მიმოხილვა: F-35-მა საკუთარი თავი გაინადგურა

ამერიკული  F–35  - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
გამოწერა
ყველაზე ახალი და ძვირადღირებული ამერიკული გამანადგურებელი F-35 Lightning II დამკვირვებლებს „თავგადასავლებით“ აოცებს. ისეც ხდება, რომ „უჩინარი“ ზოგჯერ თავს იზიანებს.

აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ბომდამშენ-გამანადგურებელმა F-35B-მ პოლიგონ „იუმა რეინჯის“ (არიზონა) თავზე საკუთარი გასროლით ჩამოიგდო თავი, როდესაც მსხვრევად-ფუგასური ჭურვი საავიაციო ქვემეხის ლულიდან გასროლისთანავე აფეთქდა. თვითმფრინავის ფიუზელაჟი მნიშვნელოვნად დაზიანდა. მფრინავი არ დაშავებულა, თუმცა დიდი წვალებით დააბრუნა F-35B ავიაბაზაზე. წინასწარი შეფასებებით ზარალმა 2,5 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა. ისტორია მეტად უცნაურია, თითქმის დაუჯერებელი.

ნატოს შტაბბინა ბრიუსელში - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
მიმოხილვა: ვინ დასახელდა საფრთხედ „ნატო 2030“-ის სტრატეგიაში

F-35B-ის კონფიგურაცია საზღვაო ქვეითებისთვის 25 მმ კალიბრის საავიაციო ქვემეხი GAU-22/A Gatling-ით არის (GPU-9/A) აღჭურვილი, რომელიც კორპუსის ქვედა ნაწილშია განთავსებული. პოლიგონ „იუმა რეინჯის“ თავზე გემბანმგრები მსხვრევად-ფუგასური ტრასირებადი ჭურვები PGU-32/B SAPHEI-T გამოიყენებოდა. როგორც წესი, ამფეთქებელი მასში მიზანში მოხვედრის შემდეგ მცირე ყოვნის შემდეგ იწყებს მოქმედებას.

საზღვაო ქვეითთა კორპუსის ოფიციალური წარმომადგენლის, კაპიტან ენდრიუ ვუდის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება. ვერსიებს შორისაა უხარისხო საბრძოლო მასალა, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა გამანადგურებლის არსენალში. ასეა თუ ისე, მარტში მომხდარი ინციდენტი F-35-ის კომპლექსურ პრობლემებსა და ტექნოლოგიურ არასრულყოფილებას ადასტურებს.

Lockheed Martin-ს მიერ შექმნილი მეხუთე თაობის მცირე შემჩნევადობის მრავალფუნქციური გამანადგურებელ-ბომბდამშენი F-35 Lightning II კარგად ჩანს მაღალტექნოლოგიური პირობითი მოწინააღმდეგის რადარებზე. ის წინასწარაა განწირული გასანადგურებლად საჰაერო ბრძოლაში უფრო სწრაფი და მანევრირებადი 4+ თაობის გამანადგურებლების მხრიდან. ამასთან არასდროს დაუმტკიცებია თავისი ეფექტურობა სახმელეთო სამიზნებიის განადგურების კუთხით საბრძოლო ვითარებაში.

სამხედროები არქტიკაში - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
მიმოხილვა: რუსეთი ჩრდილოეთ საზღვრებს უჩვეულო იარაღით დაიცავს

ფუნდამენტური ნაკლები F-35-ის კონსტრუქციაში იმდენად მნიშვნელოვანია და აღმოუფხვრელი, რომ პენტაგონს 20 წლის განმავლობაში (პირველი გაფრენა 2000 წლის ოქტომბერში შედგა) F-35-ების მასობრივი წარმოების სანქცირება არ მოუხდენია.
შემთხვევითი არ არის, რომ აშშ-ის მოკავშირეები ცდილობენ, ნებისმიერი მოსახერხებელი საბაბით თქვან უარი ამ ძვირადღირებული გამანადგურებლების შეძენაზე. მაგალითად, დიდმა ბრიტანეთმა მარტში 65%-ით შეამცირა F-35В-ზე შეკვეთები „ეკონომიკური კრიზისის გამო“.

ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, აპონია განაგრძობს F-35A-ს აწყობას ნაგოაშუ მდებარე ქარხანა Mitsubishi Heavy Industrie-ში, რაც მინიმალურ საფასო მოგებას აძლევს იმასთან შედარებით, ვიდრე აშშ-დან მზა მანქანების შეძენაში გადაიხდიდა. ერთი ცალი იაპონური F-35 86,3 მლნ დოლარი ღირს, ხოლო ამერიკული – 86,76 მლნ დოლარი. ამასთან აშშ-ს არ გადაუცია იაპონიისთის გამანადგურებლის ზოგ მგრძნობიარე ტექნოლოგიაზე წვდომა.

„ბურევესტნიკის“ გამოცდა - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
მიმოხილვა: რატომ აშფოთებს პენტაგონს რუსული „ბურევესტნიკის“ შესაძლებლობები

საწვრთნელი ფრენის დროს მისავას ავიაბაზის მახლობლად 2019 წლის გაზაფხულზე ოთხიდან ერთი იაპონური F-35A, რომელიც 1000 კმ/სთ-ის სიჩქრით მოძრაობდა, წყნარ ოლეანეში ჩავარდა. გამოცდილმა მფრინავმა მაიორმა აკინორი ჰოსომიმ რატომღაც კატაპულტირება და უბედურების სიგნალის გადაცემა ვერ მოახერხა. გამანადგურებელი უბრალოდ გაქრა.

მოგვიანებით კატასტროფის ადგილიც აღმოაჩინეს, თვითმფრინავის ნამსხვრევებიცა და მფრინავის ნეშტიც. F-35A Lightning II ისე ძლიერ იყო დამსხვრეული, რომ ინციდენტის მიზეზების დადგენა უკიდურესად რთული გამოდგა. მით უფრო პარადოქსული იაპონიის განცხადება, რომ თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი პილოტის თავბრუსხვევა გახდა.

აშშ-ის 58-ე გამანადგურებელი ესკადრილიის F-35A 2020 წლის მაისში დაიმსხვრა საწვრთნელი გაფრენისას ფლორიდაში. მფრინავი გადარჩა და განაცხადა, რომ მართა დაკარგა. მანქანა კაპრიზულია. კიდევ არსებობს მოსაზრება, რომ მისი კაბინა და მართვის მოწყობილობები „ძალიან მაღალტექნოლოგიურია“ მფრინავისთვის. მარტო დამატებითი რეალობის მფრინავის მუზარადი რად ღირს, რომლის ფასიც 400 ათასი დოლარია.

ზალპური ცეცხლის ამერიკული სისტემა  - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
მიმოხილვა: რაზე დახარჯავს პენტაგონი სერიოზულ თანხებს

მიუხედავად Lockheed Martin-ის მხრიდაბ ზეწოლისა, პენტაგონმა 2021 წლის იანვარში ისევ გადადო უჩინარი F-35-ის მასობრივი წარმოება გაურკვეველი ვადით - თვითმფრინავის ტექნიკური პრობლემების გამო. არსებული მონაცემებით, დიდ სიჩქარეზე თვითმფრინავი დაშლას იწყებს.

მიუხედავად იმისა, რომ გამანადგურებელი აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების შიარაღებაში 2014 წელს შევიდა, ის ჯერ კიდევ „ძალიან შორსაა მაღალი ინტენსივობის ბრძოლისთვის მზადყოფნისგან“ და ალბათ ვერც 2025 წლისთვის იქნება მზად. იმ დროისთვის კი რუსეთი და ჩინეთი უკვე მეექვსე თაობის გამანადგურებლების აგებას დაიწყებენ. არადა „უჩინარი მონსტრი“ სწორედ რუსეთისა და ჩინეთის უზარმაზარი ტერიტორიებისა და სამხედრო შესაძლებლობების სამიზნედ იქმნებოდა. გასულ წელს შეერთებულ შტატებში F-35-ს ნატოს მთავარი იარაღი უწოდეს რუსეთის წინააღმდეგ. 

პენტაგონის მონაცემებით, F-35ების ამერიკული პარკის ორი მესამედი ძრავის გამო არის უუნარო, შეასრულოს ფრენები. უფრო სწორად, ამოცანების შესრულება მხოლოდ 36%-ს შეუძლია.

პენტაგონი - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2021
მოსაზრება: პირდაპირი საფრთხე რუსეთისთვის – რას აგებს პენტაგონი ალიასკაზე

F-35-ის არასრულფასოვნება RAND-ის ანალიტიკოსებისთვის აშკარა „ტაივანის ყურეში ომის“ კომპიუტერული სიმულაციისას გახდა 2008 წელს. მრავალეტაპიანი ბრძოლა ამერიკულმა „ელვებმა“ მეოთხე თაობის ჩინურ გამანადგურებლებთან ორჯერ წააგეს.

ანალიტიკოსები ირწმუნებოდნენ, რომ ახალ გამანადგურებლებს არ შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ პირობითი მოწინააღმდეგის თანამედროვე გამანადგურებლებს: „ჩამორჩება აჩქარებაში, ვერიკალურ სიჩქარეში, შესაძლებლობებში“. ამასთან აქვს დაბალი მაქსიმალური სიჩქარე, არ შეუძლია შეტევა ვერტიკალურ სიბრტყეებზე. მაგრამ ამან ვერ შეაჩერა გლობალური, ტრილიონებად ღირებული პროექტის რეალიზაცია.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

ყველა ახალი ამბავი
0