მიხეილ სააკაშვილის 24 წლით უმცროსი ცოლი – უკრაინელი ლამაზმანის ფოტოები სოციალური ქსელიდან

© Facebook / Ліза Яськоლიზა იასკო
ლიზა იასკო - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
გამოწერა
უცნობია როდის დაშორდნენ ერთმანეთს მიხეილ სააკაშვილი და სანდრა რულოვსი რომელთანაც ექს-პრეზიდენტს ორი ვაჟი ჰყავს
მას შემდეგ, რაც რამდენიმე წუთის წინ უკრაინული რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ერთადაა, საზოგადოებამ გაიგო, რომ მიხეილ სააკაშვილმა კიევში ახალი ოჯახი შექმნა.
როგორც 54 წლის სააკაშვილი ვიდეოში ამბობს, ის და ლიზა ერთად ცხოვრობენ და ოჯახი აქვთ. ლიზა იასკო წარმოშობით უკრაინიდანაა. 30 წლის.
უკრაინელი პოლიტიკოსი, კულტურის საქმეთა ექსპერტი და კინოპროდიუსერია. უკრაინას რადაში დეპუტატის თანამდებობა 2019 წლის 29 აგვისტოდან უჭირავს.
მას დამთავრებული აქვს ტარას შევჩენკოს კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბლავატნიკის სამთავრობო სკოლა. სწავლობდა ოქსფორდის უნივერსიტეტში.
ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში, ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილთა ერთად აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას. 30 ოქტომბრის დილით უკრაინულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ საქართველომ ბოლო მომენტში უთხრა უარი ქვეყანაში შესვლაზე 30-კაციან დეპუტატთა ჯგუფს, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიწვევით დამკვირვებლის სტატუსით აპირებდა საქართველოში ჩასვლას 30 ოქტომბერს.
დღის ბოლოს კი გავრცელდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობა, რომლის მიხედვითაც, უკრაინული „რადას“ ჟურნალისტებისა და დეპუტატების დელეგაციის ჩარტერული რეისი ქართული მხარის უარის გამო არ გაუქმებულა. სააგენტოს ცნობით, ამის მიზეზი გახდა ავიაკომპანია SkyUp Airlines-ის მიმართვა.
უკრაინელ დეპუტატთა ჯგუფთან ერთად საქართველოში ჩასვლას გეგმავდა „ვერხოვნა რადას“ დეპუტატი, მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ წევრი, ლიზა იასკო. დღეს სწორედ მასზე დაყრდნობით გავრცელდა ცნობა, საქართველოს ხელისუფლების უარის გამო ზემოხსენებული რეისის ჩაშლის შესახებ.
„ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო პოლიტიკის თანამედროვე ლეგენდაა. ასეთები თითო-ოროლაა მსოფლიოში“, - ამბობდა მაშინ ამ თემაზე კომენტირებისას ლიზა იასკო „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.
მიხეილ სააკაშვილს სანდრა რულოვსთან ორი ვაჟი ჰყავს. უცნობია, როდის განქორწინდა წყვილი, რადგან ამაზე განცხადება არც ერთს არ გაუკეთებია.
ყველა ახალი ამბავი
0