მოსაზრება: ვინ „ამოძრავებს“ ჯო ბაიდენს

© REUTERS / JOSHUA ROBERTSჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
გამოწერა
იმ დროს, როდესაც რუსეთში აშშ-ის პრეზიდენტის საოცარ გამონათქვამებს ეცნობოდნენ ვლადიმირ პუტინის მიმართ, თავად შეერთებულ შტატებში ჟურნალისტები სხვა ინფორმაციამ მოიცვა.

ირინა ალქსნისი

თეთრმა სახლმა ბოლოს და ბოლოს განსაზღვრა ჯო ბაიდენის პირველი პრესკონფერენციის თარიღი — ის 25 მარტსაა დანიშნული. ეს მართლაც დიდი საქმეა. უფრო სწორად, ასეთად ის ვაშინგტონის ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ აქცია.

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
პუტინმა ბაიდენს უპასუხა

აშშ-ში არსებობს ძველი ტრადიცია: ახლად არჩეული პრეზიდენტი, როგორც წესი, თანამდებობაზე მოსვლიდან ერთი თვის განმავლობაში ატარებს პირველ პრესკონფერენციას. მაგალითად, ბარაკ ობამა ჟურნალისტებს მე-20 დღეს შეხვდა, ხოლო დონალდ ტრამპი — 27-ე დღეს. ამ მხრივ ანტირეკორდის ავტორად აქამდე ჯორჯ ბუში მიიჩნეოდა, რომელმაც 33-დღიანი პაუზა დაიჭირა.

ჯო ბაიდენის შემთხვევაში, თუ გრაფიკმა არ გადაიწია, ეს მაჩვენებელი 64 დღეს შეადგენს.

ამასთან, ბოლო კვირების განმავლობაში მოცემული თემა რეგულარულად მიიჩნეოდა ამერიკული მედიასაშუალებების გამღიზიანებლად. ეროვნული ლიდერისადმი კეთილგანწყობილი მედიაც კი აღნიშნავს, რომ ბაიდენის ჟურნალისტებთან ურთიერთობები „მარტივი ხუმრობებით შემოიფარგლება თეთრი სახლის მიერ ორგანიზებულ და დადგმულ ღონისძიებებზე, რომლებსაც ის მკაცრად აკონტროლებს“. ცოტა ხნის წინ მორიგი ინციდენტი მოხდა, როდესაც ამერიკის პრეზიდენტის თანაშემწეებმა უბრალოდ პირის გაღების საშუალებაც კი არ მისცეს მას, რათა ჟურნალისტების შეკითხვებზე ეპასუხა ვაშინგტონში სამეურნეო მაღაზიაში ვიზიტისას.

რაღა თქმა უნდა, ასეთი ვითარება მხოლოდ ნავთს ასხამს სპეკულაციების ცეცხლზე, რომელიც ოვალური კაბინეტის ახალი მფლობელის ქმედუნარიანობასა და მისი კოგნიტიური ფუნქციების მდგომარეობას შეეხება. ისეთი სიტუაციების ესოდენ გულმოდგინედ აღკვეთა, რა დროსაც ბაიდენისგან წინასწარ შეუთანხმებელ და ხშირად მწვავე შეკითხვებზე ვრცელი პასუხის გაცემას მოითხოვენ, აჩენს ეჭვებს, რომ მას უბრალოდ არ აქვს უნარი, გაუმკლავდეს თავისუფალ ურთიერთობებს, რაც იმპროვიზაციასაც მოითხოვს.

მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
ზახაროვამ კომენტარი გააკეთა ბაიდენის განცხადებაზე რუსეთის შესახებ

ამერიკის პრეზიდენტის ტელეარხ ABC News-სთვის მიცემული ინტერვიუ კიდევ უფრო აძლიერებს ამ ეჭვებს.

ჯო ბაიდენს არ უთქვამს, რომ ის ვლადიმირ პუტინს მკვლელად მიიჩნევს. მისი როლი ბევრად მოკრძალებულ რეპლიკამდე დავიდა: „მმმ. დიახ“. ამ მიზანსცენაში მთავარი როლის შემსრულებელი კი ჟურნალისტი გახდა, რომელმაც საუბრისას პრეზიდენტს ჰკითხა: „მიგაჩნიათ, რომ ის მკვლელია?“

რუსული მედიასაშუალებების უმეტესობას არც კი უხსენებია იმ ადამიანის სახელი, ვინც ამერიკის პრეზიდენტს ესაუბრებოდა. სულ ტყუილად კი, ვინაიდან ეს მეტად შესამჩნევი და მნიშვნელოვანი პიროვნებაა.

