ანდრეი კოცი
პენტაგონში დარწმუნებულები არიან, რომ ეს ზღვარი არ არის.
„ოქროს“ ჭურვები
თანამედროვე დიუდი სიშორის შეიარაღების უკმარისობა სახმელეთო ჯარებში აშშ–ის არმიის სარდლობის დიდი ხნის თავის ტკივილია. იქ ღიად აღიარებენ არტილერიაში რუსეთისგან დიდ ჩამორჩენას.
პერსპექტიული ჭურვების ამასწინანდელი გამოცდა რიგით მეორეა. პირველი 2020 წლის ნოემბერში ჩატარდა და წარუმატებელი გამოდგა. — ჭურვი სტარტისთანავე აფეთქდა ჰაერში. კონცერნ Lockheed Martin–ის სპეციალისტებმა შეცდომები გამოასწორეს და წარმატებით განახორციელეს ER GMLRS–ის სროლები „ვაით სანდის“ პოლიგონზე ნიუ–მექსიკოში. ჭურვებს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა HIMARS–ი ისროდა, რომლისთვისაც შეიქმნა კიდეც ახალი საბრძოლო მასალა.
„ჩვენი ახალი მართვადი რეაქტიული ჭურვი მნიშვნელოვნად ზრდის სროლის სიშორეს, — განაცხადა Lockheed Martin–ის ვიცე–პრეზიდენტმა გაილია კემპბელმა. — გამოცდების დროს სასურველ მაჩვენებლებს ფრენის მთელ ტრაექტორიაზე მივაღწიეთ, გავანადგურეთ სამიზნე დაგეგმილ დისტანციაზე და ავაგეთ HIMARS–ის პროგრამული უზრუნველყოფა. გარდა ამისა, დამუშავების შემდეგ ჭურვის გამოყენება შედარებით ძველ M270–ზეც იქნება შესაძლებელი“.
კემპბელის თქმით, შემდგომი გამოცდებისას აუცილებელი იქნება რეკორდული სიშორის — 150 კილომეტრის მიღწევა. თუ ეს გამოვა, ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები ყველაზე დიდი სიშორისა გახდება მსოფლიოში. მაგრამ დიდი ალბათობით, ეს პერსპექტიული ჭურვები ნამდვილად მასობრივი არ გახდება. 60 კმ–მდე სიშორის ჩვეულებრივი ვარიანტის ასი 100 ათასი დოლარია. აშკარაა, რომ სრულყოფილი ვერსია პენტაგონს კიდევ უფრო ძვირი დაუჯდება.
ER GMLRS–ი (Enhanced Range Guided MLRS) არის მართვადი რეაქტიული ჭურვი — 227 მმ კალიბრით, კასეტური ან მონობლოკური საბრძოლო ნაწილით. დამიწნების სისტემა ინერციული და თანამგზავრულია. დანიშნულება — ცალკეული მცირეზომიანი ობიექტების (მაგალითად ტანკების) ან ზუსტი ზალპით მცირე ჯგუფური სამიზნეების განადგურება. ახლა აშშ–ის არმიის არსენალებში დაახლოებით 50 ათასი GMLRS–ია. რამდენი მოდერნიზებული ჭურვის შეძენას აპირებენ, ჯერჯერობით, არ საჯაროვდება. თუმცა ცნობილია, რომ წარმოების გაშვება 2023 წლისთვის იგეგმება.
უპირატესობა ხმელეთზე
ამერიკელები ცდილობენ, გააძლიერონ ლულოვანი არტილერიაც. გასული წლის მარტში პერსპექტიულმა თვითმავალმა ჰაუბიცა ERCA (Extended Range Canon Artillery) გამოცდებზე 65 კმ–ით დაშორებული სამიზნე გაანადგურა — ეს ორჯერ უფრო შორია, ვიდრე აშშ–ის არმიისთვის ძირითადი თვითმავალი საარტილერიო დანადგარის, M109–ის სიშორე. ცეცხლი 155 მმ–ანი XM907–დან და ასევე დიდი სიშორის ექსპერიმენტული XM1113–დან აწარმოებდნენ. ორივე დანადგარმა წარმატებით გაანადგურა სამიზნეები.
ვაშინგტონში ტყუილად არ გაუმაზვილებიათ ყურადღება არტილერიაზე. 2017 წლის დეკემბერში გავლენიანმა ამერიკულმა კვლევითმა ცენტრმა RAND–იმ, რომელიც გასული საუკუნის შუა წლებიდან უწევს კონსულტაციას პენტაგონს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რუსეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო სესაძლებლობების ანალიზი გამოაქვეყნა. დასავლელი ანალიტიკოსების აზრით, რუსეთი ომის შემთხვევაში შეეცდება, რომ მაქსიმალური ზიანი მოწინააღმდეგის სახმელეთო ჯარებს მიაყენოს — პირდაპირ საცეცხლე კონტაქტში შეუსვლელად.
„რუსები მაქსიმალურად ამოოქმედებენ არტილერიას. ამაში მათ უპირატესობა აქვთ დასავლეთის არმიებთან შედარებით, მაგალითად, ამეიკის სახმელეთო ჯარების ბრიგადაში მხოლოდ ერთი საარტილერიო ბატალიონია. რუსეთის ნაწილებში კი შედარებით მეტია ასეთი ქვედანაყოფები“, — წერს RAND–ი.
სერიოზული ჩამორჩენა
ამერიკელები ამ კუთხით ნამდვილად არიან დამწევის როლში. რუსეთის არმიაში 2016 წლიდან შედის მოდერნიზებული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები „ტორნადო–С“, 300 მმ კალიბრით, დიდ მანძილზე ჯგუფური სამიზნეების, ტაქტიკური რაკეტების, საზენიტო კომპლექსების, ვერტმფრენების, სასარდლო პუნქტების, კავშირის კვანძების, სამხედრო–სამრეწველო ინფრაქსტრუქტურის გასანადგურებლად. სიშორე — 120 კმ; პერსპექტივაში კი — 200, როგორც ამას რუსეთს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ.
გარდა ამისა, რუსეთს ასევე აქვს საზენიტო ცეცხლის რეაქტიული სისტემების უფრო ფართო ნომენკლატურაც. გარდა მძიმე 300 მმ–ანი „სმერჩებისა“ და „ტორნადო-С–ისა“, სახმელეთო ჯარებში ასევე არის 122 მმ–ანი „გრადები“ და „ტორნადო-Г“ — 42 კმ სროლის სიშორით ; და ასევე 220 მმ–ანი „ურაგანები“ — სიშორე 36 კმ.
ამერიკელებს კი ჯერჯერობით მხოლოდ 227 მმ–ანი HIMARS–ები და M270–ები აქვთ მართვადი ჭურვის 60 კმ მანძილზე სროლის უნარით, არამართვადისა კი — 40 კმ–ზე. მსგავსი ვითარებაა ლულოვან არტილერიაშიც — M109A7–ის ყველაზე ბოლო მოდიფიკაციაც კი მსხვრევად–ფუგასური ჭურვით მხოლოდ 22 კმ–ზე ისვრის. ეს მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ საბჭოეთის დროს შექმნილი Мста-С–ი 25 კილომეტრზე მიფრინავს, თანაც უფრო მაღალი სიჩქარით. ხოლო პერსპექტიულ თვითმავალ საარტილერიო დანადგარ „კოალიციას“ მართვადი ჭურვებით 80 კილომეტრზე შეუძლია სამიზნეების განადგურება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის პოზიციას!