მიმოხილვა: რატომ ამბობს პენტაგონი უარს გამანადგურებელ F-35-სა და მოიერიშე დრონ Reaper-ზე

© photo: Sputnik / Sergey Mamontov / გადასვლა მედიაბანკშიF-35 Lightning II
F-35 Lightning II - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2021
გამოწერა
აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო იძულებულია, უტილიზაციაზე გაგზავნოს მრავალმიზნობრივი გამანადგურებელი F-35 და სადაზვერვო-მოიერიშე დრონები MQ-9 Reaper-ი.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთისა და ჩინეთის მაღალტექნოლოგიური შეიარაღების შესაძლებლობები გააანალიზეს. 

შეერთებულ შტატებში გრძელდება დისკუსია მეხუთე თაობის გამანადგურებელ F-35-ის ბედზე. მანამდე აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებში აღიარეს, რომ პროექტი ჩავარდა. როგორც დენ ჰეიზერმა განაცხადა: „F-35 რჩება ძვირადღირებულ პროტოტიპად, რომელიც მასიურ წარმოებაშია ჩაშვებული“.

 С-400 „ტრიუმფი“ - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
მოსაზრება: რუსეთს ნატოს 8000 ფრთოსანი რაკეტისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია

პირველი მოდიფიკაციის უჩინარი გამანადგურებელი F-35A შეერთებულ შტატებში შესაძლოა მალე შეიარაღებიდან მოიხსნას და ჯართში გაიგზავნოს.

უპილოტო საფრენი აპარატი Reaper MQ-9 კი იმის გამო დაიწუნეს, რომ მათ რუსეთი, ჩინეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გადალახვის უნარი არ აქვთ. მას შემდეგ, რაც ტექნოლოგიურ მოწინააღმდეგესთან ახლო ბრძოლაში Reaper-ის გამოუსადეგარობის თაობაზე ოფიციალური დასკვნა გაკეთდა, პენტაგონმა უარი თქვა მათი რაოდენობის გაზრდაზე და 172 მლნ დოლარს ითხოვს კალიფორნიაში General Atomics-ის საწარმოო ხაზის დასახურად.

შტაბების მეთაურების გაერთიანებულიკომიტეტის თავმჯდომარემარკ მილიმ განაცხადა, რომ აუცილებელი ინვესტირება იმ საბრძოლო პლატფორმებში, დაზვერვისა და დაკვირვების სისტემებში, რომლებიც ნამდვილად ფლობენ შეღწევის უნარებს. შევნიშნავთ, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები მსოფლიოში ერ-ერთ ყველაზე ძველ ფლოტს იყენებს, თვითმფრინავის საშუალო ასაკი 28 წელია. მაგალითად, მეხუთე თაობის გამანადგურებელ F-22-ების ჩამოწერას 2030 წლისთვის დაიწყებენ.

რუსული წყალქვეშა ნავი „ვლადიმირ მონომახი“ - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
მიმოხილვა: რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი სტრატეგიულად ვითარდება

სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელობა უკვე რამდენიმე წელია ითხოვს მოძველებულ სისტემებზე უარის თქმას და აშშ-ის კონგრესისთვის მიმართვასაც გეგმავს 2022 წლის ბიუჯეტის განხილვისას, რათა 421 ძველი გამანადგურებელი 2026 წლამდე ჩამოიწეროს და ისინი 304 ახალი გამანადგურებლით შეიცვალოს. აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალები, იმისათვის, რომ „საფრთხეებს არ ჩამორჩნენ“, დამატებით 6-7 მილიარდს მოითხოვს წელიწადში. თეთრმა სახლმა აპრილში განაცხადა, რომ მომდევნო ფინანსურ წელს თავდაცვის ბიუჯეტის 735 მილიარდი დოლარიდან პენტაგონი 717 მილიარდს მიიღებს - 10 მილიარდით მეტს, ვიდრე 2021 წელს. სამხედრო ხარჯები იზრდება, ტექნოლოგიები კი ჩამორჩება.

„უჩინრების“ უტილიზაცია

F-35 Lightning II-ის კონსტრუქტორებმა თავიდანვე არაერთი ეფექტური, ძვირადღირებული და არასწორი ტექნოლოგია აიღეს და მათგან თვითმფრინავი „გამოძერწეს“, რომელსაც დღეს მხოლოდ პრობლემები მოაქვს:

  • არ აქვს საკრეისერო ზებგერითი სიჩქარე ფორსაჟის გარეშე, ხოლო ფორსაჟზე ბორტი დაშლას იწყებს;
  • არ არის ეფექტური თანამედროვე საფრთხეებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების წინააღმდეგ;
  • აქვს 870-ზე მეტი სერიოზული ნაკლი, მათ შორის 10 კრიტიკულია;
  • დროული ტექნოლოგიური მომსახურებისთვის მაკომპლექტებლების ავტომატიზებული მიწოდების პრობლემა არ იძლევა თვითმფრინავების პარკის ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნების საშუალებას.

აუხსნელი პარადოქსი: F-35A-ს ტექნოლოგიურად ყველაზე მარტივი პირველი მოდიფიკაციები უფრო ბრძოლისუნარიანია და უფრო ხარჯიანი, მათთვის საბრძოლო მასალების „შოვნა“ ძნელია.

ამერიკული  F–35  - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
მიმოხილვა: F-35-მა საკუთარი თავი გაინადგურა

ამასობაში რუსეთმა უახლესი რადიოლოკაციური სადგურ Небо-М-ის ქსელები გაშალა, რომლებიც მეხუთე თაობის სტელს-თვითმფრინავებს - F-22-ებსა და F-35-ებს 600 კმ მანძილზე ხედავენ. საზენიტო-სარაკეტო სისტემები С-400 „ტრიუმფი“ უჩინარ თვითმფრინავებს ასეთივე მანძილზე ხედავს და აქვს მათი 400 კმ მანძილზე განადგურების უნარი. რუსეთს აღნიშნული სისტემები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში გააქვს ექსპორტზე და საჭშირო არ არის იმის ახსნა, რა მოჰყვება ამერიკულ ტექნოლოგიურ ჩამორჩენას საბრძოლო პირობებში.

პენტაგონი Lightning II-ის პრობლემის გადაჭრის რამდენიმე ვარიანტს განიხილავს - ექსპლუატაციიდან მოხსნისა და ჯართად დაჭრისა და ასევე F-35A-ს პირველი მოდიფიკაციების მოკავშირეებისთვის გადაცემის ჩათვლით. სავარაუდოდ, მორალურად მოძველებულ „უჩინარებს“ ნატოელ აღმოსავლეთევროპელ მოკავშირეებს გადასცემენ, რომლებიც ჯერჯერობით საბჭოთა წარმოების თვითმფრინავებს იყენებენ (МиГ-29-ებს ბულგარეთი და პოლონეთი, МиГ-21-ებს - რუმინეთი) და ეტაპობრივად ცვლიან მათ ნახმარი F-16-ებით – მესამე ხელიდან. მანამდე პოლონეთმა 4,6 მილიარდიან კონტრაქტს მოაწერა ხელი 32 ერთეული F-35A-ს ამერიკიდან შეძენაზე. თუმცა იგივე თანხით ორ-სამჯერ მეტი ჩამოწერილი „უჩინარების“ ყიდვაა შესაძლებელი.

„ბურევესტნიკის“ გამოცდა - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
მიმოხილვა: რატომ აშფოთებს პენტაგონს რუსული „ბურევესტნიკის“ შესაძლებლობები

იდეალური პლატფორმა

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები უარს ამბობს დრონ MQ-9 Reaper-ების შეძენაზე. ახლო აღმოსავლეთში პენტაგონის ოპერაციების კურატორმა, საზღვაო ქვეითთა გენერალმა კენეტ მაკენზიმ განაცხადა, რომ MQ-9 სიცოცხლისუუნაროა მაღალი კლასის მოწინააღმდეგეებთან. სამხედრო-საჰაერო ძალები მათ შეცვლას განიხილავს - ისეთი უპილოტო საფრენი აპარატებით, რომლებსაც საბრძოლო შესაძლებლობების ფართო დიაპაზონში შეეძლება მუშაობა. თავის მხრივ, მწარმოებელი General Atomics-ი ირწმუნება, რომ MQ-9-ს მნიშვნელოვანი სამოდერნიზაციო პოტენციალი აქვთ და მათზე უარის თქმა არ ღირს: „ეს იდეალური პლატფორმაა ექსპერიმენტებისთვის“.

