ნიკოლაი პროტოპოპოვი
მათ შექმნაზე ოც წელზე მეტი დაიხარჯა. სუბმარინას მაღალი სიზუსტის იარაღის ზიდვა შეუძლია და მისი მარშრუტის ამოცნობა უკიდურესად ძნელია.
„რთული ბავშვი“
წყალქვეშა ნავები „კრონშტადტი“ და „ველიკიე ლუკი“ მეზღაურებს 2021 წელს უნდა გადასცემოდა, მაგრამ, როგორც გემთმშენებელი საწარმო Адмиралтейские верфи-ს გენერალური დირექტორი ალექსანდრ ბუზაკოვი განმარტავს, კონტრაგენტებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვადები გადაიწია.
სექტემბერში გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაციის ხელმძღვანელმა ალექსეი რახმანოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორი სერიული ხომალდის აგება მოგვიანებით დასრულდება, ვინაიდან აღჭურვილობის ერთ-ერთი მომწოდებელი გრაფიკიდან ამოვარდა.
დაყოვნებები პროექტს თავიდანვე სდევს კვალდაკვალ. სამუშაოები ჯერ კიდევ 1990-ანების დასაწყისში დაიწყო. საძირკველი ჩაეყარა სათავო ხომალდ „სანქტ-პეტერბურგს“. ის წყალში 2004 წელს ჩაუშვეს და სამხედრო-საზღვაო ფლოტისთის 2006-ში უნდა გადაეგზავნათ. მაგრამ ჩრდილოეთის ფლოტმა წყალქვეშა ნავი საცდელ ექსპლუატაციაში მხოლო 2010 წელს მიიღო.
„ლადებით“ მოძველებული პროექტი 877 „პალტუსი“ უნდა ჩაენაცვლებინათ. ახალი სუბმარინები უფრო პატარებია, ანუ ნაკლებად შესამჩნევია ჰიდროლოკატორებისთვის. სამამულო გემთმშენებლობისთვის დამახასიათებელი ერთკორპუსიანი სქემა ასევე ზრდის აკუსტიკურ უჩინარობას. გარდა ამისა, „ლადები“ პირველი რუსული სუბმარინებია, რომლებიც პერსპექტივაში ანაერობული დანადგარით აღიჭურვება.
შესაძლოა ვადები გამუდმებით სწორედ უამრავი ახალი კონსტრუქციული გადაწყვეტილებებისა და მათი „რკინაში“ რეალიზაციის სირთულის გამო ირღვეოდა. ასე მაგალითად, სათავო ხომალდის გამოცდებისას სერიოზული პრობლემები გამოვლინდა ჰიდროაკუსტიკურ კომპლექსშო, ხოლო ელექტროძრავის არასაკმარისი სიმძლავრე წყალქვეშ საჭირო სიჩქარის განვითარების საშუალებას არ იძლეოდა.
სამხედრო-საზღვაო ფლოტში კი მაინც ელოდებოდნენ ახალ დიზელ-ელექტრონულ წყალქვეშა ნავებს, ამიტომ „ლადების“ ნაცვლად წყნარი ოკეანის ფლოტისთვის ექვსი დროით შემოწმებული და კარგად ათვისებული პროექტ 636 „ვარშავიანკას“ ექვსი ხომალდი შეუკვეთეს.
სახიფათო „პატარები“
სპეციალისტების აზრით, „ლადები“ ყველაზე თანამედროვე და პერსპექტიული არაატომური სუბმარინებია. მოკრძალებული ზომების მიუხედავად, ისინი მრავალფუნქციონირებით გამოირჩევიან. შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ წყალქვეშ და წყალზედა ხომალდებს, შეტევა მიიტანონ სანაპირო ობიექტებზე, ააგონ სანაღმო წინაღობები, დაიცვან სანაპირო დესანტის გადმოსხმისგან, გადაიყვანონ სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები და ტვირთები.
მთავარი ღირსებები — მაღალი ავტომატიზაცია და დაბალი ხმა, მობილურობა და მანევრირებულობა, რაც მათი ეფექტურად გამოყენების საშუალებას იძლევა დივერსიულ და სადაზვერვო ოპერაციებში. აღჭურვილია მძლავრი ჰიდროაკუსტიკური კომპლექსით და ერთბაშად სამი მგრძნობიარე ანტენით.
1,8 ათასი ტონა წყალწყვის მქონე წყალქვეშა ნავის სიჩქარე ოც კვანძს აღწევს. სიღრმე — 350 მეტრი, ეკიპაჟის რაოდენობა — სულ 30 კაცი. რაც შეეხება შეიარაღებას, სტანდარტული აღჭურვილობის „ლადებს“ ბორტზე 18 ტორპედოსა და დაახლოებით 20 ნაღმის ზიდვა შეუძლიათ. სატორპედო აპარატები ასევე მორგებულის ნავსაწინააღმდეგო ჩქაროსნული რაკეტა-ტორპედოების, „შკვალების“ სროლას, რომლების სიჩქარეც საათში 300 კილომეტრია. და რაღა თქმა უნდა, „ლადებს“, ისევე როგორც ბევრ თანამედროვე რუსულ ხომალდებს, აქვთ ფრთოსანი რაკეტები „კალიბრი“.
პირველი ორი სერიული სუბმარინა ანაერობული დანადგარის გარეშე იგება, ვინაიდან, როგორც ბუზაკოვი ამბობს, რუსეთში ასეთი ჯერ არ შექმნილა. მაგრამ ამ ოჯახის დანარჩენი ხომალდები ამით აღიჭურვება.
უხილავი გუშაგები
„ლადა“ წყალქვეშა ნავების სრულიად ახალი კლასია, რომლებიც წინა პროექტებს ეყრდნობა, ამბობს პირველი რანგის კაპიტანი მიხაილ ნენაშევი.
ექსპერტის თქმით, წინა პროექტებთან შედარებით, „ლადებს“ ბორტზე უფრო მეტი ტორპედო აქვთ. უნიკალური ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლებს წყალობით, შეუძლიათ გადაჭრან ამოცანები ყველა ტაქტიკური და სტრატეგიული მიმართულებით. გარდა ამისა, კონსტრუქცია შესაძლებელს ხდის სარაკეტო კომპლექსების განთავსებას.
„ამ სუბმარინების ხმაური ზღვის ხმაურის თანაფარდია, ხოლო ახალი ჰიდროაკუსტიკა ბევრად დიდ სივრცეს მოიცავს, ვიდრე სხვა ხომალდები“, - ამბობს ნენაშევი. - „ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან „ლადები“ არქტიკაში იქნება ბაზირებული.
კიდევ ერთი პლუსი - ეს მოკრძალებული ზომებია, რაც სუბმარინების გამოყენების საშუალებას იძლევა როგორც თავთხელზე, ისე დიდ სიღრმეებზე. სავარაუდო მოწინააღმდეგის ატომმავლები ყველგან ვერ იმანევრირებენ, ხოლო „ლადას“ მსგავსი სუბმარინით ტერიტორიის დაცვა ძალიან წარმატებით შეიძლება“.
რუსული დიზელური წყალქვეშა ნავები დიდი ხანია, საუკეთესოდაა ცნობილი თავის კლასში. ექვსი მათგანი შავი ზღვის ფლოტში მსახურობს, კიდევ ექვსი უახლოეს წლებში წყნარი ოკეანის ფლოტს გადაეცემა. უხმაურობისა და უჩინარობის გამო ნატოში მათ „შვი ხვრელები“ უწოდეს.
მაგრამ „ლადები“ კიდევ უფრო ჩუმია. „სანქტ-პეტერბურგის“ გამოცდებმა აჩვენა, რომ უჩინარობის დონით 677-ე პროექტი ბევრად აღემატება „დიზელების“ ყველა წინა სერიას.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!