რატომ მოხვდა გამანადგურებელი F-35 ხუთ ყველაზე უარეს ამერიკულ თვითმფრინავს შორის

F-35 - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2021
გამოწერა
მიუხედავად ბოლოდროინდელი „ჰიპერბგერითი“ წარუმატებლობისა, აშშ-ს მაღალტექნოლოგიური იარაღის განვითარების კრიზისს ყველაზე ნათლად გამანადგურებელი F-35 Lightning II ასახავს, რომელიც ამერიკელმა სპეციალისტებმა „ხუთ ყველაზე უარეს თვითმფრინავს“ შორის შეიტანეს.
ამერიკელმა სამხედრო ანალიტიკოსებმა შეადგინეს ყველაზე წარუმატებელი საავიაციო პროექტების სია და მეხუთე თაობის გამანადგუებელი F-35 Lightning II სრულიად დამსახურებულად შევიდა პენტაგონის ისტორიაში ხუთ ყველაზე უარეს თვითმფრინავთა ხუთეულში. „ფრთოსან ურგებთა“ შორის ასევე აღმოჩნდნენ ამერიკული გამანადგურებლები: Convair F-102 Delta Dagger, Grumman F-11 Tiger, Vought F7U Cutlass და Bell P-59 Airacomet (https://riafan.ru/1524668-istrebitel-f-35-okazalsya-v-pyaterke-hudshih-amerikanskih-samoletov-po-versii-ni), რომლებმაც სხვადასხვა დროს ვერ გაამართლეს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების იმედები.
F-35 Lightning II - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2021
მიმოხილვა: რატომ ამბობს პენტაგონი უარს გამანადგურებელ F-35-სა და მოიერიშე დრონ Reaper-ზე
მანამდე აშშ-ის არმიის შეიარაღების ყველაზე ცუდ ნიმუშებს შორის სტელს-გამანადგურებელი F-35 ამერიკულმა პორტალმა Business Insider-მაც შეიყვანა (https://ria.ru/20190602/1555181828.html). სააგენტო Bloomberg-ი იუწყებოდა, რომ ამერიკული „ელვები“ შესამჩნევად ჩამორჩებოდა რუსეთისა და ჩინეთის სწრაფად განვითარებად ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს. (https://voennoedelo.com/posts/id15522-v18yv5te9abkroxnuaqb). და მაინც ამერიკული „უჩინრები“ ჩვენს გაოცებას განაგრძობს.
პენტაგონში 2025 წლისთვის საბრძოლო მწყობრში 1700 ერთეული F-35-ის შეყვანა იგეგმებოდა (https://www.washingtonpost.com/wp-dyn/content/article/2009/07/16/AR2009071603872.html), მაგრამ 2021 წლის სექტემბრისთვის „ელვა“ ვერა და ვერ მომწიფდა სერიული წარმოების ოფიციალურად დასაწყებად. აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები დღეს დაახლოებით სამას F-35-ს იყენებს, ხოლო ახალი მანქანების აგებას განზრახ ზღუდავენ „პიკით“ — 2023 წელს 156 ერთეულამდე და შემდეგაც (https://www.airforcemag.com/f-35-production-set-156-per-year-until-completion/). 1,5 ტრილიონ დოლარად ღირებულ მინავლებულ პროექტს ამერიკელი სპეციალისტები უკვე დიდი ხანია უწოდებენ „ეროვნულ კატასტროფას“ (https://nationalinterest.org/blog/the-buzz/the-f-35-14-trillion-dollar-national-disaster-19985). შეინიშნება აშშ-ის არმიის, საჰაერო ძალებისა და საზღვაო ძალების მაღალტექნოლოგიური იარაღის დეგრადაციის ტენდენცია.
Истребитель F-35 - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2021
მიმოხილვა: F-35-მა საკუთარი თავი გაინადგურა

