https://sputnik-georgia.com/20211002/------260106902.html
პრემიერი: სააკაშვილის დაკავებით ქვეყანაში არეულობა ავირიდეთ
პრემიერი: სააკაშვილის დაკავებით ქვეყანაში არეულობა ავირიდეთ
Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის შედეგად... 02.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-02T00:09+0400
2021-10-02T00:09+0400
2021-10-02T00:09+0400
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/18/250989040_0:125:2400:1475_1920x0_80_0_0_7d0340125c0a3bef7d5c719849736658.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერში – Sputnik. საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავება მოხდა მაშინ, როცა იგი ერთ–ერთ კონსპირაციულ ბინაში იმყოფებოდა, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია პარასკევს, საღამოს გავრცელდა.მისი თქმით, სააკაშვილის დაკავების წყალობით, ქვეყანამ დიდი პროვოკაცია აირიდა თავიდან.„ჩვენ ქვეყანას ავარიდეთ ძალიან დიდი, მორიგი მძიმე პროვოკაცია, რომელიც შესაძლოა, გადაზრდილიყო ძალიან დიდ დაპირისპირებაში. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ სააკაშვილისა და მისი მომხრეების ხელწერას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. 1 ოქტომბრის დილით, ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ბათუმში ჩაწერილი ვიდეო-მიმართვა გაარცელა და განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. ხელისუფლებაში მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ეს ფეიკ-ინფორმაცია იყო და ექს-პრეზიდენტს საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა 27 სექტემბერს დააანონსა, რის დასტურადაც „კიევი–თბილისის“ ავიარეისის ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩამოფრენის დროდ 2 ოქტომბრის 23:05 საათიამითითებული. იგი საქართველოში ჩამოსვლას დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად გეგმავდა.მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.
https://sputnik-georgia.com/20211001/mixeil-saakashvili-nino-lomjarias-shexvda-260104212.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/18/250989040_134:0:2267:1600_1920x0_80_0_0_8ddb2cb6ca4f30db73ca309b58a17204.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
პრემიერი: სააკაშვილის დაკავებით ქვეყანაში არეულობა ავირიდეთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
თბილისი, 2 ოქტომბერში – Sputnik. საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავება მოხდა მაშინ, როცა იგი ერთ–ერთ კონსპირაციულ ბინაში იმყოფებოდა, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია პარასკევს, საღამოს გავრცელდა.
„მთავრობას ჰქონდა ინფორმაცია სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ, მაგრამ ჩვენ იგი სპეციალურად არ გავავრცელეთ, რადგანაც გამოვიყენეთ ჩვეულებრივი ოპერატიული ტაქტიკა, რომელიც ასეთი შედეგისთვის იყო აუცილებელი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ტელეკომპანია
Imedi–ის ეთერში.
მისი თქმით, სააკაშვილის დაკავების წყალობით, ქვეყანამ დიდი პროვოკაცია აირიდა თავიდან.
„ჩვენ ქვეყანას ავარიდეთ ძალიან დიდი, მორიგი მძიმე პროვოკაცია, რომელიც შესაძლოა, გადაზრდილიყო ძალიან დიდ დაპირისპირებაში. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ სააკაშვილისა და მისი მომხრეების ხელწერას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
1 ოქტომბრის დილით, ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ბათუმში ჩაწერილი ვიდეო-მიმართვა გაარცელა და განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. ხელისუფლებაში მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ეს ფეიკ-ინფორმაცია იყო და ექს-პრეზიდენტს საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.
სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა 27 სექტემბერს დააანონსა, რის დასტურადაც „კიევი–თბილისის“ ავიარეისის ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩამოფრენის დროდ 2 ოქტომბრის 23:05 საათიამითითებული. იგი საქართველოში ჩამოსვლას დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად გეგმავდა.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.