https://sputnik-georgia.com/20211008/vin-aris-damnasave-evropis-energetikul-krizissi-260408278.html
იუშკოვი: რეალურად ვინ არის დამნაშავე ევროპის ენერგეტიკულ კრიზისში?
იუშკოვი: რეალურად ვინ არის დამნაშავე ევროპის ენერგეტიკულ კრიზისში?
Sputnik საქართველო
თვეზე მეტია, რაც ევროპაში გაზის ფიუჩერსულ ბაზარზე აჟიოტჟი გრძელდება. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში საწვავის ათასი კუბომეტრის ფასი 515 დოლარი იყო ევროპული... 08.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-08T15:46+0400
2021-10-08T15:46+0400
2021-10-10T12:46+0400
რუსეთი
მოსაზრება
ანალიტიკა
მიმოხილვები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/05/260243543_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_d5c11dca225c4fc465b9253c47c627f8.jpg
ამის შემდეგ ფიუჩერსები მხოლოდ ძვირდებოდა და ისტორიულ რეკორდებს ანახლებდა: 6 ოქტომბერს გაზის ფასი ისტორიულ რეკორდამდე გაიზარდა და ათას კუბომეტრზე ისტორიულ რეკორდს —1937 დოლარს მიაღწია ათას კუბომეტრზე. მერე კი გაზის ბაზარზე ასეთივე სწრაფი ვარდნა დაიწყო: 7 ოქტომბერს კოტირებები ათას დოლარზე დაბლა დაეცა.რითაა გამოწვეული ფასების ცვლილებები და რა როლი აკისრია რუსეთს კოტირებების შემცირებაში, იუთუბ-არხ „Sputnik რუსულად“ რუსეთის ეროვნული ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდის წამყვანი ექსპერტი იგორ იუშკოვი ესაუბრა.ახალ ამბებზე ბერია დამოკიდებულიიუშკოვის თქმით, ფიუჩერსული ბაზარი ისეთ მოვლენებზეც რეაგირებს, რომლებიც შეიძლება მასთან პირდაპირ არც კი იყოს დაკავშირებული. და ამას ის 6 ოქტომბრის ვაჭრობის მაგალითზე განმარტავს, რომელიც ენერგეტიკული ვაჭრობის ისტორიაში შევიდა.„ჩვენ ერთ დღეში ვნახეთ ფასის 1900 დოლარამდე აწევა, შემდეგ კი ის 600 დოლარამდე დაეცა. თუმცა ბაზარზე რეალური გაზის მოთხოვნასა და შეთავაზებას შორის ბალანსი არაფერი შეცვლილა. ევროპა რამდენ გაზსაც მოიხმარდა, იმდენივეს მოიხმარს. მიწოდებები როგორიც იყო, ისეთივე დარჩა, — ამბობს ექსპერტი. — მაგრამ რეაქცია მოჰყვა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ს“ არა და არ ამუშავებენ, და იმავდროულად იყო ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ნახშირის ფასმა ისტორიულ რეკორდს მიაღწია“.თუმცა, იუშკოვის თქმით, ნახშირზე ფასის ზრდა პროგნოზირებადი იყო. საქმე ისაა, რომ ძვირი გაზის შემთხვევაში კომპანიები ენერგიის სხვა წყაროებზე გადართვას ცდილობენ და ამიტომ ევროპამ მეტი ნახშირის გამოყენება დაიწყო.„ხოლო აჟიოტაჟურმა მოთხოვნამ ფასის ზრდა გამოიწვია“, — ამბობს ექსპერტი.ფიუჩერსებზე ახალი ამბების გავლენის სხვა მაგალითად შეიძლება იქცეს ვლადიმირ პუტინის თათბირი ენერგეტიკის განვითარების საკითხებზე, რომელიც ასევე 6 ოქტომბერს გაიმართა.„ეს პოზიტიური სიახლეები იყო. მან გასცა განკარგულება: თუ „გაზპრომს“ დამატებითი ექსპორტის შესაძლებლობა აქვს, ვინმეს რთულ მდგომარეობაში ჩაყენება საჭირო არ არის, — ამბობს იუშკოვი. — და ეს ევროპაში გაზის ექსპორტის შესაძლო გაზრდად აღიქვეს. აი ეს სიგნალი შეიძლება კიდეც გახდეს საწვავის გაიაფებისთვის გამშვებ მექანიზმად“.რა სარგებელი აქვს რუსეთს?იუშკოვის ვარაუდით, მიწოდებების გაზრდას მართლაც შეუძლია ევროპაში გაზის ფასის დაწევა, ვინაიდან კონკურენციის პირობებში კომპანიები ფასებს აგდებენ. მაგრამ რუსეთისთვის ბაზრის სტაბილიზება მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ზემაღალი ფასები მოთხოვნას კლავს.