https://sputnik-georgia.com/20211003/restoratorma-saakasvili-gaixsena-260171010.html
საყვარელი კოქტეილი და ჭრელი სამოსი: ბრუკლინური რესტორნის მფლობელმა სააკაშვილი გაიხსენა
საყვარელი კოქტეილი და ჭრელი სამოსი: ბრუკლინური რესტორნის მფლობელმა სააკაშვილი გაიხსენა
Sputnik საქართველო
1 ოქტომბერს თბილისში დაკავებული მიხეილ სააკაშვილი ბრუკლინში ცხოვრობდა 2014-2015 წლებში, სადაც ის კარგად ახსოვს ერთ-ერთი რესტორნის მფლობელს. 03.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-03T15:39+0400
2021-10-03T15:39+0400
2021-10-03T18:21+0400
მიმოხილვები
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22861/90/228619042_0:0:1100:619_1920x0_80_0_0_bea2cd2e5ee77615c42c9bf37c43d0c5.jpg
ალან ბულკატი, РИА Новости-ს ნიუ-იორკის ბიუროს ჟურნალისტისააკაშვილს საქართველოს დატოვება ჯერ კიდევ 2013 წელს მოუხდა. იმ მომენტისთვის მას უკვე ორი ვადა ჰქონდა გატარებული პრეზიდენტის პოსტზე და ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი ევროპაში (პირველად ის პრეზიდენტი 37 წლისა გახდა) და პროგრესული რეფორმატორი. ხელისუფლებაში გიორგი მარგველაშვილის მოსვლის შემდეგ ქვეყნის მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილი სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში ცნო ბრალდებულად, მათ შორის, სახელმწიფო სახსრებიდან 5 მლნ დოლარის საკუთარ საჭიროებებზე გაფლანგვაში. ეს გახდა კიდეც მისი ქვეყნიდან წასვლის მიზეზი.2014-2015 წლებში ის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, სადაც საერთაშორისო ლიდერობის ახალი ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ და ასევე ტაფტსის უნივერსიტეტის მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელედ მუშაობდა.იმავე დროს ის აქტიურად ჩაერთო უკრაინის პოლიტიკურ პროცესებში, ევრომაიდანში, რასაც ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლა მოჰყვა. 2015 წლის გაზაფხულზე პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს ქვეყნის მოქალაქეობა მიანიჭა და ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა.РИА Новости-მ მოახერხა იმ ადამიანებთან გასაუბრება, რომლებსაც ახსოვთ, როგორი იყო ჩვეულებრივ გარემოში ბრუკლინში მცხოვრები მიხეილ სააკაშვილი (ზოგი მას მაიკლად მოიხსენიებს), რომელიც ჯერ კიდევ ემზადებოდა იმისთვის, რომ უკრაინელი პოლიტიკოსი გამხდარიყო.2014 წელს ის ბრუკლინის ბოჰემურ რაიონ უილიამსბურგში დასახლდა. როგორც გაზეთი New York Times-ი წერდა, პრეზიდენტის სავარძლის დატოვების შემდეგ სააკაშვილი თავისი ბიძის კუთვნილ ბინაში გადავიდა საცხოვრებლად — მეშვიდე ქუჩაზე მდებარე „კოშკში“. როგორც მაშინ გამოცემა წერდა, „ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში დემოკრატიის სანიმუშო ექსპორტიორი იქ ნებაყოფლობით გადასახლებაში იმყოფებოდა და ტრიუმფალურ დაბრუნებაზე ფიქრობდა“.