„მძიმე ურთიერთობები“: რატომ უნდა დაბრუნდეს რუსეთის ელჩი აშშ–ში

© photo: Sputnik / Alexey Maishev / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის საელჩო მოსკოვში
აშშ-ის საელჩო მოსკოვში - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
გამოწერა
აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის რუსი კოლეგის, ვლადიმირ პუტინის მიმართ სიტყვიერი გამოხდომის შემდეგ მოსკოვმა ვაშინგტონიდან თავისი ელჩი გამოიწვია.

სოფია მელნიჩუკი

ასეთი რამ ავღანეთში საბჭოთა ჯარების შესვლის შემდეგ არ მომხდარა. ახლა ოკეანის ორივე მხარეს იმაზე მკითხაობენ, შესაძლებელია თუ არა სახელმწიფოთა მეთაურების საჯარო  დიალოგი, მათი პირისპირ საუბარი.

ელჩი შინ დაბრუნდა

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
ლავროვი: რუსეთი მზადაა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის არცთუ მარტივი განვითარებისთვის

ვაშინგტონში რუსეთის წარმომადგენელი, ელჩი ანატოლი ანტონოვი მოსკოვში კონსულტაციებისთვის ჩამოფრინდა. კონსულტაციები იმდენ ხანს გაგრძელდება, „რამდენ ხანსაც საჭიროა“, ასე თქვეს სმოლენსკის მოედანზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ვერც კი გაიხსენა, როდის დატოვა ბოლოს რუსეთის ელჩმა ვადის ამოწურვამდე შეერთებული შტატების დედაქალაქი. თუმცა ანტონოვი ვაშინგტონში მაშინვე დაბრუნდება, როგორც კი სამშობლოში ყველა აუცილებელ საკითხს განიხილავს.

სმოლენსკის მოედანზე ამაზე უკვე ორშაბათს მსჯელობდნენ. მთავარი ერთი თემაა: როგორ უნდა განისაზღვროს „მძიმე მდგომარეობაში მყოფი რუსულ–ამერიკული კავშირების გამოსწორების გზები, რომლებიც ვაშინგტონმა ბოლო წლებში ჩიხში შეიყვანა?“

„დიდი სამუშაო გველის, — განაცხადა ანტონოვმა. — აუცილებელია გაანალიზდეს ვითარება, რომელშიც აღმოვჩნდით. რუსული მხარე არაერთხელ აღნიშნავდა, რომ ჩვენ ისევე ვართ დაინტერესებული ურთიერთობის განვითარებით, როგორც ჩვენი ამერიკელი კოლეგები. ახლა უბრალოდ უნდა გავერკვეთ“.

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
პუტინმა ბაიდენს უპასუხა

სანამ მოსკოვში ორმხრივი კონტაქტების რევიზია მიმდინარეობს, ჯო ბაიდენმა რუს კოლეგასთან „რაღაც მომენტში“ პირადი საუბრის სურვილი გამოთქვა, და როცა შესაფერისი დრო დადგება, პირადად შეხვდება.

ამის პარალელურად თეთრმა სახლმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ახალი ადმინისტრაციის ურთიერთობები რუსეთთან, წინა ოთხი წლისგან განსხვავებით, სრულიად სხვაგვარი იქნება. „ბაიდენი არ აპირებს, შეაკავოს შეშფოთება ქმედებებით, რომლებსაც ჩვენ ბოროტგანზრახულად ვაფასებთ. იქნება ეს 2020 წლის არჩევნებში ჩარევის შესახებ მონაცემები, თუ ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან კავშირი, ინფორმაცია [ავღანეთში] ამერიკელი ჯარისკაცების თავისთვის ჯილდოს შესახებ, თუ SolarWind–ის კიბერშეტევები“, — განაცხადა პრესმდივანმა ჯენ პსაკიმ.

იმავდროულად სახელმწიფო დეპარტამენტში მიუთითებდნენ, რომ მზად არიან მოსკოვთან ისეთ სფეროებში სათანამშრომლოდ, რომლებიც ამერიკულ ინტერესებს პასუხობს.

უსაფრთხოების გზაზე

სათანამშრომლო სფეროები არც ისე ბევრია. ბაიდენის ერთადერთი სასწრაფო ამოცანა — ეს  სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შესახებ მრავალტანჯული შეთანხმების გახანგრძლივება იყო. ტრამპის გუნდთან მოლაპარაკებები მძიმედ მიმდინარეობდა, ამერიკული მხარე დამატებით პირობებს აყენებდა და შეთანხმებაში ჩინეთის ჩართვას მოითხოვდა, რომელიც ჯიუტად ამბობს უარს რუსეთისა და აშშ–ის დიალოგთან მიერთებაზე.

ბაიდენმა დაპირებისამებრ პირველ რიგში СНВ-3–ის ხუთი წლით გახანგრძლივებას მოაწერა ხელი. მისი თქმით, ეს გახდება კიდეც შემდგომი მოლაპარაკებების ბაზა.  

მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
ზახაროვამ კომენტარი გააკეთა ბაიდენის განცხადებაზე რუსეთის შესახებ

როგორც ექსპერტი ანდრეი ბაკლიცკი ამბობს, ეს, რა თქმა უნდა, კარგი ახალი ამბავია, მაგრამ პრობლემები მაინც იქნება. ჯერ პირველი, რომ შეთანხმება ხუთი წლით გახანგრძლივდა და დოკუმენტის შემდგომ ბედზე მსჯელობა მაინც მოგვიწევს, და მეორეც: СНВ-3 სულაც არ არის ყოვლისმომცველი შეთანხმება.

„ხელშეკრულება არეგულირებს სტრატეგიულ შემტევ, მაგრამ არა თავდაცვით შეიარაღებას, არ არეგულირებს საშუალო და მცირე სიშორის სისტემებს, კოსმოსს, მოკლედ, კადრს მიღმა ბევრი რამ რჩება“, — ამბობს ექსპერტი. 

ახლა მთელი იმედი იმაზეა, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება, როგორც კი აშშ  გუნდს ჩამოაყალიბებს. უნდა გადაწყდეს შეიარაღებაზე კონტროლის საკითხი.

მოსკოვი უსაფრთხოების ახალი ტოლობის შემუშავების წინადადებას აყენებს, რთავს რა მასში შემტევ და თავდაცვით ბირთვულ და არაბირთვულ იარაღს. მან უნდა გაითვალისწინოს უსაფრთხოების ევოლუციის როგორც სამხედრო–ტექნიკური, ისე სამხედრო–პოლიტიკური ასპექტები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აუცილებელია პრობლემა კომპლექსურად განიხილებოდეს, გავიგოთ, რა ფაქტორები რაზე ახდენს გავლენას და გავითვალისწინოთ ეს ბალანსის აგების დროს.

შეიარაღების მიღმა

აშშ–ში რუსეთის საელჩო - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
რუსეთის საელჩო აშშ-თან ურთიერთობების ჩამოშლის საფრთხეებზე საუბრობს

თანამშრომლობისთვის სხვა სფეროებიც არსებობს: მშვიდობიანი კოსმოსი, კლიმატის ცვლა, ახლო აღმოსავლეთში, არქტიკაში ურთიერთქმედება, ინფექციური დაავადებები. მაგრამ გასულმა წელმა აჩვენა, რომ მსოფლიო პანდემია ხელს არ უწყობს კონტაქტების გაფართოვებას.   

იმავდროულად ვაშინგტონის სასანქციო პოლიტიკა კრემლის მიმართ, როგორც მოსალოდნელიც იყო, გააქტიურდა. მით უმეტეს, რომ არსებობს მოსახერხებელი საბაბი. სახელმწიფო დეპარტამენტში მკაცრად გააკრიტიკეს რუსული სასამართლოს გადაწყვეტილება ალექსეი ნავალნის მიმართ, მიიჩნიეს რა ეს უფლებების დარღვევად და „პოლიტიკურ პლურალიზმზე ზეწოლად“.

