ვერტიკალური ჩაძირვის აპარატი: F-35-ის ახალი კატასტროფა ხმელთაშუა ზღვაში

© AFP 2024 / JACK GUEZF-35
F-35 - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
გამოწერა
შეერთებული შტატების მიერ წარმოებული გამანადგურებელი F-35 Lightning კოსმოსური ფასისა და დაბალი ტექნიკური მზადყოფნის უნიკალური თანაფარდობითაა ცნობილი.
„ელვა“ არასაბრძოლო პირობებშიც კი შეიძლება დაიშალოს ზებგერით სიჩქარეზე, თავი დაიზიანოს ქვემეხიდან, მწყობრიდან გამოვიდეს ბუნებრივი ელვის დარტყმის შედეგად, დაიმსხვრეს დაჯდომისას, ან ზღვაში ჩავარდეს აფრენისას.
ბრიტანეთის საზღვაო ძალების გამანადგურებელი F-35B, რომელიც ავიამზიდ HMS Queen Elizabeth-დან აფრინდა, 17 ნოემბერს, გრინვიჩის დროით 10 საათზე ხმელთაშუა ზღვაში ჩამოვარდა. მფრინავმა კატაპულტირება მოასწრო და გემზე დაბრუნდა.
F-35B მოდიფიკაცია ყველაზე ძვირია მოკლე აფრენისა და ვერტიკალური დაშვების ტექნოლოგიური შესაძლებლობის გამო. ერთი თვითმფრინავის დაკარგვა ლონდონს 256 მილიონი დოლარი დაუჯდა. ასეთ თანხად შეძენილი საკმაოდ ახალი გამანადგურებელი კატეგორიულად არ უნდა ვარდებოდეს. თუმცა Queen Elizabeth-ზე მომხდარი ინციდენტი მხოლოდ გაგრძელებაა F-35-ის ავარიების გრძელი სიისა.
F-35 - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2021
რატომ მოხვდა გამანადგურებელი F-35 ხუთ ყველაზე უარეს ამერიკულ თვითმფრინავს შორის
ბრიტანული გემები გამანადგურებლის ჩამოვარდნის არეალსა და F-35B-ს ტექნოლოგიურ საიდუმლოებებს უცხოური დაზვერვისგან იცავენ. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთმა „ალაფამ“ პოტენციური მოწინააღმდეგე დააინტერესოს. F-35B ძალიან დაუმუშავებელია, არ სარგებლობს უცხოური მოთხოვნით მისი უკიდურესად მაღალი ღირებულების, ვიწრო სპეციალიზაციისა და დაბალი საიმედოობის გამო.
საბიუჯეტო შეზღუდვების გათვალისწინებით, სამეფო საჰაერო ძალებმა წამოაყენეს წინადადება, რომ F-35B-ზე შეკვეთა 48 ერთეულამდე შემცირდეს და მათ ნაცვლად მომავალში F-35A შეიძინონ — უფრო იაფი (დაახლოებით 100 მილიონი დოლარი) და ნაკლებად ხარჯიანი ექსპლუატაციაში. დღეისათვის ბრიტანელებს 24 F-35B აქვთ მიღებული შეკვეთილი 48-დან. თუმცა თავდაპირველად 138 ასეთი თვითმფრინავის შეძენა იგეგმებოდა.
ამასთან HMS Queen Elizabeth-ზე შვიდი ბრიტანული F-35B და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ​​კორპუსის 10 ანალოგიური მანქანა რჩება, ფრენები გრძელდება. ავიამზიდი წყნარი ოკეანის რეგიონიდან შევიდა ხმელთაშუა ზღვაში, სადაც ბრიტანეთის დროშა გამოფინა და „ჩინეთს წინააღმდეგობა გაუწია“.
 გამანადგურებელი - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2021
მიმოხილვა: Dubai Airshow 2021 და რუსული Су-75-ის თავისებურებები
თუმცა ბრიტანული ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფის ხომალდები სადავო კუნძულებს არ მიახლოებიან. ერთი კვირის წინ HMS Queen Elizabeth არაბეთის ზღვაში იმყოფებოდა და ომანის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო წვრთნებს უჭერდა მხარს. სამეფო ფლოტის 65.000 ტონა წყალწყვის ფლაგმანი თავის პირველ შორ მოგზაურობას დეკემბერში დაასრულებს.

ჩამოვარდნილი „ელვები“

შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებს F-35 Lightning II-ის არაჩვეულებრივ თვისებებში ფაქტობრივად მხოლოდ იმის საფუძველზე არწმუნებს, რომ თვითმფრინავი ამერიკული წარმოებისაა. მაგრამ მშვიდობიან პირობებში უბედური შემთხვევებისა და კატასტროფების სტატისტიკა F-35-ის უხარისხობაზე მიუთითებს: ოთხი გამანადურებელი ჩამოვარდა, ხოლო ხუთი „საგანგებო სიტუაციების“ შემდეგ ჩამოიწერა (ძირითადად დაიწვა). ამერიკელები ავარიის მიზეზებს არ ასაჯაროებენ, თუმცა ფაქტების დამალვა შეუძლებელია.
Су-30СМ - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
მიმოხილვა: რა არის ცნობილი მეხუთე თაობის უახლეს მსუბუქ გამანადგურებელზე
მაგალითად, F-35A ეგლინის ავიაბაზაზე (ფლორიდა) 2018 წლის 20 მაისს ჩამოვარდა დაშვებისას, ხოლო აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ​​კორპუსის F-35B სამხრეთ კაროლინაში, ბოფორტის საჰაერო ძალების ბაზასთან 2018 წლის 28 სექტემბერს ჩამოვარდა. იდუმალებითაა მოცული 2019 წლის 9 აპრილს იაპონიის საჰაერო ძალების F-35A-ს კატასტროფა — თვითმფრინავი წყნარ ოკეანეში ჩავარდა მისავას ავიაბაზიდან 135 კილომეტრში.
შემთხვევითი არ არის, რომ აშშ-ის საჰაერო ძალებს თვითმფრინავი სერიული წარმოებისთვის ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებიათ, მიუხედავად იმისა, რომ F-35 ექსპლუატაციაში 2014 წლიდანაა შესული.
გამანადგურებელი არ დაფრინავს ძალიან სწრაფად, ზებგერით სიჩქარეზე კარგავს გარსს (ანუ იშლება) და მძიმედ ფრინდება გემბანიდან. F-35 „ჯერ კიდევ ძალიან შორს არის საშუალო ან მაღალი ინტენსივობის ბრძოლებისთვის მზადყოფნისგან. აქვს მხოლოდ საბაზო, საწყისი საექსპლუატაციო შესაძლებლობები“. აღმოჩენილია 300-ზე მეტი საკონსტრუქტორო ხარვეზი, მათ შორის, კრიტიკული.
F-35 Lightning II - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2021
მიმოხილვა: რატომ ამბობს პენტაგონი უარს გამანადგურებელ F-35-სა და მოიერიშე დრონ Reaper-ზე
F-35-მა პირველი საბრძოლო მისია 2018 წელს შეასრულა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ძვირადღირებული „უხილავი“ ავღანელ ჯიჰადისტებზე თავდასხმისთვის იყო შექმნილი, რომლებსაც პორტატული საზენიტო-სარაკეტო სისტემებიც კი არ გააჩნიათ.
სრულიად კანონზომიერია, რომ ავიატექნიკის ევროპელი მწარმოებლები ამერიკელების ბაზარზე შევიწროებას იწყებენ. ფრანგული ორძრავიანი გამანადგურებელი Rafale, რომელიც 7 მლრდ დოლარი ღირს, ლიდერია Air 2030-ის ტენდერში, რომელიც შვეიცარიის საჰაერო ძალებმა გამოაცხადა ახალ საბრძოლო თვითმფრინავებზე. Rafale უპირისპირდება ამერიკულ F-35 Lightning II-ს, F-18E Super Hornet-სა და ბრიტანულ-გერმანულ-იტალიურ Eurofighter-ს. შესაძლოა, ამისთვისაც ჩამოერთვა საფრანგეთს მომგებიანი შეკვეთა ავსტრალიისთვის ბირთვული წყალქვეშა ნავების აგებაზე.

ევროპის იძულება

ამერიკელი ექსპერტები Lockheed Martin-ის ობიექტურად „ჭკნობად“, 1,4 ტრილიონ დოლარად ღირებულ პროექტს „ეროვნულ კატასტროფას“ უწოდებენ. შეერთებული შტატების საჰაერო ძალები უარს ამბობენ F-35-ების დიდი რაოდენობით შესყიდვებზე. ხოლო ბებერ კონტინენტზე ომისთვის „ერთჯერადი“ გამანადგურებელი სრულიად მზადაა და ევროპელ მოკავშირეებს ფაქტობრივად აიძულებენ ქვებგერითი „უხილავის“ შეძენას.
ამერიკული  F–35  - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
მიმოხილვა: F-35-მა საკუთარი თავი გაინადგურა
ნატოს საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალმა ტოდ უოლტერსმა მანამდე განაცხადა, რომ 2030 წლისთვის ევროპაში 450 ერთეული F-35 თავს ძირითადად მოკავშირეების ხარჯზე მოიყრის. ევროპაში აშშ-ის საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალმა ჯეფრი ჰარიგიანმა კი დასძინა: „ჩვენ უკვე გვაქვს საკმაოდ კარგი გეგმები, ვინაიდან ვიწყებთ ფიქრს იმაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, განსაკუთრებით, ჩვენს ბევრ პარტნიორთან, რომლებსაც უკვე აქვთ F-35-ები“...
პენტაგონის მიერ დაუმტკიცებელი „ელვა“ უკვე მიიღეს დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის, იტალიის, ნიდერლანდებისა და დანიის საჰაერო ძალებმა. შემდეგი არის პოლონეთი. ევროპელებისთვის ახალ „საშინელებათა ისტორიებს“ თხზავენ რუსეთის გარდაუვალი აგრესიის შესახებ. და, რა თქმა უნდა, მოკავშირეთა უარი ამერიკული F-35-ის შეძენაზე „თავისუფალი სამყაროს“ ღალატს უტოლდება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0