: ძლივს აღემატება 4 მილიონ ტონას.ამასთან კონკურენციაა აზიელ მყიდველებთან. ჩინეთშიც დეფიციტია. თავზე სუფთა ცისთვის იქ ნახშირის მაღაროები დახურეს.„კურსის მკვეთრი ცვლილების გამო ხელისუფლება ფაქტობრივად აიძულებს ბანკებს კრედიტები გასცენ და დააფინანსონ ნახშირის კომპანიები წარმოების გასაზრდელად. ამასთან ჩინეთი არა მარტო ძირითადი მომპოვებელი, არამედ მთავარი მომხმარებელიცაა“, − განმარტავს მიხაილ კოგანი, ფინანების მართვის უმაღლესი სკოლის ანალიტიკური კვლევების ხელმძღვანელი.ჩინეთის ეკონომიკა სწრაფი აღდგენის ეტაპზეა. საწარმოებს მეტი ელექტროენერგია სჭირდებათ. აშკარაა, ქვეყანა კვლავაც განაგრძობს მყარი საწვავის გამოყენებას. კომპარტიამ ზედმეტად სწრაფად და მკვეთრად თქვა მასზე უარი.თავისი კვალი დატოვა კონფლიქტებმა სხვა მიმწოდებელ ქვეყნებთანაც. „პეკინმა ურთიერთობები გააფუჭა ავსტრალიასთან, სადაც ნახშირის მსოფლიო მოცულობის დაახლოებით 8 პროცენტი იწარმოება. ეს ყოველივე ინდონეზიიდან იმპორტის შემცირებას დაემთხვა, რომელიც, ჩინეთის გარდა, ინდოეთსა და აზიის სხვა ქვეყნებსაც ემსახურება“, − აღნიშნავს ანალიტიკური დეპარტამენტი Amarkets-ის ხელმძღვანელი არტიომ დეევი.შედეგად – ჩინეთის პროვინციების ორი მესამედი ელექტროენერგიის ეკონომიის რეჟიმზე გადაიყვანეს. გაჩერდა უმსხვილესი ნავთობქიმიური საწარმოები.დეფიციტმა მოსალოდნელად ასწია ფასები. და არა მარტო ჩინეთში. ევროპაში მყარი საწვავი დაახლოებით 14%-ით მეტი ღირს, ვიდრე აზიაში. „ვინაიდან მოთხოვნა იზრდება, ნახშირი დასავლეთშიც და აღმოსავლეთში გათბობის სეზონის დასრულებამდე განაგრძობს გაძვირებას, სადაც ენერგეტიკული კრიზისის საფრთხე მატულობს“, − მიაჩნია დეევს.ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხულიბოლო წლებში მსოფლიოს ნაკლებად ესაჭიროებოდა ნახშირი. ევროპამ, ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა კურსი დეკარბონაციაზე აიღეს.მყარ საწვავზე მოთხოვნის კლებას პანდემიისას სუფთა ენერგიაზე გადასვლას უწოდებდნენ. მაგრამ „გამწვანება“ დროს მოითხოვს. ასეთი რამ მალე არ მოხერხდება.ამასთან ბუნებრივი კატაკლიზმებიც არავის გაუუქმებია. ყინვიანი ზამთრისა და ანომალიურად ცხელი ზაფხულის გამო ევროპის მიწისქვეშა გაზსაცავები დაცარიელდა. ცისფერ საწვავზე ფასები სწრაფად წავიდა ზემოთ. არ ჩამორჩება ნავთობზე კოტირებებიც.და ნახშირიც გაახსენდათ. მაგრამ შეთავაზება მოთხოვნას ვერ ეწევა. ელექტროენერგიის ევროპელი მწარმოებლები რუსეთს მეტის ექსპორტირებას სთხოვენ.რა თქმა უნდა, ამის აფიშირება არ სურთ. წინ კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული მორიგი კონფერენციაა. ისაუბრებენ სათბური გაზების გამოფრქვევაზე. მათი შემცირება შესაძლებელი მხოლოდ ნახშირზე უარის თქმითა და ძვირადღირებულ გაზზე გაკოტრებით.მიმწოდებლებს არჩევანი არც აქვთ. რუსეთის იმედად არიან, რომელიც წიაღისეულის მარაგით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა, მოპოვებით − მეექვსზე, ხოლო ექსპორტით − მესამეზე. სულ გასულ წელს უცხოეთში დაახლოებით 200 მილიონი ტონა გაიგზავნა. ჩინეთმა თითქმის 29,5 მლნ იყიდა, სამხრეთ კორეამ − 23 მლნ-ზე მეტი, იაპონიამ − 21,5 მლნ ტონა.მაგრამ მოპოვების მნიშვნელპოვნად გაზრდა, დიდი ალბათობით, არ გამოვა. „ნახშირმომპოვებელი მრეწველობა − ეს წარმოების ხანგრძლივი ციკლია. საჭიროა ახალი ტექნიკური სიმძლავრეები, შესაბამისი ნებართვები, დოკუმენტები. საჭიროა დაახლოებით ორი წელი − განზრახვიდან ახალი საბადოს დამუშავების დაწყებამდე. რუსეთი ევროპისთვის ისედაც ნახშირის მთავარი მიმწოდებელია − წელიწდში 40 მლნ ტონაზე მეტის მოცულობით“, − ამბობს დეევი.სამამულო კომპანიები უდავოდ გამოიმუშავებენ ფულს ნედლეულის ფასების ზრდაზე. აზიურ ბაზრებზე 2019 წელს ქვანახშირის ფასი საშუალოდ 90 დოლარი იყო ტონაზე. ახლა კი ევროკავშირში 300 დოლარია.მიუხედავად ამისა, ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელი არ არის. საწვავი საჭიროა შიდა ბაზრისთვისაც. სინოპტიკოსები ცივ ზამთარს გვპირდებიან. სტატისტიკის თანახმად, რუსეთში სოფლის სახლების მესამედი ღუმელით (შეშა ან ქვანახშირი) თბება. ქალაქის საბინაო ფონდში ასეთი 7 პროცენტია.მაგრამ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაშვება ახლოსაა. ბაზარი უკვე ელოდება გაზის გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმებას, რაც ჯერ ცისფერ საწვავზე ფასების სტაბილიზაციას მოახდენს, შემდეგ − მყარ საწვავზე. და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიუხედავად დღევანდელი ბუმისა, მსოფლიო მაინც უარს ამბობს ქვანახშირზე.„სამრეწველო საქვაბეებში, სადაც გაზს ან ქვანახშირს წვავენ, მუშაობის სპეციფიკა განსხვავებულია. ანუ იზრდება სახელფასო, სამედიცინო მომსახურებისა და დამატებითი კვების ხარჯები. როდესაც გაზი გამოიყენება, ყველაფერი ავტომატურია. საკმარისია ღილაკს დააჭიროთ“, − განმარტავს ბელხაროევი.თუმცა არის უპირატესობებიც: ქვანახშირი თვითაალებადი არ არის და ღია ტერიტორიებზე ინახება. და, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, თუ ცივ ამინდში ენერგიის სხვა წყაროები შეფერხებით მუშაობს, ქვანახშირი მაინც გვათბობს.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
https://sputnik-georgia.com/20211004/naxsiris-gasma-evropasi-ocwliani-rekordi-moxsna-260212082.html
https://sputnik-georgia.com/20210915/gazis-fasi-evropasi-gaizarda-259613325.html
https://sputnik-georgia.com/20210928/savi-boroteba-evropasi-rekordebs-xsnis-259967929.html
https://sputnik-georgia.com/20210920/evropa-rusets-sicivis-eqsportsi-adanasaulebs-259752328.html
https://sputnik-georgia.com/20210914/ass-rusetis-navtiobs-yidulobs-259595531.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/07/260323338_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_e40aaada9de7fe81cd3cbcc4ff9e2bb4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები
მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები
მოსაზრება: რატომ უჯდება ევროპას ასე ძვირი რუსული ნახშირი
16:17 07.10.2021 (განახლებულია: 11:09 08.10.2021) ცისფერი საწვავის კვალდაკვალ მყარი საწვავი − ნახშირიც ძვირდება. ერთ ტონაზე 300 დოლარი − ასეთი რამ ოცი წელია, არ ყოფილა.
ბაზარზე აჟიოტაჟური მოთხოვნაა. რამდენ ხანს გასტანს ეს ვითარება და რას იშოვის რუსეთი აქედან − წაიკითხეთ
РИА Новости-ს მასალაში.
მიუხედავად მოწოდებებისა, რომ CO2-ის გამოფრქვევები შემცირდეს, ნახშირს სულ უფრო მეტად ყიდულობენ. ის ეკოლოგიურად შეგნებულ ევროპაშიც კი მიაქვთ: იქ გაზზე რეკორდულად მაღალი ფასების გამო მყარ საწვავზე გადასვლა მოუხდათ. ევროკავშირში ცისფერი საწვავის ათას კუბომეტრზე 1400 დოლარს იძლევიან. ენერგეტიკული კომპანიები სულს ღაფავენ. ზოგი უკვე გაკოტრდა. ნახშირი ერთადერთი ხსნაა.
სექტემბერში გერმანიამ, ესპანეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა მყარ საწვავზე დაახლოებით 7 მილიონი მეგავატ/საათი გამოიმუშავეს. ეს 35 პროცენტით მეტია შარშანდელთან შედარებით.
მაგრამ ევროპას ნახშირი არ ჰყოფნის. ძირითად მიმწოდებლები ექსპორტის გაზრდას ვერ ასწრებენ. კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთში მარაგები მინიმუმზეა: ძლივს აღემატება 4 მილიონ ტონას.
ამასთან კონკურენციაა აზიელ მყიდველებთან. ჩინეთშიც დეფიციტია. თავზე სუფთა ცისთვის იქ ნახშირის მაღაროები დახურეს.
„კურსის მკვეთრი ცვლილების გამო ხელისუფლება ფაქტობრივად აიძულებს ბანკებს კრედიტები გასცენ და დააფინანსონ ნახშირის კომპანიები წარმოების გასაზრდელად. ამასთან ჩინეთი არა მარტო ძირითადი მომპოვებელი, არამედ მთავარი მომხმარებელიცაა“, − განმარტავს მიხაილ კოგანი, ფინანების მართვის უმაღლესი სკოლის ანალიტიკური კვლევების ხელმძღვანელი.
15 სექტემბერი 2021, 15:16
ჩინეთის ეკონომიკა სწრაფი აღდგენის ეტაპზეა. საწარმოებს მეტი ელექტროენერგია სჭირდებათ. აშკარაა, ქვეყანა კვლავაც განაგრძობს მყარი საწვავის გამოყენებას. კომპარტიამ ზედმეტად სწრაფად და მკვეთრად თქვა მასზე უარი.
თავისი კვალი დატოვა კონფლიქტებმა სხვა მიმწოდებელ ქვეყნებთანაც. „პეკინმა ურთიერთობები გააფუჭა ავსტრალიასთან, სადაც ნახშირის მსოფლიო მოცულობის დაახლოებით 8 პროცენტი იწარმოება. ეს ყოველივე ინდონეზიიდან იმპორტის შემცირებას დაემთხვა, რომელიც, ჩინეთის გარდა, ინდოეთსა და აზიის სხვა ქვეყნებსაც ემსახურება“, − აღნიშნავს ანალიტიკური დეპარტამენტი Amarkets-ის ხელმძღვანელი არტიომ დეევი.
შედეგად – ჩინეთის პროვინციების ორი მესამედი ელექტროენერგიის ეკონომიის რეჟიმზე გადაიყვანეს. გაჩერდა უმსხვილესი ნავთობქიმიური საწარმოები.
28 სექტემბერი 2021, 14:27
დეფიციტმა მოსალოდნელად ასწია ფასები. და არა მარტო ჩინეთში. ევროპაში მყარი საწვავი დაახლოებით 14%-ით მეტი ღირს, ვიდრე აზიაში. „ვინაიდან მოთხოვნა იზრდება, ნახშირი დასავლეთშიც და აღმოსავლეთში გათბობის სეზონის დასრულებამდე განაგრძობს გაძვირებას, სადაც ენერგეტიკული კრიზისის საფრთხე მატულობს“, − მიაჩნია დეევს.
ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული
ბოლო წლებში მსოფლიოს ნაკლებად ესაჭიროებოდა ნახშირი. ევროპამ, ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა კურსი დეკარბონაციაზე აიღეს.
მყარ საწვავზე მოთხოვნის კლებას პანდემიისას სუფთა ენერგიაზე გადასვლას უწოდებდნენ. მაგრამ „გამწვანება“ დროს მოითხოვს. ასეთი რამ მალე არ მოხერხდება.
ამასთან ბუნებრივი კატაკლიზმებიც არავის გაუუქმებია. ყინვიანი ზამთრისა და ანომალიურად ცხელი ზაფხულის გამო ევროპის მიწისქვეშა გაზსაცავები დაცარიელდა. ცისფერ საწვავზე ფასები სწრაფად წავიდა ზემოთ. არ ჩამორჩება ნავთობზე კოტირებებიც.
და ნახშირიც გაახსენდათ. მაგრამ შეთავაზება მოთხოვნას ვერ ეწევა. ელექტროენერგიის ევროპელი მწარმოებლები რუსეთს მეტის ექსპორტირებას სთხოვენ.
20 სექტემბერი 2021, 22:09
რა თქმა უნდა, ამის აფიშირება არ სურთ. წინ კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული მორიგი კონფერენციაა. ისაუბრებენ სათბური გაზების გამოფრქვევაზე. მათი შემცირება შესაძლებელი მხოლოდ ნახშირზე უარის თქმითა და ძვირადღირებულ გაზზე გაკოტრებით.
მიმწოდებლებს არჩევანი არც აქვთ. რუსეთის იმედად არიან, რომელიც წიაღისეულის მარაგით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა, მოპოვებით − მეექვსზე, ხოლო ექსპორტით − მესამეზე. სულ გასულ წელს უცხოეთში დაახლოებით 200 მილიონი ტონა გაიგზავნა. ჩინეთმა თითქმის 29,5 მლნ იყიდა, სამხრეთ კორეამ − 23 მლნ-ზე მეტი, იაპონიამ − 21,5 მლნ ტონა.
მაგრამ მოპოვების მნიშვნელპოვნად გაზრდა, დიდი ალბათობით, არ გამოვა. „ნახშირმომპოვებელი მრეწველობა − ეს წარმოების ხანგრძლივი ციკლია. საჭიროა ახალი ტექნიკური სიმძლავრეები, შესაბამისი ნებართვები, დოკუმენტები. საჭიროა დაახლოებით ორი წელი − განზრახვიდან ახალი საბადოს დამუშავების დაწყებამდე. რუსეთი ევროპისთვის ისედაც ნახშირის მთავარი მიმწოდებელია − წელიწდში 40 მლნ ტონაზე მეტის მოცულობით“, − ამბობს დეევი.
14 სექტემბერი 2021, 20:08
სამამულო კომპანიები უდავოდ გამოიმუშავებენ ფულს ნედლეულის ფასების ზრდაზე. აზიურ ბაზრებზე 2019 წელს ქვანახშირის ფასი საშუალოდ 90 დოლარი იყო ტონაზე. ახლა კი ევროკავშირში 300 დოლარია.
მიუხედავად ამისა, ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელი არ არის. საწვავი საჭიროა შიდა ბაზრისთვისაც. სინოპტიკოსები ცივ ზამთარს გვპირდებიან. სტატისტიკის თანახმად, რუსეთში სოფლის სახლების მესამედი ღუმელით (შეშა ან ქვანახშირი) თბება. ქალაქის საბინაო ფონდში ასეთი 7 პროცენტია.
„მოკლევადიან პერსპექტივაში მოთხოვნაზე აჟიოტაჟი დარჩება. მსოფლიო ბაზარზე მას სპეკულანტები შეუწყობენ ხელს", − განაცხადა ექსპერტმა ხაჯიმურად ბელხაროევმა.
მაგრამ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაშვება ახლოსაა. ბაზარი უკვე ელოდება გაზის გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმებას, რაც ჯერ ცისფერ საწვავზე ფასების სტაბილიზაციას მოახდენს, შემდეგ − მყარ საწვავზე. და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიუხედავად დღევანდელი ბუმისა, მსოფლიო მაინც უარს ამბობს ქვანახშირზე.
„სამრეწველო საქვაბეებში, სადაც გაზს ან ქვანახშირს წვავენ, მუშაობის სპეციფიკა განსხვავებულია. ანუ იზრდება სახელფასო, სამედიცინო მომსახურებისა და დამატებითი კვების ხარჯები. როდესაც გაზი გამოიყენება, ყველაფერი ავტომატურია. საკმარისია ღილაკს დააჭიროთ“, − განმარტავს ბელხაროევი.
თუმცა არის უპირატესობებიც: ქვანახშირი თვითაალებადი არ არის და ღია ტერიტორიებზე ინახება. და, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, თუ ცივ ამინდში ენერგიის სხვა წყაროები შეფერხებით მუშაობს, ქვანახშირი მაინც გვათბობს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს