https://sputnik-georgia.com/20211001/nika-melias-komentari-saakasvilis-dakavebaze-260099209.html
მელია: მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა ის, რაც თქვა — ეს თავდადებული ნაბიჯია
მელია: მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა ის, რაც თქვა — ეს თავდადებული ნაბიჯია
Sputnik საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დღეს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. 01.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-01T21:50+0400
2021-10-01T21:50+0400
2021-10-02T13:01+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1e/260063046_0:36:2937:1688_1920x0_80_0_0_4138ec3d5246498f42febbbe265ef53b.jpg
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საერთო გამარჯვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი, როგორც საქართველოს უამრავი მოქალაქე, მოგვილოცავს ისტორიულ გამარჯვებას, ჯერ ციხიდან, მაგრამ მალე თავისუფლებაზე, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის ოპოზიციის საერთო კანდიდატმა ნიკა მელიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ოპერაციის დეტალები ჯერ უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი სანზონაში აიყვანეს.ნიკა მელიამ ამომრჩეველს 2 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ხვალ ოპოზიცია გამარჯვებისთვის იბრძოლებს და არა ვინმეს დამარცხებისთვის.„ხვალ ყველანი ერთად, ორგანიზებულად და მშვიდად მივდივართ საარჩევნო უბნებთან. მივდივართ, რომ შემოვხაზოთ ნებისმიერი, გარდა „41“-ისა. მივდივართ, რომ შევცვალოთ ბნელი ნათელით, უმუშევრობა დასაქმებით, გულგრილობა მზრუნველობით, კორუფცია წესიერებით, ძარცვა და გაღატაკება — განვითარებითა და სიმდიდრით“, — განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ.
https://sputnik-georgia.com/20211001/mixeil-saakashvils-6-wliani-patimroba-emuqreba-260098630.html
https://sputnik-georgia.com/20211001/------260098228.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1e/260063046_277:0:2888:1958_1920x0_80_0_0_16c0663150832e5406fd04a1d05bb04c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი
მელია: მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა ის, რაც თქვა — ეს თავდადებული ნაბიჯია
21:50 01.10.2021 (განახლებულია: 13:01 02.10.2021) საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დღეს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საერთო გამარჯვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი, როგორც საქართველოს უამრავი მოქალაქე, მოგვილოცავს ისტორიულ გამარჯვებას, ჯერ ციხიდან, მაგრამ მალე თავისუფლებაზე, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის ოპოზიციის საერთო კანდიდატმა ნიკა მელიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ოპერაციის დეტალები ჯერ უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი სანზონაში აიყვანეს.
„დღეს ის ნამდვილად საქართველოშია! ის დააკავეს, როგორც მოვისმინეთ. მაგრამ მან იცოდა, რაზე მოდიოდა და შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი. ხვალინდელი გამარჯვების შემდეგ ისიც გათავისუფლდება და ქვეყანაც. ციხეში ყოფნა არაა პრობლემა, პრობლემა არის, როცა ქვეყანა ემსგავსება დახავსებულ ციხეს“, — განაცხადა მელიამ.
ნიკა მელიამ ამომრჩეველს 2 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ხვალ ოპოზიცია გამარჯვებისთვის იბრძოლებს და არა ვინმეს დამარცხებისთვის.
„ხვალ ყველანი ერთად, ორგანიზებულად და მშვიდად მივდივართ საარჩევნო უბნებთან. მივდივართ, რომ შემოვხაზოთ ნებისმიერი, გარდა „41“-ისა. მივდივართ, რომ შევცვალოთ ბნელი ნათელით, უმუშევრობა დასაქმებით, გულგრილობა მზრუნველობით, კორუფცია წესიერებით, ძარცვა და გაღატაკება — განვითარებითა და სიმდიდრით“, — განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ.