მოსაზრება: რას აკეთებენ შავ ზღვაში Porter-ი და Mount Whitney

© photo: Sputnik / Seyran Baroyan
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
გამოწერა
პენტაგონს ევროპული ნიადაგი ფეხქვეშ ეცლება — „ბებერი კონტინენტის“ წამყვან ქვეყნებს გადაწყვეტილი აქვთ, შექმნან ახალი თავდაცვის სისტემა შეერთებული შტატების მონაწილეობის გარეშე.
ამერიკელებს ისღა რჩებათ, მხოლოდ ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონის სატელიტებს ჩაებღაუჭონ.
ფლაგმანი ხომალდი Mount Whitney და აშშ-ის მე-6 ფლოტის ამერიკული გამანადგურებელი Porter-ი 8 ნოემბერს ბათუმის პორტში შევიდნენ. იქ, საქართველოს არარსებულ საზღვაო ძალებთან ერთობლივი მანევრირების მეთოდით ამერიკელები „რუსული აგრესიის შეკავებასა“ და ძალის დემონსტრირებას აპირებენ — რუსეთის შავი ზღვის ფლოტის უწყვეტი მეთვალყურეობის ქვეშ.
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
ლავროვი: რუსეთი მზადაა ნატოს ნებისმიერი პროვოკაციისთვის
მანამდე გემები თურქეთში იმყოფებოდნენ. გამანადგურებელი USS Porter-ი, ბორტზე Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით, საქართველოში მესამედ ჩავიდა. USS Mount Whitney კი ბათუმს მეხუთედ ეწვია, მათ შორის იყო 2008 წელსაც.
რეალურია მხოლოდ კულტურული პროგრამა. ორშაბათს, 8 ნოემბერს ბათუმში, ევროპის მოედანზე აშშ-ის საზღვაო ძალების სამხედრო ორკესტრის უფასო კონცერტი გაიმართა. ასეთი ვიზიტების დროს ამერიკელი მეზღვაურები ასევე სტუმრობენ ისტორიულ ადგილებს და „აძლიერებენ პარტნიორობას ქართველ კოლეგებთან“.
ერთი დღით ადრე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსი სამხედროები აკვირდებიან აშშ-ის სამხედრო ხომალდებს შავ ზღვაში და არ დაუშვებენ პროვოკაციებს მათი მხრიდან. ეს არის ამერიკელების მორიგი მცდელობა, გადაამოწმონ „რამდენად მზად ვართ, რამდენად კარგად არის აგებული მთელი სისტემა შავი ზღვის სანაპიროზე, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის სამხრეთით“. სწორედ ამისთვის აქვს გადაცემული სარაკეტო გამანადგურებელ USS Porter-ს ფლაგმან USS Mount Whitney-ის „თვალები და ყურები“.
Военные учения НАТО Spring storm в Эстонии - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
რა არის ნატოს საიდუმლო სწავლება Steadfast Noon 2021-ის მიზანი
ამის შემდეგ „მთა“ და „პორტერი“ ერთობლივ წვრთნებს გამართავენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო კატარღებთან და უკრაინის საზღვაო ძალების კატარღებთან ერთად. ამ ოპერატიულ ფონზე რუსეთის შავი ზღვის ფლოტი თავის დასახულ ამოცანებს ამუშავებს. სარაკეტო ფრეგატმა „ადმირალმა ესენმა“ სწავლება ჩაატარა ყირიმში პირობითი მტრის დარტყმისგან გემების ბაზირების პუნქტის დაფარვის მიზნით.

