ანდრეი კოცი
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვის თქმით, ვაშინგტონის გეგმების რეალიზაცია საერთაშორისო უსაფრთხოების აწყობილ სისტემას დესტაბილიზაციის საფრთხეს უქმნის. დიპლომატი ხაზს უსვამს, რომ ამ განზრახვის წარმატების შემთხვევაში, ამერიკელები შეძლებენ, პირდაპირ ორბიტიდან დაარტყან კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტების (ICBM) პოზიციურ რაიონებს მანამ, სანამ ისინი სტრატს აიღებენ.
30 პროცენტამდე
აშშ–ის კოსმოსური ძალების სარდლობამ აგვისტოში გამოაქვეყნა სამხედრო დოქტრინა, რომლის მთავარი აზრი ისაა, რომ ორბიტაზე კონტროლი უნიკალურ შესაძლებლობებს გააჩენს საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვისა და ჩატარების კუთხით. დოკუმენტის ავტორები წერდნენ, რომ არმიების სარდლები ჯერ კიდევ უძველესი დროიდან ცდილობდნენ, ბრძოლის წინ შემაღლებული ადგილების დაკავებასა და ამ გზით სტრატეგიული უპირატესობის მოპოვებას — მოწინააღმდეგის მანევრებისა და ბრძოლის ველის დაუბრკოლებლად დანახვა მოულოდნელი შეტევის შესაძლებლობას სპობდა. XXI საუკუნეში კი ყველაზე ხელსაყრელი პოზიცია — ეს დედამიწის ახლო ორბიტაა და პენტაგონის აზრით, ის სწორედ ამერიკის კოსმოსურმა ძალებმა უნდა გააკონტროლოს.
დოქტრინა არ გამორიცხავს ორბიტაზე სტრატეგიული შეიარაღების ელემენტების განთავსებასაც. პენტაგონის მაშინდელმა შეფმა ჯეიმს მეტისმა 2018 წლის აგვისტოში თქვა, რომ კოსმოსი „სამხედრო მოქმედებების ახალი თეატრის“ სახით უნდა განვიხილოთ. მისი თქმით, „საკვანძო ფაქტორი – ეს კოსმოსში გაშვების აღმომჩენი გადამცემების განთავსებაა“. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ გადამცემების კვალდაკვალ ამერიკელებმა ორბიტაზე შემტევი შეიარაღებაც განათავსონ. ორბიტული რაკეტა-ჩამჭერების პროექტები, რომლებსაც საბჭოთა კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტების ჩამოყრა შეეძლოთ აფრენისას, აშშ–ს ჯერ კიდევ ცივი ომის წლებში ჰქონდა.
„კოსმოსის მილიტარიზაციაზე ტრამპის დრო ალაპარაკდნენ, — აცხადებს РИА Новости–სთან საუბრისას პოლიტოლოგ–ქმერიკანისტი სერგეი სუდაკოვი. — შეიქმნა კოსმოსური ჯარები, გაიზარდა ფრენების რაოდენობა. აშკარაა, რომ ე კურსი ბაიდენის დროსაც გაგრძელდება. აშშ–ს ყველა შანსი აქვს, ხორცი შეასხას კოსოსურ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პროექტს. ამერიკას მსოფლიოში ყველაზე დიდი თანამგზავრული დაჯგუფება ჰყავს, რომელიც გამუდმებით ივსება. ამასთან კოსმოსურ აპარატებს ფორმალურად არასახელმწიფო კომპანიების უშვებენ, მაგალითად, ილონ მასკის SpaceX–ი. ორბიტაზე არსებული ბევრი კომერციული თანამგზავრი სამხედრო საჭიროებებისთვისაც შეიძლება გამოიყენონ“.
და მაინც, ექსპერტის თქმით, ორბიტაზე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების კოსმოსური ეშელონის განთავსება პენტაგონს არ მისცემს საშუალებას, სრულად გაანეიტრალოს რუსეთის ბირთვული შეკავების პოტენციალი. უკეთეს შემთხვევაში კოსმოური ჩამჭერები ICBM–ის 30%-ს გაანადგურებენ სტარტზე. თუმცა, ტოტალური ბირთვული ომის შემთხვევაში, ესეც ძალიან ბევრია. ამასთან ზოგ ICBM–ს სახმელეთო ბაზირების ჩამჭერები გაანადგურებენ ევროპიდან და აშშ–დან, და ასევე ნატოს ხომალდებიც, რომლებიც Aegis–ის სისტემებითა და SM-2 და SM-3 რაკეტებითაა აღჭურვილი. შედეგად, საპასუხო–შემხვედრი ბირთვული დარტყმა უკვე იმდენად ძლიერი ვეღარ იქნება.
ომები კოსმოსში
„მოსკოვმა ბევრად უფრო ხისტად უნდა ირეაგიროს მსგავს ინიციატივებზე — დარწმუნებულია სუდაკოვი. — აუცილებელია განემარტოს ვაშინგტონს, რომ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ელემენტების განთავსება კოსმოსში — ეს casus belli–ა, რომელიც მაქსიმალურად მკაცრ რეაქციას მოითხოვს. თუ ჩვენ მათ გავაგებინებთ, რომ კოსმოსის მილიტარიზაცია — ეს წითელი ხაზია, მაშინ სულ ცოტა, ორბიტული ეშელონის განთავსებას მაინც დავამუხრუჭებთ“.
ამერიკული დოქტრინის თანახმად, კოსმოსური ჯარები ორბიტის უსაფრთხოებაზე აგებენ პასუხს და აშშ–ისა და მისი მოკავშირეების წვდომას უზრუნველყოფენ მასზე. გარდა ამისა, წარმოაჩენენ ძალას, რათა ოპონენტები დააშინონ და აიძულონ ისინი, შეცვალონ ქმედებები. ტვირთებსა და პერსონალს მრავალჯერადი ხომალდები მიიყვანენ ადგილებზე ინფორმაციის სწრაფი გადაცემის მიზნით ტაქტიკურ, ოპერატიულ და სტრატეგიულ დოეებზე მძლავრ თანამგზავრულ დაჯგუფებას ჩამოაყალიბებენ.
განსაკუთრებული როლი ეთმობა დაზვერვის, მონიტორინგისა და კავშირის ატმოსფეროსმიღმა აპარატებს.
აშშ–ისა და მისი ნატოელი მოკავშირეების არმიები ძალიან არიან დამოკიდებული თანამგზავრებზე. სწორედ კოსმოსშია თავმოყრილიჯარებისა და იარაღის, დაზვერვის, კავშირისა და ნავიგაციის ძირითადი საშუალებები. ორბიტაზე სამხედრო და ორმაგი დანიშნულების დაახლოებით ათასამდე აპარატი მორიგეობს.
დოქტრინის ავტორები ჯიუტად ირწმუნებიან, რომ ვაშინგტონის ყველა ოპონენტს აუცილებლად უნდა ჩამოერთვას ნებისმიერი ინფორმაციის მიღების უფლება ამერიკულ ორბიტულ დაჯგუფებაზე. საამისოდ პერსპექტიული ტავდაცვითი პროექტების სააგენტოში (DARPA) უკვე რამდენიმე წელია, რეალიზდება პროგრამა Blackjack–ი, რომელიც დაბალ ორბიტაზე ერთ ქსელში ჩართული ორასამდე მცირეგაბარიტიანი თანამგზავრის გაყვანას ითვალისწინებს. მიიჩნევა, რომ მათი აღმოჩენა შეუძლებელია.
ორბიტის გამოხშირვა
რუსეთის სამხედრო–კოსმოსური ძალები ფლობს ტექნიკურ შესაძლებლობებსა და სპეციალისტებს, რომლებსაც დასავლური თანამგზავრების ქმედებების დაფიქსირება შეუძლიათ. ორბიტული დაჯგუფების ნაბიჯების მიხედვით, რთული არ იქნება ბევრი რამის ამოცნობა იქიდან, რაც ნატოს შტაბებში აქვთ ჩაფიქრებული.
საერთაშორისო ვითარების გამწვავების შემთხვევაში, რუსეთი შეძლებს არა მარტო დააკვირდეს დასავლეთის თანამგზავრებს, არამედ ეფექტურადაც გაანადგუროს ისინი. ნოემბერში ყაზახეთის პოლიგონ სარი–შაგანზე წარმატებით გამოიცადა რაკეტა А-235 „ნუდოლი“, რომელიც ამერიკული ბალისტიკური რაკეტების ჩასაჭერადაა განკუთვნილი მოსკოვსა და რუსეთის დასავლეთში განლაგებულ სამრეწველო ობიექტებზე შეტევის შემთხვევაში. სპეციალისტების შეფასებებით, მისი შესაძლებლობები საკმარისია კოსმოსური ობიექტების გასანადგურებლად დაბალ ორბიტებზე.
ეს რაკეტა 2014 წლიდან იცდება. მისი უმთავრესი კოზირი მობილურობაა. აშშ–ის სამხედრო–საჰაერო ძალების სარდლობის ხელმძღვანელმა გენერალმა ჯონ რეიმონდმა განაცხადა, რომ თანამგზავრული ჩაჭერის რუსული რაკეტის გამოცდა აშშ–ის ინტერესების გამოწვევაა დედამიწის ახლო სივრცეში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!