როგორც ამერიკული მედიასაშუალებები წერდნენ, სააკაშვილს ამ ადგილებში ველოგასეირნებები უყვარდა. ერთ-ერთ ფოტოზე ველოსიპედიანი სააკაშვილი რესტორან Fabbrica-ს მახლობლადაა აღბეჭდილი, — კაშკაშა წითელი შორტებითა და მყვირალა მწვანე სპორტული ფეხსაცმელებით.„სათაურები ნანახი მაქვს. ვიცი, რომ ამ სახლში ცხოვრობდა, მაგრამ პირადად არ ვიცნობდი“, — უთხრა РИА Новости-ს კოშკის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.„მისი დაპატიმრების შესახებ ვერაფერს გეტყვით“, — დაამატა მეორე მამაკაცმა, რომელიც საცხოვრებელი კომპლექსის წინ იჯდა გრძელ მერხზე.აი სახლის კონსიერჟმა კი თქვა, რომ კარგად ახსოვს საქართველოს ექს-პრეზიდენტი.„მისი ფოტო მაქვს ანახი, რომელზეც ჯორჯ ბუში-უმცროსი ხელს ართმევს. რა თქმა უნდა, მახსოვს ის. მე აქ უკვე ათი წელია ვმუშაობ“, — აღნიშნა მან.თუმცა არ ამხელს, კონკრეტულად რომელ სართულზე, რომელ ნომერ ბინაში ცხოვრობდა სააკაშვილი, ან მარტო ცხოვრობდა თუ ვინმესთან ერთად. და ამას იმით ხსნის, რომ სახლის ბინადრებზე საუბარი ეკრძალება.„მე საღამოობით ვმუშაობდი — ის ყოველთვის გვიან ბრუნდებოდა. ყოველთვის თავისთვის იყო — მარტო. არ მგონია, რომ სახლის რომელიმე ბინადრისთვის მიემართა“, — ამბობს პორტიე.სახლის შესასვლელთან ისეთი ვერავის ნახვა ვერ მოვახერხეთ, ვისაც სააკაშვილი ეხსომებოდა. „როგორ თქვით? საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი? არა, ასეთზე არაფერი მსმენია. თუმცა ამ რაიონში მგონი არიან ხოლმე ქართველები. მე მასწავლებელი ვარ და ქართველი სტუდენტებიც მყავს“, — თქვა ერთ-ერთმა გამვლელმა.როგორც ამერიკული მედიასაშუალებები იუწყებოდნენ, სააკაშვილი კაფეებისა და რესტორნების ხშირი სტუმარი იყო. კეძოდ, გაზეთი New York Times-ი აღნიშნავდა, რომ „ვარდების რევოლუციის“ მონაწილის საყვარელი რესტორანი მაროკოული სამზარეულო გახლდათ, სახელწოდებით Cafe Mogador. დღეს იქ არავის ახსოვს საქაღთველოს ყოფილი პრეზიდენტი, ყოველ შემთხვევაში, დაწესებულების თანამშრომელთაგან არავის სმენია ასეთი პიროვნების შესახებ.„აქ 2015 წელს მთელი პერსონალი შეიცვალა. და რას სჭირს მას? ციხეში ჩასვეს? გასაგებია“, — ამბობს მენეჯერი. გამორიცხული არ არის, რომ რესტორნის მფლობელს ახსოვდეს სააკაშვილი, მაგრამ მასთან დაკავშირება არ მოხერხდა.მედიის ინფორმაციით, სააკაშვილს საღამოების ხმაურიან კომპანიებში გატარება უყვარდა იქვე, მეზობლად მდებარე სასტუმრო Wythe Hotel-ის სახურავზე. ეს რაიონი დღეს, ისევე როგორც სავარაუდოდ შვიდი წლის წინ, პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდობაში. აქ ნახავთ როგორც მკაცრ კოსტიუმში გამოწყობილ, ისე სრულიად არაფორმალურ სამოსში ჩაცმულ ადამიანებს — მაგალითად „ელასტიკებსა“ და ტოპებში.სასტუმროში ასევე არავის არაფერი სმენია სააკაშვილზე. ადამიანების რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ცდილობდა, ბრუკლინის ჩვეულებრი მცხოვრებლებთან დიდად არ ეკონტაქტა და საკუთარ სანაცნობო წრეს იმით ზღუდავდა, რომ შეხვედრებს ობივატელებისთვის მიუწვდომელ ადგილებში აწყობდა.