48-დღიანი დუმილი: ბაიდენს თანაშემწეებმა კითხვებზე პასუხები ისევ არ გააცემინეს

© AFP 2024 / ANDREW CABALLERO-REYNOLDSჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
გამოწერა
მანამდე ბაიდენმა თავდაცვის მინისტრის სახელი და პენტაგონის დასახელება ვერ გაიხსენა, როდესაც სიტყვით გამოდიოდა ქალი სამხედროებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე – ვრცელდება ვიდეო.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თანაშემწეებმა კვლავ არ მისცეს მას საშუალება, პასუხი გაეცა ჟურნალისტების შეკითხვებზე, როდესაც ის ვაშინგტონში მაღაზია WS Jenks & Son-ს სტუმრობდა, იუწყება გამოცემა The Sun.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენი დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში ათვალიერებდა მაღაზიას მის მფლობელებთან ერთად, რის შემდეგაც პრესის წარმომადგენლები მისთვის კითხვების დასმას შეეცადნენ. ერთ-ერთი კითხვა მექსიკასთან სამხრეთ საზღვარზე საიმიგრაციო კრიზისს შეეხებოდა.

ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
ჯო ბაიდენს 12 შტატი უჩივის პრეზიდენტობის პირველ დღეს ხელმოწერილი ბრძანებულების გამო

ჟურნალისტების მცდელობაზე პრეზიდენტის თანაშემწეებს მყისიერი რეაქცია ჰქონდათ და შეძახილებით Come on, press, you gotta go! რეპორტიორები გვერდზე გასწიეს.

გამოცემის ცნობით, ჯო ბაიდენი უკვე 48 დღეა, რაც პრეზიდენტის სავარძელს იკავებს, თუმცა ამ დრომდე არც ერთი პრესკონფერენცია არ გაუმართავს, რაც 100-წლიანი რეკორდია თეთრი სახლის ისტორიაში.

აღინიშნება, რომ ბაიდენის წინამორბედი 15 პრეზიდენტი თანამდებობაზე მოსვლიდან საშუალოდ 33 დღის განმავლობაში ხვდებოდა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, აშშ-ის ახალი ლიდერი კი უკვე შვიდი კვირაა დუმს.

ესოდენ ხანგრძლივი დუმილი კი აძლიერებს ეჭვებს პრეზიდენტის ქმედუუნარობის შესახებ, რასაც მისი გარემოცვა არჩევნებამდე ტრამპის პროპაგანდას მიაწერდა.

როგორც თეთრი სახლის პრეს-სამსახური აცხადებს, ჯო ბაიდენი პრესასთან პირველ შეხვედრას მიმდინარე თვის ბოლომდე გამართავს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტს ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ლოიდ ოსტინის სახელი და პენტაგონის დასახელება დაავიწყდა, როდესაც ის სიტყვით გამოდიოდა ქალი სამხედროებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

ყველა ახალი ამბავი
0