მოსაზრება: პირდაპირი საფრთხე რუსეთისთვის – რას აგებს პენტაგონი ალიასკაზე

CC BY-SA 2.0 / David B. Gleason / The Pentagonპენტაგონი
პენტაგონი - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2021
გამოწერა
აშშ–ს ანტისარაკეტო თავდაცის სისტემების მორიგი ელემენტი შეჰყავს მწყობრში. ახალი მძლავრი რადიოლოკაციური სადგური ალიასკაზე უკვე წელს ამუშავდება.

ნიკოლაი პროტოპოპოვი

ვაშინგტონი კვლავაც ირწმუნება, რომ ეს ირანისა და  ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიებიდან სარაკეტო იერიშის თავიდან ასაცილებლადაა საჭირო. თუმცა სპეციალისტები აცხადებენ, რომ რადიოელექტრონულ სადგურს სულ სხვა დანიშნულება აქვს.

ტოტალური კონტროლი

ამერიკელი საზღვაო ქვეითები ბაიდენის ინაუგურაციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2021
მიმოხილვა: რატომ გადაჰყავთ ამერიკელი საზღვაო ქვეითები ჩრდილოეთში

დიდი სიშორის რადიოლოკაციური სადგურის (Long Range Discrimination Radar, LRDR) მშენებლობა ამერიკელებმა 2018 წელს დაიწყეს ავიაბაზა Clear Air Force–ზე. ეს სამხედრო ობიექტი გასული საუკუნის შუა წლებიდან ფუნქციონირებს და აშშ–ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემაში ერთ–ერთ უმნიშვნელოვანესად მიჩნევა.

სადგურის მწყობრში შესვლა ჯერ კიდევ გასულ წელსიგეგმებოდა, მაგრამ პანდემიის გამო ვადებმა გადაიწია. ამ დღებში ცნობილი გახდა, რომ პროექტი უკვე უახლოვდება ფინიშს.

როგორც პროექტის ავტორების ირწმუნებიან, LRDR 25–ჯერ უფრო დიდია, ვიდრე მრავალფუნქციური რადიოლოკაციური სადგური AN/SPY — საბრძოლო სისტემა „იჯისის“ ძირითადი ელემენტი, რომლებითა ასევე აღჭურვილები არიან შეერთებული შტატების სამხედრო–საზღვაო ფლოტის კრეისერები და ესკადრონული ნაღმმზიდები.

სადგური S-დიაპაზონზე მუშაობს. დამზადებულია ჰელიუმის ნიტრიდის გამოყენებით, რა არსებითად ამაღლებს ტექნიკურ მახასიათებლებს. რადიოლოკაციურ სადგურს აქვს არა მარტო კონტინენტთშორისი ბალისტიკური და ჰიპერბგერითი რაკეთების აღმოჩენის, არამედ ცრუ სამიზნეების აღმოჩენის უნარიც.

ამერიკული სამხდრო ხომალდი ბათუმის პორტში - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2021
მოსაზრება: ვის უმიზნებს იარაღს აშშ-ის სამხედრო ფლოტი

კიდევ ართი განსაკუთრებული თავისებურება ისაა, რომ რადარის გამორთვა ტექნიკური მომსახურების დროსაც კი არ არის საჭირო. კონტრუქცია წარმოადგენს მყარსხეულიანი ბლოკების კომპლექსს, რომელთა კომბინირება და მათთვის „ფიჭების“ დამატება სიმძლავრის გასაზრდელად საკმაოდ იოლია.

ოფიციალურად LRDR აშშ–ის კონტინენტურ ნაწილს იცავს ირანისა და ჩრდილოეთ კპორეის მხრიდან სარაკეტო თავდახმებისგან. მაგრამ ექსპერტები იხრებიან მოსაზრებისკენ, რომ რადიოლოკაციური სადგურის მთავარი სამიზნეები მაინც რუსული რაკეტებია.

„როდესაც  ამერიკელები ევროპაში ანთავსებდნენ ანტისარაკეტო სისტემებს, ისინი ასევე ამტკიცებდნენ, რომ ეს ირანის შესაკავებლად კეთდებოდა, აღნიშნავს РИА Новостиს–თან საუბარში სამხედრო მეცნიერებათ დოქტოი კონსტანტინ სივკოვი. — რეალურად ახალი რადარი მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგაა მომართული. ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტების ფრენის ტრაექტორია წყნარ ოკეანეზე გადის. მათ აღმოსაჩენად ჰავაის კუნძულებზე მდებარე რადიოლოკაციური სადგურებია საჭირო. ხოლო  ციმბირიდან გაშვებული რუსული ბალისტიკური რაკეტების მარშრუტები კი ზუსტად ალიასკის თავზე გადის“.

ხელის გაწვდენაზე

რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რაკეტის გამოცდა  - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2020
მიმოხილვა: აშშ აქტიურად ემზადება დედამიწის ორბიტაზე ბრძოლებისთვის

სივკოვის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ალიასკაზე უკვე არის ანტისარაკეტო თავდაცვის გლობალური სისტემის კომპონენტები, „შორს მსროლელი“ რადიოსადგური შესამჩნევად გაზრდს მის შესაძლებლობებს და ამასთან აამაღლებს პენტაგონის შანსებს, სწრაფად ჩაიწიროს კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტები.

„დიახ, ჩვენთვის უსიამოვნო მემონეტია, მაგრამ იმის თქმა, რომ ვითარება კარდინალურად შეიცვლება, არ შეიძლება. საპასუხოდ რუსეთში უნდა შეიქმნას რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები, რომლებსაც ამ და სხვა რადარების ჩახშობის უნარები ექნება. ვფიქრობ, რომ ასეთი საშუალებები უკვე არსებობს და მალე განთავსდება. გარდა ამისა, აუცილებელია გათვალისწინებული იყო ამ რადიოლოკაციური სადგურის სწრაფად განადგურების შესაძლებლობაც საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში“, — მიაჩნია სპეციალისტს.

ალიასკა ამერიკელებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია. ძირითადად იმის გამო, რომ იქიდან რუსეთის სამხედრო ბაზებამდე „ორიოდე“ კილომეტრია. პენტაგონი მხოლოდ რადარებს კი არ დგამს ალიასკაზე, არამედ მოიერიშე ძალებსაც ზრდის.

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2020
მიმოხილვა: აშშ ნაღმმზიდებს ჰიპერბგერითი რაკეტებით აიარაღებს

ასე მაგალითად, უახლოეს მომავალში ორ ავიაბაზაზე მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებლების — F-35–სა და F-22 Raptor–ების უდიდეს დაჯგუფებებს (დაახლოებით 150 ხომალდი) განათავსებენ. მიზანი — რუსეთის შეშევიწროება არქტიკაში.

ამასთან, რაც აღსანიშნავია, სახმელეთო ჯარები ალიასკაზე ცოტაა: სულ ორი ქვეითი ბრიგადა არტილერიითა და ჯავშანტრანსპორტიორებით. ფლოტიც არ დგას — მხოლოდ სანაპირო დაცვა.

თუმცა პენტაგონმა უკვე ჩაუშვა სამხედროების დაქირავების კამპანია ალიასკაზე სამსახურის გასავლელად. ჯარისკაცებსა და ოფიცრებს მაღალი ხელფასითა და განსაკუთრებული საყოფაცხოვრებო კომფორტით უზრუნველყოფას ჰპირდებიან.

ქვეყნის ფარი

LRDR–ის დონის რადარები რუსეთსაც აქვს. თანაც ერთი კი არა , არამედ ორი. ბოლო წლებში სარაკეტო თავდასხმის წინასწარი შეტყობინების სისტემა შესამჩნევად განახლდა და საიმედოდ განამტკიცა საზღვრები.

ამერიკული რაკეტა Patriot-ი  - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2020
მიმოხილვა: ამერიკელები ძნელად გასანადგურებელ ბაზას უბრუნდებიან

არადა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ვაშინგტონის ზეწოლით, ბავრის ადგური უბრალოდ დაშალეს და ახალი რადიოლოკაციური სადგურების მშენებლობაც შეაჩერეს. დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა ხვრელების ამოვსება ჩრდილო–აღმოსავლეთის მიმართულებითაც, წყნარი ოკეანის ჩრდილოეთისა და ნაწილობრივ ალიასკის მხრიდან.

2020 წლის დეკემბერში დამთავრდა სარაკეტო თავდასხმის წინასწარი შეტყობინების სისტემის სახელმწიფო გამოცდა. დღეს ის წარმატებით მუშაობს და აუცილებელი ინფორმაციით უზრუნველყოფს მოსკოვის ანტიასარაკეტო თავდაცვის სისტემას და ასევე მონიტორინგს უწევს კოსმოსურ სივრცეს.

სარაკეტო თავდასხმის წინასწარი შეტყობინების სისტემის პირველი ეშელონი ერთიანი კოსმოსური სისტემის თანამგზავრული დაჯგუფებისგან შედგება, მეორე — სახმელეთო რადიოლოკაციური სისტემებისგნ. ასეთია უახლესი სადგური „ვორონეჟი“.

რადიოლოკაციური სადგურები პრაქტიკულად მთელი ქვეყნის პრეიმეტრზეა განთავსებული: ლენინგრადის, კალინინგრადის, ირკუტსკის, ორენბურგის ოლქებში, ასევე კრასნოდარის, კრასნოიარსკისა და ალტაის მხარეებში. 2021 წელს დასრულდება სადგურის მშენებლობა კომის რესპუბლიკაშიც და კიდევ ერთი აიგება მურმანსკშიც.

ყველა ახალი ამბავი
0