რუსული ვერტმფრენების გამოცდა: სირიიდან ელბრუსისპირეთამდე

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკში Ми-28
 Ми-28 - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსული ვერტმფრენები ახალ სიმაღლეებს აღწევს ― ტექნოლოგიურსა და გეოგრაფიულს ― სირიის უდაბნოებისა და კავკასიის მაღალ მთებში.მკაცრი გამოცდების ხელს უწყობს პერსპექტიული ვერტმფრენების საბრძოლო პოტენციალის ზრდას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა ვერტმფრენ  Ми-28НМ-სა და Ми-26Т2В-ის გამოცდის პროგრამა ელბრუსისპირეთისმაღალმთიან (ზამთრის) პირობებში. საფრენ აპარატებს სირთულეები ელის მთებში, სადაც ჰაერის სხვადასხვა მიმართულების ნაკადები და სიმაღლეების მკვეთრი ცვალებადობა დომინირებს. თუმცა მანამდე ამ რეგიონში უკვე გამოიცადა ვერტმფრენი „ანსატი“ და Ми-171А2.

Су-57  - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: მოიერიშე დაჯგუფება - პირველი სერიული Су-57 და უპილოტო „მონადირე“

მოიერიშე ვერტმფრენმა Ми-28НМ-მა წარატებით გაიარა გამოცდები საბრძოლო პირობებში სირიის ტერიტორიაზე, სადაც „ვეტერან“ Ми-24-თან წყვილში მოქმედებდა. რამდენიმე ვერტმფრენი საცდელ ექსპლუატაციას გადის რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებში. რუსი მფრინავები 2028 წლამდე ას ახალ ვერტმფრენ Ми-28НМ-ს მიიღებს.

მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენ Ми-26Т2В-ს გამოცდა 2021 წლის დასაწყისში, სახელმწიფო გამოცდების დასრულების შემდეგ დაიწყება. მუშავდება Ми-26-ის თავდაცვის სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების სამსახურებისთვის უნიფიცირებული არქტიკული მოდელი. პირველი საცდელი ნიმუში, რომელიც ადაპტირებულია არქტიკული ზღვების სანაპირო ზონაში ექსპლუატაციისთვის, 2022 წელს გამოჩნდება. ეს გოლიათი განსაკუთრებულ წარდგენას არ საჭიროებს. Ми-26-ის ადრეულმა მოდიფიკაციამ შვიდი მსოფლიო რეკორდი დაამყარა მთებში ტვირთამწეობით ― უნიკალური ოპერაციისას, როდესაც ელბრუსის მწვერვალთან 5600 მ სიმაღლეზე დამტვრეული არმიული ვერტმფრენის, Ми-8АМТШ-ის ნამსხვერევების ევაკუაცია მიმდინარეობდა.

С-400 „ტრიუმფი“ - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: რუსული იარაღი — 2020 წლის წინასწარი შედეგები

Ми-28НМ-სა და Ми-26Т2В-ს მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალი აქვს და სპეციალისტების ყურადღებას იქცევენ, უპირველესად იმ ქვეყნებში, რომლებშიც ტრადიციულად გამოიყენება რუსული ავიატექნიკა. ახალი Ми-28НМ ვერტმფრენების პარკის უნიფიცირებისა და მოდერნიზაციის საშუალებას იძლევა.

ღამის სუპერმონადირე

ახალი თაობის მოიერიშე საბრძოლო ვერტმფრენი Ми-28НМ განსხვავდება წინამორბედი Ми-28Н-სგან არა მარტო უფრო განვითარებული უნარით, გაანადგუროს სამიზნე ნებისმიერ კლიმატურ პირობებში, დღისითა თუ ღამით. „მფრინავი ტანკი“ წრიული ხედვის უნიკალური რადიოლოკაციური სადგურითაცაა აღჭურვილი, მძლავრი ძრავითაც, მართვის სისტემითაც და თანამედროვე რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებითაც. მთავარი კონსტრუქტორის, ვიტალი შჩერბინის ინფორმაციით, ახალი რაკეტით ვერტმფრენ Ми-28НМ-ს აქვს სახმელეთო სამიზნეების განადგურების უნარი მოწინააღმდეგის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მოქმედების ზონაში შეუსვლელად.

С-400 „ტრიუმფი“ - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: ვინ აპირებს რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა С-500-ის შეძენას

უკვე გამოიცადა სავერტმფრენე რაკეტა „ქრიზანთემა-B“, რომელიც რუსეთში ყველაზე მძლავრ რაკეტსაწინააღმდეგო რაკეტად მიიჩნევა. ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება „ჰაერი-ჰაერი“/„ჰაერი-ზედაპირის“ კლასის მრავალმიზნობრივი რაკეტა თვითდამიზნების უნარით. ჩქაროსნულ მოიერიშე ვერტმფრენს აქვს უნარი,  სამიზნეები გადასცეს სხვა საფრენ აპარატებს, იმოქმედოს ფრონტული ავიაციის შემადგენლობაში, სპეცოპერაციებში.  

ამერიკული გამოცემა Forbes-ი მეტად შეშფოთებულია ახალი Ми-28НМ-ის სიჩქარით (300 კმ/სთ) და საბრძოლო გამოყენების რადიუსით (450 კმ), ტვირთამწეობით (2300 კგ) და რაც მთავარია ― ბორტზე ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტა „ცირკონების“ განთავსების შესაძლებლობით. და ეს ყველაფერი არ არის. მოდერნიზაცია შეეხო მთელ საბრძოლო საინფორმაციო სისტემას. მართვის მეორე კომპლექტი მნიშვნელოვნად ზრდის მანქანის სიცოცხლისუნარიანობას ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის დაჭრის შემთხვევაში. თუმცა Ми-28НМ-ის კაბინა დაცულია 20 მმ-მდე კალიბრის ჯავშანმხვრეტი ტყვიებისა და ჭურვებისგან. მზიდი ხრახნის ფრთები კომპოზიტური მასალისგანაა დამზადებული და ფრენის დასრულებას ხრახნში 30 მმ კალიბრის ჭურვის მოხვედრის შემთხვევაშიც კი ხდის შესაძლებელს.

საზენიტო კომპლექსი  - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: რუსული საზენიტო კომპლექსი - საუკეთესო იარაღი დრონებთან ბრძოლისთვის

„ღამის მონადირის“ ახალი ძრავი ტემპერატურის ფართო დიაპაზონსაა მორგებული, გამოირჩევა ავტომატური მართის სისტემითა და ხანძრსაწინააღმდეგო დაცვით, რაც ფრენის უსაფრთხოებას ზრდის, ამარტივებს მომსახურებას და აუმჯობესებს ტექნიკურ მახასიათებლებს. ასეთი იარაღი ხაზს უსვამს რუსეთავდაცვითი ტექნოლოგიების სფეროში.

ხილული უპირატესობა

Ми-26 ყველაზე დიდი და მძლავრი მანქანაა პლანეტაზე. უახლესი მოდიფიკაცია Ми-26Т2В გამოირჩევა სადღეღამისო გამოყენების უნარით, თანამედროვე ავიონიკით, 25 ტონამდე ტვირთამწეობით, ფრენის სიშორით (800 კმ) საათში 270 კმ სიჩქარით 4600 მ სიმაღლემდე. მას ანალოგი არ აქვს და ალბათ კარგა ხანს არც ექნება.

ვერტმფრენის დანიშნულებაა მედესანტეების გადასხმა (82 შეიარაღებული სამხედრო) და ტვირთების გადაზიდვა. შევნიშნავთ, რომ Ми-26-ის ძრავებს მტვრისგან დაცვის სისტემა აქვს ჰაერის 70%-მდე გაწმენდის უნარით, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიისა და აფრიკის ქვეყნებისთვის.

საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-400  - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: „პრომეთეოსი“ სამიზნეს 550 კმ-ზე ანადგურებს

ახალი Ми-26Т2В აღჭურვილია რადიოლელექტრონული სისტემით, რომელიც მას ავტომატურ რეჟიმში ფრენის, მონიშნულ წერტილზე გასვლისა და დაჯდომის, შემდეგ კი ძირითად ან სათადარიგო აეროდრომებზე დაბრუნების შესაძლებლობას აძლევს. Ми-26-ს კაბინის გაბარიტები და ტვირთამწეობა მოტომსროლელი დივიზიის საბრძოლო ტექნიკისა და ტვირთების ტრანსპორტირებას ხდის შესაძლებელს. სატვირთო ნაკვეთურში, რომლის ზომაც 12მX8,25მ-ა, იოლად თავსდება დიდგაბარიტიანი ავტომობილი. თავდაცვის სამინისტრო ათი ასეთი ვერტმფრენის შეძენას აპირებს.

Ми-26 უნივერსალური ინსტრუმენტია სამხედრო და სამოქალაქო ამოცანების ფართო სპექტრის გადასაჭრელად. ყველაზე მეტად საინტერესო მოდიფიკაციების სიაშია: Ми-26MS ― სამედიცინო ვერტმფრენი, Ми-26ТЗ ― თვითმფრინავის საწვავით შემავსებელი, Ми-26ПП ― ჩამხშობი რადიოელექტრონული ბრძოლისას, Ми-26НЕФ-М ― ხომალდსაწინააღმდეგო ვერტმფრენი, Ми-27 ― ჯარების მართვის საჰაერო პუნქტი.

მანამდე Ми-26-ის უნიკალუეი უნარები პრაქტიკაზე შეაფასეს ამერიკელებმა. აშშ-ის ავღანური კამპანიისას, 2009 წლის შემოდგომაზე, ვერტმფრენ Chinook CH-47-ს თალიბების ცეცხლქვეშ იძულებით დაჯდომა მოუხდა. ამერიკელმა მფრინავებმა მისი ევაკუაცია ვერ მოახერხეს იგივე ტიპის ვერტმფრენით. Ми-26-მა კი იოლად ასწია 12 ტონიანი CH-47 და ბაზაზე გადაიტანა 110 კმ დაშორებით. რა თქმა უნდა, ეს საერთაშორისო რეკორდი არ არის, რომელიც რუსულ ვერტმფრენს 14-ჯერ აქვს დამყარებული ― 25 ტონა ტვირთის 4100 მეტრზე აწევის ჩათვლით.

ტექნოლოგიური კონკურენცია გარემომცველ სივრცეში არ შეინიშნება და არც პერსპექტივაში ილანდება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

ყველა ახალი ამბავი
0