https://sputnik-georgia.com/20211001/mixeil-saakashvils-6-wliani-patimroba-emuqreba-260098630.html
მიხეილ სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა ემუქრება – პროკურატურა
მიხეილ სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა ემუქრება – პროკურატურა
Sputnik საქართველო
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტს სასჯელის სახით 6-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში ბრიფინგზე... 01.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-01T21:37+0400
2021-10-01T21:37+0400
2021-10-02T12:59+0400
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23927/86/239278612_0:0:3128:1761_1920x0_80_0_0_0d6d7a124b32d3e03c47bbcb5d178fb0.jpg
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტს სასჯელის სახით 6-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში ბრიფინგზე პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა.პროკურორის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენებით ცნობილია დამნაშავედ სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით), 25–117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება) და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.უწყებაში განმარტავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით. მათივე ცნობით, საქმეზე აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო და საპროცესო საგამოძიებო მოქმედებები.მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე ცნობილი ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგზე გახდა. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ შეჰყავთ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში.
https://sputnik-georgia.com/20211001/nika-melias-komentari-saakasvilis-dakavebaze-260099209.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23927/86/239278612_397:0:3128:2048_1920x0_80_0_0_e9b7a389514db0db0621779c98c38b9f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტს სასჯელის სახით 6-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში ბრიფინგზე პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა.
პროკურორის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენებით ცნობილია დამნაშავედ სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით), 25–117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება) და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.
უწყებაში განმარტავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით. მათივე ცნობით, საქმეზე აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო და საპროცესო საგამოძიებო მოქმედებები.
მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე ცნობილი ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგზე გახდა. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ შეჰყავთ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში.