მიმოხილვა: ვინ დასახელდა საფრთხედ „ნატო 2030“-ის სტრატეგიაში

© photo: Sputnik / Yuri Somov / გადასვლა მედიაბანკშინატოს შტაბბინა ბრიუსელში
ნატოს შტაბბინა ბრიუსელში - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
გამოწერა
ჩრდილოატლანტიკურმა სამხედრო ალიანსმა მთავარ საფრთხეებად, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთი და ჩინეთი დაასახელა

გალია იბრაგიმოვა

ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოილაპარაკეს, რომ ყველა ძალები ამ სახელმწიფოების შეკავებისკენ მიმართონ. საერთაშორისო ტერორიზმი „ნატო 2030“-ის ახალ სტრატეგიაში უკვე აღარ არის მთავარი საფრთხე.

დაგვიანებული სტუმარი

ენტონი ბლინკენის პირველი ვიზიტი ევროპაში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების თათბირზე „ბრიუსელურ გადანახულებად“ მოინათლა. მანამდე პანდემიის გამო აშშ–ის სახელმწიფო მდივანთან მხოლოს ონლაინ–ურთიერთობა ჰქონდათ. პირადი შეხვედრა კი, ევროპელი ჩინოვნიკების აზრით, პარტნიორული ურთიერთობების სიმტკიცის შემოწმება იყო. ბლინკენი უარზე არ ყოფილა — „კოლექტიური დასავლეთის“ დედაქალაქში ვიზიტს ის ჯერ კიდევ ზამთარში გეგმავდა, მაგრამ ტურნე რამდენჯერმე გადაიდო.

ჰუსიტების საპროტესტო აქცია იემენში - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
მოსაზრება: აშშ–მა საუდიტების დასჯა გადაწყვიტა - რას მოიგებენ ირანი და რუსეთი?

როგორც კი თანამდებობაზე მოვიდა, ბლინკენი მაშინვე ოპერატიულად ეწვია იაპონიასა და სამხრეთ კორეას. ევროპელ მოკავშირეებს ესმოდათ, რომ ბაიდენის დროს აზიური მიმართულება აშშ–ის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი იქნებოდა. მაგრამ მაინც ჰქონდათ იმედი, რომ ამერიკელ ჩინოვნიკს უფრო ადრე იხილავდნენ. მით უმეტეს, რომ ახალმა ადმინისტრაციამ თეთრ სახლში შესვლისთანავე განაცხადა კურსი ტრანსატლანტიკური კონტაქტების აღდგენაზე. დონალდ ტრამპს კი პირიქით, გამუდმებით აკრიტიკებდნენ ევროკავშირთან ურთიერთობების გაფუჭების გამო.

ბრიუსელში სახელმწფო მდივანი ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგსაც ესაუბრა და მოკავშირეებთან ორმხრივი შეხვედრებიც გამართა. დღის წესრიგის მთავარი საკითხი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტრატეგია იყო 2030 წლამდე. ის 2020 წლის ბოლოს შემუშავდა, ხოლო უკვე თებერვალში ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა მასში შესწორება შეიტანეს. ახლა საგარეო საქმეთა მინისტრების ჯერია . თუ ისინი დოკუმენტს შეათანხმებენ, მაშინ ალიანსის ყოველწლიურ სამიტზე სახელმწიფოთა ლიდერები დაამტკიცებენ მას და რეალიზაციას შეუდგებიან.

სამიტის თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის, მაგრამ შეხვედრა გაზაფხულის ბოლომდე იგეგმება.

ნატოს ახალი ათწლეული

სანამ ახალი სტრატეგია არ დამტკიცებულა, ძველით ხელმძღვანელობენ. ის ლისაბონში მიიღეს 2010 წელს, მაგრამ უმრავლესობის აღიარებით, „ის უიმედოდ მოძველდა“. მოკავშირეებს არ აწყობთ, რომ მოქმედ დოკუმენტში მოსკოვი ალიანსის სტრატეგიულ პარტნიორად მოიხსენიება. ამასთან მასში არც 2014 წლის შემდეგ წარმოქმნილი გეოპოლიტიკური რეალიები არ არის ასახული, რაშიც ნატოელები „ყირიმის რუსეთის იურისდიქციაში უკანონო გადასვლას“ მოიაზრებენ.

ნატოს სამიტი - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
ყურადღება ყირიმზე: როგორ იცვლება ნატო ბაიდენის პირობებში

„ნატო 2030“-ის სტრატეგიაში რუსეთი მთავარ სამხედრო საფრთხედაა შეფასებული. მოკავშირეები შავ ზღვაზე ყოფნის გაფართოებას გეგმავენ — ეს „ყირიმში რუსული სამხედრო კონტინგენტის გაზრდის“ პასუხია. ბრიუსელში შეხვედრაზე ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ ბოლო წლებში თავდაცვითი პოტენციალი აღმოსავლეთიდან მომდინარე საფრთხეების აღსაკვეთად გაზარდეს.

„რუსეთის შესაკავებლად ნატომ კოლექტიური თავდაცვა ყველაზე მასშტაბურად  გააძლიერა. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რომ ერთად ვპასუხობთ მოსკოვის ქმედებებს“, — განაცხადა სტოლტენბერგმა საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე. ამასთან დაამატა, რომ ალიანსი რუსეთთან დიალოგისთვის ღიაა, „მაგრამ მტკიცე შეკავებითა და თავდაცვით“.

მინისტრებმა ასევე აღნიშნეს, რომ ნატოს ლისაბონის სტრატეგიაში პრაქტიკულად არაფერია ნათქვამი პეკინის მზარდი სამხედრო პოტენციალის შესახებ. ამჟამინდელი რეალიები კი ისეთია, რომ „ჩინური ფაქტორი პირდაპირი საფრთხეა ტრანსატლანტიკური სოლიდარობისთვის“. ახალ სტრატეგიაში ჩინეთი რუსეთთან ერთადაა დასახელებული უსაფრთხოების მთავარ მტრად.

ბლინკენმა აღიარა, რომ გაძლიერების გზაზე მდგარი ჩინეთი უფრო აშშ–ს აშფოთებს, ვიდრე ევროპას.

„ვაშინგტონი, ჩინეთთან დაკავშირებით, არ აიძულებს მოკავშირეებს, გააკეთონ არჩევანი „ჩვენ თუ ისინი“. ქვეყნებს შეუძლიათ იმუშავონ პეკინთან ორმხრივი ინტერესების სფეროებში“, — განაცხადა ბლინკენმა ბრიუსელში.

საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხე, რომელიც ლისაბონის სტრატეგიაში პერველხარისხოვნად იყო მიჩნეული, ახალ დოკუმენტში რუსეთისა და ჩინეთის შემდეგ მოდის.

დასრულებული საქმე

ერდოღანი ევროკავშირის დროშის ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2020
მოსაზრება: თურქეთის საქციელის შესაცვლელად, ანუ რისთვის სჯის დასავლეთი ერდოღანს

„ნატო 2030“-ის სტრატეგიაში შავი ზღვის პრობლემატიკა მხოლოდ რუსული საფრთხეების გამო არ ასახულა. ალიანსის ყურადღების ცენტრში არის კავშირების აღდგენა შავი ზღვის რეგიონში მთავარ პარტნიორ თურქეთთან.

სახელმწიფო მდივანი ბრიუსელში ერთ–ერთ პირველს თურქ კოლეგას შეხვდა. დისკუსია მგრძნობიარე თემებით დაიწყო. აშშ–ისა და ევროპელი მოკავშირეების უკმაყოფილებას იწვევს ანკარის მიერ რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა С-400–ების შესყიდვა. სწორედ ამით დაიწყო კიდევ ბლინკენმა საუბარი მევლუთ ჩავუშოღლუსთან.

„სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა თურქეთს, არ დაიტოვოს რუსული საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი С-400“, — განმარტა ამერიკული უწყების პრესმდივანმა ნედ პრაისმა.

კომენტარი ჩავუშოღლუმაც გააკეთა. მისი თქმით, ანკარამ რუსული კომპლექსები იმ მომენტში შეიძინა, როცა ეს მწვავედ ესაწიროებოდა. ახლა კი თურქეთის ხელისუფლება არ აპირებს ამ საკითხის გადახედვას.

„რუსეთთან ჩვენ გვაქვს რთული თემები, ჩვენ ვლაპარაკობთ და ვჭრით წარმოქმნილ უთანხმოებებს. მაგრამ С-400–ზე გარიგება დამთავრებული საქმეა“, — დაასკვნა თურქმა მინისტრმა.

სასანქციო მეგობრობა

ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის შესახებაც იმსჯელეს. ბლინკენმა თქვა, რომ ამერიკელები არ არიან დაინტერესებული პროექტის დასრულებით, და ახალი სანქციებით დაემუქრა მის მონაწილეებს.

„ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ თვალს გაზსადენის მშენებლობის დასრულებისა თუ სერტიფიკაციისთვის გაწეულ ნებისმიერ საქმიანობას. თუ ეს მოხდება, შემზღუდველი ზომების მიღებაში სიმტკიცეს გამოვავლენთ“, — აღნიშნა ბლინკენმა.

ნატოს სწავლებები შავ ზღვაზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2020
მოსაზრება: ნატო შავ ზღვაზე გადის – შეავიწროებს თუ არა ალიანსი რუსეთს ყირიმში

მაგრამ მას ყველა ევროპელი მოკავშირე არ დაეთანხმა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა ბლინკენს შეახსენა, რომ გერმანიის ხელისუფლებასა და ბიზნესს მსენებლობის დასრულების იმედი აქვთ.

შეხვედრის მონაწილეება არც იმ პრობლემისთვის აუვლიათ გვერდი, რომელივ ტრამპის დროს ურთიერთობებს ჩრდილავდა — ეს ნატოს კოლექტიური თავდაცვის ხარჯები იყო. სახელმწიფო მდივანმა არ უარყო, რომ ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაციაც ელოდება მოკავშირეებისგან საერთო საქმეში შენატანების გაზრდას. სტოლტენბერგმა დაარწმუნა ის, რომ ევროკავშირის წევრები თანდათანობით ზრდიან ბიუჯეტის შესაბამის მუხლებს. დისკუსია აღარ გაგრძელებულა — ერთმანეთს სიტყვაზე ენდნენ.

ბლინკენი ავღანეთის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინსიტრაციის შუამდგომლობით გაფორმებული სამშვიდობო დარეგულირების გეგმით მხარეები ავღანურ დაპირისპირებას აიგნორებენ, მაგრამ ალიანსის წევრებს ჯერ არ წარმოუდგენიათ მოქმედების ახალი გეგმა. დისკუსიის გაგრძელება ნატოს სამიტზე გადაწყდა.

ბაიდენთან დიალოგი

„ნატოს წევრები იმედი აქვთ, რომ აშშ–ის ახალი ადმინისტრაცია ხელს შეუწყობს კონ სოლიდაციას და ტრამპის დროს წარმოშობილი პრობლემები გაქრება. მაგრამ ამერიკის ახალი ლიდერი ალბათ მთლიანად არ იტყვის უარს წინამორბედის მემკვიდრეობაზე.  დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ის ალიანსის ყველა წევრისგან ასევე მოითხოვს მშპ–ს 2%–ის შეტანას ბლოკის თავდაცვის ყულაბაში. ბლინკენმა ამაზე მიანიშნა“, — აცხადებს რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს გენერალური დირექტორი ანდრეი კორტუნოვი.

პოლიტოლოგი ნატოსა და რუსეთს შორის დიალოგის განახლების პერსპექტივებს ვერ ხედავს. მისი ვარაუდით, ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბება. ამასთან აზუსტებს, რომ „მოსკოვის საერთაშორისო პრობლემების წრეში ჩართვის გათვალისწინებით, ალიანსი ვერ შეძლება დიალოგის იგნორირებას — თუნდაც სამხედროების დონეზე“.

რუსეთისა და ევროკავშირის დროშები  - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
მოსაზრება: რით უპასუხებს რუსეთი ევროკავშირის სანქციებს

კორტუნოვს მიაჩნია, რომ შავი ზღვის დღის წესრგს ბლოკი უკრაინასთან კონტქსტშიც აყენებს. „ყირიმში ახალი ობიექტების შენებას კიევი ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების მორიგ საშიშროებად წარმოაჩენს. უკრაინის ხელისუფლება კვლავაც განაგრძობს მტკიცებას, რომ ყირიმში რუსული საბრძოლო სისტემების განთავსება არის პრობლემა, რომელიც გაზრდილ ყურადღებას მოითხოვს“, — არ გამორიცხავს ექსპერტი.

თურქი ექსპერტის, ორჰან გაფარლის აზრით, ყირიმის პრობლემატიკა მნიშვნელოვანი, მაგრამ არა ერთადერთი მიზანია ნატოსთვის შავ ზღვაში გასაძლიერებლად. „ალიანსს აუცილებლად ესაჭიროება შავ ზღვაში განმ ტკიცება, რათა თურქეთი დაიბრუნოს. ახლა ნატო და ანკარა ბევრ საკითხში ვერ თანხმდება. მაგრამ ორივე მხარეს ესმის, რომ თანამშრომლობა საჭიროა“.

გაფარლის მიაჩნია, რომ ნატო თურქეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს ურთიერთწინააღმდეგობების გაშალაშინების უფლებასაც აძლევს და იმავდროულად ანკარას საბერძნეთის, კვიპროსისა თუ საფრანგეთის ქმედებების დაბლოკვაშიც ეხმარება, თუ მათში ანტითურქული ქვეტექსტი იკითხება.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ ნატოელებისთვის ახლა მთავრი ბაიდენთან დიალოგის დალაგებაა. და ქვეყნების ლიდერთა ყოველწლიური სამიტი პირველი გამოცდა იქნება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

ყველა ახალი ამბავი
0