ახალი თაობა

პენტაგონი გამუდმებით და არა პირველად აყოვნებს F-35- ის სერიული წარმოების ოფიციალურ დამტკიცებას, ანუ ამერიკელი მფრინავები და მოკავშირეები დაფრინავენ ოფიციალურად „დაუმთავრებელი“ მანქანებით (კუბოებით) და მარკეტინგის ეს ხაზი უნებლიე აღტაცებას იწვევს. F-35 გამანადგურებლის საოპერაციო ხარჯები საათში დაახლოებით 35,000 დოლარია (https://nationalinterest.org/blog/buzz/f-35-cost-critics-have-no-idea-what-they-are-talking-about-190764).მიიღეს რა 700 ასეთი თვითმფრინავი, ამერიკელი და უცხოელი დამკვეთები უფრო საიმედო და ნაკლებად ძვირადღირებულ შემცვლელს ეძებენ.
პერსპექტივაში აშშ-ის საჰაერო ძალები აპირებენ გამოიყენონ ახალი, უფრო მძლავრი და ეკონომიური ძრავები F-35A– ზე Adaptive Engine Transition Program-იდან რომლებიც ზომებით არ შეესაბამება F-35C-სა და F-35B-ს. თუ სამხედრო-საჰაერო ძალები მაინც მოახდენს ახალი ძრავის ინტეგრაციას, ეს მკვეთრად გაზრდის F-35-ის პარკის საექსპლუატაციო ხარჯებს — სპეციალისტებს ორი ტიპის ძრავის მომსახურება მოუწევთ, განსხვავებული დეტალებითა და თანამდევი აღჭურვილობით. აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მინისტრი ფრენკ კენდალი მეტად სკეპტიკურად ეკიდება F-35-ისერთ საათ ფრენაზე ხარჯების 25000 დოლარამდე შემცირებას 2025 წლისთვის (https://www.airforcemag.com/air-force-wants-new-engine-for-f-35-if-its-affordable/). ამგვარად, „ელვის“ სამშვიდობო ექსპლუატაციაც კი მცირე ომზე გამანადგურებლად გამოიყურება.
Истребитель F-35 Lightning II израильских ВВС на показательных выступлениях в военно-воздушной базе Хатцерим (27 декабря 2017). Пустыне Негев, Израиль - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2021
მოსაზრება: რატომ გადადო შეერთებულმა შტატებმა F-35-ის სერიული წარმოება
„უჩინრის“ საბრძოლო ეფექტურობა ოფიციალურად არც პენტაგონს დაუმტკიცებია, არც აშშ-ის მოკავშირეებს სამხედრო კონფლიქტების ზონებში. პირიქით, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისრაელის F-35 რუსული წარმოების „მიწა-ჰაერის“ ტიპის რაკეტა ЗРК С-200-მა გაანადგურა 2017 წელს (იმ დღეს, როდესაც რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ისრაელში იმყოფებოდა პრემიერ ბენიამინ ნათანიაჰუსთან და თავდაცვის მინისტრ ავიგდორ ლიბერმანთან მოსალაპარაკებლად). ისრაელელებმა მაშინ განაცხადეს, რომ F-35 ფრინველთან შეჯახების შედეგად დაზიანდა, თუმცა ფოტოგადაღებამ ეს ვერსია არ დაადასტურა (https://nationalinterest.org/blog/reboot/did-russian-made-missile-hit-israeli-f-35-stealth-fighter-2017-194071). რადარებზე „ელვის“ ხილვადობა არაერთხელ დაადასტურეს რუსეთისა და თურქეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების სპეციალისტებმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელების კიდევ ერთი ამბიციური პროექტი — მეხუთე თაობის გამანადგურებელი F -22 Raptor-ი 1981 წლიდან იმდენად დიდი ხანია ვითარდება, რომ დასრულებამდე უკვე მრავალი თვალსაზრისითაა მოძველებული (https://nationalinterest.org/blog/reboot/what-killed-f-22-raptor-194065). თავდაპირველად აშშ-ის საჰაერო ძალებს 750 F-22-ის მიღება ჰქონდა დაგეგმილი (თითოეული 35 მილიონი აშშ დოლარი), 1997 წლისთვის აშშ-ის ადმინისტრაციამ შეკვეთა 339 თვითმფრინავამდე შეამცირა, 2003 წლისთვის — 277-მდე. საბოლოოდ მხოლოდ 187 გამანადგურებელი აიგო და F-22 Raptor-ის წარმოება შეწყვიტეს. აშკარაა, რომ ისტორია F-35-ის პროგრამის ფარგლებში შემთხვევაშიც მეორდება, მაგრამ ამერიკელებს ოდნავაც არ აღელვებს. აშშ-ის. აშშ-ის საჰაერო ძალები ახალ ამბიციურ ამოცანებს ისახავენ ჰაერში უპირობო უპირატესობის მისაღწევად.
Су-27 оттеснили истребители НАТО от борта Шойгу - видео - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2021
მიმოხლვა: გამანადგურებელ F-35-ის თავზე კვლავ იღრუბლება

