https://sputnik-georgia.com/20211004/naxsiris-gasma-evropasi-ocwliani-rekordi-moxsna-260212082.html
ნახშირის ფასმა ევროპაში ოცწლიანი რეკორდი მოხსნა
ნახშირის ფასმა ევროპაში ოცწლიანი რეკორდი მოხსნა
Sputnik საქართველო
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ენერგეტიკული ნახშირის ფასმა გასულ კვირაში ევროპაში ერთ ტონაზე 232,2 დოლარს მიაღწია, რაც მინიმუმ ოცწლიანი რეკორდია, წერს ფასების... 04.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-04T17:57+0400
2021-10-04T17:57+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
ეკონომიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22849/43/228494310_0:175:3077:1905_1920x0_80_0_0_a04973bcb7d33bf57070b5fa28d90ece.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ენერგეტიკული ნახშირის ფასმა გასულ კვირაში ევროპაში ერთ ტონაზე 232,2 დოლარს მიაღწია, რაც მინიმუმ ოცწლიანი რეკორდია, წერს ფასების საერთაშორისო სააგენტო Argus-ი.სააგენტოს განმარტებით, ფასების ზრდა სექტემბრის ბოლოს დაჩქარდა ევროპის ბაზარზე ბუნებრივი გაზის გაძვირებისა და ნახშირის დეფიციტის გამო. ამასთან მოთხოვნები ზრდას განაგრძობს, ვინაიდან ნახშირის გენერაციის მომგებიანობა ბევრჯერ აღემატება გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურებში ელექტროენერგიის წარმოებიდან მიღებულ შემოსავალს.„ამავდროულად ნახშირის შეთავაზება ევროპის ბაზარზე შეზღუდული რჩება, ვინაიდან რეგიონში მყარი საწვავის ძირითადი მიმწოდებელი ქვეყნები ვერ ასწრებენ საწვავის ექსპორტის გაზრდას ასეთი ტემპებით. შედეგად, დღეისათვის ნახშირის მარაგები ჩრდილო-დასავლეთ ევროპის პორტებში ხუთწლიან მინიმალურ დონეზეა წლის ამ დროისათვის, ოდნავ აჭარბებს რა 4 მლნ ტონას“, — წერს Argus-ი.სააგენტოს ინფორმაციით, ევროპაში მომხმარებლები იძულებული არიან, კონკურენცია დაიწყონ ნახშირის თავისუფალი მოცულობებისთვის აზიელ მყიდველებთან, სადაც ასევე იგრძნობა ნახშირის დეფიციტი, რაც ასევე უწყობს ხელს ფასების მატებას. ახლა იმპორტირებული ქვანახშირი ევროპაში 14%-ით უფრო ძვირია, ვიდრე აზიაში, თუმცა აგვისტოს ბოლომდე პირიქით იყო.
https://sputnik-georgia.com/20211004/bloomberg-zamtarsiplanetas-mzime-krizisi-elis-260211001.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22849/43/228494310_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_04361251430efda9576ba33b2552e71f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ენერგეტიკული ნახშირის ფასმა გასულ კვირაში ევროპაში ერთ ტონაზე 232,2 დოლარს მიაღწია, რაც მინიმუმ ოცწლიანი რეკორდია, წერს ფასების საერთაშორისო სააგენტო
Argus-ი.
„გასულ კვირაში 6000 კკლ/კგ ენერგეტიკული ნახშირის ფასი ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში 16,5%-ით გაიზარდა და ერთ ტონაზე 232,2 დოლარი შეადგინა. ეს ბოლო 20 წელში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან საწვავის ფასმა წინა რეკორდს, რომელიც 2008 წელს დამყარდა, დაახლოებით 6%-ით გადააჭარბა“, — ნათქვამია Argus-ის ანგარიშში.
სააგენტოს განმარტებით, ფასების ზრდა სექტემბრის ბოლოს დაჩქარდა ევროპის ბაზარზე ბუნებრივი გაზის გაძვირებისა და ნახშირის დეფიციტის გამო. ამასთან მოთხოვნები ზრდას განაგრძობს, ვინაიდან ნახშირის გენერაციის მომგებიანობა ბევრჯერ აღემატება გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურებში ელექტროენერგიის წარმოებიდან მიღებულ შემოსავალს.
„ამავდროულად ნახშირის შეთავაზება ევროპის ბაზარზე შეზღუდული რჩება, ვინაიდან რეგიონში მყარი საწვავის ძირითადი მიმწოდებელი ქვეყნები ვერ ასწრებენ საწვავის ექსპორტის გაზრდას ასეთი ტემპებით. შედეგად, დღეისათვის ნახშირის მარაგები ჩრდილო-დასავლეთ ევროპის პორტებში ხუთწლიან მინიმალურ დონეზეა წლის ამ დროისათვის, ოდნავ აჭარბებს რა 4 მლნ ტონას“, — წერს Argus-ი.
სააგენტოს ინფორმაციით, ევროპაში მომხმარებლები იძულებული არიან, კონკურენცია დაიწყონ ნახშირის თავისუფალი მოცულობებისთვის აზიელ მყიდველებთან, სადაც ასევე იგრძნობა ნახშირის დეფიციტი, რაც ასევე უწყობს ხელს ფასების მატებას. ახლა იმპორტირებული ქვანახშირი ევროპაში 14%-ით უფრო ძვირია, ვიდრე აზიაში, თუმცა აგვისტოს ბოლომდე პირიქით იყო.