შემზღუდავმა ზომებმაც არ დააყოვნა. მარტის დასაწყისში შტატებმა შავ სიაში 14 ორგანიზაცია შეიყვანა ნავალნის საქმის გამო. თეთრი სახლის მტკიცებით, ყველა ეს ორგანიზაცია „ჩართულია  ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის ელემენტების წარმოების სხვადასხვა ასპექტში“. სანქციები შეეხო შვიდ რუს ჩინოვნიკსაც.

ვაშინგტონი, თუ ის მართლაც დაინტერესებულია ურთიერთობების განვითარებით, მაშინ ძალიან შერჩევით, მიაჩნია საერთაშორისო საკითხთა საბჭოს გენდირექტორ ანდრეი კორტუნოვს. ახალი პრეზიდენტის თანამდებობაზე მოსვლისთანავე, СНВ-3–ზე მსჯელობის ფონზე, ჯერ კიდევ იყო ინტენსიური კონსულატციებისა და წინსვლის იმედი. მაგრამ ახლა, ექსპერტის აზრით, ახლა უკვე ნათელია, რომ ახალი ადმინისტრაცია მოსკოვთან ხიდების გადებას არ აპირებს. ბაიდენის განცხადებასთან და ელჩის გამოწვევასთან დაკავშირებული სკანდალები — ეს უფრო სერიოზული პრობლემების შედეგია.

ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
მოსაზრება: ვინ „ამოძრავებს“ ჯო ბაიდენს

„ჩემი აზრით, აქ მთავარი ისაა, რომ ამერიკის ადმინისტრაცია არ განიცდის მოსკოვთან სერიოზული  საუბრის მოთხოვნილებას, — ამბობს კორტუნოვი. — ჩინეთთან შეხვედრა იყო და მოლაპარაკებები, თუნდაც წარუმატებელი, მაინც შედგა. ეს ურთიერთქმედების სურვილზე მეტყველებს. რუსეთის მიმართულებით კი ასეთი რამ არ არსებობს“.

იმავდროულად ზოგი ვარაუდობს, რომ ბაიდენის სიტყვები უფრო შიდა აუდიტორიაზე იყო გათვლილი. ექსპერტის ვარაუდით, შესაძლოა, ასეცაა. აშშ–ში არსებობს მოსაზრება, რომ პუტინი ბაიდენის ტესტირებას აპირებს. აქაოდა, ის არაკონფლიქტურია, კომპრომისებისკენაა მიდრეკილი, თანაც ხანდაზმულია, ამიტომ რუსეთის პრეზიდენტი ესკალაციის სტრატეგიას გაატარებს და კოლეგას გამოცდის წინაშე დააყენებსო.

„თუ ეს ასეა და აშშ–ის ლიდერიც ასე ფიქრობს, მაშინ მისი  ცხადად ხისტი და უკმეხი რიტორიკა იმის წარმოჩენისკენაა მოწოდებული, რომ მასთან ასეთი ნომერი არ გავა“, — განმარტავს კორტუნოვი.

შედეგად ყველაზე მწვავე საკითხი — შეიარაღებაზე კონტროლი — რაღაც დროით გვერდზეა გადადებული. მასთან დაბრუნება უახლოესი ხუთ წელში მოგვიწევს, და თეთრ სახლს აქვს დრო, აჩვენოს რუსეთს, როგორ წარიმართება შემდგომში დიალოგი.

ამჟამინდელი სკანდალი ალბათ ვერ გამოიწვევს ურთიერთობების მკვეთრ გაუარესებას. ეს ხომ უფრო იმ მდგომარეობის შედეგია, რომელშიც ორმხრივი ურთიერთობები აღმოჩნდა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

ყველა ახალი ამბავი
0