„მომხმარებელი კომპანიებს არ შეუძლიათ თავს ასეთი ძვირი გაზის უფლება მისცენ, — ამბობს ის. — მაგალითად, აზოტოვანი სასუქების მწარმოებლები მათ გაზისგან ამზადებენ. რიგმა კომპანიებმა უკვე გააჩერეს ქარხნები, იმიტომ რომ შეუძლებელია მერე სასუქის იმ ფასად გაყიდვა, რომელიც [გაზზე დანახარჯის გათვალისწინებით] გამოდის. სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლებიც გაზით ათბობდნენ სათბურებს. მათაც შეაჩერეს საქმიანობა“.იუშკოვის თქმით, ერთია, როცა გაზი 200-300 დოლარი ღირს ათას კუბომეტრზე — მაშინ გაზი უფრო ხელსაყრელია, ვიდრე განახლებადი ენერგეტიკა, „და სხვა საქმეა, როდესაც გაზი ათას დოლარამდე ღირს — აქ განახლებადი ენერგეტიკა უფრო კონკურენტულუნარიანია. ჩვენ გვაწყობს მაღალი, მაგრამ არა ზემაღალი ფასები“.ექსპერტი აზუსტებს, რომ ამის პარალელურად გაზის ბაზარზე ფასების ნახტომი შეიძლება ტრეიდერების პოზიციითაც აიხსნას.„ალბათ მათ მასიურად დაიწყეს გაზზე ფიუჩერსული კონტრაქტების შეძენა, გამომდინარე იდეიდან: თუ ახლა ყველაფერი ასე ცუდადაა და უკვე კრიზისი შეინიშნება ევროპის ენერგეტიკაში, მაშ, რა იქნება მერე, როდესაც გათბობის სეზონი დაიწყება? და კონტრაქტების ფასებმაც მკვეთრად მოიმატა“, — ვარაუდობს იუშკოვი.„ევროპას გამოძიებები კი არა, სარკეში ჩახედვა სჭირდება“6 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის (საფრანგეთის, ესპანეთის, ჩეხეთის, რუმინეთისა და საბერძნეთის) ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რომლითაც ენერგეტიკული კრიზისის მიზეზების გამოძიება მოითხოვეს.„მაგრამ დამნაშავეების ძებნის ნაცვლად, ევროპამ სარკეში უნდა ჩაიხედოს, — ამბობს იუშკოვი. — რატომ წარმოიქმნა კრიზისი? საკუთარ პოლიტიკასა და კომპანიებზე გაამახვილეთ ყურადღება! ევროპა გათბობის წინა სეზონიდან ცარიელი გაზსაცავებით გამოვიდა“.ექსპერტის თქმით, გაზის რაოდენობა საცავებში გასულ წელს ამინდების გამო შემცირდა. „ზამთარი საკმაოდ ცივი იყო, შემდეგ კი ხვატიანი ზაფხული დადგა და ჰაერის კონდიცირებას ბევრი გაზი სჭირდებოდა“, — ამბობს ის.მაგრამ, როგორც იუშკოვი ამბობს, გაზის კომპანიები არ ცდილობდნენ დახარჯულის შევსებას, თუმცა ხედავდნენ, რომ ბაზარზე ფასებმა ზრდა დაიწყო.„თითოეული კომპანია ფიქრობდა: არა, ეს რაღაც ტალღაა, ახლა არ ვიყიდი 400 დოლარად, იმიტომ რომ ზამთარში უფრო იაფი იქნება და წაგება დამიფიქსირდებაო. მერე კი ნახეს, რომ ფასი 500 დოლარი გახდა და იფიქრეს, ახლა კი ნამდვილად ფასის პიკია, მერე უფრო იაფი აღარ იქნებაო. მერე კი ჯერ 600 დოლარი გახდა, მერე 700, 800 და ოქტომბერიც დადგა“, — ამბობს ექსპერტი.იუშკოვის აზრით, კრიზისის კიდევ ერთი მიზეზი გაზის ადგილობრივი მიმწოდებლების პრობლემები გახდა. „ნორვეგია ზედიზედ მეოთხე წელია, რაც გაზის მოპოვებების მოცულობას ამცირებს, ხოლო ალჟირში შიდა მოხმარება იზრდება, ამიტომ ექსპორტზე ნაკლები გაზი გააქვს. ესეც განმარტება“, — ამბობს ის.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს!
https://sputnik-georgia.com/20211007/putini-ukrainis-gavlit-gazis-tranzitze-valdebulebebs-sheasrulebs-260309068.html
https://sputnik-georgia.com/20210915/gazis-fasi-evropasi-gaizarda-259613325.html
https://sputnik-georgia.com/20211007/ratom-ujdeba-evropas-rusuli-naxsiri-ase-zviri-260323409.html
https://sputnik-georgia.com/20210910/iuskovi-sezlebs-tu-ara-evropa-uari-tqvas-rusul-gazze-259489983.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/05/260243543_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_8210145ea982755501db944896bd638a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები
რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები
იუშკოვი: რეალურად ვინ არის დამნაშავე ევროპის ენერგეტიკულ კრიზისში?
