მიმოხილვა: Dubai Airshow 2021 და რუსული Су-75-ის თავისებურებები

© photo: Sputnik / Alexandr Melnikov / გადასვლა მედიაბანკში გამანადგურებელი
 გამანადგურებელი - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2021
გამოწერა
მეხუთე თაობის უახლესი გამანადგურებელი Су-75 (Checkmate) არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საერთაშორისო აეროკოსმოსური გამოფენა Dubai Airshow 2021-ის ვარსკვლავი გახდა.
უცხოელ სპეციალისტებზე შთაბეჭდილება მოახდინა ფრენის სიჩქარემ და დიაპაზონმა, დაბალმა სარადარო შემჩნევადობამ, უპილოტო შესაძლებლობებმა და კონკურენტუნარიანობამ ამერიკულ F-35-თან შედარებით.
Dubai Airshow 2021 გახდა მსუბუქი გამანადგურებელი Су-75-ის უცხოური დებიუტი, რომლის საბოლოო მიზანია ცაში და მსოფლიო ბაზარზე დომინანტური პოზიციების დაპყრობა, ამერიკული F-35-ის გვერდზე გაწევა. სამისოდ კომსომოლსკ-ამურის საავიაციო ქარხნის პროდუქტ Checkmate-ს („ქიში და შამათი“) ყველაფერი აქვს — მაღალი საბრძოლო თვისებებიცა და ტექნიკური მახასიათებლებიც.
რაკეტა „ცირკონის“ გაშვება - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
წყალქვეშა და უჩინარი: რა შეუძლია რუსულ ჰიპერბგერით რაკეტა „ცირკონს“
მისი შემქმნელების თქმით, Checkmate-ს შეუძლია დაფაროს 3.000 კმ-მდე მანძილი საწვავის შევსების გარეშე, აჩქარდეს 2.460 კმ/სთ-მდე, ზიდოს 7.400 კგ საბრძოლო ტვირთი, ერთდროულად შეუტიოს ექვს საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო სამიზნეს — მოიერიშე დრონებისა და მეხუთე თაობის უცხოური თვითმფრინავების ჩათვლით.
რუსული მეხუთე თაობის პლატფორმა Су-75-ს (Checkmate) აქვს ღია არქიტექტურა და შეფასებულია დაახლოებით 20-30 მილიონ დოლარად, ანუ F-35-ზე 3-4-ჯერ იაფია. ეს პოტენციური მყიდველებისთვის მნიშვნელოვანი არგუმენტია, მით უმეტეს, რომ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები მსუბუქი გამანადგურებლის შეიარაღებაში მიღებას 2024 წელს გეგმავს. შეგახსენებთ, რომ Lockheed Martin-ის F-35 ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია პენტაგონს სერიული წარმოებისთვის, ანუ ის ოფიციალურად ჯერ კიდევ არ შედის აშშ-ის საჰაერო ძალების შეიარაღებაში.
გაერთიანებული ავიამშენებელი კორპორაცია „სუხოის“ გენერალურმა დირექტორმა იური სლიუსარმა მანამდე განაცხადა, რომ კომსომოლსკ-ამურში ახალი ერთძრავიანი გამანადგურებლის Cу-75-ის რამდენიმე ნიმუშის წარმოება დაიწყო. მომავალი 15 წლის განმავლობაში მიწოდების მოცულობა, სავარაუდოდ, 300 მანქანას შეადგენს. თვითმფრინავი ორიენტირებულია აფრიკის ქვეყნებში, ინდოეთსა და ვიეტნამში ექსპორტზე. ამასთან დამკვეთებიც უკვე გამოვლენილია.
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
მოსაზრება: რას აკეთებენ შავ ზღვაში Porter-ი და Mount Whitney
ექსპერტების აზრით, ახალ უჩინარ Checkmate-ს ექნება მისაღები საექსპლუატაციო ხარჯები და ღირსეულად ჩაანაცვლებს რუსულ მეოთხე თაობის გამანადგურებელ МиГ-29-ს ორ ათეულ ქვეყანაში. ოპტიმიზმი სავსებით გამართლებულია, რადგან „როსობორონექსპორტმა“ უკვე მიიღო მოთხოვნა დუბაიში 2,5 მილიარდი დოლარის სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავების მიწოდებაზე. ეს სერიოზული დასაწყისია. შეკვეთების დღევანდელი პორტფელი — 180 ერთეული ვერტმფრენი 4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

