ვიქტორია ნიკიფოროვა
პუტინის ფორმულირებამ ლამის ააფეთქა ინტერნეტი. და საქმე სულაც არ არის ის, რომ რუსეთის ლიდერმა თანამედროვე ვითარებისადმი რაღაც ახალი, რევოლუციური მიდგომები დაასახელა. საზოგადოება, სიმართლე ვთქვათ, უკვე დაიღალა რევოლუციური მიდგომებისგან: ხან ხორცის ჭამაზე უარის თქმას გვთავაზობენ, ხან თვითმფრინავებით მოგზაურობაზე, ხან კი რატომღაც მუხლებზე დგებიან აფროამერიკელების წინ. არა, უბრალოდ რუსეთის პრეზიდენტმა სიმართლე უთხრა ჟურნალისტ კირა სიმონსს.
ეს აბსოლუტურად ექსკლუზიური მესიჯი იყო. ანგლოსაქსური მედიასაშუალებები და მათი მიმდევარი მსოფლიო არაკრიტიკული მასმედია საკუთარ პუბლიკას სიცრუის, ტყუილის, ფეიკნიუსების ისეთ რთულ ნაზავს სთავაზობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ დასახელებულმა უბრალო ფაქტებმაც კი აუდიტორიაზე გამაყრუებელი ზემოქმედება მოახდინა.
რა თქმა უნდა, ოფიციალურ მედიაზე საუბარი არ არის. ისინი კვლავაც განაგრძობენ თავიანთი დღის წესრიგის თავზე მოხვევას, ადანაშაულებენ რა რუსეთსა და მის ლიდერს ყველა სასიკვდილო ცოდვაში. მაგრამ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული სარედაქციო სტატიების კომენტარებში ათასგვარ, ხშირად ძალიან განსხვავებულ მოსაზრებებს შეხვდებით.
საინტერესოა, რომ ჟენევის სამიტის წინ პრეზიდენტმა ბაიდენმაც გააკეთა განცხადებები. მაგრამ ეს სრულიად რიტუალური ფორმულები იყო, პოლიტიური რიტორიკის დუნედ მოჟღურტულე ნაკადი — „ადამიანის უფლებები“, „დემოკრატია“, „გამოვავლენთ სიმკაცრეს“... ეს არავის აინტერესებს, ამაზე არავინ მსჯელობს. აი პუტინის სიტყვებმა კი ნამდვილად მიაღწია სრულიად განსხვავებულ ადამიანებამდე და ნაფლეთებად აქცია თავსმოხვეული შაბლონები.
„მე პუტინის უფრო მჯერა, ვიდრე მთელი ჩვენი კლოუნური ადმინისტრაციისა“, — წერს ბრიტანული Daily Mail-ის ნევადელი მკითხველი. „მაშინ დაახვიე რუსეთში“, — პასუხობს მას ოპონენტი. „შენ თუ არ მოგწონს, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მართალი არ არის“, — კამათობს სხვა. „ის ასეთ არეულობას არ დაუშვებდა ამერიკაში“, — ასკვნის კიდევ ერთი.
ძალიან კარგად ჩანს, რომ პუტინმა შეძლო პირდაპირ მიემართა ფართო მასებისთვის. ხალხმა ეს იგრძნო — ძალიან მკვეთრი იყო განსხვავება ცრუ ოფიციოზთან, რომელსაც გლობალური ისტებლიშმენტი „ასაღებს“ კაცობრიობას.
რა თქმა უნდა, ბევრმა არ მოისურვა გამოსულიყო დეზინფორმაციული მატრიციდან, რომელშიც ისინი „ლიბერალურმა“ მედიამ ჩასხა. ბოლოს და ბოლოს, სამყაროს სურათი, რომელსაც მომხმარებლებს CNN და Facebook-ი ახვევენ თავს, მარტივია და არაწინააღმდეგობრივი. საკვები და ბენზინი ძვირდება, ვალები იმატებს, ხალხი იპოთეკის ვალებს ვეღარ იხდის, სამუშაო არ არის. და ვინ არის ამაში დამნაშავე? რაღა თქმა უნდა, რუსები! ეს „სტრაშილკა“ უცხოელ ინტერნეტ-მებრძოლებს წლობით დივანზე გორაობისა და უსაქმურობის შესაძლებლობას უჩენს. ხოლო თუ აღიარებ, რომ ამ ყველაფერში კონკრეტულად შენი მთავრობაა დამნაშავე, მაშინ დივანს უნდა აეხე, ქუჩაში გახვიდე და რაღაც იღონო... არა, ეს ძალიან ძნელია, არაა საჭირო.
ამიტომაცაა, რომ ზოგს ურჩევნია ეშინოდეს და არაფერი აკეთოს. „ეს ინტერვიუ ძალიან საშიშია“, — წერს YouTube-ს მომხმარებელი NBC-ს სიუჟეტზე. „პუტინი მაშინებს“, — მხარს უბამს მას მეორე. „მეც“, — ეთანხმება მესამე.
ეს წმინდა წყლის დემონიზაციაა. „განათლებული“ ევროპელები და მათი სულიერი მემკვიდრე ამერიკელები ისევ ჩაიძირნენ შუასაუკუნეობრივ „დემონით პყრობაში“. საშიში ფიგურა გამოიგონეს, მსოფლიოს ყველა ბოროტება მას დააბრალეს და საკუთარი შიშებით თვრებიან. დასავლეთის მმართველი წრეები ჯერ კიდევ რელიგიური ომების დროიდან იყენებენ წარმატებით მასების გამოშტერების ამგვარ მეთოდებს.
