https://sputnik-georgia.com/20211001/------260098228.html
ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილი გუშინ კანცელარიის წინ იმყოფებოდა
ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილი გუშინ კანცელარიის წინ იმყოფებოდა
Sputnik საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დღეს დააკავეს. იგი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. 01.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-01T21:30+0400
2021-10-01T21:30+0400
2021-10-01T23:52+0400
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24169/23/241692392_0:73:2740:1614_1920x0_80_0_0_d8d1e204a19de68422c6f39532f8da96.jpg
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. მიხეილ სააკაშვილი მეოთხე დღეა საქართველოში იმყოფება, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ხერხეულიძემ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან.მისი თქმით, სააკაშვილი დედაქალაქის ცენტრში, მთავრობის ადმინისტრაციის სიახლოვესაც გადაადგილდებოდა.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთი საათის წინ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ოპერაციის დეტალები ჯერ უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. თავის Facebook-გვერდზე მან ორი ვიდეომიმართვა განათავსა, რომლებიც, მისი თქმით, ბათუმშია ჩაწერილი ღამის საათებში. „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ ეს არის „ფეიკი“ და ექს-პრეზიდენტი საქართველოში არ იმყოფება. შსს-ში ასევე აღნიშნეს, რომ სააკაშვილს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა 27 სექტემბერს დააანონსა, რის დასტურადაც „კიევი–თბილისის“ ავიარეისის ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩამოფრენის დროდ 2 ოქტომბრის 23:05 საათია მითითებული. იგი საქართველოში ჩამოსვლას დედასთან გიული ალასანიასთან ერთად გეგმავდა.
https://sputnik-georgia.com/20211001/mamuka-mdinaradze-ganmartavs-ratom-uaryofdnen-saakashvilis-saqartveloshi-dabrunebas-260097540.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24169/23/241692392_58:0:2683:1969_1920x0_80_0_0_0d66603509379f13d354ae84a76306d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიხეილ სააკაშვილი
ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილი გუშინ კანცელარიის წინ იმყოფებოდა
21:30 01.10.2021 (განახლებულია: 23:52 01.10.2021) საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დღეს დააკავეს. იგი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. მიხეილ სააკაშვილი მეოთხე დღეა საქართველოში იმყოფება, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ხერხეულიძემ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან.
მისი თქმით, სააკაშვილი დედაქალაქის ცენტრში, მთავრობის ადმინისტრაციის სიახლოვესაც გადაადგილდებოდა.
„მიხეილ სააკაშვილი ოთხი დღეა უკვე საქართველოშია. იყო ქუთაისშიც და, სხვათა შორის, გუშინ თბილისში კანცელარიის წინ იმყოფებოდა, მაგრამ მისი დაკავება ვერ მოახერხეს და დღეს დაიჭირეს. არაფერი დამთავრებულა, ბრძოლა ბოლომდე გრძელდება. მან იცოდა რისთვისაც ჩამოდიოდა საქართველოში. დღეს არ არის პირველი დღე, როცა მიხეილ სააკაშვილი არის თბილისში, უკვე მეოთხე დღეა ის საქართველოშია და ამის შესახებ არანაირი ცნობა ამ ჩამოშლილ, ჩამორღვეულ ხელისუფლებას არ ჰქონია", – განაცხადა ხერხეულიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთი საათის წინ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ოპერაციის დეტალები ჯერ უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში დააკავეს.
თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. თავის Facebook-გვერდზე მან ორი ვიდეომიმართვა განათავსა, რომლებიც, მისი თქმით, ბათუმშია ჩაწერილი ღამის საათებში. „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ ეს არის „ფეიკი“ და ექს-პრეზიდენტი საქართველოში არ იმყოფება. შსს-ში ასევე აღნიშნეს, რომ სააკაშვილს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.
სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა 27 სექტემბერს დააანონსა, რის დასტურადაც „კიევი–თბილისის“ ავიარეისის ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩამოფრენის დროდ 2 ოქტომბრის 23:05 საათია მითითებული. იგი საქართველოში ჩამოსვლას დედასთან გიული ალასანიასთან ერთად გეგმავდა.