https://sputnik-georgia.com/20211004/bloomberg-zamtarsiplanetas-mzime-krizisi-elis-260211001.html
Bloomberg: პლანეტას ზამთარში მძიმე კრიზისი ელოდება
Bloomberg: პლანეტას ზამთარში მძიმე კრიზისი ელოდება
Sputnik საქართველო
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ენერგორესურსების გაძვირება და სხვადასხვა საქონლის მიწოდებებში დაბრკოლებები ამ ზამთარს მთელ მსოფლიოს მძიმე კრიზისით ემუქრება... 04.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-04T17:34+0400
2021-10-04T17:34+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
ეკონომიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260210734_0:23:3097:1765_1920x0_80_0_0_7c12e3f243ece12457e68fcc00edfb93.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ენერგორესურსების გაძვირება და სხვადასხვა საქონლის მიწოდებებში დაბრკოლებები ამ ზამთარს მთელ მსოფლიოს მძიმე კრიზისით ემუქრება, წერს გამოცემა Bloomberg-ის ჟურნალისტი მაიკლ უინფრი.სტატიის ავტორის თქმით, კორონავირუსის პანდემია უზარმაზარ კრიზისად იქცა კაცობრიობისთვის, რაც საქონლის მიწოდებებში შეფერხებებით გამოიხატა — დაწყებული მარცვლეულით და დასრულებული კომპიუტერული ჩიპებით.თუმცა მიმდინარე წელს ზოგ ქვეყანაში ახალმა პრობლემებმა იჩინა თავი. მაგალითად, ბრიტანეთში საწვავის მწვავე დეფიციტია, ხოლო სუპერმარკეტებში თაროები დაცარიელდა, რაც ნაწილობრივ BREXIT-ით არის გამოწვეული, ნაწილობრივ კი ტრაილერების მძღოლების ნაკლებობით.„თუმცა პრობლემები პლანეტის სხვა ქვეყნებსაც ემუქრება“, — წერს ჟურნალისტი.მისი თქმით, წელს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ტემპერატურული რეჟიმი არაერთ ბაზარზე მოახდენს გავლენას და იმ შემთხვევაში, თუ მეტეოროლოგთა ყველაზე პესიმისტური პროგნოზები გამართლდება, ენერგორესურსების უკმარისობა სრულმასშტაბიან კრიზისს გამოიწვევს.გარდა ამისა, აღნიშნულს ასევე მოჰყვა ნიდერლანდში კონტინენტზე უდიდესი სათბურების ქსელის დახურვა, რაც ასევე შეიძლება აისახოს კვების პროდუქტების მიწოდებებზე.საფრანგეთში კი ხელისუფლებამ გაზზე რეგულირებადი ტარიფების ზრდა აკრძალა და ელექტროენერგიაზე გადასახადები შეამცირა.ამასთან ჟურნალისტი წერს, რომ ხორბლის მარაგები მთელ მსოფლიოში იკლებს, ხოლო მარცვლეულის წარმოების პროგნოზები მხოლოდ უარესდება.მაიკლ უინფრის თქმით, გასული ზამთარი პანდემიის გამო იყო მძიმე, თუმცა ვითარების გამოსწორებას არც წელს უჩანს პირი.
https://sputnik-georgia.com/20210915/gazis-fasi-evropasi-gaizarda-259613325.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260210734_180:157:2485:1886_1920x0_80_0_0_fc4a8382825dc7c329b3d6814e25b077.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ენერგორესურსების გაძვირება და სხვადასხვა საქონლის მიწოდებებში დაბრკოლებები ამ ზამთარს მთელ მსოფლიოს მძიმე კრიზისით ემუქრება, წერს გამოცემა
Bloomberg-ის ჟურნალისტი მაიკლ უინფრი.
სტატიის ავტორის თქმით, კორონავირუსის პანდემია უზარმაზარ კრიზისად იქცა კაცობრიობისთვის, რაც საქონლის მიწოდებებში შეფერხებებით გამოიხატა — დაწყებული მარცვლეულით და დასრულებული კომპიუტერული ჩიპებით.
15 სექტემბერი 2021, 15:16
თუმცა მიმდინარე წელს ზოგ ქვეყანაში ახალმა პრობლემებმა იჩინა თავი. მაგალითად, ბრიტანეთში საწვავის მწვავე დეფიციტია, ხოლო სუპერმარკეტებში თაროები დაცარიელდა, რაც ნაწილობრივ BREXIT-ით არის გამოწვეული, ნაწილობრივ კი ტრაილერების მძღოლების ნაკლებობით.
„თუმცა პრობლემები პლანეტის სხვა ქვეყნებსაც ემუქრება“, — წერს ჟურნალისტი.
მისი თქმით, წელს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ტემპერატურული რეჟიმი არაერთ ბაზარზე მოახდენს გავლენას და იმ შემთხვევაში, თუ მეტეოროლოგთა ყველაზე პესიმისტური პროგნოზები გამართლდება, ენერგორესურსების უკმარისობა სრულმასშტაბიან კრიზისს გამოიწვევს.
„ენერგორესურსებისთვის ბრძოლა უკვე დაიწყო: ჩინეთმა გუშინ სახელმწიფო კომპანიებს უბრძანა, ენერგომომარაგება ნებისმიერ ფასად უზრუნველყონ, ხოლო ნახშირის მწარმოებლებს სრული სიმძლავრით მუშაობა დაავალა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი კვოტების წლიურ ლიმიტს გადააჭარბებენ. ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ ევროპაში ბუნებრივ გაზსა და ელექტროენერგიაზე ფასები რეკორდულ დონემდე გაიზარდა, სადაც კონტინენტის ძირითადი მომმარაგებელის, რუსეთის მხრიდან მიწოდებების ნაკადის შემცირება შეშფოთებას იწვევს“, — წერს უინფრი.
გარდა ამისა, აღნიშნულს ასევე მოჰყვა ნიდერლანდში კონტინენტზე უდიდესი სათბურების ქსელის დახურვა, რაც ასევე შეიძლება აისახოს კვების პროდუქტების მიწოდებებზე.
საფრანგეთში კი ხელისუფლებამ გაზზე რეგულირებადი ტარიფების ზრდა აკრძალა და ელექტროენერგიაზე გადასახადები შეამცირა.
ამასთან ჟურნალისტი წერს, რომ ხორბლის მარაგები მთელ მსოფლიოში იკლებს, ხოლო მარცვლეულის წარმოების პროგნოზები მხოლოდ უარესდება.
მაიკლ უინფრის თქმით, გასული ზამთარი პანდემიის გამო იყო მძიმე, თუმცა ვითარების გამოსწორებას არც წელს უჩანს პირი.