მაგრამ კომენტატორების დიდმა უმრავლეობამ პუტინის სიტყვებში ჩიხიდან რეალური გამოსავალი დაინახა, რომელშიც ისინი გლობალურმა ისტებლიშმენტმა შეიყვანა. განსაკუთრებით გამხნევდნენ ტრამპისტები — თანაც არა მარტო ყოფილი პრეზიდენტის ამერიკელი მომხრეები, არამედ მის მხარდამჭერთა მსოფლიო ჯგუფი.
ციტატა, რომ „აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბატონი ტრამპი განსაკუთრებული და მეტად ნიჭიერი ადამიანია“ ყველა სოციალურ ქსელსა და მედიასაშუალებაში გავრცელდა და სულზე ბალზამად მოეცხო ყველას, ვინც ჯანსაღ ნაციონალიზმს უჭერს მხარს და ამასთან არ სურს, სხვა სახელმწიფოების საქმეებში ჩაყოს ცხვირი.
საქმე აქ პირადად ტრამპში არ არის. უბრალო ამერიკელებს შესანიშნავად ესმით, რომ ექს-პრეზიდენტის იზოლაციონისტური პოლიტიკა მათ აძლევდა ხელს, განამტკიცებდა რა აშშ-ს და იმავდროულად მშვიდობასაც მთელ მსოფლიოში. იმ დროს, როდესაც საინფორმაციო, ეკონომიკური და კულტურული ომები, რომლებსაც დემოკრატიული პარტია აღვივებს მთელ მსოფლიოში, შტატებსაც და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებსაც აგურებად დაშლას უქადის.
„პუტინი ნაციონალისტია. მას ზუსტად ისევე არ უყვარს მსოფლიო მთავრობა, როგორც თქვენ და მე. ამაში თანხმდებიან პუტინი და ტრამპი“, — ასე აღწერს ვითარებას საიტ Breitbart-ის მკითხველი.
„თეთრი ლიბარალი ანტიამერიკელები ავადმყოფურ სიძულვილს განიცდიან რუსეთის მიმართ, — მსჯელობს ამერიკელი კომენტატორი Daily Mail-ის საიტზე. — დააკვირდით, ბოლო ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში ისინი გაუჩერებლად ადანაშაულებენ რუსეთს ყველაფერში, რაც არ მოსწონთ. ისინი მარცხდებიან არჩევნებში, ე.ი. რუსეთია დამნაშავე, და ეს ყველაზე სამარცხვინო და სასაცილო მაგალითია“.
პუტინის ინტერვიუს განხილვისას პუბლიკამ გაიხსენა ბაიდენისეული ყბადაღებული „მკვლელი“ და აშკარად დასცინა მას. „თქვენ მიშელს ჰკითხეთ, როგორია იყო მკვლელის ცოლი“, — სარკასტულად შენიშნა ინგლისური Independent-ის მკითხველმა, მიანიშნა რა მკითხველებს აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ ყოველ სამშაბათს გაცემულ ბრძნებაზე, რომელიც უპილოტო აპარატებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვას ეხებოდა.
მსოფლიო პრესის აბსოლუტურ ჰიტად იქცა ციტატა ამერიკელებზე, რომლებიც კონგრესზე 6 იანვრის შტურმის შემდეგ დააპატიმრეს: „450 კაცია დაკავებული, რომლებსაც 15-დან 25 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ისინი კი პოლიტიკური მოთხოვნებით იყვნენ მისული. განა ეს პოლიტიკური დევნა არ არის?“ პირველად მრავალი წლის განმავლობაში ამერიკელები — და მთელი მსოფლიოც — დაფიქრდნენ იმაზე, რომ დემოკრატიის ციტადელში უმოწყალოდ დევნიან პოლიტიკურ დისიდენტებს. და ხოცავენ კიდეც დღისით-მზისით — ასეთია ეშლი ბებიტის ტრაგიკული ბედი.
რაზე მეტყველებს მსოფლიო საზოგადოების ზეემოციური ინტერესი რუსეთის პრეზიდენტის ინტერვიუს მიმართ? უბრალოდ იმაზე, რომ რუსეთი გლობალური ზესახელმწიფოების რიცხვში დაბრუნდა. მისი ლიდერის მოსაზრებები ყველა საკითხზე ანალიზდება და განიხილება. ეს ყველას იანტერესებს, ეს ყველას აღელვებს.
ბევრი წლის განმავლობაში გვახვევდნენ თავს დამღლელ სიცრუეს სუსტი ეკონომიკის, „ბენზინგასამართი ქვეყნის“ შესახებ. ეს ტყუილი დისკუსიას არც იმსახურებს. ბაიდენისა და პუტინის შეხვედრა უკვე იქცა თანამედროვე პოლიტიკის უმთავრეს მოვლენად. ამაზე ჯერ კიდევ სამიტამდე ფიქრობდა და ლაპარაკობდა მილიონობით ადამიანი მსოფლიოში — ჩინეთიდან უკრაინამდე.
ჟენევის სამიტის ფონზე მთელი იმ კრიტიკის ციტირებას არ შევუდგებით, რომელსაც ასე უხვად აფრქვევენ თავიანთი პრეზიდენტის მიმართ აშშ-ის მოქალაქეები. მხოლოდ ერთ კომენტარს გაგაცნობთ სენტ-ლუისიდან: „პრეზიდენტად პუტინს ვისურვებდი — ბაიდენისა და ჰარისის ნაცვლად — ნებისმიერ მომენტში!“
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს