მოსაზრება: რატომ გადადო შეერთებულმა შტატებმა F-35-ის სერიული წარმოება

© photo: Sputnik / Sergey Mamontov / გადასვლა მედიაბანკშიF-35 Lightning II
F-35 Lightning II - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ კიდევ ერთხელ გადადო F-35 Lightning II-ის სერიული წარმოების დაწყება.

გამანადგურებელი მზად არ არის გამოცდებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ უნდა ჩაებარებინა. შეერთებულმა შტატებმა აშკარად ზედმეტად შეაფასა თავისი ტექნოლოგიური შესაძლებლობები და 2021 წლის იანვარში „მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მასშტაბური, 1,6 ტრილიონ დოლარად შეფასებული შეიარაღების პროგრამა“ მეხუთე თაობის F-35-ის მცირესერიულ 615 მოდიფიკაციაზე გაიყინა.

Су-57  - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: გამანადგურებელი Су-57 — ნაბიჯი მეექვსე თაობისკენ

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ელერდ ლორდმა F-35 Lightning II-ის 2021 წლის მარტისთვის დაგეგმილი სერიული წარმოება გადადო. მთავარი მიზეზი – ტექნიკური პრობლემებია. გამანადგურებელს არაერთი ნაკლი აქვს და ამასთან ვერ დაამტკიცა ეფექტურობა თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებთან ბრძოლაში.

F-35-ის სხვადასხვა მოდიფიკაციები 2011 წლიდან გამოდის. გამანადგურებელი შეიარაღებაში 2014 წელს შევიდა. დღეისათვის დაგეგმილი 3200-დან აგებულია 600-ზე მეტი „უჩინარი“, მაგრამ პენტაგონის ოფიციალური გადაწყვეტილება F-35-ის სერიულ წარმოებაზე – ეს არის გამანადგურებლის საბრძოლო მზადყოფნის გარანტია, ანუ „ხარისხის ნიშანი“ უცხოელი დამკვეთებისთვის და ამერიკელი გადასახადების გადამხდელებისთვის. არ არის აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება – არ არის მაღალი საბრძოლო მზადყოფნა, ნამდვილი ხარისხი და მოთხოვნა საზღვარგარეთიდან.

Су-57  - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: მოიერიშე დაჯგუფება - პირველი სერიული Су-57 და უპილოტო „მონადირე“

F-35 პერსპექტივები ბუნდოვანია, პენტაგონი გადაწყვეტილების მიღებას რამდენიმე წელია ზედიზედ აყოვნებს. კიდევ რამდენიმე თვე გავა მანამ, სანამ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის სპეციალისტთა ახალი გუნდი მთელ ინფორმაციას მიიღებს F-35-ის დამოუკიდებელი ტექნიკური ექსპერტიზისა და მისი სერიული წარმოების შესახებ 2046 წლამდე. „უჩინარების“ ექსპლუატაციიდან მოხსნა 2070 წლისთვის იგეგმება. გეგმები ფანტასტიკურია, ხოლო პრაქტიკული ექსპლუატაცია იმედს უცრუებს სპეციალისტებს. F-35 Lightning II ბევრი პარამეტრით ჩამორჩება მეხუთე თაობას. ესენია: ბგერითამდე კრეისერული სიჩქარე, რადარებზე ხილვადობა, მაღალი ავარიულობა. მისი სერტიფიცირება 2023 წლისთვის არის დაგეგმილი, თუმცა ეს მიჯნა შეიძლება კიდევ გადაიწიოს.

ამერიკული ოცნება

F-35 Lightning II-ის საექსპლუატაციო ხარჯები ბევრად მეტია, ვიდრე მეოთხე თაობის გამანადგურებლებისა, რაც სახელმწიფო ჩინოვნიკებს აიძულებს დეჭვდნენ, რამდენად მიზანშეწონილია დიდი რაოდენობით „უჩინარების“ შესყიდვა. მაგრამ ინვესტიციები F-35-ის პროგრამაში იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი გაუქმება შეუძლებელია. გარდა აშშ-ისა, ფული ჩადებული აქვს ბელგიას, დიდ ბრიტანეთს, პოლონეთს, იტალიასა და სხვა ქვეყნებს. ამერიკულმა ჟურნალმა Military Watch-მა 3 იანვარს განაცხადა: დასავლეთში მეხუთე თაობის ერთადერთი გამანადგურებელი F-35 „ძალიან შორსაა სრული საბრძოლო მზადყოფნისგან და შეიძლება გამოუსადეგარი აღმოჩნდეს მაღალი ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებებისთვის 2025 წლამდე“.

С-400 „ტრიუმფი“ - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: ვინ აპირებს რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა С-500-ის შეძენას

მანამდე აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ არაერთხელ თქვა უარი ახალი F-35-ის მიღებაზე ტექნოლოგიური წუნის გამო, რომელიც ორასამდე მანქანაში აღმოაჩინეს. პენტაგონი საკუთარ ანგარიშში აღნიშნავდა, რომ F-35-ების მუშაობის ვადა „შეიძლება სულ 2100 საფრენ საათს შეადგენდეს“. თავდაპირველად გამანადგურებელი 8000 საფრენ საათზე იყო გათვლილი.

მიუხედავად ნაკლებისა, სხვადასხვა მოდიფიკაციის F-35-ები პარადოქსულად იყიდება საზღვარგარეთ და რვა ქვეყანაშია ექსპლუატაციაში შესული. თავის „უჩინრებს“ ელოდებიან დიდი ბრიტანეთის, საბერძნეთის, დანიის, ისრაელის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, იაპონიის სამხედრო-საჰაერო ძალები. მარტო ისრაელმა 50 გამანადგურებელი F-35 დაუკვეთა და კიდევ ორი ათეული „უჩინარის“ შეძენა სურს. როგორც ჩანს, მფრინავი ოცნებისთვის კარგად ფრენა აუცილებელი არ არის, თუ კარგად იყიდება.

F-35 Lightning II-ის ხშირი ავარიები ამ მანქანას მძიმე ბედს უქადის მომდევნო წლებში. და თუ უახლესი ამერიკული გამანადგურებელი მშვიდობიანი ექსპლუატაციის პირობებშია ტექნოლოგიურად მოწყვლადი, საომარ მოქმედებებში, მაგალითად, რუსულ Су-27-თან შეხვედრას ცუდად დაამთავრებს.

საზენიტო კომპლექსი  - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: რუსული საზენიტო კომპლექსი - საუკეთესო იარაღი დრონებთან ბრძოლისთვის

ამერიკული გამანადგურებლის წუნის რაოდენობა ხუთამდე შეამცირეს, თუმცა ესეც ძალიან ბევრია 80-დან 130-მდე მილიონ დოლარად ღირებული მანქანისთვის.

მანამდე ასევე წარუმატებლად ცნეს მეხუთე თაობის F-22 Raptor-ის შექმნა. ამ მანქანის მთელი პროგრამის სიცოცხლისუნარიანობამ მნიშვნელოვნად ჩამოშალა ძვირადღირებული ტექნიკური მომსახურებაც. აშშ-ის მთავრობის ფინანსური პალატის 2020 წლის 29 ნოემბრის მონაცემებით, აშშ-ის სამხედრო-შეიარაღებული ძალების მთავარი გამანადგურებელი F-22 Raptor უცვლელად რჩებოდა ყველაზე ცუდ თვითმფრინავად საბრძოლო მზადყოფნის კუთხით - ტექნიკური მოსახურებისა და საექსპლუატაციო ხარჯებისადმი უკიდურესად მაღალი მოთხოვნების გამო. თუ მშვიდობიან დროს ამ მანქანების პარკის მხოლოდ დაახლოებით ნახევარია სამუშაო მდგომარეობაში, მაშ რა იქნება ომში?

F-35 Lightning II-ის შემთხვევაში ისტორია იგივე კალაპოტში ვითარდება. აშშ-ის მთავრობის ფინანსურმა პალატამ მანამდე აღნიშნა, რომ F-35-ების ტექნიკური მომსახურება უკეთესის სურვილს აჩენს, ხოლო პენტაგონის შესაძლებლობები F-35-ების რემონტთან დაკავშირებით გრაფიკს ექვსი წლით ჩამორჩება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0