სააკაშვილის დაკავება: შტატები მოვლენებს ყურადღებით დააკვირდება

© AP Photo / Luis M. Alvarezაშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
გამოწერა
თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ შტატები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებულ მოვლენებს ყურადღებით დააკვირდება. ამის შესახებ დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა „ამერიკის ხმას" განუცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ოპერაციის დეტალები არ ხმაურდება. სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.
„ჩვენ გვაქვს მისი დაკავების ცნობები და მოვლენების განვითარებას ახლოს ვაკვირდებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს, რომ ბატონი სააკაშვილი ისარგებლებს თანასწორობის პრინციპით, საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს მიერ აღებული ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად", - აღნიშნეს დეპარტამენტში.
1 ოქტომბრის დილით, ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ბათუმში ჩაწერილი ვიდეო-მიმართვა გაარცელა და განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. ხელისუფლებაში მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ეს ფეიკ-ინფორმაცია იყო და ექს-პრეზიდენტს საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
პრემიერი: სააკაშვილის დაკავებით ქვეყანაში არეულობა ავირიდეთ
სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა 27 სექტემბერს დააანონსა, რის დასტურადაც „კიევი–თბილისის“ ავიარეისის ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩამოფრენის დროდ 2 ოქტომბრის 23:05 საათია მითითებული. იგი საქართველოში ჩამოსვლას დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად გეგმავდა.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.
წაიკითხეთ ასევე:
ზელენსკი შეშფოთებულია უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის დაპატიმრებით
„არა და არასოდეს!“ – ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე
ცნობილი გახდა თუ სად და რა ვითარებაში დააკავეს მიხეილ სააკაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0