სადაზვერვო-მოიერიშე MQ-9 Reaper-ი შეიარაღებაში 2007 წელს შევიდა და მოიერიშე უპილოტო Predator-ი ჩაანაცვლა. ისინი 2009 წლიდან ანადგურებდნენ ალ-ქაიდას ობიექტებს ირანში, პაკისტანში, იემენსა და სხვა ქვეყნებში. უპილოტო საფრენი აპარატების ძირითადი შეიარაღება - ეს მაღალხარისხიანი რაკეტა AGM-114 Hellfire, პირდაპირი მოქმედების GBU-38 და ლაზერული დამიზნების ბომბა GBU-12-ია.

რუსული დრონი „მონადირე“ - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2021
რუსული „მონადირე“ - შედარება ამერიკულ და თურქულ დრონებთან

პროექტშია MQ-9 Reaper-ის აღჭურვა რაკეტა AIM-92 Stinger-ებით. უცნობია, რა ტიპის საბრძოლო მასალით მოიკლა ბაღდადის აეროპორტში 2020 წლის იანვარში ირანელი გენერალი ქასემ სულეიმანი, მაგრამ სწორედ ეს უპილოტო საფრენი აპარატი იყო ამ შეტევის პლატფორმა.

ამერიკული უპილოტო MQ-9 Reaper-ები 2021 წლის გაზაფხულზე რუმინეთში განთავსდა დაზვერვისა და დაკვირვებისთვის. მანამდე ისინი გაჩნდა პოლონეთსა და ესტონეთში. თუმცა MQ-9 Reaper-ის ძირითადი სპეციალიზაცია – ეს ჯიჰადისტების წინააღმდეგ ბრძოლაა, რომლებსაც არ გააჩნიათ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები. ამერიკულ დრონს არ აქვს ტექნოლოგიურად თანასწორი მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი. გამოცემა Military Watch-ის მონაცემებით, ჩინეთმა მსოფლიოში პირველმა განათავსა უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებსაც ჰიპერბგერითი სიჩქარით ფრენის უნარი აქვთ.

დამაჯერებლად სწავლობს ფრენას რუსული მძიმე მოიერიშე დრონი ხელოვნური ინტელექტით „მონადირეც“, რომელიც შეიარაღებაში 2024 წლისთვის უნდა შევიდეს.

გამანადგურებელი F-35 - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
მიმოხლვა: გამანადგურებელ F-35-ის თავზე კვლავ იღრუბლება

დასავლეთში მაშინვე შენიშნეს, რომ მძლავრი „მონადირის“ დანიშნულება სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტებში მონაწილეობა, მეხუთე თაობის გამანადგურებლების ჰაერში, და დაცული სტრატეგიული ობიექტების მიწაზე განადგურებაა. მცირე შემჩნევადობის, რეაქტიული ძრავის მქონე დრონი დაახლოებით 1000 კმ-ს ავითარებს საათში, შეუძლია 6 ტონამდე საბრძოლო ტვირთი ზიდოს და იმოქმედოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცის სისტემების მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის პირობებში. პენტაგონს დღეს მსგავსი არაფერი არ აქვს.

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა მხოლოდ 2020 წლის ივნისშიღა გამოითხოვეს აეროკოსმოსური დარგიდან ინფორმაცია მომდევნო თაობის უპილოტო პლატფორმაზე. Reaper-ის ჩანაცვლება 2031 წელზე ადრე მოსალოდნელი არ არის. MQ-9ის 70 დრონის მანამდე გამოცხადებული მოდერნიზაცია M2DO-ის კონფიგურაციამდე, ტექნოლოგიურ რევოლუციას ვერ ახდენს. ამერიკელები მათთვის უჩვეულო როლში აღმოჩნდნენ, როდესაც იძულებული არიან, დამწევის როლში იყვნენ თავდაცვის სფეროში.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

ყველა ახალი ამბავი
0