„ის ძირითადად რესტორანში სადილობდა. შინ მხოლოდ მაშინ ჭამდა, როდესაც რაღაც საუბრები ჰქონდა დაგეგმილი და სურდა, ის უფრო კონფიდენციალურ გარემოში გაემართა. ასეთ შემთხვევებში ის კეიტერინგისთვის გვიწვევდა“, — გვითხრა ნიუ-იორკელმა რესტორატორმა ალბერტო ბაუდომ.ის ასევე არის რესტორან Fabbrica-ს მფლობელიც, რომელიც სააკაშვილის სახლის მეზობლად მდებარეობს. როგორც რესტორატორი იხსენებს, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მის დაწესებუებაში პირველად 2014 წელს გამოჩნდა დაცვის თანხლებით.„პირველ ხანებში ის დაცვის თანხლებით მოდიოდა, რომელიც მის ვიზიტამდე ამოწმებდა რესტორანს. თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ უსაფრთხოების სამსახური გაუშვეს და ის უკვე მარტო ან ნაცნობებთან ერთად მოდიოდა ხოლმე“, — იხსენებს ბაუდო.როგორც ის ამბობს, სააკაშვილს დაცვის თანხლებით ყოველთვის ოფიციალური კოსტიუმი ეცვა, „მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ, მე ვიტყოდი, რომ ძალიან ფერადად დაიწყო ჩაცმა. არ ეშინოდა ისეთი მყვირალა ფერების ტარება, როგორსაც სხვები საერთოდ არ ჩაიცმევდნენ. ამ რაიონში ადამიანები ძირითადად შავ ფერსა და ჯინსებს ატარებენ, ის კი ჭრელაჭრულა იყო და ხალხი ამის გამო ამჩნევდა“, — იცინის რესტორატორი.ყოფილი პრეზიდენტის გარდერობის განსაკუთრებული დეტალებიდან მას სხვადასხვა ფერის ნაჭრებისგან შეკერილი პიჯაკი ახსოვს.„თითქმის ჰავაურ სტილში, რომელიც აქ რეალურად პოპულარობით არ სარგებლობს“, — ამბობს ბაუდო.მისი თქმით, სააკაშვილი რესტორნებისა და ჭამის დიდი მოყვარულია.„ო, დიახ! მას მართლაც უყვარდა ჭამა და ბევრს ჭამდა. ყოველ ჯერზე უნდოდა გაესინჯა ყველაფერი, როცა რაიმე განსაკუთრებული გვქონდა. ასე რომ, შემიძლია ვთქვა, რომ ჭამა მისი ერთ-ერთი ვნება იყო“, — იხსენებს რესტორატორი.ბაუდოს თქმით, სააკაშვილს ძალიან უყვარდა ხამანწკები და ზღვის სხვა პროდუქტები.რესტორნის მფლობელმა სააკაშვილის დაკავების შესახებ ახალი ამბებიდან შეიტყო.„იმ პოლიტიკაზე, რომელშიც ის მონაწილეობდა, არაფერი ვიცი. მე თქვენგან გავიგე, რომ დაპატიმრებულია და ვწუხვარ ამაზე“, — ამბობს ის.ბაუდოს აზრით, სააკაშვილს ყველაფერზე უყვარდა ლაპარაკი — გარდა პოლიტიკისა.როგორც რესტორატორი იხსენებს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მაინცდამაინც არ საუბრობდა სამშობლოში ადრე თუ გვიან დაბრუნების სურვილზე.„მაგრამ ნათელი იყო, რომ უნდოდა საქართველოში დაბრუნება. სიმართლე გითხრათ, ჩვენ არასდროს გვქონია პოლიტიკური დისკუსია, იმიტომ რომ ჩემი მხრიდან არასწორი იქნებოდა რაიმე მსგავსი შეკითხვის დასმა“, — განმარტავს ბაუდო.მისი თქმით, სააკაშვილი თავისი სახლის სახურავზე ხშირად მასპინძლობდა სტუმრებს საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან. ასეთ დღეებში რესტორანი ხშირად ემსახურებოდა მას.„მახსოვს მასთან სტუმრად მყოფი ორი მაღალჩინოსანი. ერთხელ მასთან ცნობილი მოცეკვავეც იყო, მგონი საქართველოდან — ბალეტის არტისტი“, — იხსენებს Fabbrica-ს პატრონი.ბაუდოს საუბრიდან ირკვევა, რომ სააკაშვილს თავისი საყვარელი სასმელიც ჰქონდა — კოქტეილი სახელწოდებით Devil in North six („ეშმაკი ჩრდილოეთის მეექვსეზე“) — რესტორან Fabbrica-ს მისამართის მიხედვით. ეს კოქტეილი რესტორანს დღესაც აქვს მენიუში. ბარმენის თქმით, ერთი ჭიქა კოქტეილისთვის სამი ცალი მარწყვი, წიწაკა ჩილის მწიკვი, ორი უნცია (დაახლოებით 60 გ) არაყი, ერთი უნცია ლაიმის წვენი, ერთი უნცია უბრალო სიროფი და ნახევარი უნცია ლიქიორი Grand Marnier-ია საჭირო.„ახლა რა სჭირს? — კითხულობს ბარმენი სააკაშვილზე, რომელსაც ექს-პრეზიდენტი არ ახსოვს. პასუხის მიღებაზე კი უტყვად სწევს წარბებს ზემოთ.როგორც რესტორნის მფლობელი იხსენებს, როცა სააკაშვილმა პირველად დაინახა, როგორ ამზადებდა ბარმენი კოქტეილს, ძალიან დაინტერსდა.„ის ეშმაკივით წითელია, რქებს (ჭიქის ირგვლივ) მარწვისგან აკეთებენ. სააკაშვილმა მკითხა, ეს რას ნიშნავსო? ვუთხარი, რომ კოქტეილს Devil in North six-ი ერქვა...მანაც გასინჯა და მას მერე მისი საყვარელი სასმელი იყო“, — იცინის ბაუდო.
https://sputnik-georgia.com/20211001/---260093023.html
https://sputnik-georgia.com/20211003/mixeil-saakashvilis-vaji-chorebs-pasuxobs-260169766.html
https://sputnik-georgia.com/20211003/zelenski-saakasvilis-sesaxeb-260164518.html
https://sputnik-georgia.com/20211003/saakasvils-brals-savaraudod-dres-wauyeneben-260162267.html
https://sputnik-georgia.com/20211002/saakasvilma-cixidanwerili-gamoagzavna-260117291.html
https://sputnik-georgia.com/20211002/saakasvilis-megobarma-gogonam-zelenskis-mimarta-260113141.html
https://sputnik-georgia.com/20211001/salome-zurabisvili-saakasvilis-sewyalebaze-260101952.html
https://sputnik-georgia.com/20211001/mixeil-saakashvilis-coli-260098870.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22861/90/228619042_0:0:1100:825_1920x0_80_0_0_389abb4fd81cb2cd99a9e5309a6d66bf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიმოხილვები, მიხეილ სააკაშვილი
მიმოხილვები, მიხეილ სააკაშვილი
საყვარელი კოქტეილი და ჭრელი სამოსი: ბრუკლინური რესტორნის მფლობელმა სააკაშვილი გაიხსენა
15:39 03.10.2021 (განახლებულია: 18:21 03.10.2021) 1 ოქტომბერს თბილისში დაკავებული მიხეილ სააკაშვილი ბრუკლინში ცხოვრობდა 2014-2015 წლებში, სადაც ის კარგად ახსოვს ერთ-ერთი რესტორნის მფლობელს.
ალან ბულკატი, РИА Новости-ს ნიუ-იორკის ბიუროს ჟურნალისტი სააკაშვილს საქართველოს დატოვება ჯერ კიდევ 2013 წელს მოუხდა. იმ მომენტისთვის მას უკვე ორი ვადა ჰქონდა გატარებული პრეზიდენტის პოსტზე და ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი ევროპაში (პირველად ის პრეზიდენტი 37 წლისა გახდა) და პროგრესული რეფორმატორი. ხელისუფლებაში გიორგი მარგველაშვილის მოსვლის შემდეგ ქვეყნის მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილი სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში ცნო ბრალდებულად, მათ შორის, სახელმწიფო სახსრებიდან 5 მლნ დოლარის საკუთარ საჭიროებებზე გაფლანგვაში. ეს გახდა კიდეც მისი ქვეყნიდან წასვლის მიზეზი.
2014-2015 წლებში ის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, სადაც საერთაშორისო ლიდერობის ახალი ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ და ასევე ტაფტსის უნივერსიტეტის მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელედ მუშაობდა.
იმავე დროს ის აქტიურად ჩაერთო უკრაინის პოლიტიკურ პროცესებში, ევრომაიდანში, რასაც ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლა მოჰყვა. 2015 წლის გაზაფხულზე პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს ქვეყნის მოქალაქეობა მიანიჭა და ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა.
РИА Новости-მ მოახერხა იმ ადამიანებთან გასაუბრება, რომლებსაც ახსოვთ, როგორი იყო ჩვეულებრივ გარემოში ბრუკლინში მცხოვრები მიხეილ სააკაშვილი (ზოგი მას მაიკლად მოიხსენიებს), რომელიც ჯერ კიდევ ემზადებოდა იმისთვის, რომ უკრაინელი პოლიტიკოსი გამხდარიყო.
2014 წელს ის ბრუკლინის ბოჰემურ რაიონ უილიამსბურგში დასახლდა. როგორც გაზეთი New York Times-ი წერდა, პრეზიდენტის სავარძლის დატოვების შემდეგ სააკაშვილი თავისი ბიძის კუთვნილ ბინაში გადავიდა საცხოვრებლად — მეშვიდე ქუჩაზე მდებარე „კოშკში“. როგორც მაშინ გამოცემა წერდა, „ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში დემოკრატიის სანიმუშო ექსპორტიორი იქ ნებაყოფლობით გადასახლებაში იმყოფებოდა და ტრიუმფალურ დაბრუნებაზე ფიქრობდა“.
როგორც ამერიკული მედიასაშუალებები წერდნენ, სააკაშვილს ამ ადგილებში ველოგასეირნებები უყვარდა. ერთ-ერთ ფოტოზე ველოსიპედიანი სააკაშვილი რესტორან Fabbrica-ს მახლობლადაა აღბეჭდილი, — კაშკაშა წითელი შორტებითა და მყვირალა მწვანე სპორტული ფეხსაცმელებით.
„სათაურები ნანახი მაქვს. ვიცი, რომ ამ სახლში ცხოვრობდა, მაგრამ პირადად არ ვიცნობდი“, — უთხრა РИА Новости-ს კოშკის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
„მისი დაპატიმრების შესახებ ვერაფერს გეტყვით“, — დაამატა მეორე მამაკაცმა, რომელიც საცხოვრებელი კომპლექსის წინ იჯდა გრძელ მერხზე.
აი სახლის კონსიერჟმა კი თქვა, რომ კარგად ახსოვს საქართველოს ექს-პრეზიდენტი.
„მისი ფოტო მაქვს ანახი, რომელზეც ჯორჯ ბუში-უმცროსი ხელს ართმევს. რა თქმა უნდა, მახსოვს ის. მე აქ უკვე ათი წელია ვმუშაობ“, — აღნიშნა მან.
თუმცა არ ამხელს, კონკრეტულად რომელ სართულზე, რომელ ნომერ ბინაში ცხოვრობდა სააკაშვილი, ან მარტო ცხოვრობდა თუ ვინმესთან ერთად. და ამას იმით ხსნის, რომ სახლის ბინადრებზე საუბარი ეკრძალება.
„მე საღამოობით ვმუშაობდი — ის ყოველთვის გვიან ბრუნდებოდა. ყოველთვის თავისთვის იყო — მარტო. არ მგონია, რომ სახლის რომელიმე ბინადრისთვის მიემართა“, — ამბობს პორტიე.
სახლის შესასვლელთან ისეთი ვერავის ნახვა ვერ მოვახერხეთ, ვისაც სააკაშვილი ეხსომებოდა. „როგორ თქვით? საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი? არა, ასეთზე არაფერი მსმენია. თუმცა ამ რაიონში მგონი არიან ხოლმე ქართველები. მე მასწავლებელი ვარ და ქართველი სტუდენტებიც მყავს“, — თქვა ერთ-ერთმა გამვლელმა.
როგორც ამერიკული მედიასაშუალებები იუწყებოდნენ, სააკაშვილი კაფეებისა და რესტორნების ხშირი სტუმარი იყო. კეძოდ, გაზეთი New York Times-ი აღნიშნავდა, რომ „ვარდების რევოლუციის“ მონაწილის საყვარელი რესტორანი მაროკოული სამზარეულო გახლდათ, სახელწოდებით Cafe Mogador. დღეს იქ არავის ახსოვს საქაღთველოს ყოფილი პრეზიდენტი, ყოველ შემთხვევაში, დაწესებულების თანამშრომელთაგან არავის სმენია ასეთი პიროვნების შესახებ.
„აქ 2015 წელს მთელი პერსონალი შეიცვალა. და რას სჭირს მას? ციხეში ჩასვეს? გასაგებია“, — ამბობს მენეჯერი. გამორიცხული არ არის, რომ რესტორნის მფლობელს ახსოვდეს სააკაშვილი, მაგრამ მასთან დაკავშირება არ მოხერხდა.
მედიის ინფორმაციით, სააკაშვილს საღამოების ხმაურიან კომპანიებში გატარება უყვარდა იქვე, მეზობლად მდებარე სასტუმრო Wythe Hotel-ის სახურავზე. ეს რაიონი დღეს, ისევე როგორც სავარაუდოდ შვიდი წლის წინ, პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდობაში. აქ ნახავთ როგორც მკაცრ კოსტიუმში გამოწყობილ, ისე სრულიად არაფორმალურ სამოსში ჩაცმულ ადამიანებს — მაგალითად „ელასტიკებსა“ და ტოპებში.
სასტუმროში ასევე არავის არაფერი სმენია სააკაშვილზე. ადამიანების რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ცდილობდა, ბრუკლინის ჩვეულებრი მცხოვრებლებთან დიდად არ ეკონტაქტა და საკუთარ სანაცნობო წრეს იმით ზღუდავდა, რომ შეხვედრებს ობივატელებისთვის მიუწვდომელ ადგილებში აწყობდა.
„ის ძირითადად რესტორანში სადილობდა. შინ მხოლოდ მაშინ ჭამდა, როდესაც რაღაც საუბრები ჰქონდა დაგეგმილი და სურდა, ის უფრო კონფიდენციალურ გარემოში გაემართა. ასეთ შემთხვევებში ის კეიტერინგისთვის გვიწვევდა“, — გვითხრა ნიუ-იორკელმა რესტორატორმა ალბერტო ბაუდომ.
ის ასევე არის რესტორან Fabbrica-ს მფლობელიც, რომელიც სააკაშვილის სახლის მეზობლად მდებარეობს. როგორც რესტორატორი იხსენებს, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მის დაწესებუებაში პირველად 2014 წელს გამოჩნდა დაცვის თანხლებით.
„პირველ ხანებში ის დაცვის თანხლებით მოდიოდა, რომელიც მის ვიზიტამდე ამოწმებდა რესტორანს. თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ უსაფრთხოების სამსახური გაუშვეს და ის უკვე მარტო ან ნაცნობებთან ერთად მოდიოდა ხოლმე“, — იხსენებს ბაუდო.
როგორც ის ამბობს, სააკაშვილს დაცვის თანხლებით ყოველთვის ოფიციალური კოსტიუმი ეცვა, „მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ, მე ვიტყოდი, რომ ძალიან ფერადად დაიწყო ჩაცმა. არ ეშინოდა ისეთი მყვირალა ფერების ტარება, როგორსაც სხვები საერთოდ არ ჩაიცმევდნენ. ამ რაიონში ადამიანები ძირითადად შავ ფერსა და ჯინსებს ატარებენ, ის კი ჭრელაჭრულა იყო და ხალხი ამის გამო ამჩნევდა“, — იცინის რესტორატორი.
ყოფილი პრეზიდენტის გარდერობის განსაკუთრებული დეტალებიდან მას სხვადასხვა ფერის ნაჭრებისგან შეკერილი პიჯაკი ახსოვს.
