https://sputnik-georgia.com/20211001/----------260101706.html
ცნობილი გახდა თუ სად და რა ვითარებაში დააკავეს მიხეილ სააკაშვილი
ცნობილი გახდა თუ სად და რა ვითარებაში დააკავეს მიხეილ სააკაშვილი
Sputnik საქართველო
დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიხეილ სააკაშვილმა ამომრჩეველს ვიდეო-მიმართვისას არჩევნებზე წასვლისკენ და აქტიურობისკენ მოუწოდა. 01.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-01T22:37+0400
2021-10-01T22:37+0400
2021-10-02T13:10+0400
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23910/99/239109918_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_8e202793be60a0620ee58da5393f3c47.jpg
თბილისი, 1 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე მდებარე ბინაში დააკავეს, ინფორმაციას ტელეკომპანია „TV პირველი“ ავრცელებს.ტელეარხის ცნობით, სამართალდამცველების ბინაში შესვლისთანავე ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მათ ჩაბარდა და არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. აღსანიშნავია, რომ დაკავებამდე სააკაშვილმა 13–წამიანი ვიდეო-მიმართვა გაავრცელა და მოსახლეობას 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისია განთავსებული. ოპოზიციური პარტიის წევრი მამუკა გუგეშაშვილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დაკავების დროს ოფისში იმყოფებოდა აცხადებს, რომ მან შეამჩნია რამდენიმე სამართალდამცველი, თუმცა არ იყო ინფორმირებული თუ რა ღონისძიება იგეგმებოდა.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაახლოებით ერთი საათის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ოპერაციის დეტალები არ ხმაურდება. გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი თბილისში, გლდანი–ნაძალადევის რაიონში, იგი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. დღეს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ბათუმში ჩაწერილი ვიდეო-მიმართვა გაარცელა და განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. ხელისუფლებაში მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ეს ფეიკ-ინფორმაცია იყო და ექს-პრეზიდენტს საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა 27 სექტემბერს დააანონსა, რის დასტურადაც „კიევი–თბილისის“ ავიარეისის ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩამოფრენის დროდ 2 ოქტომბრის 23:05 საათია მითითებული. იგი საქართველოში ჩამოსვლას დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად გეგმავდა.მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.
https://sputnik-georgia.com/20211001/situacia-rustavis-cixestan-video-260101429.html
https://sputnik-georgia.com/20211001/nika-melias-komentari-saakasvilis-dakavebaze-260099209.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23910/99/239109918_130:0:2861:2048_1920x0_80_0_0_161b8299c6f9cf5c5dc73fa051c74de4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ცნობილი გახდა თუ სად და რა ვითარებაში დააკავეს მიხეილ სააკაშვილი
22:37 01.10.2021 (განახლებულია: 13:10 02.10.2021) დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიხეილ სააკაშვილმა ამომრჩეველს ვიდეო-მიმართვისას არჩევნებზე წასვლისკენ და აქტიურობისკენ მოუწოდა.
თბილისი, 1 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე მდებარე ბინაში დააკავეს, ინფორმაციას ტელეკომპანია „TV პირველი“ ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, სამართალდამცველების ბინაში შესვლისთანავე ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მათ ჩაბარდა და არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. აღსანიშნავია, რომ დაკავებამდე სააკაშვილმა 13–წამიანი ვიდეო-მიმართვა გაავრცელა და მოსახლეობას 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისია განთავსებული. ოპოზიციური პარტიის წევრი მამუკა გუგეშაშვილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დაკავების დროს ოფისში იმყოფებოდა აცხადებს, რომ მან შეამჩნია რამდენიმე სამართალდამცველი, თუმცა არ იყო ინფორმირებული თუ რა ღონისძიება იგეგმებოდა.
„დაახლოებით ექვსის ნახევარი იყო, როდესაც ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები შემოვიდნენ პარტიის ოფისში და კონკრეტული მისამართი იკითხეს. ჩვენ არ ვიცოდით თუ რა ხდებოდა, რადგან აქ დაკავება ყოველდღიური მოვლენაა, თუმცა იყო ძალიან დიდი მობილიზაცია. შემდეგ რამდენიმე შავი ფერის ავტომობილი გავიდა კორპუსის ეზოდან და ბინაში ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, - აცხადებს გუგეშაშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაახლოებით ერთი საათის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ოპერაციის დეტალები არ ხმაურდება. გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი თბილისში, გლდანი–ნაძალადევის რაიონში, იგი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.
დღეს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ბათუმში ჩაწერილი ვიდეო-მიმართვა გაარცელა და განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. ხელისუფლებაში მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ეს ფეიკ-ინფორმაცია იყო და ექს-პრეზიდენტს საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.
სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა 27 სექტემბერს დააანონსა, რის დასტურადაც „კიევი–თბილისის“ ავიარეისის ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩამოფრენის დროდ 2 ოქტომბრის 23:05 საათია მითითებული. იგი საქართველოში ჩამოსვლას დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად გეგმავდა.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.