15:46 08.10.2021 (განახლებულია: 12:46 10.10.2021) თვეზე მეტია, რაც ევროპაში გაზის ფიუჩერსულ ბაზარზე აჟიოტჟი გრძელდება. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში საწვავის ათასი კუბომეტრის ფასი 515 დოლარი იყო ევროპული ჰაბის, TTF-ის ინდექსით, ერთი თვის შემდეგ კი 614 დოლარს მიაღწია.
ამის შემდეგ ფიუჩერსები მხოლოდ ძვირდებოდა და ისტორიულ რეკორდებს ანახლებდა: 6 ოქტომბერს გაზის ფასი ისტორიულ რეკორდამდე გაიზარდა და ათას კუბომეტრზე ისტორიულ რეკორდს —1937 დოლარს მიაღწია ათას კუბომეტრზე. მერე კი გაზის ბაზარზე ასეთივე სწრაფი ვარდნა დაიწყო: 7 ოქტომბერს კოტირებები ათას დოლარზე დაბლა დაეცა.
რითაა გამოწვეული ფასების ცვლილებები და რა როლი აკისრია რუსეთს კოტირებების შემცირებაში, იუთუბ-არხ „Sputnik რუსულად“ რუსეთის ეროვნული ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდის წამყვანი ექსპერტი იგორ იუშკოვი ესაუბრა.
ახალ ამბებზე ბერია დამოკიდებული
იუშკოვის თქმით, ფიუჩერსული ბაზარი ისეთ მოვლენებზეც რეაგირებს, რომლებიც შეიძლება მასთან პირდაპირ არც კი იყოს დაკავშირებული. და ამას ის 6 ოქტომბრის ვაჭრობის მაგალითზე განმარტავს, რომელიც ენერგეტიკული ვაჭრობის ისტორიაში შევიდა.
„ჩვენ ერთ დღეში ვნახეთ ფასის 1900 დოლარამდე აწევა, შემდეგ კი ის 600 დოლარამდე დაეცა. თუმცა ბაზარზე რეალური გაზის მოთხოვნასა და შეთავაზებას შორის ბალანსი არაფერი შეცვლილა. ევროპა რამდენ გაზსაც მოიხმარდა, იმდენივეს მოიხმარს. მიწოდებები როგორიც იყო, ისეთივე დარჩა, — ამბობს ექსპერტი. — მაგრამ რეაქცია მოჰყვა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ს“ არა და არ ამუშავებენ, და იმავდროულად იყო ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ნახშირის ფასმა ისტორიულ რეკორდს მიაღწია“.
თუმცა, იუშკოვის თქმით, ნახშირზე ფასის ზრდა პროგნოზირებადი იყო. საქმე ისაა, რომ ძვირი გაზის შემთხვევაში კომპანიები ენერგიის სხვა წყაროებზე გადართვას ცდილობენ და ამიტომ ევროპამ მეტი ნახშირის გამოყენება დაიწყო.
„ხოლო აჟიოტაჟურმა მოთხოვნამ ფასის ზრდა გამოიწვია“, — ამბობს ექსპერტი.
ფიუჩერსებზე ახალი ამბების გავლენის სხვა მაგალითად შეიძლება იქცეს ვლადიმირ პუტინის თათბირი ენერგეტიკის განვითარების საკითხებზე, რომელიც ასევე 6 ოქტომბერს გაიმართა.
„ეს პოზიტიური სიახლეები იყო. მან გასცა განკარგულება: თუ „გაზპრომს“ დამატებითი ექსპორტის შესაძლებლობა აქვს, ვინმეს რთულ მდგომარეობაში ჩაყენება საჭირო არ არის, — ამბობს იუშკოვი. — და ეს ევროპაში გაზის ექსპორტის შესაძლო გაზრდად აღიქვეს. აი ეს სიგნალი შეიძლება კიდეც გახდეს საწვავის გაიაფებისთვის გამშვებ მექანიზმად“.
15 სექტემბერი 2021, 15:16
რა სარგებელი აქვს რუსეთს?
იუშკოვის ვარაუდით, მიწოდებების გაზრდას მართლაც შეუძლია ევროპაში გაზის ფასის დაწევა, ვინაიდან კონკურენციის პირობებში კომპანიები ფასებს აგდებენ. მაგრამ რუსეთისთვის ბაზრის სტაბილიზება მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ზემაღალი ფასები მოთხოვნას კლავს.
„მომხმარებელი კომპანიებს არ შეუძლიათ თავს ასეთი ძვირი გაზის უფლება მისცენ, — ამბობს ის. — მაგალითად, აზოტოვანი სასუქების მწარმოებლები მათ გაზისგან ამზადებენ. რიგმა კომპანიებმა უკვე გააჩერეს ქარხნები, იმიტომ რომ შეუძლებელია მერე სასუქის იმ ფასად გაყიდვა, რომელიც [გაზზე დანახარჯის გათვალისწინებით] გამოდის. სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლებიც გაზით ათბობდნენ სათბურებს. მათაც შეაჩერეს საქმიანობა“.
იუშკოვის თქმით, ერთია, როცა გაზი 200-300 დოლარი ღირს ათას კუბომეტრზე — მაშინ გაზი უფრო ხელსაყრელია, ვიდრე განახლებადი ენერგეტიკა, „და სხვა საქმეა, როდესაც გაზი ათას დოლარამდე ღირს — აქ განახლებადი ენერგეტიკა უფრო კონკურენტულუნარიანია. ჩვენ გვაწყობს მაღალი, მაგრამ არა ზემაღალი ფასები“.
ექსპერტი აზუსტებს, რომ ამის პარალელურად გაზის ბაზარზე ფასების ნახტომი შეიძლება ტრეიდერების პოზიციითაც აიხსნას.
„ალბათ მათ მასიურად დაიწყეს გაზზე ფიუჩერსული კონტრაქტების შეძენა, გამომდინარე იდეიდან: თუ ახლა ყველაფერი ასე ცუდადაა და უკვე კრიზისი შეინიშნება ევროპის ენერგეტიკაში, მაშ, რა იქნება მერე, როდესაც გათბობის სეზონი დაიწყება? და კონტრაქტების ფასებმაც მკვეთრად მოიმატა“, — ვარაუდობს იუშკოვი.
„ევროპას გამოძიებები კი არა, სარკეში ჩახედვა სჭირდება“
6 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის (საფრანგეთის, ესპანეთის, ჩეხეთის, რუმინეთისა და საბერძნეთის) ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რომლითაც ენერგეტიკული კრიზისის მიზეზების გამოძიება მოითხოვეს.
„მაგრამ დამნაშავეების ძებნის ნაცვლად, ევროპამ სარკეში უნდა ჩაიხედოს, — ამბობს იუშკოვი. — რატომ წარმოიქმნა კრიზისი? საკუთარ პოლიტიკასა და კომპანიებზე გაამახვილეთ ყურადღება! ევროპა გათბობის წინა სეზონიდან ცარიელი გაზსაცავებით გამოვიდა“.
ექსპერტის თქმით, გაზის რაოდენობა საცავებში გასულ წელს ამინდების გამო შემცირდა. „ზამთარი საკმაოდ ცივი იყო, შემდეგ კი ხვატიანი ზაფხული დადგა და ჰაერის კონდიცირებას ბევრი გაზი სჭირდებოდა“, — ამბობს ის.
მაგრამ, როგორც იუშკოვი ამბობს, გაზის კომპანიები არ ცდილობდნენ დახარჯულის შევსებას, თუმცა ხედავდნენ, რომ ბაზარზე ფასებმა ზრდა დაიწყო.
10 სექტემბერი 2021, 19:00
„თითოეული კომპანია ფიქრობდა: არა, ეს რაღაც ტალღაა, ახლა არ ვიყიდი 400 დოლარად, იმიტომ რომ ზამთარში უფრო იაფი იქნება და წაგება დამიფიქსირდებაო. მერე კი ნახეს, რომ ფასი 500 დოლარი გახდა და იფიქრეს, ახლა კი ნამდვილად ფასის პიკია, მერე უფრო იაფი აღარ იქნებაო. მერე კი ჯერ 600 დოლარი გახდა, მერე 700, 800 და ოქტომბერიც დადგა“, — ამბობს ექსპერტი.
იუშკოვის აზრით, კრიზისის კიდევ ერთი მიზეზი გაზის ადგილობრივი მიმწოდებლების პრობლემები გახდა. „ნორვეგია ზედიზედ მეოთხე წელია, რაც გაზის მოპოვებების მოცულობას ამცირებს, ხოლო ალჟირში შიდა მოხმარება იზრდება, ამიტომ ექსპორტზე ნაკლები გაზი გააქვს. ესეც განმარტება“, — ამბობს ის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს!