„გვინდა ყველას ვუთხრათ...“ – მიხეილ სააკაშვილმა მეორე ცოლი მოიყვანა – ვიდეო

© Facebook / Ліза Яськоმიხეილ სააკაშვილი ცოლთან ერთად
მიხეილ სააკაშვილი ცოლთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილი დაქორწინდა. მისი ახალი რჩეული უკრაინელი ლამაზმანია.
მიხეილ სააკაშვილმა მეორე ოჯახი შექმნა. ამის შესახებ ვიდეოდან ხდება ცნობილი, რომელსაც უკრაინელი ლიზა იასკო ავრცელებს.
„მინდა ვთქვა, მე და ლიზამ გადავწყვიტეთ შევატყობინოთ ყველას, რომ ჩვენ ვართ ერთად. ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას, ახალ ოჯახს. მოხდა ისე, რომ მე მქონდა ძალიან მაგარი ცხოვრებაც, წარსულიც, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენ შევხვდით ერთმანეთს, მიუხედავად ყველა წინა ურთიერთობისა, რომლისთვისაც მადლობელი ვარ ყველასი. რა თქმა უნდა, ვფიქრობ ამაზე ბევრს, მაგრამ დღეს მე და ლიზა იასკო ვართ ერთად. ჩვენ გვაქვს ერთობლივი ოჯახი და გვინდა, რომ ყველას ვუსურვო ბედნიერება, ისე, როგორც ყველამ გაიგოს ჩვენი სიტუაცია და გვისურვოს ბედნიერება ჩვენ“, – აცხადებს ერთობლივ ვიდეოში მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილის მეორე ცოლი უკრაინული რადას დეპუტატია. ვიდეო გადაღებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში წამოსვლამდე.

„მე მხარს ვუჭერ მის ბრძოლას, რადგან მხოლოდ ნამდვილ მებრძოლებს ამხელა გულით და თავიანთი ქვეყნის სიყვარულით შეუძლიათ შეცვალონ სამყარო! მხოლოდ მიშას მსგავსი ადამიანები არიან მზად გარისკონ სამშობლოსთვის“, – წერს ლიზა იასკო.

ყველა ახალი ამბავი
0