https://sputnik-georgia.com/20211002/saakasvilis-megobarma-gogonam-zelenskis-mimarta-260113141.html
სააკაშვილის მეგობარმა გოგონამ ზელენსკის მიმართა
სააკაშვილის მეგობარმა გოგონამ ზელენსკის მიმართა
Sputnik საქართველო
სააკაშვილის მეგობარმა გოგონამ იასკომ უკრაინას, ევროკავშირსა და აშშ-ს ექს-პრეზიდენტის დაცვისკენ მოუწოდა. 02.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-02T08:36+0400
2021-10-02T08:36+0400
2021-10-02T08:42+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260113522_0:0:961:540_1920x0_80_0_0_aed57a333a63c4afcf405be5ed97f02c.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ფრაქციიდან „ხალხის მსახური“ ელიზავეტა იასკომ, რომელიც საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეგობარია, უკრაინის ხელისუფლებას, ასევე ევროკავშირსა და აშშ-ს მისი დაცვისკენ მოუწოდა, იუწყება РИА Новости.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.„სიყვარული და ბრძოლა საკუთარი სახელმწიფოსთვის კეთილშობილური საქმეა! მე მხარს ვუჭერ მის ბრძოლას... მივმართავ: უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, პრეზიდენტის ოფისს, უკრაინის საელჩოს საქართველოში, ვლადიმირ ზელენსკის (პრეზიდენტს - რედ.), დენის შმიგალს (პრემიერ-მინისტრი), დმიტრი კულებას (საგარეო საქმეთა მინისტრი)“, - დაწერა იასკომ Facebook-გვერდზე და დასძინა, რომ „მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ უნდა დავიცავთ ჩვენი მოქალაქეები!“თავისი მოწოდებით მან ასევე მიმართა აშშ-სა და ევროკავშირს, სხვა ორგანიზაციებსა და უწყებებს: უკრაინის მუდმივ წარმომადგენლობას გაეროში, ევროპის საბჭოში, აშშ-ის საელჩოს უკრაინასა და საქართველოში, უკრაინის მისიას ევროკავშირში, საქართველოს მისიას ევროკავშირში და სხვ.1 ოქტომბრის დილით, ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ბათუმში ჩაწერილი ვიდეო-მიმართვა გაარცელა და განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. ხელისუფლებაში მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ეს ფეიკ-ინფორმაცია იყო და ექს-პრეზიდენტს საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა 27 სექტემბერს დააანონსა, რის დასტურადაც „კიევი–თბილისის“ ავიარეისის ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა.მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.
https://sputnik-georgia.com/20211001/mixeil-saakashvilis-meore-coli-260100610.html
https://sputnik-georgia.com/20211002/saakasvilis-dakaveba-statebi-movlenebs-daakvirdeba-260111544.html
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260113522_0:0:853:640_1920x0_80_0_0_3f39a2afbcd832b1fe8ce8dbbf358b00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , უკრაინა
პოლიტიკა, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , უკრაინა
სააკაშვილის მეგობარმა გოგონამ ზელენსკის მიმართა
08:36 02.10.2021 (განახლებულია: 08:42 02.10.2021) სააკაშვილის მეგობარმა გოგონამ იასკომ უკრაინას, ევროკავშირსა და აშშ-ს ექს-პრეზიდენტის დაცვისკენ მოუწოდა.
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ფრაქციიდან „ხალხის მსახური“ ელიზავეტა იასკომ, რომელიც საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეგობარია, უკრაინის ხელისუფლებას, ასევე ევროკავშირსა და აშშ-ს მისი დაცვისკენ მოუწოდა, იუწყება
РИА Новости.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.
„სიყვარული და ბრძოლა საკუთარი სახელმწიფოსთვის კეთილშობილური საქმეა! მე მხარს ვუჭერ მის ბრძოლას... მივმართავ: უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, პრეზიდენტის ოფისს, უკრაინის საელჩოს საქართველოში, ვლადიმირ ზელენსკის (პრეზიდენტს - რედ.), დენის შმიგალს (პრემიერ-მინისტრი), დმიტრი კულებას (საგარეო საქმეთა მინისტრი)“, - დაწერა იასკომ
Facebook-გვერდზე და დასძინა, რომ „მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ უნდა დავიცავთ ჩვენი მოქალაქეები!“
თავისი მოწოდებით მან ასევე მიმართა აშშ-სა და ევროკავშირს, სხვა ორგანიზაციებსა და უწყებებს: უკრაინის მუდმივ წარმომადგენლობას გაეროში, ევროპის საბჭოში, აშშ-ის საელჩოს უკრაინასა და საქართველოში, უკრაინის მისიას ევროკავშირში, საქართველოს მისიას ევროკავშირში და სხვ.
1 ოქტომბრის დილით, ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ბათუმში ჩაწერილი ვიდეო-მიმართვა გაარცელა და განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. ხელისუფლებაში მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ეს ფეიკ-ინფორმაცია იყო და ექს-პრეზიდენტს საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.
სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა 27 სექტემბერს დააანონსა, რის დასტურადაც „კიევი–თბილისის“ ავიარეისის ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.