ჯორჯ სტეფანოპულოსი ამერიკული და მსოფლიო პოლიტიკური ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა და პოპულარული ვარსკვლავია. მისი ცნობადობის დონე რომ გავიაზროთ, საკმარისია ვახსენოთ, რომ სწორედ ის უნდა ყოფილიყო რუსეთის, ინდოეთისა და იაპონიის ლიდერთა სესიის მოდერატორი აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე 2019 წელს. თუმცა სტეფანოპულოსმა ბოლო მომენტში ვეღარ შეძლო ვლადივოსტოკში ჩაფრენა. ჟურნალისტი კიდევ თავისი სპეციფიკური პოლიტიკური ბექგრაუნდითა და ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კლანთან — კლინტონებთან ახლობლობითაა ცნობილი.

სტეფანოპულოსი იყო კომუნიკაციების საკითხთა ხელმძღვანელი 1992 წელს, როდესაც ბილ კლინტონი საპრეზიდენტო კამპანიას აწარმოებდა. შემდეგ კი მის პირველ ადმინისტრაციაში იკავებდა მნიშვნელოვან თანამდებობებს. და მიუხედავად იმისა, რომ 90-იანების მეორე ნახევრიდან ჟურნალისტიკაში წავიდა, მისი კავშირები გავლენიან პოლიტიკურ ოჯახთან არ გაწყვეტილა.

ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
48-დღიანი დუმილი: ბაიდენს თანაშემწეებმა კითხვებზე პასუხები ისევ არ გააცემინეს

2010-იანების შუა წლებში სკანდალმა იფეთქა, როდესაც გაირკვა, რომ ჟურნალისტს რამდენიმე წლის განმავლობაში მსხვილი საქველმოქმედო შენატანები შეჰქონდა (საერთო ჯამში 75 ათასი დოლარი) კლინტონების ფონდში, რის შესახებაც დამსაქმებლის, ტელეარხ ABC News-სთვის არ უცნობებია. მაშინ აჟიოტაჟი ჩააცხრეს, ტელეარხმა განაცხადა, რომ ეს „პატიოსანი შეცდომა“ იყო. თუმცა სტეფანოპულოსის რეპუტაციას ჩრდილი მაინც მიადგა. რესპუბლიკურმა პარტიამ მას უნდობლობა გამოუცხადა და მოითხოვა, აეკრძალათ სტეფანოპულოსისთვის საპრეზიდენტო დებატების მოდერირება (რითიც ის იყო დაკავებული) აშკარა პოლიტიკური მიკერძოებისა და ინტერესთა კონფლიქტის გამო.

აღსანიშნავია, რომ მისი კლინტონებთან ახლობლობა სულაც არ ნიშნავს დემოკრატებისადმი და მისი ლიდერისადმი ლოიალობას. აშშ-ის დემოკრატიულ პარტიას შიდა კონფლიქტები ღრღნის სხვადასხვა კლანებსა და დაჯგუფებებს შორის, ტრადიციულ „ვაშინგტონურ ჭაობსა“ და მკვეთრად გაძლიერებულ რადიკალ–მემარცხენე პოლიტიკოსთა შორის.

შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რით ხელმძღვანელობდა სტაფანოპულოსი ბაიდენთან საუბრისას. შესაძლოა ეს ჩვეულებრივი მედიური თამაში იყო გამწვავებაზე, რათა ცხარე მასალა მიეღო, რომლებსაც მერე ციტატებად დაიტაცებდნენ. შესაძლოა, კარგად გააზრებულ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი.

ასეა თუ ისე, ინტერვიუმ აშშ-ის პრეზიდენტი მარიონეტად წარმოაჩინა, რომელსაც ჟურნალისტი თავის გემოზე მართავდა. ამ საუბარმა განამტკიცა ეჭვები ჯო ბაიდენის უნარის მიმართ, იაზროვნოს საღად და დამოუკიდებლად გადადგას ადეკვატური ნაბიჯები.

ჰოლივუდს არაერთხელ გამოუყენებია ფილმებში პრეზიდენტის პიროვნების არარაობის თემა. მაგრამ რეალობამ ნებისმიერ შემოქმედებით ფანტაზიას გადააჭარბა — თეთრ სახლში პირველად აღმოჩნდა კაცი, რომლისგანაც უმარტივესი მანიპულაციებით შეიძლება ნებისმიერი სასურველი რეაქციის მიღება, მაგალითად ისეთისა, როგორიცაა „მმმ, დიახ“.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0