ახალი კომენტარი: ზელენსკიმ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე ისაუბრა

© CC BY 4.0 / Офис Президента Украины /ვლადიმირ ზელენსკი
ვლადიმირ ზელენსკი - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2021
გამოწერა
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. უკრაინის ტრუსკავეცში მდებარე სასტუმრო Rixos Prykarpattya-ში ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პრესკონფერენცია მიმდინარეობს, სადაც მას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ დაუსვეს კითხვა.
მისი თქმით, ის როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ყოველთვის მუშაობს და აბრუნებს თავის მოქალაქეებს ქვეყანაში — სხვადასხვა შესაძლებლობებით, რომლებიც გააჩნია და რომლებითაც ხელისუფლებამ აღჭურვა.

„ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, ამიტომ ეს მასაც ეხება. ყველა ინსტიტუცია, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩათვლით, ჩვენი საელჩო საქართველოში და ასევე უკრაინაში საქართველოს ელჩის დონეზე, ასევე ჩვენს მინისტრთა კაბინეტებს შორის საუბრების დონეზე, პრემიერე-მინისტრების საუბრების დონეზე, — ჩვენ ყველა ვიმუშავებთ ამაზე“, — განაცხადა ზელენსკიმ.

მანამდე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაკავებაზე კომენტარი გაკეთა ზელენსკის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა, რომელმაც ამასთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.
ვლადიმირ ზელენსკი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
ზელენსკი შეშფოთებულია უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის დაპატიმრებით
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „შეშფოთებულია ამგვარი ამბებით და საქართველოში გაკეთებული განცხადებების ტონით სიტუაციის შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით“, და აღნიშნა, რომ უკრაინა ქართული მხარისგან მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განმარტებას ითხოვს.
„უკრაინის ხელისუფლებას სააკაშვილის ექსტრადირების მორალური უფლება არ აქვს“ - მამუკა არეშიძე
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული, რაც ასევე უკავშირდებოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის დაკავებას.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სააკაშვილი უნდა ჩამოვიყვანოთ>>
ყველა ახალი ამბავი
0