https://sputnik-georgia.com/20211002/ukrainis-prezidentis-administracia-saakasvili-unda-camoviyavnot-260132059.html
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სააკაშვილი უნდა ჩამოვიყვანოთ
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სააკაშვილი უნდა ჩამოვიყვანოთ
Sputnik საქართველო
მანამდე უკრაინის საგარეო უწყებამ დაკავებული მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა და საქართველოს ელჩი კონსულტაციაზე მიიწვია. 02.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-02T14:08+0400
2021-10-02T14:08+0400
2021-10-02T14:08+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260128610_0:185:3076:1916_1920x0_80_0_0_6bc3a794d02f16a44befeca13e231ae8.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი პირადად აკონტროლებს თბილისში დაკავებულ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ ვითარებას, რომელიც უკრაინის მოქალაქეა. ამის შესახებ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მან საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა და საქართველოში უკრაინიდან ადგილობრივი არჩევნების წინ ჩამოვიდა, რომელიც დღეს, 2 ოქტომბერს იმართება. ექს-პრეზიდენტს სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.ამჟამად უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოუტანეს ორ - სანდრო გირგვლიანის მკვლელობისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ საქართველოს უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და ექს-პრეზიდენტს სასჯელის მოხდა საქართველოში მოუწევს.თავად სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და როგორც უკრაინის მოქალაქე, კონსულთან შეხვედრას ითხოვს.
https://sputnik-georgia.com/20211002/ukrainis-sagareo-uwyeba-saakasvilis-mxardaweris-mzaobas-gamotqvams-260129256.html
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260128610_480:180:2970:2047_1920x0_80_0_0_81055a3f25442363049f3c91f5d5307e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , უკრაინა
პოლიტიკა, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , უკრაინა
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სააკაშვილი უნდა ჩამოვიყვანოთ
მანამდე უკრაინის საგარეო უწყებამ დაკავებული მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა და საქართველოს ელჩი კონსულტაციაზე მიიწვია.
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი პირადად აკონტროლებს თბილისში დაკავებულ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ ვითარებას, რომელიც უკრაინის მოქალაქეა. ამის შესახებ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მან საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა და საქართველოში უკრაინიდან ადგილობრივი არჩევნების წინ ჩამოვიდა, რომელიც დღეს, 2 ოქტომბერს იმართება. ექს-პრეზიდენტს სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.
„ველოდებით საქართველოს ორგანოებიდან გასაგებ პასუხს და გადაწყვეტილებას საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე კონსულტაციების შემდეგ მივიღებთ. ამაზე ამჟამად საგარეო უწყება მუშაობს. პრეზიდენტი ამ სიტუაციას მუდმივად აკონტროლებს. ის (სააკაშვილი - რედ.) უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ ჩვენი მოქალაქე უნდა ჩამოვიყვანოთ“, -
განაცხადა პოდოლიაკმა გამოცემა Вести-სთან კომენტარისას.
ამჟამად უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოუტანეს ორ - სანდრო გირგვლიანის მკვლელობისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ საქართველოს უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და ექს-პრეზიდენტს სასჯელის მოხდა საქართველოში მოუწევს.
თავად სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და როგორც უკრაინის მოქალაქე, კონსულთან შეხვედრას ითხოვს.