https://sputnik-georgia.com/20211001/salome-zurabisvili-saakasvilis-sewyalebaze-260101952.html
„არა და არასოდეს!“ – ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე
„არა და არასოდეს!“ – ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე
Sputnik საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დღეს დააკავეს. ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. 01.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-01T22:41+0400
2021-10-01T22:41+0400
2021-10-02T00:48+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/16/249517421_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_0365d318254d8d90a383c1d8bbd887c4.jpg
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. ქვეყნის პრეზიდენტისთვის, მართალია, სასიამოვნო არ არის, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს აპატიმრებენ კამერების წინაშე, თუმცა ამას სამართალი და კანონის უზენაესობა მოითხოვს და კანონის წინაშე ყველა ერთია, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ხელისუფლებას ოპერაციის დეტალები ჯერ არ გაუმჟღავნებია. გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში აიყვანეს.სალომე ზურაბიშვილმა სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა პროფესიონალიზმისა და დღევანდელი დღის მშვიდობიანად დასრულებისთვის.დღეს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე, მისი თქმით, ბათუმში ჩაწერილი ვიდეომიმართვა გაარცელა და განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. ხელისუფლებაში მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ეს ფეიკ-ინფორმაცია იყო და ექს-პრეზიდენტს საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.პროკურატურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე, და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.უწყებაში განმარტავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით. მათივე ცნობით, საქმეზე აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო და საპროცესო საგამოძიებო მოქმედებები.
https://sputnik-georgia.com/20211001/mixeil-saakashvils-6-wliani-patimroba-emuqreba-260098630.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/16/249517421_142:0:1959:1363_1920x0_80_0_0_11e2cc2f5870ed198a68d2643e09a265.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველოს პრეზიდენტი
„არა და არასოდეს!“ – ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე
22:41 01.10.2021 (განახლებულია: 00:48 02.10.2021) საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დღეს დააკავეს. ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. ქვეყნის პრეზიდენტისთვის, მართალია, სასიამოვნო არ არის, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს აპატიმრებენ კამერების წინაშე, თუმცა ამას სამართალი და კანონის უზენაესობა მოითხოვს და კანონის წინაშე ყველა ერთია, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ხელისუფლებას ოპერაციის დეტალები ჯერ არ გაუმჟღავნებია. გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში აიყვანეს.
„ბევრი კითხულობს დღეს, პრეზიდენტი აპირებს თუ არა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას. პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო – არა და არასოდეს!“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა პროფესიონალიზმისა და დღევანდელი დღის მშვიდობიანად დასრულებისთვის.
დღეს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე, მისი თქმით, ბათუმში ჩაწერილი ვიდეომიმართვა გაარცელა და განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. ხელისუფლებაში მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ეს ფეიკ-ინფორმაცია იყო და ექს-პრეზიდენტს საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.
პროკურატურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე, და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
უწყებაში განმარტავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით. მათივე ცნობით, საქმეზე აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო და საპროცესო საგამოძიებო მოქმედებები.