რატომ უარყოფდნენ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას? – მდინარაძე განმარტავს

© Facebook / Mamuka Mdinaradzeმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, თუ რატომ უარყოფდნენ დღეს მმართველი გუნდის წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას.
პოლიტიკოსის თქმით, მათი განცხადებები ეყრდნობოდა იმ ინფორმაციას, რასაც სამართალდამცველები აწვდიდნენ.

„მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციები, საერთო კონტექსში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან და მის შედეგებთან ერთად, ნიშნავს იმას, რომ ეს იყო მართლაც მაღალი კლასის, უდიდესი წარმატებით ჩატარებული სპეცოპერაცია ჩვენი მხრიდან, მათ ეს ძალიან კარგად გათვალეს. სხვაგვარი მესიჯები რომ გახმოვანებულიყო, ბუნებრივია, ოპერაცია ასეთი წარმატებით შეიძლება ვერ დასრულებულიყო, მათ ეს რისკი არ გასწიეს“, – განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი, ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მასმედიაში გავრცელდა.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
ვრცელდება კადრები, როგორ შეჰყავთ მიხეილ სააკაშვილი ციხეში – ვიდეო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ოპერაციის დეტალები ჯერ უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი სანზონაში აიყვანეს.
როგორც სახალხო დამცველის პრეს-სამსახურში აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილს დღესვე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოინახულებს.
დღეს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე, მისი თქმით, ბათუმში ჩაწერილი ვიდეომიმართვა გაარცელა და განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ ეს ფეიკ-ინფორმაციაა და ექს-პრეზიდენტი საქართველოში არ იმყოფება. შსს-ში ასევე აღნიშნეს, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური