მოსაზრება: რით უპასუხებს რუსეთი ევროკავშირის სანქციებს

© photo: Sputnik / Vladimir Sergeev / გადასვლა მედიაბანკშირუსეთისა და ევროკავშირის დროშები
რუსეთისა და ევროკავშირის დროშები  - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
გამოწერა
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პორცია აშშ-ის კვალდაკვალ ევროკავშირმაც შემოიღო. ამჯერად „დასჯის“ საბაბი ალექსეი ნავალნის მითიური მოწამლვა გახდა.

ოლგა სუხარევსკაია

ბრიუსელის გადაწყვეტილება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ჩინეთში ვიზიტს დაემთხვა. ბუნებრივია, ორივე სახელმწიფო აღშფოთებულია და მზადაა ადეკვატური პასუხის გასაცემად. როგორი შეიძლება იყოს ეს პასუხი? 

ძალის სამართალი და სამართლის ძალა

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
 „დაისაჯოს რუსეთი“: რა თქვა ლავროვმა ევროკავშირთან ურთიერთობაზე

22 მარტს ბრიუსელში გაიმართა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელზეც სანქციების გლობალური რეჟიმის საფუძველზე ჩინეთის, კორეის სახალხო რესპუბლიკის, ლიბიის, რუსეთისა და სუდანის მოქალაქეების მიმართ შეზღუდვები დააწესეს. ეს გადაწყვეტილება 25-26 მარტს ევროკავშირის საბჭოს სამიტზე დამტკიცდება. საპასუხოდ ოფიციალურმა პეკინმა ქვეყანაში ევროპარლამენტის 10 წევრს, რამდენიმე ევროპელ მეცნიერსა და პოლიტიკოსს შესვლა აუკრძალა და შეაჩერა თანამშრომლობა ევროკავშირის ოთხ იურიდიულ პირთან. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, „თუ ბრიუსელი არ შეწყვეტს ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას ადამიანის უფლებათა სფეროში“, ჩინეთი საპასუხო ღონისძიებების გატარებას გააგრძელებს. პასუხის გასაცემად რუსეთიც ემზადება. როგორ ესადაგება ეს პროცესები საერთაშორისო სამართალს?

აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციების ციებ-ცხელების შემყურეს, ძალაუნებურად გახსენდება ჯორჯ ორუელის სტრიქონები: „ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი - სხვაზე მეტად“. ბუნებრივია, ძალის სამართლის უარყოფა რთულია. ასეთია ადამიანის ბუნება. ამის მიუხედავად, კაცობრიობა მთელი ისტორიის განმავლობაში ცდილობდა, გამოეძებნა მექანიზმი, რათა სამართლის ძალით ჩაენაცვლებინა ძალის სამართალი, რამაც საბოლოო ჯამში ჩაუყარა კიდეც საფუძველი დიპლომატიას და ხელშეკრულებების დადების ტრადიციას იქ გაწერილი ვალდებულებების შესრულების პირობით, ასევე თანამედროვე სამართალს, როგორც საერთაშორისო მართლწესრიგის განვითარების უმაღლეს სტადიას.  

საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები, მათი თანამედროვე გაგებით, სათავეს იღებს ХХ საუკუნის დასაწყისში და ითვალისწინებს პასუხისმგებლობას შეუსრულებლობის გამო. გაეროს წესდებისა და მისი უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებების შესაბამისად, დამრღვევთა წინააღმდეგ შეიძლება იძულებითი ზომების გამოყენება, რომელთა შორის არის ეკონომიკური სანქციები, ემბარგო იარაღის შემოტანაზე, ფინანსური შეზღუდვები, აკრძალვები გამგზავრებაზე, დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა, ბლოკადა და ერთობლივი სამხედრო მოქმედებები. ერთადერთი ორგანო, რომელსაც იძულებითი ზომების შემოღების უფლება გააჩნია, გაეროს უშიშროების საბჭოა.

საპორტესტო აქცია გერმანიაში - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
მოსაზრება: პანდემია ევროპისთვის იდეალურ შტორმად გარდაიქმნება

ამავე დროს ისტორიამ დაამკვიდრა რეპრესალიების ტრადიცია, რომელიც მოგვიანებით ვერტიკალურ (საერთაშორისო ორგანიზაციების სანქციები) და ჰორიზონტალურ (ე.წ. კონტრზომები) ნაწილებად დაიშალა. ჰორიზონტალურ სანქციებს განეკუთვნება „დაზარალებული სახელმწიფოს“ ცალმხრივი იძულებითი ქმედებები „სამართალდამრღვევი სახელმწიფოს“ მიმართ ვალდებულებების სათანადოდ შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.

გაეროს მთავარი ორგანოების პოზიციების შესაბამისად, ტერმინი „სანქციის“ გამოყენება შეიძლება მხოლოდ ისეთი ზომების მიმართ, რომლებსაც გაეროს უშიშროების საბჭო ორგანიზაციის წესდების VII ნაწილის საფუძველზე მიმართავს. ცალკეული სახელმწიფოების მიერ ტერმინი „სანქციის“ გამოყენება ცალმხრივი იძულებითი ზომების აღსანიშნავად „იქნებოდა მათი კანონიერების პრეზუმფციის მიმანიშნებელი და გამორიცხავდა მათი ჩადენისთვის საერთაშორისო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ საკითხის დასმას“. როგორც ვხედავთ, გაერო ცალკეული სახელმწიფოების მხრიდან სანქციების დაწესების უფლების წინააღმდეგია, მეტიც, ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მათი უკანონოდ დაწესების გამო.

კონტრზომების გამოყენება კი შეიძლება მხოლოდ სამი პირობის არსებობის შემთხვევაში. ესენია: რეალური საერთაშორისო უკანონო ქმედება, დაზარალებული სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ქმედების შეწყვეტის მოთხოვნა, ასევე საერთაშორისო უკანონო ქმედებასთან და მის შედეგებთან კონტრზომების თანაზომიერება.

ახლა კი ყურადღებით დავაკვირდეთ „ნავალნის ქეისს“, რაც მორიგი სანქციების საბაბად იქცა. მოწამლვის ფაქტი დამტკიცებული არ არის. როგორ დაზარალდა გაერთიანებული ევროპა - გაუგებარია. თანაზომიერების განხილვა კი აზრს მოკლებულია დანაშაულის ფაქტის არარსებობის გათვალისწინებით. ანუ აშშ, ევროკავშირი და სხვა ქვეყნები, რომლებიც რუსეთს სანქციებს (უფრო სწორად, კონტრზომებს) უწესებენ, შეიძლება პასუხისგებაში მიეცნენ. მაგრამ, როგორც ცნობილ ფილმში ამბობენ - „кто ж его посадит, он же памятник?“

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
ლავროვმა ურთიერთობების განადგურებაში ევროკავშირი დაადანაშაულა

აქ იკვეთება ძალიან საინტერესო მომენტი. საერთაშორისო სამართლის ნორმები თავისი არსით კონვენციურია, ე.ი. მათ დაცვას ითვალისწინებს სახელმწიფოთა შორის შეთანხმება ვალდებულებების შესრულების კეთილი ნებისა და იმ ძალების არსებობის შემთხვევაში, რომელთაც მათი დაცვის უზრუნველყოფა შეუძლიათ. აქ თავს იჩენს პრობლემა: ვინ არიან მოსამართლეები? ორპოლუსიანი მსოფლიოს პირობებში აშშ-ისა და სსრკ-ის ძალოვანი პარიტეტი ქმნიდა გარანტიებს, რომ საერთაშორისო სამართალი არ იქნებოდა ბოროტად გამოყენებული. საბჭოთა კავშირის დაშლამ დასავლეთს გაუჩინა დაუსჯელობის შეგრძნება, რასაც ნატოს ქვეყნების მხრიდან, გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით, საერთაშორისო სამართლის დაცვის ფუნქციების თავისკენ „გადაქაჩვის“ პროცესი მოჰყვა.

მეტიც, დაპირისპირებული სამხედრო ძალის არარსებობის პირობებში, დასავლეთმა ხელი მიჰყო დემოკრატიის დანერგვას არა მარტო „ჰუმანიტარული დაბომბვის“ მეშვეობით, არამედ თვით საერთაშორისო სამართალი გადააქცია მასობრივი განადგურების იარაღად. ნამდვილ საფრთხობელად იქცა „ადამიანის უფლებები“, რომლებიც საფუძვლად დაედო ევროკავშირის სანქციების კანონმდებლობას.

შენი დანაშაული მხოლოდ ის არის...

სანქციების პოლიტიკის გასატარებლად საერთაშორისო-სამართლებრივი საფუძვლების არქონის პირობებში, ევროპა შშ-ის კვალდაკვალ შეუდგა ნაციონალური საკანონმდებლო ზომების შემუშავებას, რომლებიც რეპრესალიების გზით მეტოქე სახელმწიფოებთან ვაჭრობასა და თანამშრომლობაზე შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას იძლეოდა. დაიწყო საშინაო საქმეებში ჩარევა, საგარეო სავაჭრო ურთიერთობების ბალანსის ხელოვნურად შეცვლა, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა და კონკურენტების ეკონომიკური ზრდის დაბლოკვა. ამასთან, არც არავინ მალავს, რომ ეს კანონები ცალმხრივია.

2003 წელს მიღებული „სანქციების პრინციპების“ თანახმად, „ევროკავშირს შეუძლია შეზღუდვების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება“. იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდვების დაწესება გაეროს ფარგლებში შეუძლებელია, ევროპის კავშირმა უნდა მოიპოვოს უფრო ფართო საერთაშორისო საზოგადოებრიობის მხარდაჭერა თავისი ავტონომიური შეზღუდვებისთვის“.

სებასტიან კურცი - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
ავსტრიის კანცლერი ევროკავშირს „სპუტნიკ V"-ს სწრაფად დარეგისტრირებისკენ მოუწოდებს

საფუძველს წარმოადგენს ევროკავშირის ჩამოყალიბების შესახებ ხელშეკრულება, სანქციების დაწესებას კი არეგულირებს ზოგადი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრინციპები.

ამჟამად ევროპაში მიმდინარეობს დისკუსია იმის თაობაზე, რომ სანქციების დაწესების უფლებამოსილება ევროკავშირის საბჭოსგან ევროპის კომისიას გადაეცეს. ე.ი. მოხელეებს ბრიუსელში, რომლებიც არავის აურჩევია, თვითნებურად შეუძლიათ შეზღუდვების დაწესება სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკაზე უზარმაზარ გავლენას ახდენენ.

2020 წლის 7 დეკემბერს ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა სანქციების რეჟიმი ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, რომელიც იქცა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხთა სამოქმედო გეგმის მექანიზმად 2020-2024 წლებისთვის. ამ „კეტის“ ერთადერთი პრინციპული განსხვავება ამერიკულისგან ისაა, რომ ისინი ექსტერიტორიული არ არის. თუმცა „მსოფლიოს ჰეგემონი“ ასეთ წვრილმანებზე ყურადღებას არ ამახვილებს.

22 მარტს ბრიუსელში გაიმართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელზეც სანქციების გლობალური რეჟიმის საფუძველზე დააწესეს შეზღუდვები რუსეთის, ჩინეთისა და რამდენიმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ.

ცხადზე ცხადია, რომ პრობლემას „ადამიანის უფლებები“ არ წარმოადგენს. როგორც სავსებით სამართლიანად აღნიშნა სერგეი ლავროვმა, „ძალას იკრებს ეკონომიკური ზრდის, ფინანსური სიძლიერისა და პოლიტიკური გავლენის ახალი ცენტრები. სამწუხაროდ, ზოგიერთი დასავლური სახელმწიფო აშშ-ის თაოსნობით ცდილობს ხელი შეუშალოს ამ ობიექტურ ტენდენციებს და ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს დომინირება გლობალურ ეკონომიკასა და საერთაშორისო პოლიტიკაში, ყველას თავს მოახვიოს თავისი ნება და მოთხოვნები“. ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციები რუსეთისა და ჩინეთის შეკავების პოლიტიკის, მათი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო განვითარების ბლოკირების მხოლოდ ერთი ნაწილია.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2021
მიმოხილვა: რად დაუჯდა ევროპას ინგლისურ–შვედურ ვაქცინაზე ფსონის დადება

არსებითად ცალმხრივი და საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო შეზღუდვები - არის ომის წარმოება ეკონომიკური და იურიდიული მეთოდებით.

რით ვუპასუხოთ?

თუ პატარა ქვეყნების მიმართ დაწესებული სანქციების შემდეგ დასავლეთი მშრალად გამოდიოდა, ამავე მეთოდების გამოყენება რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ მას შეიძლება ძვირად დაუჯდეს. მოსკოვისა და პეკინის გაერთიანებულ ძალას სავსებით შეუძლია ევროპული და ამერიკული ეკონომიკების დანგრევა. 

ჯერჯერობით რუსეთი შემოიფარგლება, მაგალითად, პროდუქტების ემბარგოთი „უკრაინული“ სანქციების საპასუხოდ, ნავალნის საქმეზე კონტრზომებთან დაკავშირებით კი რუსეთის „მინპრომტორგმა“ განაცხადა, რომ დაჩქარდება იმპორტის ჩანაცვლების პროგრამები და რუსული ფული, რომელიც იმპორტში იხარჯებოდა, „დარჩება ქვეყნის შიგნით, მოხმარდება თანამშრომლების ხელფასებსა და ახალი ტექნოლოგიებისა და წარმოების განვითარებას“. ჩინეთს კი ჯერ „სროლაც“ არ დაუწყია.

არ არის აუცილებელი, ევროპის ზეწოლაზე პასუხი სიმეტრიული იყოს. რუსეთი და ჩინეთი მნიშვნელოვან უპირატესობას ფლობენ წარმოების, რესურსების პოტენციალის, მოსახლეობისა და სამუშაო ძალის რაოდენობის, რეალური ეკონომიკის მოცულობის სფეროში. რუსეთს უმიზეზოდ არ უწოდებენ რესურსების საცავს, ჩინეთს კი - მსოფლიო ფაბრიკას. სანქციების ომის ფაქტი უბიძგებს მათ ქმედებების კოორდინაციისკენ გაერთიანებულ დასავლეთთან დასაპირისპირებლად. თუმცა, თუ აშშ და ევროკავშირი ცდილობენ, „შეინარჩუნონ ადგილი მზის ქვეშ“, რუსეთსა და ჩინეთს შეუძლიათ განაგრძონ თავიანთი პოლიტიკა, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის სტრუქტურისა და მშპ-ს გადანაწილების ჩანაცვლებას, „განვითარებული ქვეყნების“ როლის და, შესაბამისად, მათი გავლენის ჩანაცვლებას  გამოიწვევს. საპასუხო ეკონომიკურმა სანქციებმა შესაძლოა უბრალოდ დააჩქაროს „დასავლეთის მზის ჩასვენების“ პროცესი.

აშშ-ის საელჩო მოსკოვში - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
„მძიმე ურთიერთობები“: რატომ უნდა დაბრუნდეს რუსეთის ელჩი აშშ–ში

თუ კონკრეტულ ზომებს შევეხებით, რუსეთს, მაგალითად, შეუძლია შეწყვიტოს ევროკავშირისთვის ტიტანისა და პალადიუმის, მძიმე ვერტმფრენების მიწოდება, შეზღუდოს კოსმოსური თანამშრომლობის პროგრამები. ლითიუმის წარმოების ლიდერს - ჩინეთს კი შეუძლია მთლიანად ჩაშალოს ევროპის ელექტრომობილებზე გადასვლის გეგმები. თანაც ორი სახელმწიფოს ბაზრის მოცულობა სავსებით საკმარისია ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარებისთვის, ხოლო თუ ამას დაემატება ექსპორტის ნაკადის განვითარებად ქვეყნებში გადამისამართება, ევროპული ავიაცია და ავტომობილების წარმოება იძულებული გახდება, მკვეთრად „დაამუხრუჭოს“. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია მაგალითებისა, რომელთა მეშვეობითაც რუსეთსა დაა ჩინეთს დასავლური ეკონომიკების ზრდის ტემპებზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ეკონომიკური და ფინანსური სუვერენიტეტის გაზრდა. როგორც ჩინეთში ვიზიტისას სერგეი ლავროვმა აღნიშნა, „საჭიროა სანქციებით გამოწვეული რისკების შემცირება საკუთარი ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის გაძლიერების, ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორებაზე გადასვლის გზით. საჭიროა დასვენება დასავლეთის მიერ კონტროლირებადი საგადახდო სისტემების გამოყენებისგან“. Global Times-ის მონაცემებით, აშშ დოლარის წილი ჩინეთისა და რუსეთის ორმხრივ ვაჭრობაში 2015 წლის 90%-იანი ნიშნულიდან 2020 წლის პირველ კვარტალში 46%-მდე შემცირდა. მაგრამ ეს ცოტაა. აუცილებელია ძალისხმევის კონცენტრირება რუბლსა და იანში საექსპორტო კონტრაქტების დასადებად, პარალელური საერთაშორისო საგადახდო სისტემების შესაქმნელად არადასავლური სახელმწიფოების მოზიდვის გზით, საგარეო ვაჭრობის გადასაყვანად ეროვნულ ვალუტაზე.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

ყველა ახალი ამბავი
0