ფიზიკის კანონების მიუხედავად

აშშ-ს მაღალჩინოსანმა სამხედრო მეთაურმა მარკ კელიმ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში აშშ-ის საჰაერო ძალები ოპტიმიზირებულია „ხელსაყრელ გარემოში“ საომარი მოქმედებებისთვის, და რევოლუციურ ცვლილებებს მოითხოვს, რათა „მთავარ მოწინააღმდეგესთან“, ანუ ჩინეთთან მაღალი ინტენსივობის კონფლიქტი მოიგოს. კელის თქმით, ჩინეთის შეიარაღებული ძალების სტრუქტურა და სისტემები „იმგვარადა პროექტირებული, რომ საომარი მოქმედებების პირველ 30 საათში იმაზე მეტი დანაკარგები მოგვაყენოს, ვიდრე ახლო აღმოსავლეთში განვიცადეთ ბოლო 30 წლის განმავლობაში“ (https://www.airforcemag.com/war-with-china-will-end-badly-if-usaf-gives-up-air-supremacy/).
გენერალმა კელიმ აღნიშნა, რომ რუსეთმა შეძლო ყირიმის „ანექსია“, ხოლო ჩინეთმა თავისი უფლებების შესახებ განაცხადასამხრეთ ჩინეთის ზღვის ნაწილებზე „ერთი გასროლის გარეშე“, რადგანაც შეერთებულ შტატებს გაუჭირდა ასეთ სიტუაციებთან გამკლავება მოწინააღმდეგის განვითარებული საჰაერო თავდაცვის სისტემების გამო. იმისათვის, რომ დაიბრუნოს უპირატესობა მსოფლიოში, შეერთებულმა შტატებს უნდა ჰქონდეს „სადავო სუვერენულ საჰაერო სივრცეში" შეღწევის შესაძლებლობა თავისი საჰაერო ძალების დახმარებით. ცხადია, ავღანეთში 20 წელზე მეტი ხნის წარუმატებელი საომარი მოქმედებებით ამერიკელებმა ვერაფერი გაიგეს, ისინი ახალი ომებისთვის ემზადებიან.
ამერიკული გამანადგურებელი - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2017
ამერიკულმა გამანადგურებელმა F-35-მა ფრენისას დეტალი დაკარგა
გენერალ კელის მიაჩნია, რომ დაუმთავრებელი ამერიკელი გამანადგურებლები არც ისე შორეულ მომავალში შეძლებენ ეგრეთ წოდებულ A2/AD (Anti-Access/Area-Denial-ში შეღწევას (მაღალი საფრთხის ზონებში, სადაც ნატოს ჯარებს მათთვის მიუღებელი ზიანის გარეშე შესვლა არ შეუძლიათ) ნებისმიერი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გარღვევით, მოწინააღმდეგის ავიაციისა და მნიშვნელოვანი ობიექტების განადგურებით. ამერიკული პროგრამა მეექვსე თაობის გამანადგურებელ Next Generation Air Dominance-ს შესახებ (https://www.gazeta.ru/army/2021/09/08/13964954.shtml) მიზნად ინტეგრირებული სისტემების მთელი ოჯახის ფორმირებას ისახავს: პილოტირებადი თვითმფრინავების, დრონების, კოსმოსური აპარატებისა და კიბერპლატფორმებისა. ვნახოთ.
ამ მაღალტექნოლოგიურ პროექტში არაფერია პრინციპულად ახალი. გამოსჭვივის წინანდელი რწმენა „ამერიკული განსაკუთრებულობისა“ და კიდევ არქაული სწრაფვა მსოფლიოზე შეიარაღებული ბატონობისა — მიუხედავად მრავალპოლარული სამყაროს არსებული რეალობისა. მაგრამ უიმედო F-35-ები და ცუდად მფრენი (ცდებზე) ამერიკული ჰიპერბგერითი რაკეტები ქრონიკული ფორმის ტექნოლოგიურ ჩამორჩენაზე მეტყველებს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!
ყველა ახალი ამბავი
0