დახვეწილობისა და ძალის ჰარმონია

Dubai Airshow 21-ზე რუსეთი ახალი, მეხუთე თაობის მსუბუქი გამანადგურებლის Checkmate-ს მიწოდებაზე ახლო და შორეული აღმოსავლეთისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან მსჯელობს. რუსეთის გაერთიანებული საავიაციო კორპორაციის ხელმძღვანელმა იური სლიუსარმა თქვა, რომ თვითმფრინავი თავდაპირველად არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის იქმნებოდა. შეერთებული შტატების ნერვული რეაქცია გასაგებია, მაგრამ Су-75 ძალიან მიმზიდველია პოტენციური მომხმარებლებისთვის საიმისოდ, რომ ამერიკელებმა ხელი შეუშალონ.
Военные учения НАТО Spring storm в Эстонии - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
რა არის ნატოს საიდუმლო სწავლება Steadfast Noon 2021-ის მიზანი
სირიის გამოცდილების გათვალისწინებით დაპროექტებული ხელოვნური ინტელექტი, პილოტირებული და უპილოტო მოდიფიკაციები, დაბალი რადარული შემჩნევადობა, საბრძოლო რადიუსი 1500 კმ, ორ ბგერით სიჩქარემდე აჩქარება, მაღალი მანევრულობა, მსუბუქი და საშუალო გამანადგურებლებისთვის უნიკალური, 7,4 ტონა ტვირთამწეობა, ძრავის გამწეობა 16 ტონამდე — ეს ყველაფერი ნებისმიერ მოწინააღმდეგეს გამოუცხადებს ქიშსა და შამათს.
Checkmate-ის არსენალში შედის საშუალო და მოკლე დისტანციის „ჰაერი-ჰაერი“ და „ჰაერი-მიწის“ ტიპის რაკეტები, მართვადი და უმართავი ბომბების ფართო სპექტრი და მრავალი სხვა. ფარული მისიების შესრულებისას გამანადგურებელს თავის შიდა ნაკვეთურებში შეუძლია შორი მანძილის ხუთი „ჰაერი-ჰაერი“ კლასის რაკეტა ზიდოს. მაქსიმალური დატვირთვა შესაძლებელია გარე საკიდების გამოყენებით. Су-75-ის რადარი აღჭურვილია აქტიური ფაზური ანტენის მასივით, რაც საშუალებას აძლევს შეუტიოს ექვს საჰაერო სამიზნეს და თვალყური ადევნოს 30-მდე სამიზნეს.
რუსი ჯარისკაცი წვრთნებზე - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2021
მიმოხილვა: რუსეთისა და ჩინეთის სტრატეგიული წვრთნები „ურთიერთქმედება 2021“
უპილოტო მოდიფიკაცია — მოდისთვის გაღებული ხარკი კი არ არის, არამედ მკაცრი აუცილებლობაა, ტაქტიკური ტექნიკის სპექტრის გაფართოების პირობაა, Су-75-ის გამოყენებაა ქსელზე ორიენტირებულ სამხედრო ოპერაციებში. გამანადგურებელი სწავლობს ინფორმაციის გაცვლას, სხვა საავიაციო კომპლექსებისა და დრონების გაყვანას სამიზნეებზე. ამასთან მას „წარმოუდგენლად კონკურენტუნარიანი ფასი აქვს“.

„სერიოზული დარტყმა“ შეერთებული შტატებისთვის

ფრენის მახასიათებლების, საბრძოლო ეფექტურობისა და ხელმისაწვდომი ფასების უნიკალური კომბინაციით რუსული ერთძრავიანი Су-75 უბრალოდ „განწირულია“ იმისთვის, რომ მან წარმატებით დაიპყროს იარაღის საერთაშორისო ბაზარი 2026 წლიდან, როდესაც დიდი სერიების წარმოება დაიწყება. ევროპაში რუსული Checkmate უკვე აღიარეს შეერთებული შტატებისთვის „სერიოზულ დარტყმად“, და ვაშინგტონს მის გამო „თავის ტკივილი“ უწინასწარმეტყველეს. აშშ-ის საჰაერო ძალებისთვის საჰაერო უპირატესობა „ბევრად რთული ამოცანა“ ხდება.
თვითმავალი Мста-С წვრთნებზე - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2021
მიმოხილვა: რუსული საბრძოლო რობოტები - რუსეთის არმიის დღევანდელობა
ამერიკული სპეციალიზებული გამოცემა Military Watch Magazine ახალ რუსულ გამანადგურებელ Су-75-ს „ხელოვნების ნიმუშს“ უწოდებს. და ეს გაზვიადება არ არის. სანდო და მძლავრი რუსული ავიატექნიკა ტრადიციულად უზარმაზარი მოთხოვნით სარგებლობს მსოფლიოში. რუსეთი უბრალოდ კი არ ახორციელებს მაღალტექნოლოგიური იარაღის ექსპორტს, არამედ წარმოების, მოვლის, შეკეთების და სუვერენიტეტის საიდუმლოებებსაც აზიარებს.
სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ხაზით შეკვეთილი რუსული პროდუქციის ჯამური მოცულობა დღეს 52 მილიარდ დოლარს აღწევს. უახლოესი შვიდი წლის განმავლობაში რუსეთი საერთაშორისო ბაზარზე 50-მდე ახალი ტიპის იარაღის, მათ შორის 20-ზე მეტი მოდელის თვითმფრინავისა და საჰაერო თავდაცვის 10 სისტემის გატანას გეგმავს. მოსკოვი აპირებს მშვიდობიანად დაიპყროს დრონების მსოფლიო ბაზრის 10%. ამ ფონზე Су-75 არ ჩაიკარგება, პირიქით, ის გახდება რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის სავიზიტო ბარათი, ღირსეულად მოემსახურება რუსეთის ფედერაციის მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვით შესაძლებლობებს და მშვიდობის განმტკიცებას.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0