„თითქმის ჰავაურ სტილში, რომელიც აქ რეალურად პოპულარობით არ სარგებლობს“, — ამბობს ბაუდო.
მისი თქმით, სააკაშვილი რესტორნებისა და ჭამის დიდი მოყვარულია.
„ო, დიახ! მას მართლაც უყვარდა ჭამა და ბევრს ჭამდა. ყოველ ჯერზე უნდოდა გაესინჯა ყველაფერი, როცა რაიმე განსაკუთრებული გვქონდა. ასე რომ, შემიძლია ვთქვა, რომ ჭამა მისი ერთ-ერთი ვნება იყო“, — იხსენებს რესტორატორი.
ბაუდოს თქმით, სააკაშვილს ძალიან უყვარდა ხამანწკები და ზღვის სხვა პროდუქტები.
რესტორნის მფლობელმა სააკაშვილის დაკავების შესახებ ახალი ამბებიდან შეიტყო.
„იმ პოლიტიკაზე, რომელშიც ის მონაწილეობდა, არაფერი ვიცი. მე თქვენგან გავიგე, რომ დაპატიმრებულია და ვწუხვარ ამაზე“, — ამბობს ის.
ბაუდოს აზრით, სააკაშვილს ყველაფერზე უყვარდა ლაპარაკი — გარდა პოლიტიკისა.
როგორც რესტორატორი იხსენებს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მაინცდამაინც არ საუბრობდა სამშობლოში ადრე თუ გვიან დაბრუნების სურვილზე.
„მაგრამ ნათელი იყო, რომ უნდოდა საქართველოში დაბრუნება. სიმართლე გითხრათ, ჩვენ არასდროს გვქონია პოლიტიკური დისკუსია, იმიტომ რომ ჩემი მხრიდან არასწორი იქნებოდა რაიმე მსგავსი შეკითხვის დასმა“, — განმარტავს ბაუდო.
მისი თქმით, სააკაშვილი თავისი სახლის სახურავზე ხშირად მასპინძლობდა სტუმრებს საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან. ასეთ დღეებში რესტორანი ხშირად ემსახურებოდა მას.
„მახსოვს მასთან სტუმრად მყოფი ორი მაღალჩინოსანი. ერთხელ მასთან ცნობილი მოცეკვავეც იყო, მგონი საქართველოდან — ბალეტის არტისტი“, — იხსენებს Fabbrica-ს პატრონი.
ბაუდოს საუბრიდან ირკვევა, რომ სააკაშვილს თავისი საყვარელი სასმელიც ჰქონდა — კოქტეილი სახელწოდებით Devil in North six („ეშმაკი ჩრდილოეთის მეექვსეზე“) — რესტორან Fabbrica-ს მისამართის მიხედვით. ეს კოქტეილი რესტორანს დღესაც აქვს მენიუში. ბარმენის თქმით, ერთი ჭიქა კოქტეილისთვის სამი ცალი მარწყვი, წიწაკა ჩილის მწიკვი, ორი უნცია (დაახლოებით 60 გ) არაყი, ერთი უნცია ლაიმის წვენი, ერთი უნცია უბრალო სიროფი და ნახევარი უნცია ლიქიორი Grand Marnier-ია საჭირო.
„ახლა რა სჭირს? — კითხულობს ბარმენი სააკაშვილზე, რომელსაც ექს-პრეზიდენტი არ ახსოვს. პასუხის მიღებაზე კი უტყვად სწევს წარბებს ზემოთ.
როგორც რესტორნის მფლობელი იხსენებს, როცა სააკაშვილმა პირველად დაინახა, როგორ ამზადებდა ბარმენი კოქტეილს, ძალიან დაინტერსდა.
„ის ეშმაკივით წითელია, რქებს (ჭიქის ირგვლივ) მარწვისგან აკეთებენ. სააკაშვილმა მკითხა, ეს რას ნიშნავსო? ვუთხარი, რომ კოქტეილს Devil in North six-ი ერქვა...მანაც გასინჯა და მას მერე მისი საყვარელი სასმელი იყო“, — იცინის ბაუდო.