მიმოხილვა: რა არის ცნობილი მეხუთე თაობის უახლეს მსუბუქ გამანადგურებელზე

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიСу-30СМ
Су-30СМ - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
გამოწერა
შეიარაღების გამოფენაზე МАКС-2021, რომელიც 20 ივლისს იხსნება, რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსტექი“ უცხოელ პარტნორებს პრინციპულად ახალ გამანადგურებელს სთავაზობს.
მას მსოფლიო სტანდარტების თავდაყირა დაყენება და წამყვანი დასავლური ქვეყნების ავიამრეწველობის მდგომარეობის „განულება“ შეუძლია.
კომპანია „სუხოის“ მეხუთე თაობის მსუბუქი მრავალმიზნობრივი გამანადგურებელი, როგორც მოსალოდნელია, ავიასალონის სენსაციად იქცევა. მანამდე „როსტექმა“ პირველად გამოაქვეყნა დამაინტრიგებელი ფოტო და ვიდეო: თვითმფრინავის კონტურები წარმოადგინა. საინტერსოა, რომ მსუბუქი გამანადგურებლის პირველი სადემონსტრაციო „სამიზნე“ უცხოური საბრძოლო ხომალდი გახდა, რომლის კონტურებიც ბრიტანულ Defender-ს ჩამოჰგავს. გამანადგურებლის პრემიერა МАКС-2021-ის გახსნის დღეს, 20 ივლისს შედგება ჟუკოვსკში.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ პირველი რუსული ერთძრავიანი მსუბუქი ტაქტიკური გამანადგურებელი ზებგერით სიჩქარეს ფლობს (ორ მახზე მეტი), არის ზემანევრირებადი, მცირე რადარშემჩნევადობისა და აქვს 18 ტონამდე ასაფრენი მასა. მისი შეიარაღება კლასიკური სარაკეტო-საქვემეხეა. რაკეტები შიდა ნაკვეთურებშიც შეიძლება განთავსდეს და გარე საკიდებზეც. ჰიპერბგერით რაკეტებს ახლო კოსმოსში შეუძლიათ სამიზნეების განადგურება. „სუხოის“ ახალ შედევრში გამოყენებულია Су-57-ის ტექნოლოგიური საფუძველი: რადიოლოკაციის მშთანთქმელი საფარი, ავიონიკა, შეიარაღება, ძრავა.
ახალი მანქანა ძირითადად ორიენტირებულია საექსპორტო ბაზარზე; დემო-ვიდეოში შესამჩნევია არგენტინის, ვიეტნამის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ინდოეთის წარმომადგენლები. რუსეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ოთხი წლის წინ გააფორმეს ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს მსუბუქი გამანადგურებლის — ღია პლატფორმის შექმნას, რომელზეც ნებისმიერი თაობის თვითმფრინავების გაყიდვაა შესაძლებელია — დაწყებული მეხუთე თაობიდან.
ავიასალონი МАКС - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2021
МАКС-2021: „როსტექმა“ უახლესი სამხედრო თვითმფრინავის ფოტო გამოაქვეყნა
მომავალში მრავალფუნქციური ერთძრავიანი თვითმფრინავი დიდი ალბათობით დააინტერესებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანას, დსთ-ის ჩათვლით — როგორც მძიმე გამანადგურებელ Су-57-ის ბიუჯეტური ალტერნატივა, რომ აღარაფერი ვთქვათ ამერიკული წარმოების სრულიად „ნედლ“ F-35-ზე.
უცხოელი კონკურენტების დაინტერესება „სუხოის“ ფუნდამენტურად ახალი მანქანის მიმართ მართლაც ძალიან დიდია და ის თანდათან ძლიერდება „როსტექის“ საიტზე ჩართული მთვლელის გამო, რომელიც „სენსაციამდე” დარჩენილ დროს ითვლის. ჟუკოვსკში ამ დროისათვის მსოფლიოს 65 ქვეყნის 120-ზე მეტი დელეგაცია იმყოფება.

ლეგენდის დაბადება

უახლესი გამანადგურებლის ტექნიკური მახასიათებლები სრულად არ საჯაროვდება, თუმცა სპეციალისტებისთვის „პორტრეტის შტრიხებიც“ მრავლისმეტყველია: დაბალი ხილვადობა სხვადასხვა დიაპაზონში, წნევის მაღალი წონის თანაფარდობა, მნიშვნელოვანი საბრძოლო დატვირთვა, საავიაციო იარაღის მოწინავე კომპლექსი, პილოტირებადი და უპილოტო ვერსიები.
რუსული დრონი „ორიონი“ - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2021
მიმოხილვა: რუსეთი უპილოტო საფრენი აპარატების გაყიდვას დაიწყებს
სავარაუდოდ, ახალი პილოტირებადი მოიერიშე თვითმფრინავებისა და მისი უპილოტო კლონების გამოჩენა საბრძოლო ავიაციის სტრატეგიასა და ტაქტიკას შეცვლის. პილოტირებადი გამანადგურებელი მსგავსი კონფიგურაციის დრონების ჯგუფის შემადგენლობაში შეუტევს — თვითმფრინავებს შორის ინფორმაციის მუდმივი გაცვლით. კრეისერული ზებგერითი სიჩქარე საშუალებას აჩენს, სწრაფად გაიზარდოს საბრძოლო თვითმფრინავების რაოდენობა სახიფათო მიმართულებით. მოწინააღმდეგესთან მიახლოებისას იარაღის გამოყენება იქნება აქტიური და უწყვეტი, რაც მინიმუმამდე შეამცირებს საპასუხო დარტყმის ალბათობას.
დრონების ხელოვნური ინტელექტი განსაზღვრავს კურსს, აწარმოებს დაზვერვას, დაფარავს პილოტირებად მანქანას მოწინააღმდეგის გამანადგურებლებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისგან. დამატებით დაცვას უზრუნველყოფს ახალი თაობის რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემა. ახლ მანქანას შეუძლია უზრუნველყოს უწყვეტი სფერული ხედვა და ზეშორი აღმოჩენა რადიოლოკაციის რეჟიმში. პლატფორმის ღიაობა მეექვსე და მეშვიდე თაობების გამანადგურებლის შექმნის შესაძლებლობასაც კი იძლევა.
Су-57 - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2021
მიმოხილვა: რუსული Су-57 იარაღის ბაზარზე - იმპორტიორების რიგი
ერთძრავიანი გამანადგურებლები ისეა დაპროექტებული, რომ ორძრავიან მანქანებთან შედარებით მისი წარმოება იაფი დაჯდეს, ხოლო საექსპლუატაციო და მომსახურების ხარჯებზე მოთხოვნილება დაბალი იყოს. როგორც მოსალოდნელია, ახალი რუსული გამანადგურებელი საექსპორტო ბაზრებზე იქნება ორიენტირებული, სადაც წამყვანი კონკურენტი ამერიკული F-35A და ჩინური J-10C-ია. „სუხოის“ ახალი მანქანის პოტენციურ ექსპორტიორებად მიიჩნევიან ბელარუსი, ეგვიპტე, ირანი და ინდოეთი.

დასავლეთი ვერ დაეწევა

შეფუთული თვითმფრინავის დისტანციური შეფასების მეთოდიკა შესაძლოა ბოლომდე ობიექტური არ იყოს, მაგრამ სპეციალიზებული გამოცემა The Drive მაინც აღნიშნავს რუსი კონსტრუქტორების დაბალანსებულ მიდგომას დანახარჯებისა და მცირე ხილვადობის ეფექტისადმი. გამოცემა ასევე „ხედავს“ მცირე სიშორის „ჰაერი-ჰაერი“ ტიპის რაკეტებისთვის განკუთვნილ დამატებით ნაკვეთურებს, რომლებიც შასების წინაა განთავსებული — Су-57-ის ანალოგიურად.
„ისკანდერის“ რაკეტის მომზადება გასაშვებად - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2021
„აკრძალვის ზონა“: რუსული „ისკანდერები“ ახალი რაკეტებით აღიჭურვა
ჟურნალი Military Watch შენიშნავს, რომ იდუმალ რუსულ თვითმფრინავს ორმაგი კუდი აქვს, გარედან დახრილი — ძალიან ჰგავს ამერიკულ F-35-ს, რომელიც ადრე მსოფლიოში ერთადერთ ერთძრავიან სტელსის ტიპის გამანადგურებლად მიიჩნეოდა. გამოცემის ვარაუდით, ახალი რუსული გამანადგურებელი მნიშვნელოვნად მოიგებს ზემანევრირებადობისა და სუპერკრეისერული შესაძლებლობებით, რაც აშკარად არ ჰყოფნის F-35-ს. ეს მცირე ზომის თვითმფრინავია, ბევრად დაბალი საექსპლუატაციო დანახარჯებით. 
მიიჩნევა, რომ ახალი „უჩინარი“ МиГ-29-ის მთელ რუსულ პარკს შეცვლის.
ანალიტიკური გამოცემა The National Interest ახალი „სუხოის“ ენერგოშეიარაღებას ამერიკულ სტელს-მანქანებს ადარებს. შედარება ამერიკული ტექნოლოგიების სასარგებლო არ არის. რუსული გამანადგურებლის წევის ვექტორის მართვა პილოტს რეაქტიული ძრავის წევის ორიენტაციის საშუალებას აძლევს მოძრაობის ტრაექტორიის მიუხედავად. და ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა ახლო ბრძოლაში. ამერიკელები აშკარად დააფიქრა უახლესი რუსული ერთძრავიანი გამანადგურებლის საბრძოლო და კომერციულმა უპირატესობებმა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0