მიმოხილვა: რუსეთი ჩრდილოეთ საზღვრებს უჩვეულო იარაღით დაიცავს

© photo: Sputnik / Valerii Melnikov / გადასვლა მედიაბანკშისამხედროები არქტიკაში
სამხედროები არქტიკაში - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
გამოწერა
მაღალი გამავლობა, სროლის სიზუსტე, ისეთ ადგილებში მოქმედების უნარი, სადაც სხვა საბრძოლო ტექნიკა ნადგურდება — რუსეთი შეიარაღებაში საარტილერიო დანადგარ „მაგნოლიას“ მისაღებად ემზადება.

ნიკოლაი პროტოპოპოვი

ეს ქვემეხები არქტიკულ ქვედანაყოფებს გადაეცემა, რომლებიც ექსტრემალურ კლიმატურ პირობებში ასრულებენ დავალებებს.

განსაკუთრებული მოთხოვნები

ახალი თვითმავალის შესახებ, რომელიც უკიდურეს ჩრდილოეთში ბაზირებული ქვედანაყოფებისთვისაა განკუთვნილი, ჯერ კიდევ 2017 წელს გახდა ცნობილი. მაშინ თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ 120 მმ-იანი „მაგნოლია“ დაჯავშნული მუხლუხოვანი ტრანსპორტიორის შასიზე დადგებოდა.

პენტაგონი - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2021
მოსაზრება: პირდაპირი საფრთხე რუსეთისთვის – რას აგებს პენტაგონი ალიასკაზე

საცდელი ნიმუშები წინასწარ გამოცდებს გადის, რა დროსაც უკვე დადასტურდა, რომ დანადგარს ეფექტურად შეუძლია არასტაბილურ გრუნტებზე მოძრაობა, მათ შორის, ჭაობიან და დათოვლილ ადგილებში. ხოლო ძრავი შეუფერხებლად მუშაობს დაბალ ტემპერატურებზე.

პროექტი სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ „ბურევესტნიკში“ დამუშავდა. „მაგნოლიას“ ტექნიკური მახასიათებლები ნაწილობრივ გაამჟღავნეს ფორუმზე „არმია 2019“. გამწევი 27-ტონიანი ყველგანმავალი ДТ-10ПМ „ვიტიაზია“, რომლის ტვირთამწეობა ათ ტონაზე მეტია. სიჩქარე — საათში 45 კმ-მდე, წყლის დაბრკოლებების გადალახვისას — საათში 6 კმ-მდე. საწვავის შევსების გარეშე სიარულის სიშორე — დაახლოებით 700 კმ. ეკიპაჟი — ოთხი კაცი, საბრძოლო განყოფილება მის უკანა სექციაშია განთავსებული.

კომბინირებული ნახევრად ავტომატური იარაღი ჰაუბიცისა და ყუმბარმტყორცნის ფუნქციებს ითავსებს. ფლობს საბრძოლო მასალების ფართო ნომენკლატურას, მათ შორის, ისვრის ჭურვებს „ნონა“.

გარდა ამისა, შეუძლია გამოიყენოს მართვადი „კიტოლოვ-2“, რომლის დანიშნულებაც მცირედ დაჯავშნილი ტექნიკისა და საინჟინრო ნაგებობების განადგურებაა.

არქტიკის „ჯავშანი“

„მაგნოლიის“ ძირითადი ამოცანები — მოწინააღმდეგის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის ობიექტების, სარაკეტო დანადგარების, ჯავშანტექნიკის, საფორტიფიკაციო ნაგებობების, სადესანტო საშუალებებისა და ცოცხალი ძალის განადგურებაა.

დროში აღმართის ცერემონია წყალქვეშა ნავზე - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
მიმოხილვა: რუსეთი სარაკეტო იარაღის უჩინარ მზიდებს ქმნის

ამასთან პერსპექტიული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი არქტიკის მკაცრი კლიმატური პირობებისთვის ვარგისი საბრძოლო ტექნიკის ერთადერთი ნიმუში არ არის.

მაგალითად, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ნაწილებისთვის შექმნილია საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პანცირის“ არქტიკული ვერსია. მან კარგად წარმოაჩინა თავი რამდენიმე სამხედრო კონფლიქტში, მაგრამ უკიდურესი ჩრდილოეთისთვის კონსტრუქციაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანა გახდა საჭირო.

ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კიდევ ერთი საშუალებაა გაზრდილი გამავლობის მქონე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Тор-М2ДТ, რომელიც შეიარაღებაში გასული წლის ზაფხულში შევიდა. ამ ტექნიკას მინუს 50 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე შეუძლია მუშაობა. ამასთან აქვს ძლიერ დაზიანებულ ადგილებზე მოძრაობისა და წყლის დაბრკოლებების გადალახვის უნარი.  

ტაქტიკურ–ტექნიკური მახასიათებლები ისეთივე აქვს, როგორიც ჩვეულებრივ „ტორს“. ის ანადგურებს საჰაერო სამიზნეების ყველა ტიპს: თვითმფრინავებს, ვერტმფრენებს, ფრთოსან რაკეტებს, მართვად საბრძოლო საშუალებებსა და მცირე ზომის დრონებს 16 კმ სიშორეზე და 12 კმ სიმაღლეზე. საბრძოლო მარაგი 16 საზენიტო რაკეტაა, რომლებიც 2,5 წამის ინტერვალით იღებენ სტარტს. ამასთან „ტორი“ მუშაობს პრინციპით „ერთი რაკეტა — ერთი სამიზნე“, რაც მის უმაღლეს სიზუსტეს ამტკიცებს.

არქტიკულ ქვედანაყოფებს ხმელეთზე ბრძოლებისთვის Т-80БВМ-ის მოდერნიზებული ტანკებითა და ჰაუბიცებით მოამარაგებენ.

ტრანსპორტირების საშუალებები

რუსული სატვირთო КАМАЗ-ების კოლონა - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
„მარტივი და საიმედო“: რუსული სატვირთო, რომელმაც ნახევარი მსოფლიო დაიპყრო

არქტიკული დაჯგუფებების სამხედრო მოსამსახურეები ასევე სპეციალური ტექნიკით გადაადგილდებიან. მაგალითად, ვერტმფრენით Ми-8АМТШ-ВА. მისი ერთ-ერთი თავისებურება ისაა, რომ ძრავები მინუს 60 გრადუს ყინვაზეც იქოქება. არქტიკული Ми-8-ს ფრენის სიშორე დამატებითი საწვავის ავზებით 1400 კმ-ს აჭარბებს. მანქანას ჰაერში შვიდი საათის განმავლობაში შეუძლია იყოს.

ხმელეთზე სამხედროები კარგად ცნობილ „მოტოლიგებსაც“ იყენებენ, თუმცა განსაკუთრებული მუხლუხოებით, რომელთა ზეწოლა გრუნტის ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე სულ 0,28 კგ-ია, რაც ფეხით მოსიარულეზე ნაკლები მაჩვენებელია.

ასევე არსებობს თოვლ–ჭაობმავლებიც ზედაბალი წნევის უზარმაზარი საბურავებით. მათი საშუალებით სამხედროები ადგილს ზვერავენ, აგებენ მარშრუტს, აფასებენ ყინულის მდგომარეობას, აცილებენ საბრძოლო ტექნიკას.

გარდა ამისა, ჯარისკაცები და ოფიცრები გადაადგილდებიან თოვლმავლებითაც, რომელთა კაბინებიც თბება და ექსტრემალურად დაბალ ტემპერატურაზე მომუშავე „ურალსა“ და „კამაზებზე“, ასევე ჰაერის ბალიშების მქონე კატარღებზეა მორგებული.

ზოგ ქვედანაყოფში ძაღლებ და ირმებშებმულ მარხილებსაც იყენებენ — უძველ ტრანსპორტს, რომელსაც ისეთ ადგილებში შეუძლია გავლა, სადაც ყველაზე მომზადებული ყველგანმავალი გაივლის.

თქმა არ უნდა, რომ არქტიკული ქვედანაყოფები სპეცაღჭურვილობასაც იღებენ. სამოსის სტანდარტული კომპლექტი დაახლოებით 20 ელემენტისგან შედგება. ეკიპირება მრავალშრიანი მასალისგანაა დამზადებული, ძალიან თბილია, აქვს მცირე წონა და მებრძოლს მოძრაობაში ხელს არ უშლის.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0