მშვიდობის გარანტი რეგიონში

„პარტნიორები“ აცნობიერებენ, რომ რუსეთი დომინირებს შავ ზღვაზე და რუსეთის ფედერაციის „შემდგომი აგრესიის შეკავების“ შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია. რუსეთის შავი ზღვის ფლოტი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტიაა. ეს არ მოსწონთ აშშ-ს და ნატოს, ამიტომ საქართველოსა და უკრაინას გამუდმებით უბიძგებენ რუსეთთან ომისკენ — ამზადებენ, იარაღებენ და ყველაფერს პატიობენ.
რუსეთი არავის ემუქრება, მაგრამ მასთან „ძალის პოზიციიდან“ საუბარი გაუმართლებელი ქედმაღლობა ან უკიდურესი უგუნურებაა. თუ ვინმეს რუსეთის ფედერაციასთან შავ ზღვაში „კატა-თაგვობანას“ თამაში სურს, უნდა იცოდეს, რომ როლები მიზანმიმართულად არის განაწილებული, სამხედრო-პოლიტიკური დემაგოგიით ბირთვული ზესახელმწიფოს სტატუსის შეცვლა შეუძლებელია.
უკრაინელი ჯარისკაცების როტაცია აშშ-ში - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
მოსაზრება: რა მოხდება, თუ უკრაინა ნატოში შევა
აშშ-ის საზღვაო ძალების უფროსი ლეიტენანტის ბრაიან ჰარინგტონის განცხადება, რომ „მაღალტექნოლოგიური იარაღისა და თავსებადობის დემონსტრირება უბრალო ყოფნას საიმედო შემაკავებელ საშუალებად აქცევს“ – მხოლოდ ნატოს სტრატეგების ფანტაზიებია.
თავდაცვის მაღალი ტექნოლოგიების სფეროში რუსეთი აშკარად უსწრებს შეერთებულ შტატებს, ხოლო სარაკეტო გამანადგურებელ USS Porter-ის თავსებადობა საქართველოსა და უკრაინის კატარღებთან არაფრით არ არის დადასტურებული. შევნიშნავთ, რომ თურქეთი არ ცდილობს რუსეთთან კონფლიქტს შავ ზღვაში, მთელ ამ ხმაურს პრაქტიკულად უიარაღო „ბარაბანშჩიკები“, მათ შორის ბულგარეთი და რუმინეთი ქმნიან.
როდესაც ამერიკელები თავიანთ რეგიონულ მოკავშირეებსა და პარტნიორებს ეუბნებიან, რომ თანამოაზრე ერების ჯგუფს შეუძლია მნიშვნელოვანი ძალა შეკრიბოს და მონტრეს კონვენციის შეზღუდვები გადალახოს, ამით ისინი რეგიონს ომისკენ უბიძგებენ. საუბარია რუსეთისადმი მტრულად განწყობილი სამხედრო გემების მოქმედებებზე შავ ზღვაში.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვაშინგტონი არ ითვლის მოვლენების (სამხედრო ესკალაციის) განვითარებას თუნდაც ორიოდე ნაბიჯით ადრე. ან შეგნებულად არიან მზად, აღმოსავლეთ ევროპელი უმცროსი მოკავშირეები და პარტნიორები ევროკავშირის გაზის ბაზარზე ამერიკის დომინირების გულისთვის გაწირონ. ეს კი არის კიდეც „შეკავების" სავარაუდო მიზანი, რომელიც შეიარაღებულ კონფლიქტში გადადის.
Mount Whitney - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
მსოფლიო დღეს
აშშ-ის მეექვსე ფლოტის ფლაგმანი შავი ზღვისკენ დაიძრა
შეერთებული შტატებისა და ნატოს ნებისმიერი მცდელობა შავი ზღვის ქვეყნების ტერიტორიაზე ფრთოსანი და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები განალაგოს, რომლებსაც, ამერიკული მედიის მტკიცებით, რუსული გემების წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლიათ, მხოლოდ გამალებული შეიარაღების ახალ ტალღას ააგორებს. რუსეთი ვერ მოითმენს მტრულ სამხედრო ბატონობას თავის საზღვრებთან.
ამიტომ სხვადასხვა დიაპაზონის რუსული სარაკეტო სისტემები (მათ შორის ჰიპერბგერითი) შეიძლება ასიმეტრიულად გამოჩნდეს კუბაზე, ვენესუელასა და ბელარუსში.

„მთა“ და „პორტერი“

აშშ-ის მე-6 ფლოტის ფლაგმანი USS Mount Whitney ამერიკული სადაზვერვო სისტემის ნაწილია, რომელიც ასევე მოიცავს სახმელეთო და კოსმოსურ მეთვალყურეობას.
ეს არის ელექტრონული მოწყობილობების „მთა“, რომელიც განკუთვნილია ელექტრომაგნიტური სპექტრის ფართო დიაპაზონის დაზვერვისთვის და საჰაერო, წყალზედა და წყალქვეშა ვითარებების გასაშუქებლად — მოიერიშე გემების ინტერესებში.
Mount Whitney აშშ-ის საზღვაო ძალების შემადგენლობაში 1971 წელს შევიდა. ის მონაწილეობდა ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეებში, ხმელთაშუა და კარიბის ზღვებში ჩატარებულ ოპერაციებში. 2005 წლიდან ის მე-6 ფლოტის ფლაგმანია.
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
აშშ-ის პრეზიდენტი ევროპაში: როგორ აიძულებენ რუსეთს გადახდასა და მონანიებას
ხომალდის არული წყალწყვა 18.400 ტონაა, კორპუსის სიგრძე — 189 მეტრი, სიგანე — 33 მეტრი. სიჩქარე — 23 კვანძამდე. შეიარაღებულია ორი 25-მმ-იანი ქვემეხით, ოთხი 12,7-მმ-იანი ტყვიამფრქვევით, ორი 20-მმ-იანი საზენიტო-საარტილერიო დანადგარითა და ერთი ვერტმფრენით. საბრძოლო ვითარებაში ეს არქაული „კიდობანი“ საიმედო საფარის გარეშე 20 წუთში ჩაიძირება შავი ზღვის ფსკერზე.
USS Mount Whitney-ის საქართველოში ჩასვლა მოიერიშე USS Porter-თან ერთად (90 გამშვები დანადგარი ბორტზე, რომლებიდანაც საზენიტო, ნავსაწინააღმდეგო, ასევე შორი მანძილის ფრთოსანი Tomahawks-ების გაშვებაა შესაძლებელი) ვაშინგტონის აგრესიული საგარეო პოლიტიკის დემონსტრაციაა. და, მაინც, მხოლოდ დემონსტრაცია.
„მთას“ და „პორტერს“ შავ ზღვაში მხოლოდ რუსოფობიის წახალისება და რეგიონული სტაბილურობის შერყევის მცდელობა შეუძლიათ.
სავარაუდოდ, მათ შავ ზღვაში ყველგან თან ახლავთ უხილავი და აკუსტიკურად ძალიან წყნარი ორიოდე „ვარშავიანკა“ — ბორტზე „კოლიბრებით“ — საპასუხო დარტყმის დროის შესამცირებლად.
Американский бронированный автомобиль HMMWV - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
უკრაინაში ამერიკული წარმოების იარაღი ჩაიტანეს: რა იქნება შემდეგ?
პენტაგონის სტრატეგების აღიარებით, ცივი ომის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა „თავისი გეგმა, შეენარჩუნებინა გლობალური ჰეგემონია, მცირე უხერხული სახელმწიფოებისა და მეამბოხე ჯგუფების განადგურების უნარზე დააფუძნა“.
ამავდროულად მნიშვნელოვნად შემცირდა ქვეყნის შესაძლებლობა, აწარმოოს ჩვეულებრივი ომი დიდი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ავღანეთმა უბრალოდ ბოლო მახვილი ჩასცა პენტაგონისა და ნატოს საბრძოლო სულსა და საერთაშორისო რეპუტაციას. ცხადია, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისთვის კიბერსაფრთხეებთან „ბრძოლა“ უფრო უსაფრთხოა, ვიდრე რუსეთთან საბრძოლველად სხვადასხვა ტიპის „მორიელების“ მომზადება.
რუსეთის ფედერაციის რეაქცია პენტაგონის საზღვაო პარტნიორებთან „ბალაგანზე“ იყო, არის და იქნება ადეკვატური, საკმარისი და უნაკლო — როგორც საზღვაო ხანჯლის პირი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0