მიმოხილვა: გამანადგურებელი Су-57 — ნაბიჯი მეექვსე თაობისკენ

© photo: courtesy of Ministry of Defense of the Russian FederationСу-57
Су-57  - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეხუთე თაობის გამანადგურებელი Су-57 კვლავაც აკვირვებს ექსპერტებს უნიკალური ტაქტიკურ–ტექნიკური მახასიათებლებითა და უკვე მეექვსე თაობის ტექნოლოგიების სპექტრით. ის სწრაფად იხვეჭს საერთაშორისო აღიარებას და მაღალ საექსპორტო პოტენციალს ავლენს.

რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალები პირველ სერიულ Су-57–ებს ამ თვის ბოლოს მიიღებს. მეხუთე თაობის პირველი გამანადგურებელი, მეორე ეტაპის ძრავით, 2022 წელს აეწყობა. 2024 წლის ბოლოს კი საჰაერო–კოსმოსური ძალების შეიარაღებაში 22 ერთეული Су-57 შევა, 2028 წლისთვის მათი რაოდენობა 76–მდე გაიზრდება. საგემბანე ვერსია 2021 წლის ბოლომდე შეიქმნება.

 Ми-28 - Sputnik საქართველო
რუსული ვერტმფრენების გამოცდა: სირიიდან ელბრუსისპირეთამდე

Су-57–ის შეძენის მსურველთა რიგში უკვე რვა ქვეყანა დგას. რუსეთის სამხედრო–სამრეწველო კომისიის სამმართველოს თავმჯდომარის პირველი  მოადგილე ანდრეი ელჩანინოვი ამბობს, რომ: „განიხილება მიწოდების სხვადასხვა ვარიანტები: ცალკე თვითმფრინავი და თვითმფრინავი შეიარაღების სრული კომპლექტით — გაყიდვისშემდგომი მომსახურების სისტემით“.

ალჟირმა პირველმა დაუკვეთა 14 ერთეული Су-57Э. უმსხვილეს პოტენციურ მყიდველად მოიაზრება ინდოეთიც, რომელიც მზა ერთეულების შეძენასაც აპირებს და ლიცენზირებული წარმოების დანერგვასაც გეგმავს თავის ტერიტორიაზე. ამასთან ინდოეთის სამხედრო–საჰაერო ძალები უპირატესობას  ორადგილიან გამანადგურებლებს ანიჭებენ და რუსეთიც მზადაა, ანგარიში გაუწიოს მნიშვნელოვან პარტნიორს.

გარდა ინდოეთისა და ალჟირისა, Су-57–ით დაინტერესებული არიან: ჩინეთი, მიანმა, ვიეტნამი, მალაიზია, ირანი და თურქეთი. უცხოელი დამკვეთების რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება, ვინაიდან მეოთხე თაობის გამანადგურებლები ფიზიკურად იცვითება და ნელ–ნელა–წარსულს ბარდება, ხოლო მსოფლიო ბაზარზე Су-57–ს დღესა და ხილულ პერსპექტივაში ღირსეული კონკურენტი არ ჰყავს.

ფანტასტიკური პერსპექტივები

Су-57  - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: მოიერიშე დაჯგუფება - პირველი სერიული Су-57 და უპილოტო „მონადირე“

ამერიკული გამოცემა Military Watch Magazine ელოდება, რომ Су-57–ის პოპულარობა მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზრდება მას შემდეგ, რაც რუსეთი კიდევ მეტად დაუახლოვებს მანქანის კონსტრუქციულ შესაძლებლობებს მეექვსე თაობის დონეს — ჰიპერბგერითი რაკეტებისა და Saturn-30–ის ახალი ძრავების ინტეგრაციით. თუმცა Су-57 უკვე დღეს ფლობს ჩამჭერი–გამანადგურებლისა და მოიერიშე თვითმფრინავის ფუნქციათა უნიკალურ შეთანხმებას.

მეხუთე თაობის Су-57 საინტერესოა და უნიკალურია იმით, რომ მნიშვნელოვანწილად მეექვსე თაობის ტექნოლოგიებით არის შექმნილი. არის ეფექტური საბრძოლო ერთეული და იმავდროულად — სამეცნიერო ლაბორატორიაც, კვლევითი პოლიგონი, ანუ ნაბიჯი მომავლისკენ. Су-57–ს ამოცანების 90%-ის ავტომატურ რეჟიმში შესრულების უნარი აქვს. უფრო მეტიც, სრულად ავტომატურ რეჟიმში შეუძლია მოქმედება წინასწარ მომზადებული პროგრამის მიხედვით.

რუსეთის ვიცე–პრემიერი იური ბორისოვი 21 დეკემბერს აცხადებდა, რომ მეექვსე თაობის გამანადგურებელი უპილოტო იქნება. ამგვარი თვითმფრინავის მართვა პირდაპირ ხმელეთიდან ან გვერდით მფრენი აპარატიდან იქნება შესაძლებელი.

С-400 „ტრიუმფი“ - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: რუსული იარაღი — 2020 წლის წინასწარი შედეგები

მეექვსე თაობის გამანადგურებლებზე მუშაობა 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყო და მა შინვე ითქვა, რომ პირველი გაფრენა 2025 წლამდე შედგებოდა.

უპირატესობების საიდუმლო

Су-57–ის ოფიციალური მახასიათებლები გასაიდუმლოებულია. დღეისათვის ღია წყაროებიდან ისაა ცნობილი, რომ: Су-57–ს საბრძოლო კომპლექსი მოიცავს განადგურების დაახლოებით 15 უახლეს საავიაციო საშუალებას, მათ შორის, 250 კმ სიშორის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს და ასევე ჰიპერბგერით Кинжал–ს.სეიარაღების სხვა უახლესი ტიპების გამოცდების დასრულება 2021 წელს იგეგმება.

დასავლელი სამხედრო ექსპერტების თქმით, რუსული გამანადგურებელი Су-57 საბრძოლო ავიატექნიკის ღირსეული წარმომადგენელია და მეექვსე თაობასთან არის ახლოს.

წევის სამგანზომილებიანი ვექტორი Су-57 საშუალებას აძლევს, შეასრულოს წარმოუდგენელი მანევრები ჰაერში, რაც მეხუტე თაობის სხვა გამანადგურებლებისთვის შეუძლებელია. რადიოელექტრონიკის ინტეგრირებული სისტემა ყველა რაკურსსა და პროექციაში იძლევა თვითდამმიზნებელი რაკეტებისგან თავდაცვის შესაძლებლობას.

Су-57 ჰაერში უპირატესობის მოპოვების მიზნითაა შექმნილი და ტექნოლოგიურად მიუწვდომელია F-22–სა და F-35–სთვის შეიარაღების სიმძლავრით, ფრენის სიშორით, სიჩქარითა და მანევრირებით.

С-400 „ტრიუმფი“ - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: ვინ აპირებს რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა С-500-ის შეძენას

მრავალფუნქციური Су-57–ის დანიშნულებაა: გაანადგუროს ყველა ტიპის საჰაერო სამიზნეები შორ თუ ახლო ბრძოლებში, დააზიანოს მოწინააღმდეგის სახმელეთო და წყალზედა სამიზნეები რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გადალახვით,  განახორციელოს საჰაერო სივრცის მონიტორინგი ბაზირების ადგილიდან დიდ მანძილზე, დაარღვიოს  მოწინააღმდეგის ავიაციის მართვის სისტემები. მანქანა ტექნოლოგიურ სრულყოფილებამდეა მიყვანილი, მან გამოცდები საბრძოლო ვითარებაში გაიარა სირიის ცაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შემთხვევით არ დაუკვეთა 76 ერტეულისგან შემდგარი პარტია.

Су-57 აღჭურვილია პრინციპულად ახალი ღრმად ინტეგრირებული ავიონიკის კომპლექსით — მართვის ავტომატიზაციის მაღალი დონით (მფრინავს შეუძლია სრულად მიენდოს ავტოპილოტს და თავად ტაქტიკური ამოცანების შესრულებაზე გადაერთოს.

Су-57–ის პროორიტეტები და შეიარაღება შესაძლებელს ხდის საფრთხის აღმოჩენასა და ლიკვიდაციას  იმაზე მეტ მანძილზე, ვიდრე ეს ამერიკულ F-22–სა F-35–ს შეუძლია.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

ყველა ახალი ამბავი
0