https://sputnik-georgia.com/20211001/------260104775.html
ზელენსკი შეშფოთებულია უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის დაპატიმრებით
ზელენსკი შეშფოთებულია უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის დაპატიმრებით
Sputnik საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დღეს დააკავეს. ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. 01.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-01T23:41+0400
2021-10-01T23:41+0400
2021-10-02T13:14+0400
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/14/249753592_0:161:3070:1888_1920x0_80_0_0_d7f1f36307fc89565c4636c20e8fb1b1.jpg
თბილისი, 1 ოქტომბერი - Sputnik. უკრაინა ქართული მხარისგან მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განმარტებას ითხოვს, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის პრეს–მდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა სოციალურ ქსელში დაწერა.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ოპერაციის დეტალები არ ხმაურდება. გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი თბილისში, გლდანი–ნაძალადევის რაიონში აიყვანეს. იგი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.ნიკიფოროვის ინფორმაციით, უკრაინა მიმართავს ქართულ მხარეს, განმარტოს ყველა გარემოება და მიზეზი, რატომ გადაიდგა ასეთი ნაბიჯი უკრაინის მოქალაქესთან დაკავშირებით. ასევე ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას უკავშირდება.დღეს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ბათუმში ჩაწერილი ვიდეო-მიმართვა გაარცელა და განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. ხელისუფლებაში მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ეს ფეიკ-ინფორმაცია იყო და ექს-პრეზიდენტს საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა 27 სექტემბერს დააანონსა, რის დასტურადაც „კიევი–თბილისის“ ავიარეისის ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩამოფრენის დროდ 2 ოქტომბრის 23:05 საათია მითითებული. იგი საქართველოში ჩამოსვლას დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად გეგმავდა.მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.სააკაშვილის დაკავება: უკრაინის საგარეო უწყებაში საქართველოს ელჩი დაიბარეს>>>საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რომელთაგან რამდენიმეზე დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა. სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკაში 2015 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ იგი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა, მანამდე კი მოქალაქეობა მიანიჭა. თუმცა უკვე 2016 წლის ნოემბერში პოროშენკომ სააკაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა და განაცხადა, რომ მან არა მარტო არ შეასრულა რეგიონის განვითარების პირობა, არამედ მნიშვნელოვნად გააუარესა ოლქის ეკონომიკური მაჩვენებლები. 2017 წლის ივლისის ბოლოს პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.2018 წლის თებერვალში სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში გააძევეს, რომლის ტერიტორიიდან მან 2017 წლის შემოდგომაზე მესაზღვრეების და სამართალდამცველების კორდონების გარღვევის შემდეგ უკანონოდ შეაღწია. კიევში დაბრუნება მან ახალი პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის მიერ მისთვის მოქალაქეობის დაბრუნების შემდეგ მოახერხა. 2020 წლის მაისში ზელენსკიმ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.
https://sputnik-georgia.com/20211001/mixeil-saakashvili-nino-lomjarias-shexvda-260104212.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/14/249753592_171:0:2900:2047_1920x0_80_0_0_f22fad0243c953b71c2320b7fd5f0d17.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ზელენსკი შეშფოთებულია უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის დაპატიმრებით
23:41 01.10.2021 (განახლებულია: 13:14 02.10.2021) საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დღეს დააკავეს. ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.
თბილისი, 1 ოქტომბერი - Sputnik. უკრაინა ქართული მხარისგან მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განმარტებას ითხოვს, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის პრეს–მდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა სოციალურ ქსელში დაწერა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ოპერაციის დეტალები არ ხმაურდება. გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი თბილისში, გლდანი–ნაძალადევის რაიონში აიყვანეს. იგი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ცნობებს. პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი შეშფოთებულია ამგვარი ამბებით და საქართველოში გაკეთებული განცხადებების ტონით სიტუაციის შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით “, -
წერს სერგეი ნიკიფოროვი.
ნიკიფოროვის ინფორმაციით, უკრაინა მიმართავს ქართულ მხარეს, განმარტოს ყველა გარემოება და მიზეზი, რატომ გადაიდგა ასეთი ნაბიჯი უკრაინის მოქალაქესთან დაკავშირებით.
ასევე ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას უკავშირდება.
დღეს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ბათუმში ჩაწერილი ვიდეო-მიმართვა გაარცელა და განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. ხელისუფლებაში მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ეს ფეიკ-ინფორმაცია იყო და ექს-პრეზიდენტს საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.
სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა 27 სექტემბერს დააანონსა, რის დასტურადაც „კიევი–თბილისის“ ავიარეისის ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩამოფრენის დროდ 2 ოქტომბრის 23:05 საათია მითითებული. იგი საქართველოში ჩამოსვლას დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად გეგმავდა.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.
საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რომელთაგან რამდენიმეზე დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა. სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკაში 2015 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ იგი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა, მანამდე კი მოქალაქეობა მიანიჭა. თუმცა უკვე 2016 წლის ნოემბერში პოროშენკომ სააკაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა და განაცხადა, რომ მან არა მარტო არ შეასრულა რეგიონის განვითარების პირობა, არამედ მნიშვნელოვნად გააუარესა ოლქის ეკონომიკური მაჩვენებლები. 2017 წლის ივლისის ბოლოს პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.
2018 წლის თებერვალში სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში გააძევეს, რომლის ტერიტორიიდან მან 2017 წლის შემოდგომაზე მესაზღვრეების და სამართალდამცველების კორდონების გარღვევის შემდეგ უკანონოდ შეაღწია. კიევში დაბრუნება მან ახალი პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის მიერ მისთვის მოქალაქეობის დაბრუნების შემდეგ მოახერხა. 2020 წლის მაისში ზელენსკიმ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.